ნიკო გომელაური
|
|
nukria | Дата: ხუთ, 23.08.2012, 14:29 | Сообщение # 61 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ იწერება ლექსი უბრალოდ ან უფულოდ ხარ,ანდა უქალოდ. იქნებ პირიქით ქალუხვი სულაც ბანკშიც დროულად გიხდიან ფულსაც. განიცდი ცოლი დაუწვა თამაზს, იქნებ პირიქით ოცნებობ ამას... იქნებ გაღელვებს მეზობლის ქალი, იქნებ გაკლია კიდური ცალი. იქნებ სიმთვრალე დაგჩემდა ცუდი და დილაობით არ გშველის ლუდი... იქნებ დასტირი მეგობრებს წასულს, ან შენი ნახვა მეგობრებს არ სურთ... ვერ ეხმარები იქნებ მათხოვარს არ ერიდება სხვა რომ განცხრომას. იქნებ გინდა რომ გასცილდე ქალაქს გაესაუბრო "იორიკის კალასს" იქნებ ცრემლები აღარ გერევა და აღარავინ არ გემტერება. იქნებ დაეძებ დაკარგულ გრძნობას ან სოციალისტურს მისტირი წყობას. დილიდანვე ხარ უკვე დაღლილი, იქნებ ზამთარში ცხოვრობ გახდილი. ირგვლივ რაც ხდება თუ მიგაქვს გულთან, თუკი განიცდის რაღაცას მუდამ, გული რომ განცდით დაისერება, ლექსებიც მერე დაიწერება.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 23.08.2012, 14:44 | Сообщение # 62 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ბუშტი ნაღვლის მალე დამღლის, სულში ჩავა ნაღველი.
ღვიძლის დაშლა, ტვინის აშლა... სხვას,არაფერს,არ ველი.
ძია თირკმელს გამოიკვლევს, გამომიწერს რეცეპტს.
ჩემი როლი -მეძებს ცოლი, მეგობარიც მეძებს...
გთხოვ გულს ხელი აღარ ახლო, არ ვარ ღირსი შარის. ბედნიერებაა ახლოს! აი,ხელში არის..."
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 17:50 | Сообщение # 63 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები, ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები - ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები, ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 29.08.2012, 22:26 | Сообщение # 64 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არშემდგარი პაემანი
"კაკუნი..."- ვინ არის? მე მგონი,არ გიცნობთ?!" - წვეთი ვარ მდინარის... ახლავე განგივრცობთ:
მოვძრავდი... მივძრავდი... ოღონდ თქვენ მიბრძანეთ... ოღონდ დამიწყნარდით და არ გამიბრაზდეთ...
აღარ შემიძლია, თქვენით მე რომ ვთვრები... დაშლილი ღვიძლია თქვენდამი სტროფები...
თქვენდამი სტროფები - გულის შეფეთქება! ტრფობით გავცოფდები - ცოფი შემერგება...
მიმამეთ!.. მიშვილეთ!.. თქვენი ვარ მოყვარე... აი,მოგიშვირეთ მეორე ლოყა მე...
დრო არის ფინალის! - თავიდან დავიწყოთ... კაკუნი... "ვინ არის? ხომ ვთქვი,რომ არ გიცნობთ!.."
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 30.08.2012, 23:49 | Сообщение # 65 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| 10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 02.09.2012, 13:46 | Сообщение # 66 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა დამავიწყებს იმ წლებს, თავს ვუღალატე როცა, დღემდე ამაოდ მიწევს, მონანიებით ლოცვა.
რა დამავიწყბს იმ ქალს, ვინც რომ პირველი იყო, ეკიდა უნდა ითქვას ბექა,შალვა თუ ნიკო...
რა დამავიწყებს აპრილს, ხალხი რომ სცემდა ტანკებს ცხედრებს გვერდიგვერდ დაყრილს, იმ დღეს გაბზარულ სარკეს...
რა დამავიწყებს ტასოს, პირველ ცრემლებს ან სიცილს, პირველ წარმოთქმულ ასოს, დღეს კი რა აღარ იცის...
რა დამავიწყებს ჩემს ძმას, გამაცნო ვაჟა,გალა... რას ვიფიქრებდი შემძრავს, ისიც დამტოვებს განა...
რა დამავიწყებს ნატვრებს რვა წლიდან სევდის მომგვრელს, ალბათ ამიტომ ამტვრევს ჩემი ლექსი თქვენს დოგმებს
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 04.09.2012, 22:44 | Сообщение # 67 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . . ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები . ორი ათასი წელი განვიცდი . . . ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?! - ცოტათი მაინც მორიდებოდა . . . მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი , მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . . იცის მოკლავენ , განა შტერია. ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?! - თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .
ისტორიაში დარჩა იუდა ! -დღესაც აქ არის არ გაიგუდა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 05.09.2012, 14:27 | Сообщение # 68 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნაბიჯები დაემსგავსნენ რითმებს... ცრემლებმა კი გრძნობა მომცეს რიტმის... ღმერთი,ალბათ,ამიტომაც მითმენს და მპატიობს სულყველაფერს თითქმის...
დიდსულოვნად მაკვირდება მთვარე... ძმაკაცივით თან დამყვება ქარი... რაც მე ზეცა ცრუ ლოცვებით ვბზარე- სხვისთვის უკვე ჩამოკრავდა ზარი
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 05.09.2012, 23:47 | Сообщение # 69 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "ნახე,როგორ მოუწყვიათ ბინა: ჭერზე ბროლის ჩამოკიდეს ჭაღი. ფარჩის ფარდით დაუფარავთ მინა. ვარდის ბუჩქით გააშენეს ბაღი.
როიალი ძველისძველი. ტახტი-რომელიღაც ლუი. არ შეახო სერვიზს ხელი (რომ ვთქვა,რა ღირს - იტყვი - უი!).
ძვირფას ქურქისთვის - ოქროს საკიდი, სეროვის ტილო თვალს ეფერება. ერთი რამ დარჩათ მხოლოდ საყიდი - ის,რასაც ჰქვია ბედნიერება.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 05.09.2012, 23:56 | Сообщение # 70 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| როცა პირველად შენი თვალები, ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე. როცა პირველად გვერდით დაჯექი, - სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე, თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ. ვიფიქრე შენგან არა მინდა რა! მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება, შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება? რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე როცა წახვედი ლამის ვიტირე. ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ.
|
|
|
|