ლექსები განწყობის მიხედვით - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ლექსები განწყობის მიხედვით
nukriaДата: შაბ, 23.07.2016, 23:13 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამშლია ფაფარი უხედნელ კვიცივით,
სიგიჟის წვეთები თვალებში ელავენ...
ნუ შემეჯიბრები_ვამბობ და ვიცინი...
ვნების ამბორები ჩემ სხეულს თელავენ. არ არის ნაპირი, ზღუდე და საზღვარი...
თუ არის დათრობა_უნდა გაილეშო,
წაგება...
მოგება...
არ არის მთავარი...
თუ ვერ გამთელდები უნდა დაილეწო... ნუ მალავ...რად მალავ?..ყველას დაანახე,
ცას მიწვდეს გრძნობების ველური კიჟინი,
ასჯერ დამამარცხე...
ასჯერ დაგამარცხებ...
ნუ შემეჯიბრები! -ვამბობ და ვიცინი. ვიგიჟებ სიცოცხლის ბოლო აკორდამდე,
წასაღებს წავიღებ _ სიძულვილს...სიყვარულს,
ოღონდ არ წახვიდე,
აღარ დამიღამდე...
აღარ შემატოვო სევდას და სინანულს. მე უკვე გავბედე სიკვდილთან თამაში,
გადახსნილ ვენიდან მწვეთავს ბედისწერა,
დღეს ყველა ფიქრები ჩავკრიფე კალათში,
რომ მერე დამეწყო შენზე ლექსის წერა... არ აქვს ჩემს სიყვარულს ზღუდე და ფინიში,
ცხრაჯერ გადავლახე ოცნებით საზღვარი
და თუ შეგიძლია ამყევი ჯირითში...
უხედნელ კვიცივით ამშლია ფაფარი....
 
nukriaДата: შაბ, 23.07.2016, 23:14 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შვილებისადმი
მხოლოდ ლექსისთვის თუ დავიბადე,
დაჩაგრულ მყავხართ, ჩემო შვილებო,
გამხმარ პურზე და ჭიქა ცივ წყალზე
ობოლ-გერივით გამოზრდილებო.
ვერ მოგიარეთ, სხვა ვინ გემშობლოთ,
ფიქრი ჩრდილივით წამომეტანა,
ირგლივ სულ მგლები ნთქავდნენ სამშობლოს,
რა მექნა, თქვენთვის რა მომეტანა?
არ დაემდუროთ უპოვარ მამას,
თუ მოვლენ ჩემზე ღონიერები,
მე ჩრდილში ყოფნა ვირჩიე, რადგან
მზეზე ლაღობდნენ მორიელები.
ჩაწყვეტილია გულის მყესები,
დარდი ვალივით მადევს ულევი
და მენანება ჩემი ლექსები,
სტრიქონ და სტრიქონ ნამარხულევი.
ჰოდა, ჩემს ბწკარებს, ჯანი გავარდეს,
გიტოვებთ, გერგოთ მამის ანდერძად,
დროის სიმწარით მე ის მადარდებს _
თქვენი ბავშვობაც, ხომ არ დაბერდა?..
1998 წელი
 
nukriaДата: შაბ, 23.07.2016, 23:17 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს...
თუ გაზაფხულს გავუმხილე ეს სურვილი....
თუ როგორმე დავუყვავე ქარს...
თუ გვირილა დაიფიცებს უყვარხარო...
თუ ყაყაჩოც არ დამალავს ხალს...
თუ მუჭაში მომწყვდეული ბედისწერა,
ძველებურად ამარიდებს ავს...
თუ მოვკარი შროშანების შრიალს ყური,
-ჩუმად!თითქოს შენს ფეხის ხმას გავს...
დამიჯერე, დამიჯერე ვერასოდეს,
დარდი ვეღარ დამისველებს თვალს...
თუ ტყემალი დღეს დამითმობს დედოფლობას...
თუ მარტი არ გაიგიჟებს თავს... ნინო ქადაგიძე
 
nukriaДата: შაბ, 23.07.2016, 23:18 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი? –
მიყვარს,
მიყვარს ქალი
ღვინოც –,
ოღონდ არა ქარხნის,
პურიც,
ოღონდ არა ფურნის,
პური – თონის
ღვინო – ჭურის
ქალი მსგავსი გაზაფხულის. მუხრან მაჭავარიანი
 
nukriaДата: შაბ, 23.07.2016, 23:24 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა გავიხსენო?
აღარც თავი მახსოვს და
არც გაგრძელება.
ტაგუნო
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость