ნიკო გომელაური - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ნიკო გომელაური
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:12 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იუდა

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .

what was he like how i know?!
some say he had a beard..
2000 years my pain i show,
i musn't talk, but i shout instead..
how could e kiss the lord on cheak?!
shame should stop him from doing this!
i've been hating people like a frick,
but taste of treason didn't miss..
though he kissed him, though betraied,
being no fool he knew his end,
sold him not for silver he was paied,
own mysery he couldn't stand...
in history juda's name was left,
as his sin is not dead yet...
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:12 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარ აღვიქვამ მე იმ სიხარულს
როდესაც ყალბი შეწყდება გლოვა

თან წაუტირებს თან გაიღიმებს
შვილი რომელიც საფლავზე მოვა.
მოვა, დაჯდება, მოწევს და...წავა
იქ კი იგივე დარჩება ჰავა
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:12 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:13 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:13 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა...
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:13 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან...
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:14 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:14 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეფერება ტალღა ქვიშას.
ეკითხება ამბებს.
ქვიშა ამბობს: არა მიშავს,
ოღონდ მთვარე მაბნევს...

- რას არ მეტყვის ღამ-ღამობით,
ნისლიან ცას მადრის...
და გრძელდება ასე წლობით,
დილისკენ კი გარბის......
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:15 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ახალი რაღა უნდა დავწერო,
მაგრამ მაინც გადავდივარ ყირაზე...
რომ რითმაში წვიმის წვეთი გავწელო
რა ვქნა კალამს ვერ ვაკადრებ დავდუმდე.
ფიქრი უნდა ფურცლებზე დავაქციო
სულ ახალი ლექსით უნდა დავბრუნდე
გუბეებში წრეებად, რომ ვაქციო.
თუმცა სეტყავა სულ არ იწვევს რომანტიზმს
ნამეტანსაც ნურავინ დაიბრალებს
მე ის მიყვარს ხულიგნურად როცა წვიმს
ქალს რომ ჩითის კაბას გაუმჭვირვალებს,
ანდაც წვიმას უდაბნოში რაღა სჯობს
იქ ხომ წვეთი ოქროს ზოდის ფასია
ოქროსთვის კი ვიცი, ძმა ძმას დაახრჩობს
ადამის შვილს არ აქვს სხვა ფანტაზია
ხალხი ჩქარობს შეიტანოს , დაზვერვოს
დიდი ტყლაპო ფეხს უსველებს ჯინაზე
მეც ახალი რაღა უნდა დავწერო
იდენი რამ დაწერილა წვიმაზე...
 
nukriaДата: ოთხ, 01.08.2012, 16:15 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაკუნი ვინ არის
მე მგონია არ გიცნობთ?
წვეთი ვარ მდინარის, ახალვე განგივრცოფთ
მოვძრავდი, მივძრავდი მხოლოდ თქვენ მიბრძანეთ
ოღონდ დამიწყნარდით და არ გამიბრაზდეთ.
აღარ შემიძლია თქვენით მე რომ ვთვრები
დაშლილი ღვიძლია თქვენდამი სტროფები
თქვენდამი სტროფები, გულის შეფეთქება
ტრფობით გავცოფდები, ცოფი შემერგება
მიმამეს, მიშვილეს თქვენი ვარ მოყვარე
აი მოგიშვირეს მეორე ლოყა მე
დრო არის ფინალის თავიდან დავისყოთ
კაკუნი ვინ არის, მე მოგონი არ გიცნობთ
 
ძებნა:

მოგესალმები Гость