ტარიელ ხერხელაური
|
|
nukria | Дата: ოთხ, 04.02.2015, 22:26 | Сообщение # 251 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩამოიგლიჯა სახიდან გრიმი, არც პარტნიორებს არ დაუყვავა. პურის სქელ ნაჭრებს წაუსვა ტვინი, დამშეულ ძაღლებს გადაუყარა. ყველა გრძნობისგან ერთბაშად დაცლილს, ყვითელი წვერი შერჩა მუჭაში. მოჰყვება ხარხარს უტვინო კაცი, მერე ტირილით მიდის ქუჩაში.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.02.2015, 18:20 | Сообщение # 252 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქუჩაში ქალი მოდიოდა,
ქარს შურდა მისი,
მოირხეოდა,
შრიალებდა
კაბის ბოლო–
ზურმუხტის ზვირთი...
მის ფერხთქვეშ მიწა ცახცახებდა,
თრთოდნენ ხეები,
მის სიმხურვალეს ვერ უძლებდა
თავად მზის გრდემლი...
მოირხეოდა,
მოდიოდა,
ქალი,რა ქალი,
სწორედ ამ ქალმა თუ დატოვა
ზეცა ცალთვალა!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.02.2015, 23:18 | Сообщение # 253 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვიდრემდის ქარები მლოკავენ, ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები... გულო,შენ მჭირდები მბორგავი, გულო, შენ ტყუილად მეღლები. გულო, რა ნისლებში დაცურავ, ცრემლები რა შენი საქმეა, სიკვდილი შენ გიდგას მსახურად, სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა... გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო, ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია, გულო, შენ მჭირდები, შეშლილი, სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან, გულო, შენ მჭირდები მბორგავი, ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია. ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ - დათმობა დიაცთა წესია. ვემზადოთ მსოფლიო ომისთვის, კარგია, იფხიზლებ,კანკალებ, ბორკილი მზადდება მონისთვის - შენ დაბადებამდე გასწავლეს. ვიდრემდის ქარები მლოკავენ, ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები, გულო, შენ მჭირდები მბორგავი, გულო, რა ტყუილად მეღლები.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.02.2015, 23:28 | Сообщение # 254 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქართველ გმირებს
მედგრად დავუხვდი მტრის ცივ ქარავანს, ცაზე ყმუოდა მთვარე მყეფარე და საქართველოს ყველა გალავანს მკერდით უნდოდა რომ დავეფარე...
შიგ გულში მომხვდა მაინც ოხერი, რას იზამ, ძმაო, როცა ომია, დავეცი, მაგრამ ციხე ყოველი ერთგულად მხრებში ამომდგომია...
არ დავიკვნესე, ხმა არ დავძარი, უფლისციხელი ვარ უსახელო, წავიქეცი და ყველა ტაძარი ცდილობს, რომ ფეხზე წამომაყენოს...
ნელ-ნელა უკვე მიწას ვშორდები, ცამდე სინათლით სავსე ხევია და საქართველო ვაზის ფოთლებით ზედ ჭრილობაზე შემომხვევია...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 14.02.2015, 21:00 | Сообщение # 255 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი... ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს ვუყურებ მთვარეს, შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი, თუ დამდებ პატივს - ნუ გამიღებ დღეს სახლის კარებს. მერე რაა, რომ მზე ჩავიდა ამ სერებს იქით, მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი. შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი, თუნდაც როგორც მამრს დღეს სურნელი მომწყურდა ქალის. დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ - ყველაფრისთვის სმენა დახშული და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს ფოთოლი ვერხვის, დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ, სასაფლაოდ მექცა წარსული... შენ შემოგევლე - სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 24.02.2015, 00:33 | Сообщение # 256 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე აჩრდილებით შენს სახეს ვქმნიდი, ვქმნიდი და წმინდა ხატების დარად თითოეულ ბგერას ვზიდავდი ციდან, რომ მარადიულ მექციე ქალად. ვეძებდი ფერებს ფერების მიღმა და გაშენებდი სტრიქონ და სტრიქონ, ხან გიმზადებდი შეშლილის ნიღაბს, ხან მზესაც შენთვის ვპარავდი სითბოს. ხან გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს - ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად, მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის, გქმნიდი პოეტის ულურჯეს ქალად. ძვირფასო, შენზე ფიქრები მტანჯავს, შენზე დამხობილ ცის თაღებს ვკვნეტავ. იქნება შეკრთეს ოსტატის მაჯა - ვერ შექმნას ხატი, ვერ სრულყოს ფრესკა. ძვირფასო, იქნებ არ ეყოს მყარი, მაგრამ არ ვნანობ, ხომ მძლავრად მღერის შენით შექმნილი ჩემი სამყარო. ხომ გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს, ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად, მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის, გქმნიდი პოეტის იისფერ ქალად.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 06.03.2015, 15:36 | Сообщение # 257 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვიდრემდის ქარები მლოკავენ, ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები... გულო,შენ მჭირდები მბორგავი, გულო, შენ ტყუილად მეღლები. გულო, რა ნისლებში დაცურავ, ცრემლები რა შენი საქმეა, სიკვდილი შენ გიდგას მსახურად, სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა... გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო, ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია, გულო, შენ მჭირდები, შეშლილი, სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან, გულო, შენ მჭირდები მბორგავი, ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია. ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ - დათმობა დიაცთა წესია. ვემზადოთ მსოფლიო ომისთვის, კარგია, იფხიზლებ,კანკალებ, ბორკილი მზადდება მონისთვის - შენ დაბადებამდე გასწავლეს. ვიდრემდის ქარები მლოკავენ, ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები, გულო, შენ მჭირდები მბორგავი, გულო, რა ტყუილად მეღლები.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 06.03.2015, 15:55 | Сообщение # 258 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წყალი - საკალმახე, მთა - საბალახე, მამული - სავენახე, კარგად შემინახე! ჩემი ხორცი და სისხლი, ჭალას ცისფერი ნისლი, ბევრი მუხების რწევა, მამაპაური ჩვევა - გრძელი ნაბიჯებით სიარული, ჩემი ეზო და კარი, ნანგრევებში მომწყვდეული ქარი, თავხეში გაშლილი ბარი, ღობის მომღვრეული მხარი - ყველაფერი, რაც არი, არი, ჩემს მოსვლამდე კარგად მეყოლოს! - პაპამ დამიბარა.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 06.03.2015, 23:42 | Сообщение # 259 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიმიღე ვინცა ვარ, რაცა ვარ, ბინდად რომ ჩამოვტყდი ქარაფებს... და შენთვის იქნება არცა ვარ, არცა ვარ, არცა გთხოვ არაფერს. ხანდახან თუ შეგძარ ბღავილით, ვიტყვი რომ არ დაგრჩი უკვალოდ და როცა ჩემს ბაღთან ჩაივლი, მცირე ხანს შეჩერდი უბრალოდ, და ნახე, თუ როგორ ატოკებს ნიავი გზის პირზე ალუჩას, და ვიცი, მოვკვდები მარტოკა, ჩემს ყოფნას სხვა ბოლო არ უჩანს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 07.05.2015, 21:47 | Сообщение # 260 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერ აგაცილე დაღლა _ გბანდი, ცრემლებით გრწყავდი. ვერ აგიყვანე მაღლა, ვერ აგამაღლე ცამდის. სტირი, უჩემოდ სტირი, ნანობ, უჩემოდ ნანობ, ვერ გიმკურნალე ტკივილს ჩემი ტკივილის გამო. მე გაგიხუნე ფერი, ცრემლი გიქციე წყაროდ, ვერ შეგაშველე ხელი _ ვერ გაგიფრთხილდი ქალო. ისევ გარიდებ თვალებს, წარბებს ქვემოდან გიმზერ, ვერ დაგისვენე მთვარე მკერდთან შებნეულ ღილზე. ტვირთად გიქციე წლები, ჩასცქერ ჩაღვენთილ სანთელს, ვერ გავუმაგრე ფრთები შენ რომ მიზრდიდი _ მართვეს, ვწუხვარ, ვეღარა გშველი, არც სურვილი მაქვს ამის. ვდგავარ ნისლიან ველის და გასაყართან ღამის. გასვლა შენგანაც მინდა, გავალ ღრუბლების ზემოთ, მზე მე გიქციე ბინდად, მე დაგაღამე ჩემო. ვერ აგარიდე დაღლა, გბანდი _ ცრემლებით გრწყავდი. ვერ აგიყვანე მაღლა, ვერ აგამაღლე ცამდის.
|
|
|
|