ვასილ ბესელია
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.04.2012, 20:49 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ზამთრის ლექსი
ზამთრის გადამედო ფერი-
(დაბმული ვარ ხარი ხართან!)
ვმღერი,
მაგრამ ტირილს ვმღერი,
ვეჭიდები ხავსის ხარდანს.
რაც ვერ ვპოვე-
აწი ვერ მსურს,
მოვრჩი საყვედურს და ღაღადს...
(ვსვამ და
ვემსგავსები ხევსურს_
გიგო გაბაშვილის ნახატს!)
აღარც წყენას აღარ ვწონი,
არც მას-
თუ რამ გამეხარდა,
(დაღლილი ვარ მეხთან ბრძოლით,
ვერ ვიმჩატებ ნამეხარ ტანს!)
ზამთრის გახუნებულ ყვავილს
ვიხდენ ხსოვნის ცოდვა-მადლით,
დაკარგული დამაქვს თავი,
საძებარი გავხდი სანთლით...
ვეღარც შენი
ლოცვა მიცავს,
(დაფნა რამდენს შვენის ცრუ თავს!)
ვტკეპნი თმენას,
სანამ მიწა
მოუთმენლად შემისრუტავს...
. . .
იღბალს-
ამოდენილს ძმარად,
გულგრილობის ნიღაბს ვურთავ...
...ყველაფერი ვერ ვთქვი, მარა,
რაც ვთქვი-
ან ეს ვიღას უნდა...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 29.04.2012, 01:23 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
შენ, დავიწყებულ ზამთრის რტოებში, დაეძებ ფერს და დაკარგულ ბგერებს, და ჩემს უხსოვარ სიმარტოვეში ისევ ბრუნდები დიდი ხნის მერე.
მწარე მორწმუნის წესით და რიგით გავედრებ ჩემი ცხოვრების დომხალს... და ისევ იქ ვარ, იმ საზღვარს იქით- კაციც რომ ხარ და ფრინველიც რომ ხარ.
მე მოგანატრებ გასაფრენ სივრცეს და ჟრუანტელით გაკვამლულ ბუხარს, რომ თუ ხარ ქალი- ფრინველად იქცე, რომ ქალად იქცე ფრინველი თუ ხარ...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 29.04.2012, 01:30 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დაწყდნენ სიზმრების აბლაბუდები, თქვენ შეეჩვიეთ სიშორის გემოს; მე კი ცარიელ ზღაპრის გუდებით თქვენი კოშკიდან ვეშვები ქვემოთ;
შეწყვეტილ ვალსის მომდევს ქვითინი უმიზეზოდ რომ ოცნებამ მოწნა... ...და მამჩნევია, ხუთი თითივით, ლოყაზე თქვენი ცრემლი და კოცნა...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.05.2012, 22:56 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მე მომხვდა შენი ნასროლი თოვლი, წეღან მომხვდა თუ დიდი ხნით ადრე, ვხუცდები, არ ვარ მე შენი ტოლი, როგორ გაბედე - ხუმრობა მკადრე...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 06.06.2012, 00:30 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოთხი ლექსი
***
…და შენ უკრავდი აწეულ წარბით,
მტკიოდა ნერვი და კლავესინი...
...და ღამე იყო
ცივი და ყალბი-
გახარებული კაცის ლექსივით...
და შეჩვეული ნოემბრის ქარი
ჩვეულებრივად ახშობდა ბიზეს,
მე კი გიწერდი,
ათასჯერ მკვდარი,
უკანასკნელი სიკვდილის მიზეზს...
***
ასე თუ ისე -
უშენოდ ვცხოვრობ
და ოცნების ხე ვერ გაიკვირტა...
თუ რამე მიკვირს -
ის მიკვირს მხოლოდ,
რომ რაც არ მიკვირს -
რატომ მიკვირდა...
შენ შემაგებებ,
ღიმილით ჯერაც,
ერთდროს საჩემოდ ნასწავლ მიმიკას,
მე კი,
ის ოდნავ დაღლილი მზერა
ახლა ძალიან დაღლილს მიმიგავს...
***
მსურდა ასე თუ
ასე არ მსურდა...
მერე კი წლებმა
გზები დანაღმა...
მე მაშინ ვიყავ
ძალიან ცუდად
და ყველაფერზე
ვიყავ თანახმა.
სადღაც სამარის
ვიყავ მახლობლად
ჭირისუფლის და
ბახის თანხლებით...
მას მერე ვფიქრობ,
და იმ თანხმობას
მთელი სიცოცხლე
არ ვეთანხმები.
***
სულში გამყმუის
ქარი აშარი,
და მზერა ისევ
შხამში იწება,
დავრჩი ერთი კლდის
ფინჩხა- ნაშალი
და ერთი ლექსის
შეკოწიწება...
გუმანით ვეძებ
ბოლო საბუდარს.
კართან მიბია
ხსოვნა მსახურად,
და ვწვალობ ასე-
კუბოს, საკუთარს,
საკუთარ ხელით
ვარგებ სახურავს...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 12.07.2012, 15:35 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** სულში ნათელი ისე მიღამდა... ეს ბედიც ჩემი ტყუპის ცალია; როგორც შევძელი ისე მიყვარდა, მე არ შემეძლო უფრო ძალიან.
ამ წუთისოფლის მთელი ავ-კარგი დუღდა და სული კბილით მეჭირა, არდასაკარგი მაინც დავკარგე და ვერ შევძელი გადამერჩინა;
ოცნებაც სულში ისე მიმიცხრა... და ღველფი შემრჩა-კვამლის შემცველი; მან ხელაღებით გადამივიწყა, მე დავივიწყე-როგორც შევძელი.
დავრჩი ამარა უფლის შეწევნის, დრო კი მიფრინავს ქაფის მოგდებით... ისე ვიცოცხლე, როგორც შევძელი, და როგორც შევძლებ-ისე მოვკვდები.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 29.08.2012, 17:48 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მომწერე!
დაწერე რაც გულში გაქვს და გულის გულში... სულშიც მოიძიე საჩემო სიტყვა... გითქვამს თუ არ გითქვამს აქამდე... სადამდე იქნები მდუმარე, მწუხარე ღამეა და გელი, მტკივა და ტკივილისა ვმღერი... დაწერე, თეთრია ქაღალდი ... დაწერე, ღამეა ხვალამდე... მომწერე, მომწერე, ზღაპრიდან წასვლამდე...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 13.10.2012, 23:17 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ციკლიდან-კარდიოლექსები
·
ოპერაცია ღია გულზე
ფიქრები რეანიმაციის პალატაში
იმ ღალატის ხაფანგიდან
რა მიხსნის და რა მომარჩენს,
გული როცა გადამიხსნეს
ის ღალატი ამომაჭრეს:
გულში რაც ვთქვი, ხმამაღლა რო
ვერ ვთქვი-პირში ბურთი ჩამჩრეს...
გული როცა გადამიხსნეს
ის სათქმელი ამომაჭრეს...
რაც ვეფერე და ვერიდე
ამდენ ახვარს, ამდენ ჩაჩნებს,
რაც ახვრებმა მიჩათლახეს
ამომაჭრეს-როცა გამჭრეს...
აწი, რაკი შევეჩვიე,
ამ სიბერეს, ამ სიქაჩლეს,
აწი ვიღა მიღალატებს,
ვინ მაცდუნებს, ვინ რას მაჭმევს...
აწი, მაგრამ რაღა დარჩა
სანამ ქვაზე ამომფხაჭნეს....
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 19.11.2012, 17:13 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| " ერთი ლექსი "
"ჩემი გასტუმრება ასე არ ინებოთ, წლები მაკლდება და წამებს ვეჭიდები, ცოტა დამაცადეთ, მინდვრის ყვავილებო, სანამ შვილებივით წამომეჩიტებით...
ცოტას შეგეჩვევით, ცოტას დაგიყვავებთ, მარტო ტკივილივით ნუ გამემხილებით... ...მერე მოწყენილი ბორცვი ამიყვავეთ, მოდით შვილებივით გულგაღეღილები..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 22.12.2012, 02:13 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
რომ ახლაც შენი მელექსე ვარ, ის მაწევს დარდად, რომ ვარ გაჭრილი ხოტბად შენად, შენად ქებადა...
...შენ ვერაფერი გაიმეტე- სხეულის გარდა, სხეულის გარდა, კაცმა რომ თქვას, არც რამ გებადა...
|
|
|
|