ბექა აბუთიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ბექა აბუთიძე
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 16:15 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხშირად,ლაქების
დანახვას,
ტუჩთან
ან მსუქან ლოყებთან
(ამის თქმით
წყალს თუ
არ ვნაყავ)
სარკის დამტვრევა
მოყვება.
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 16:24 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხსოვნიდან მცირე ამონარიდზემომყვება ხოლმე ფიქრი მწუხრიდან,
და მეჩვენება თითქოს მარიდებ
თვალებს, მზესაც რომ არ დაუხრიდი.

მე არ შევცვლილვარ კარგო იოტით,
რა ვქნა, თუ ჩემით ვერ იამაყებ.
და მაგონდება როგორ მტკიოდი.
იმ დროის მტვერში ბევრი დავმარხე...

დრო იყო ერთი, ლექსი მებადა
(და მეგობრების წრე განახევრდა)
მე მიყვარს მხოლოდ მოგონება და
წარსულზე დარდის მსუბუქი სევდა.

ერთადერთი გზა დარჩა წარსულთან,
გზა იასამნის ფერი ხიდებით.
განა რა მოხდა, რაც ჩვენ არ გვსურდა?
მაინც, ხანდახან როგორ მჭირდები...

ცხოვრების მცირე ამონარიდზე
თუ გამომყვება ფიქრი მწუხრიდან.
ბავშვივით ვშიშობ, შენ ამარიდებ
თვალებს, მზესაც რომ არ დაუხრიდი...
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 16:50 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელისგულებში მაქვს ჩიტის ბუდემზის წამწამებით.
მოდი, დაბრუნდი.
ეს არის შენი ცხოვრების ხედი
ჩემი ფანჯრიდან.
ჩვენ აქ ვისხედით,
ასი წლის წინათ, ფინჯანი ჩაით
და გავყვიროდით: „შორეულო ღრუბლებო
საით? საით?”...
ისე შეგვეძლო გვეოცნება
თვალგახელილებს.
ისე გვიყვარდა შეუძლებლად,
და თან არც ისე.
და ერთმანეთი,
როგორც ქარში ნასროლ
ნარცისებს,
დაგვამახსოვრდა
დავიწყების ქუთუთოებით.
ხელისგულებში მაქვს ჩიტის ბუდე...



 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 17:32 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცეკვის დროა, გაიშალე თმა,ისრიმისფერს მოქარგავენ ტანგოს
ლურჯი ქარი და შადრევნის ხმა.
თმები წელზე ქამარივით, კარგო.
ფეხშიშველი, მე ვიქნები ქარი
შენ შადრევნის გამახსენე მღერა,
ლურჯა ქარი სუსხის მოისარი,
შემოდგომის ცეცხლით შეიფერა.
ნუ იდარდებ, გული ნუ დაგწყდება,
თუ მშვენება მხოლოდ სიზმრად ფეთქავს.
მტევანივით ვერაფერი კვდება,
სისხლი თვრება, ცა ისრიმებს ხეთქავს...
თეთრი მკერდი მთვარით მოგიქარგო,
ცეკვის დროა, გაიშალე თმა,
შუაღამით ასრულებენ ტანგოს
ცივი ქარი და შადრევნის ხმა...
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 22:05 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემიყვარდება უდროო ბინდი,თუ მზის ტოტები სევდას არ ისხამს,
თუ მაგ ფანჯრების მყუდროებიდან
თქვენ ვერ შემამჩნევთ, მოსულ ქარიშხალს...

ვტოვებ საკუთარ თავთან ხელკავით
მარტოსულების ვალსს პოეზიად...
მწუხრის ზარები ჩემთვის რეკავდნენ
სულს სინანული რომ მოეძია...

მაგრამ ხომ ვიცი ამ ზარებიდან
მომესევიან მხოლოდ ყვავები.
შემხვდი ქუჩაში ნაზარეველო,
შემხვდი,
მოგყვები და
მეყვარები...
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 22:07 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემოდგომის ათას ერთი საღამო.ფოთოლცვენა როგორც ქვიშის საათი...
არ იქნება ხეტიალმა დაღალოს
მეუდაბნე ქარავანთა ტაატი.
შეღამებას მთვარე ათოვს ფანტასმებს,
შუაღამეს ფიქრი არ ენანება,
ქარავანი ქართა ითვლის ათასებს
ათასივე ლექსად მოექანება.
მთვარეული მეფის თვლემა, ბურანი,
სატრფო, თრობა, ბეწვი სიასამურის.
ათას ერთი ბრძენი როგორც ყურანი!
ათას ერთი დაკოდილი ამურით!
პოეტები არაბული ხავერდით,
იქორია აღმოსავლურ ძარღვებში.
ზოროასტრულ ცეცხლის მწველი ნავარდი
ჩაფესვილი ბაბილონის ნარღვევში.
ვარდისფერი ელდით განაფითრები
შემოდგომის მთვარე ღელვამ დაღალოს.
შემკობილი პატიოსან რითმებით
პოეზიის ათას ერთი საღამო!
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 22:22 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფერი ისევ კარგად იქნება_ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება.

მოგონებას ვიცი ვერსად წაუხვალ
და აპრილი იაპრილებს დღეს თუ ხვალ...

უფრო მეტი ცეცხლი მოაქვს სიშორეს,
სევდა, სევდა, სევდა ვერ მოვიშორე.

ყველაფერი ისევ კარგად იქნება
_ ჩემში მინდა ამ სიტყვების მიგნება...
 
nukriaДата: პარ, 31.03.2017, 22:45 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერ შევაფასე ვატყობ ამინდი,დღეს არ ველოდი ასე ღრუბლიანს.
(ახლა ხომ მაინც ვიცი რა მინდა,
გვერდით შიშველი ორი მუხლია)
ცხოვრებასავით (ვამხელ) ამინდსაც
არ მოველოდი ასე ღრუბლიანს.
(ახლა ჰო) მაგრამ მერე რა მინდა,
გაუწვიმებლად გადაუღია...
...და რომ არ მცმოდა ასე შილიფად,
გამოვივლიდი ამ გზას ფეხითაც...



 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость