პოეზი - Page 11 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 07:08 | Сообщение # 101
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს.
ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ,
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვაძინებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.
და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,
გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით,
გვიხარია თუ არ გვიხარია..
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ,
შენი ცხოვრების ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდე მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?"
/მორის ფოცხიშვილი(1930 — 1997) — ქართველი პოეტი./


Сообщение отредактировал nukria - პარ, 13.10.2017, 07:09
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 07:09 | Сообщение # 102
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- კი არ მოკვდა, ბროწეული გაიხლიჩა,
ოქტომბერში ბროწეულმა ასე იცის...
და სიყვარულს ტალახის ქვეშ მაინც იცავს,
შეცდომებზე მეტი არის დანაკლისი...
ამ სოფელმა სილამაზე ვერ დაიცვა,
წვიმა არა, ეს მარიტას ცრემლებია...
დაამძიმა ციციკორემ დედამიწა,
და სხვებიც თავს ციციკორეს ევლებიან...
არ სჭირდება ღმერთს ასეთი სამართალი,
და შიშისგან ჩრდილებიც კი ჩერდებიან...
ისე გვემეს, უიმედოდ ავად არის,
სისხლი არა, ბროწეულის წვეთებია...
/ავტ.მამა პეტრე - კოლხი/ პეტრე კოლხი
***
- აყვავილდება ბროწეული
მარიტას ბაღში
და აილეწავს ატკეცილი
ყვავილი ყვრიმალს!
სადღაც შორს, იქით,
განაბული ირემი, მთაში,
ამაოდ ელის, ვერ მოაღწევს,
ხარ-ირემს მყვირალს.
დაილეწება ჩქერთან ბრძოლით
მამრი კალმახი,
აკოცოს სატრფოს, ვერ ეღირსოს
ეს უწერია...
წამოაგებენ მიჯნურ მოყმეს
მახვილს წამახულს,
"შენთვის ვცოცხლობდი,
შენთვის ვკვდები" -
ბედნიერია...
დაშორებაა სიყვარული
უფრო ნამდვილი,
სიკვდილი უფრო ნამდვილია,
როცა ფრთებს გაშლი!
და აილეწავს ატკეცილი,
ყვრიმალს, ყვავილი -
ბროწეულები ფეთქდებიან
მარიტას ბაღში...
/ ავტ.კახა შალამბერიძე
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 13:04 | Сообщение # 103
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაველოდები იმ წუთს
იმ წამს
მღელვარე დღეთა
როცა სურვილი
შენი ფეხით
მოგიყვანს ჩემთან
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 13:25 | Сообщение # 104
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწყვდი ნატვრის ხეს ბოლო ამარტი,
ნატვრისთვალივით გკარგავ მარიტა.
ტრაგედიული სოლო ამ არტის
ჩემთან დუეტს ქმნის,კარგად მატირა.

ეკლის გვირგვინმა მაჭეშმარიტა,
მჩხვლეტს ნემსებივით მიტრა გედიას.
საფლავის მიწას მაჭმევ მარიტა,
რაც ციციკორემ მიტრაგედია

/პოეტ პოეტიშვილი/

ლიკას

ეს, ხიდი თმებით გააბი ლიკა,
მდინარე გიმღერს სიმით ლიკლიკა.
რითმამ სტრიქონი გააბილიკა,
მიმიმ მიმიკით მიმიქილიკა.
მიყვარს ოცნება და სიმბოლიკა
ტაშს უკრავს მთვარის არეს პუბლიკა.
რადგანაც, KENT-ი მასვი ბოლი მკლავს,
ცამ სიყვარული არესპუბლიკა.
გვიკბენს კრაზანა და ბაზი, ლიკა.
ნახე რას ნიშნავს "ევრიკა"ლიკა
გველის სასახლე და ბაზილიკა,
ისვრის ჩვენს მიმართ ბევრი რეპლიკას.
/პოეტ პოეტიშვილი/

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 13:34 | Сообщение # 105
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სარკეს მივაბოლე თუთუნი და
ქალზე მომივიდა მადა მაჩოს.
ყველა სილამაზე ბლუთუზიდან,
მინდა ჩემს ტახტში ,რომ გადავქაჩო.
ალბათ შენც გამიცან მაჩოთი რომ,
ჩემს ერთგულებაზე წუწუნებდი.
აღარ მეჩვენება საჩოთიროდ,
შენ ქმარს სიყვარულს რომ უწუნებდი.
მეტი სიყვარული ლამაზ ცოლებს,
რადგან ვერ ვიქნები უქალთანო.
ქალი სიყვარულს რომ გამაყოლებს,
მივალ სიყვარულით უფალთანო.
ბევრმა ჩემს ხელებში შალა ტანი,
ამას არ ვიგონებ სატრაბახოდ.
არ ვარ სიყვარულის შარლატანი,
ქალის მკერდები მაქვს საბალახოდ.
ქალში დასაზამთრი ყიშლები და...
ჰიპნოზს არ ვიყენებ რასპუტინის.
ბანსაც ვერ იგონებთ ნისლებიდან
ბევრი მეყოლება მთას თუ ტინი.
ჩემზე ჭორები არ გაფლანგულა!
ვუთხარ ერთი სიტყვა ბონჟუ ჟანას,
ვკოცნე ვნებიანად თან ფრანგულად,
ახლა ყველა მიცნობს დონჟუანად.
ამ თავს ათასზე მეტ შარში ვყობდი,
პოეტს დღეს სახელი (ბუღა) მმატეს.
ყველა ლამაზთან რომ ვარშიყობდი,
ვერცერთ სილამაზეს ვუღალატე.
ჩემზე საუბრობენ ოხ რას შობა...
წერას კვლავ ქალებზე აყვა ხელი.
ღმერთო მაპატიე ოღრაშობა,
მინდა უფრო მეტი საყვარელი.
ღამე ლამაზმანო ნაზად მოვალ,
მერე შეაქანებს ჭექა ქანებს.
მაჩომ დავაჯობე კაზანოვას,
ჩემს თავს სარკეში რომ ვექაქანე.
/პაატა სურმანიძე/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 14:25 | Сообщение # 106
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთხი სეზონი ვივალდს ვუსმენდი,
რომ დაუსერა ბედს დრომ ვენები.
ვერ დამაყრუეს მიყვარს, ვუთმენდი,
რომ უკეთ მესმის ბეთჰოვენებით.
კარგად იციან ჯულიეტებმა,
რომ ჩემთან არის რომეო სები.
ვერ დამიბრმავეს გული კელტებმა,
რომ უკეთ ვხედავ ჰომეროსებით.
მე ისე წავალ პოეზიიდან,
დარჩეს საწერი "პასტებს"ნაკლები.
რომც დამაკოჭლოთ პოეტის გზიდან,
მე უკეთ ვივლი პასტერნაკებით.
გამათამამეთ დიდათ პატივით,
ჩემზე თევზაობთ ჯერ ანკესებით.
რომც მომჭრათ ხელი დიდოსტატივით,
მე უკეთ დავწერ სერვანტესებით.

/პოეტ პპოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 15:11 | Сообщение # 107
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვალ გულმწყურვალი ცხრაწყაროში,
მომაქვს სიყვარული ვერონიდან.
რადგან ვიმყოფები აწ ხაროში,
ხელი მომაწოდე ვერონიკა.
მთვარე უძილობის ეტალონი,
გულზე მითავაზებს წერო ნისკარტს.
ტკივილს ვერ მიყუჩებს კეტანოლი,
და შენ გამიყუჩე ვერონიკა.
წლები ერთად ყოფნით შევიბეროთ,
გრძნობას უარითაც ვერ მომიკლავ.
ჯვარი სამოთხეში დავიწეროთ,
აქ თუ არ გვაღირსეს ვერონიკა.
ია გაზაფხულის კაბით მინდა,
შენთან სიახ-love-ს ვერ მოვიკლებ.
ცაზე სილაჟვარდე აბიბინდა,
ღმერთი გადმომაყრის ვერონიკებს.
გახდა ამინდები შესალოცი,
გზაზე ვეღარ ფარავს დემონი კვალს.
შენ, რომ მომაწოდე ხელსახოცი,
ქრისტე დავინახე ვერონიკა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 16:14 | Сообщение # 108
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერონიკა (გალას მოკითხვა)

მოვალ გულმწყურვალი ცხრაწყაროში,
მომაქვს სიყვარული ვერონიდან.
რადგან ვიმყოფები აწ ხაროში,
ხელი მომაწოდე ვერონიკა.
მთვარე უძილობის ეტალონი,
გულზე მითავაზებს წერო ნისკარტს.
ტკივილს ვერ მიყუჩებს კეტანოლი,
და შენ გამიყუჩე ვერონიკა.
წლები ერთად ყოფნით შევიბეროთ,
გრძნობას უარითაც ვერ მომიკლავ.
ჯვარი სამოთხეში დავიწეროთ,
აქ თუ არ გვაღირსეს ვერონიკა.
ია გაზაფხულის კაბით მინდა,
შენთან სიახ-love-ს ვერ მოვიკლებ.
ცაზე სილაჟვარდე აბიბინდა,
ღმერთი გადმომაყრის ვერონიკებს.
გახდა ამინდები შესალოცი,
გზაზე ვეღარ ფარავს დემონი კვალს.
შენ, რომ მომაწოდე ხელსახოცი,
ქრისტე დავინახე ვერონიკა.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 17:07 | Сообщение # 109
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გუბაზის მკლელებს დასჯის ფარტაძე,
წათეს წარსულით მწარედ პეტრა მკლავს.
ქვის ძეგლს ვერაფრით გამიპარტახებთ,
რომ ოქროს ლექსი წამეპეტრარკა.
გავარდეს სიტყვა მეხის და მგოსნის,
ბორკილს მადებენ მაჯებს ლიხს იქით,
ლიხს აქეთ ფეხზე!ვეფხისტყაოსნის-
დამცველი ,რომ ვარ ქაჯეთის ციხით.
დაწერს ახალი კესარიელი,
რომ არ მქონია დღენი ნეტარნი.
გურიაში ვარ დღეს ტარიელი,
აჭარაშია ჩემი ნესტანი.
ციხისგულისთვის ციხისძირში ვარ,
ზღვიდან უქმნიდა მთვარე პეტრას რკალს.
"მწერალთა სახლმა" წიხლით მიშვილა,
რომ არაფერი წამეპეტრარკა.

/პოეტ პოეტისვილი/
 
nukriaДата: პარ, 13.10.2017, 17:08 | Сообщение # 110
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სტიქომანტია

ხელის გულებზე ვინ გისპირიტებთ,
რომ მოანატრეთ სტრიქონს მანტია.
ისევ სუსტ ლექსებს მიპირისპირებთ,
რითმებზე გცინით სტიქომანტია.
თქვენ ნუ გგონიათ ჩემი ლაჟვარდი,
შავი ღრუბლებით გამურულია.
მზე და მთვარეა ზეცის ქალ-ვაჟი,
რომ ყველა ლექსი ამურულია.
ლექსის გულებზე ვინ გისპირიტებთ,
სიცოცხლის ხაზი ითხოვს მანტიას.
კვლავ ულექსობას მიპირისპირებთ,
რომ ვერ აკვირვებთ სტიქომანტიას.
/პოეტ პოეტიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
ძებნა:

მოგესალმები Гость