ლექსები - Page 6 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ლექსები
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 01:38 | Сообщение # 51
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვახ, რაღას შვრებით ავკაცნო! ნუთუ, მოგძულდათ კაცობა!
რად გაიხადეთ ყურთათვის, კვლავ ავი სიტყვა საცობად?!..
დღეს მეორდება იგივე, რაც ადრე ბრძენმა გვაცნობა,
ისევ ჩვევია ნაჩვევსა, გლახკაცობა და ანცობა!

დიდკაცთან, ვიცით სიმართლე, ვეღარ გაუვა პატარას!
ვხედავთ ეშმაკის ბორბალმა, ისევ იმ წრეზე გვატარა!..
უგუნურების ხრიკებმა, შხამით აგვივსო მათარა!
ბრმად მინდობილთა სუფრაზე, ხონჩებით ჩამოატარა!!

და შევბარბაცდით უზნეოდ, მათრობელითა სითხითა!
წყალი არ გვასვეს წყაროსთან, დაგვცხეს მწვავითა სიცხითა!..
აწ ვერას ვშვრებით ქართველნი, ხასიათითა ფიცხითა,
კვლავ შეუკეთეს ცხელ ცეცხლსა, სულგამხმარითა ფიჩხითა!!

ვაგლახ! ის ვეღარ შეიგნეს, ღმერთი, რომ ხედავს ყველაფერს!
მალე მიიღებს სუყველა, თავისი ფერის შესაფერს!..
ვერას გააწყობს, ღვთის რისხვას, ვერ შეაშველებს ვერაფერს!
განრისხებული განგება, მთას მის ძირშივე შეარხევს!!

... აწი იფიქრეთ, თქვენ "მთებო", რომ დაგვაწყვიტეთ გულს კანი!..
უკვე გაცხელდა შიგ ლავა, მალე იფრქვევა ვულკანი!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 01:44 | Сообщение # 52
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარული ცოდვა თუ არს,
მე მქონია ყველა ცოდვა!..
რადგან გულით ყველა მიყვარს!
და ძილშიაც ამას ვბოდავ!!

თუ ფიქრობთ, რომ ეს ასეა...
მე, თუ სადმე შეგეყაროთ!..
ნუ აჰყვებით ჩემს ხასიათს...
არავინ არ შემიყვაროთ!!

თუმცა, მაინც ვეჭვობ მეტად...
რომ არ გავხდე საყვარელი!..
ღმერთმა შემქმნა, მე, ზედმეტად...
მიმზიდველად სანატრელი!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 01:57 | Сообщение # 53
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფული არსად მომიპარავს...
არ ვეკუთვნი მაინც სრულებს!..
ვადგებოდი, მე, სხვის კარავს...
ვიპარავდი სიყვარულებს!

ტიპიური ვიყავ მაშინ,
მოხდენილი ერკემალი!..
რაც მიბნევდა ტვინს ამ თავში...
ეს რა იყო?.. მხოლოდ ქალი.

თითო ცოდვა, რომ არ ჰქონდეს,
ცოტა დადის, ალბათ, კაცი!..
მაგრამ ჩემს მხრებს, ვერასოდეს,
ცოდვებისგან ვერვინ დაცლის!

რომ ვიხსენებ ახლა მაგ დროს...
მიშფოთდება ღამით რული!..
ღმერთმა ნურვის მიუსაჯოს,
მოსაპარად სიყვარული!!

... ის შეირგეთ ყველამ, გირჩევთ,
გითავაზებთ, რასაც ღმერთი!..
ნუ დაწყვიტავთ ზედმეტ გირჩებს!
ერთს ეკუთვნის, მხოლოდ ერთი!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 02:18 | Сообщение # 54
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოლიტიკოსებს?! აღარ ვიცი რა ეშველებათ?!
მე, იგი მიკვირს ხალხს, რომ სჯერა, კიდევ, ამათი!..
ო! როგორ მინდა, გაიმართოს ბრძენთა შეკრება!
და გულით სუფთა კაცებისგან შესდგეს კამათი!!

საქმე ისაა, ვინ განსაზღვროს უნდა კვორუმი,
ან ვინ შევიდეს, საგანგებოდ, ბრძენთა სიაში?!.
თვეში რამდენჯერ გაიმართოს მათი ფორუმი?!
და ვინ ჩაუდგეს, აზრს მიღებულს, კომისიაში?!

არა! არ მიყვარს, ზუსტად ვიცი, ეს პოლიტიკა!
მაგრამ ჭკვიანთა აზრი, ნაღდად მაინტერესებს!..
რაღა ჯობია თუ ჯანსაღი გვექნა კრიტიკა
და კუჭის გარდა, თუ დავიცავთ სხვა ინტერესებს!

ძალზე კარგია ახალგაზრდის საღი გონება!
მაგრამ უხუცესს თავისი აქვს ზომა და წონა!..
მე, მიმაჩნია ბრძენკაცები ერის ქონებად!
ეროვნულია, სამოქმედოდ, როს მათი ზონა!!

ხელი ასწიეთ, ხევისბერნო!.. ხელი ასწიეთ!
ვის გაქვთ სურვილი თქვენი აზრი გამოთქვათ წყნარად!..
უსაჭე გემის მართვისათვის ჯაფა გასწიეთ!
კვლავ წინ წასწიეთ, თქვენ ჭაპანი, მტკიცედ და მყარად!!

... არავის ვახვევ, ეს უბრალოდ, ჩემი აზრია!
ვიცით, ერთ დღეში არ გაჭრილა, კლდეში, ვარძია!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 16:09 | Сообщение # 55
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულის მაშინ მესმის,
გულს, თუ უყვარს გულიანი!..
სიტყვას მწარეს, რომ არ გესვრის:
რატომ არ ხარ ფულიანი?!!

შვილიშვილისხელა გოგო,
ბაბუსტოლას გაჰყვეს ცოლად!..
ამ აქტს ჰქვია, მითხარ, როგორ?!
თუ არ შავბნელ ფულზე წოლა?!!

ვთქვათ და გოგოს პატარასა,
აღარ ეყო მეტი ჭკუა!..
ბაბუსტოლა, იმ ბატრაკსა!
ფულის გარდა, რამე თუ აქვს?!

გათავდება ის ფულები...
ბაბუს მიწა მიიბარებს!..
დაინგრევა სართულებიც...
ნამუსი კი მიაქვს ქარებს!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 16:30 | Сообщение # 56
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისე ცქრიალებდა თეთრი ანგელოზი,
ფრთებით ასხივებდა არმაზს ჩუქურთმიანს...
--ვეღარ დატკბებაო ჩვენზე სარკინოზი,
ჰეო! -- მოქიშპენიც დროშებს უკუ ხრიან...

დროზე ვითავისეთ ჯვარის სასწაული,
ნინომ მშიერ გულზე ცვარით იმხარხულა,
მადლი გვიფარავდა ღვთიურ საწყაულის,
მთაში მონადირე სჭექდა მირანგულას.

ხშირად იგრიალა დუშმანთ აზვირთებამ,
ბევრჯერ აგვიცრემლეს მოყმე თუ დიაცი;
ქართველს არ სჩვევია ისე განივთება,
რომ არ ასულდგმულოს გენის ხვაშიადი;

რომ არ შეულეწოს მკერდი მოძალადეს,
რომ არ აგვირისტოს ხვალის ჭირნახული,
რომ არ ეთაყვანოს უფალს მოამაგეს,
რომ არ შემოსძახოს ჰანგი ცისმაყრული.

ასე მარქაფულად კვლავაც მედგრად ვივლით,
ისევ ვუკუვაგდებთ გრიგალს აუგიანს,
წმინდა მარიამის კუთვნილ ღვთიურ წვლილით,
ჩვენი მომავლის ბარტყს ფრთები აუსხია!

პაპუნა ქვარიანი
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 17:34 | Сообщение # 57
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო, ეს ჩახუთული შემოდგომა,
ამო გაზაფხულის საწყისია.
წარსულს ქანდარაზე მიეთოვა,
ცრემლი ალმაცერად აწვიმს იას.

ისე გამიტაცა ნაკრძალებმა,
მგონი ეს ჯირითი მალამოა,
სიო გაღიმებას მაძალებდა,
ცაცხვი ხოდაბუნის მარაოა.

ჰოდა, ფოთოლცვენის ჰარმონია
მზისგან ნაბოძები ჭაშნიკია,
ბორცვებს შებერება დატყობიათ,
დღეებს ვუმკლავდები ქარიშხლიანს!

ეკატერინე ციცქიშვილი
Фото ეკატერინე ციცქიშვილი.
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 17:50 | Сообщение # 58
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოფის წესრიგს აღარ ვიცავთ
და ვისჯებით კიდით - კიდე!..
ფიცის არ გვწამს, მაინც ვფიცავთ:
ვითომ, უნდა მოვწესრიგდეთ!

წესით, ის რაც ღვთის წესია,
საკეთებლად საქმე, რთული!..
თუ კი ღვარძლი გვითესია,
ჯობს გადავხნათ ისევ ხნული!

თითო-თითოდ ამოვიღოთ
უბედური ღვარძლის თესლი!..
ხნულისაგან შორს წავიღოთ,
რომ არ ჩაგვრჩეს, მცირეც, გესლი!

მერე ხნულში, სიკეთის თესლს,
მოვუყაროთ ერთად თავი!..
მწამს ბეღელი მომავალ წელს,
აგვევსება ბზა-თავთავით!!

თითქოს ყველამ, ყველა წესი,
ვიცით, მაგრამ აღარ ვიცავთ!..
პასუხს მოგვთხოვს ზე განმწესი!
თუ კუბოსი ავსცდით ფიცარს!

... დავიხსომოთ მუდამ, უნდა!
წ ე ს რ ი გ ი, რომ კანონია!..
თუ არა და ჩვენს თავს მუდამ,
დაგვიტანჯავს აგონია!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 17:56 | Сообщение # 59
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოფის წესრიგს აღარ ვიცავთ
და ვისჯებით კიდით - კიდე!..
ფიცის არ გვწამს, მაინც ვფიცავთ:
ვითომ, უნდა მოვწესრიგდეთ!

წესით, ის რაც ღვთის წესია,
საკეთებლად საქმე, რთული!..
თუ კი ღვარძლი გვითესია,
ჯობს გადავხნათ ისევ ხნული!

თითო-თითოდ ამოვიღოთ
უბედური ღვარძლის თესლი!..
ხნულისაგან შორს წავიღოთ,
რომ არ ჩაგვრჩეს, მცირეც, გესლი!

მერე ხნულში, სიკეთის თესლს,
მოვუყაროთ ერთად თავი!..
მწამს ბეღელი მომავალ წელს,
აგვევსება ბზა-თავთავით!!

თითქოს ყველამ, ყველა წესი,
ვიცით, მაგრამ აღარ ვიცავთ!..
პასუხს მოგვთხოვს ზე განმწესი!
თუ კუბოსი ავსცდით ფიცარს!

... დავიხსომოთ მუდამ, უნდა!
წ ე ს რ ი გ ი, რომ კანონია!..
თუ არა და ჩვენს თავს მუდამ,
დაგვიტანჯავს აგონია!!!

/ ამირან თოდუა /
 
nukriaДата: ორ, 11.09.2017, 17:59 | Сообщение # 60
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცუდად მენიშნა მე ზმანება, წუხელ ღრმა ძილში!
შენთან, ხომ იცი, მე სიზმარშიც, აღარ მსურს შეყრა!..
მაინც ვცდილობდი, შენს ხსენებას მე სიტყვა ტკბილში!
უეცრად გატყდა ბროლის ჭიქა, რაც ხელში მეპყრა!!

ზედ დაიღვარა, ჩვენს სუფრაზე, ღვინო წითელი!
ვით ქრისტეს სისხლი, როზგებიდან გამომდინარე!..
შენ კი დაგედო, ბუნტის თავო, ფერი ყვითელი!
მტერი კი, იქვე ქილიკებდა, პირმომცინარე!!

აღარ მსურს ცუდი, რომ შეგემთხვას, მაინც, რატომღაც!
ასე სახალხოდ, კვლავ გიგზავნი, ამ მცირე, ნოტას!..
თავს მოუფრთხილდი, ნუ გადაჰყრი, შავ-ბნელ კატორღას!
ჯინაზე დგომით, შენ კარგს იზამ, ყველაზე ცოტას!

რაც უნდა გექნა, ყველაფერი, პირიქით ქენი!
შენს გამზრდელ მამას და შენს სოფელს, ზურგი აჩვენე!..
შინ მიაშურე! იქ დაგენგრა, სანამდე სხვენი!
და ქართველობა, ამით მაინც, შეინარჩუნე!!

ფეხი დაბანე, გამზრდელს ვინაც, შვილად გიგულა!
კაცად უნდოდა შენი თავი გამოეყვანა!..
გეყო, რაც უკვე მოიქეცი, ყველგან, ბრიყვულად!
შინ ვერ ივარგე და აბუნტე სხვაგან ქვეყანა!!

... სახლში დაბრუნდი, თავს მიხედე, უძღებო შვილო!..
სანამ იქ მამამ, შენს მაგივრად, სულ სხვა იშვილოს!!!

/ ამირან თოდუა /
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ლექსები
ძებნა:

მოგესალმები Гость