თამაზ ჭილაძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
თამაზ ჭილაძე
nukriaДата: ოთხ, 26.02.2014, 16:23 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცა დადგება განკითხვის ჟამი
გაწყვეტილ გზების მეწამულ ბინდის

შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სულს და ცრემლებს
გულსა და სინდისს.

თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი
მადლობას რისთვის მიხდიო მკითხავს
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.

მადლობელი ვარ უფალო რადგან
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი
ჩემით ვსწავლობდი ფრენას და ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის.

მიყვარდა, მძულდა
სამშობლო მქონდა
თიხა ვიყავი მაგრამ ვმღეროდი
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.

მადლობელი ვარ უფალო რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი
მეხვია მტერი და ყველა მათგანს
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი
 
nukriaДата: ოთხ, 05.03.2014, 00:17 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დღეს კიდევ ერთი უპატრონო მოკვდა სიცოცხლე,
დაუტირებლად მიაყარეს მიწა საბრალოს,
ახლა ის დროა,რომ სანთელი ცოდვით იწვოდეს,
ჭირისუფლად კი მოევლინოს თავად სამყარო.

ჟამმა (როგორც ჩანს),ბოლო სუნთქვაც სადღაც მიკარგა,
მწუხარე ქუჩას კვლავ ეტყობა ნაბიჯი მგზავრის,
გაბმულად ყმუის შავი ძაღლი რკინის ჭიშკართან
და ხის ქოშებით დაბარბაცებს ეზოში კვამლი.

აქ მარტოსული ჩამოსახლდნენ სულები სოფლად,
კარდაკარ ურჩად დაეძებენ სიცოცხლის ნიშნებს,
მოგუდულ ჰაერს შეეჩვია ვაი და ოხვრა,
ყველა თავისთვის სამუდამო სამყოფელს ირჩევს.

ძველ სასაფლაოს იასამნის სუნი აბრუებს,
დამტვერილ ქვებზე წარწერებმაც იგრძნეს სიკვდილი,
სისხლი ჩამოსდით ტოტებიდან,თითქოს ალუბლებს,
ბილიკზე მოსთქვამს თმაგაშლილი ქალი გიჟივით...

/თ.ჭიღლაძე/
 
nukriaДата: ორ, 16.03.2015, 10:57 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა შემიძლია, რა უნდა მოგცე?
იქნებ ეს წყნარი, ლურჯი საღამო?
ან იქნებ ეს ზღვა,
ანდა ეს მთები?
ან იქნებ ეს გზა,
რომელიც სადღაც
მდინარესავით მიდის და მიდის...
რა შემიძლია, რა უნდა მოგცე?
ეს დღე?
ვარსკვლავი?
ქალაქი?
ქარი?
მე მოგცემ ჩემს ხმას, სუნთქვას და თვალებს,
სხვა არაფერი არა მაქვს მეტი.
მე მოგცემ ჩემს გულს,
თუკი შენს ხელებს
ძალუძთ ატარონ შიშველი ცეცხლი.
მე მოგცემ ჩემს ფიქრს,
თუკი შენს სხეულს
არ დაღლის მძიმე ვეება ფრთები
- თამაზ ჭილაძე -
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость