გოდერძი ჩოხელი
|
|
nukria | Дата: კვ, 22.07.2012, 16:54 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს, რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _ მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 13.09.2012, 23:35 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წახვედი წაგყვა ჩემი სულიდან თმააწეწილი ფიქრების გორი, წახვედი ახლა ისე შორი ხარ, როგორც ცა არის ცაზედაც შორი.
რა დამრჩენია ამ საწუთროში შენ გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრო, მეპატიება, რომ სადმე შეგხვდე და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო.
წახვედი, დავრჩი აწეწილ ცაზე მოწყურებული უწყალო ქორი, რა ეშველება ამ დედამიწას ცა არის შორი, შენზედაც შორი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 11.12.2012, 15:21 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს, რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _ მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს, მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად, ისე სხვაგვარად შემიყვარდები, მოვა ზამთარი, შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით. მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით მიწაზე თეთრად დაეფინება და სანამ მოვა – ო, ნურაფერი, ო, ნურაფერი ნუ გეწყინება
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 05.06.2013, 14:59 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -მზეზე თბებიან მზესუმზირები, -გზებს მიჰყვებიან რიგში გზირები, -მე კი მუხლმოყრით ცას ვეშვირები, -ცას ვეშვირები და ვიმზირები. -როგორც კოპტური პირამიდები -ტანთ შემოსილი ქვიშით და სხივით, -როგორ მწყურია მე ამინდები -ვნებააშლილნი ქარიშხალივით. -როგორ წყურია გმირობა როდოსს -ბრძოლის ყიჟინის ხმებით, რომ ცხოვრობს -როგორ აშენებს სიმღერით კოლოსს -მზემ, რომ აცხუნოს მზემ, რომ აცხონოს. -როგორ წყურიათ ცით კიდულ ბაღებს -ცა პირს არა ხსნის, ცა პირს არ აღებს -ყველა ბაბილონს, ბაბილონს აქებს -მზე კი წვავს, აშრობს და ასამარებს. -ალექსანდრიის სუსტი შუქურა, -როგორ ანათებს ხანით და ქრება -ნეტა, რამდენმა თვალმა უყურა, -რამდენმა ნახა ეს საოცრება. -იწვის ქანდაკი ძლიერი ზევსის, -იწვის ეფესო, იწვის ტაძარი -გადასულია დიდება მზესიც -ავარდნილია ცამდე ხანძარი. -ეს უდამბოა, მახრჩობს წყურვილი -ოფლი ჩამომდის ძველი, მონური -და მკლავს სიცოცხლის ახლის სურვილი -და ცის თავანი ოქტაგონური. -გადამეფარა წმინდა ომფორი -და გავიფირე ალბათ ქრისტეა -ფერი გადამდის ავადმყოფური -ევქარისტია!!! ევქარისტია!!!
|
|
|
|