მერაბ კოსტავა - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
მერაბ კოსტავა
nukriaДата: კვ, 25.05.2014, 20:26 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღვთისმშობლისადმი ადამის მოდგმა დაობლდა
თუ გველი გაწვა ცაზედა,
ედემში ალვა ჰყვაოდა
აქ ნაცარს ვიყრი თავზედა.
სოფლისა წარმავალობამ
გამიასკეცა ჭრილობა,
თუ მიხსნის, შენი წყალობა
და შენი წილხვდომილობა.
შენგან, შენგან განიდიდა
და განახლდა მიწა ძველი.
შენ დაჰბადე სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი.
ანგელოსთ დასმა გადიდა
უკვდავი სიტყვის მშობელი
მე ბაგით, მწიკვლევანითა
ვით გკადრო საგალობელი.
ვნებანი ვეღარ წარვხოცე,
ავმან, საავდროდ ვიავე,
ნიჭი, ზეგარდმო ნაბოძი
გავფანტე, გავანიავე.
სული მომმადლე თმენითა,
გამოუთქმელო ენითა,
ხრწნილებათაგან დამიხსენ
უხრწნელებითა შენითა.
თუ რამ ვცოდე, მომიტევე,
დამიშრე ცრემლთა ტბორები,
ნუ სადა მე დამიტევებ,
ნუ სადა განმეშორები.
სინანული განმიახლე
სიწმინდეო შეუვალო,
ტაძრად ღვთისად მიმაახლე
ღმრთისა სძალო დედუფალო.
შენგან, შენგან განიდიდა
და განახლდა ზეცა ძველი
მკვდრეთით აღდგა სიკვდილითა
სიკვდილისა დამთრგუნველი.
დაუსაბამო ნათლის ცისკარო,
სწრაფშესმენითა მადლის მგებელო,
შენდა გღაღადებ ყოველ ცისმარე
უბიწოო, შეუგინებელო.
შენგან დამესახოს მაღალი მიზანი,
შენით დავუტევო გზანი ცოდვისანი.
შენ თვალო სულიწმინდისა,
ადამის მოდგმის გაისო,
ცისკენ გამდებო ხიდისა,
სერაბინთ უზესთაესო,
წინაშე ძისა შენისა,
მას დღესა განკითხვისასა,
ნუგეშად გამოგვიჩნდი რომელი
გვექმენი შუამდგომელი.
 
nukriaДата: კვ, 25.05.2014, 20:26 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * * ვეღარ ვიოკებ შეშლილ სუნთქვის დაწყევლილ ალებს,
მივდივარ შენგან, ბალდახინით შევიბურები,
საბუდრებიდან ამოვითხრი ყაჩაღის თვალებს,
შენ შემოგწირავ, რათა დასძღენ შენი ყურებით.
ქარონის ნავით გადავირბენ პირველ ქაოსებს,
ეთერის ჭავლებს ავაკვნესებ ცეცხლის ხოფებით,
საიქიოშიც მე ვიგლოვებ სააქაოზე,
რადგან ძვირფასო, აქ მიწაზე შენ იმყოფები.
და კვლავ დასთქვან პაემანი ერინიებმა,
ჩემი ცოდვები მათთვის დარჩეს აწ გასამხელი,
წავალ, წამყვება საშინელი მონანიება
და გულში შანთით ამომწვარი შენი სახელი.
ვერ დაგვაშორებს აქერონის შლეგი ტალღები,
სულ იფხიზლებს თუნდ რომ გვამი ეგდოს მძინარე,
სულეთის მგზავრნი, ანგელოსებს ჩვილი ბალღები
დავაშრობთ ლეტოს, დავიწყების წყეულ მდინარეს.
 
nukriaДата: ორ, 26.05.2014, 13:57 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მერაბ კოსტავა – Merab Kostava  გიორგობას ზღვის ნაპირას
მოაგელვა მოყმემ რაში.
ჰორიზონტზე თავდაყირა
ცას ეკიდა გარიჟრაჟი. ერთობ მძიმე, შესაზარი,
ერგო მხედარს განაჩენი,
მისი ჭმუნვის შემხედვარე
გაშტერებით იდგნენ კლდენი. რაში ჰყავდა საოცარი,
თეთრი როგორც დედის ხსენი,
რაინდების საფიცარი
ლეგენდებში მოსახსენი. ფლოქვთა დაკვრით მიწას სწვავდა,
უკიდებდა ხვადს და სიცხეს.
სადავეებს კბილით ხრავდა
უნაგირით ნთქავდა სივრცეს. ბედი იყო თუ განგება,
ახელებდა მხედარს ეულს.
ამსგავსებდა მოჩვენებას
და ხატებას სიზმარეულს. კვნესის, კვნესის, ფეხქვეშ მყარი
გულზე მსჭავლი არ ეხსნება,
ვაგლახ ბევრი მეგობარის
დატოვება ენანება. გაჭრილიყო ტრფობის გამო,
თუ რამ სწვავდა სადიდგულო?!
დარჩა როგორც სამუდამოდ
აუხსნელი საიდუმლო. გამოხედა მოყმემ ხმელეთს,
ცხენს დასჭექა ხაფის ხმითა,
მტერთა რისხვის გადამთელელს
ჩუმი ოხვრა მისწვდა ზღვიდან: “შერიგება არ იქნება
წაწყდეს, წაწყდეს აქ დამრჩენი,
ნუ ინებებ გადადებას,
დე აღსრულდეს განაჩენი! დაბრუნება უკან არ ღირს
ახლობელთა შუღლის გამო.
გაეცლები დღესვე ნაპირს
სამუდამოდ, სამუდამოდ! აწყვეტილი ნიაღვარი
რჩეულ გმიტღა დასში ბრწყინავ,
უშიშარი ალმადარი
მარადიულს ჰპოვებ ბინას.” შეახურა მოყმემ ჰუნე,
შეაგელვა ფიცხლივ ზღვაში,
და ზვირთებმა მოდგაფუნე
ჩაიხუტეს თეთრი რაში. მახვილივით მიჰკვეთს ტალღებს,
წერტილივით მოსჩანს შორად,
უსაზღვრობა ყმას აღელვებს
ჭმუნვის კვალი მოიშორა. გადუჭირა მერანს მძაფრად,
ნესტოს წასკდა ცეცხლის ენა,
ზღვა აჯანყდა, აიჯაგრა
რისხვის ქაფი მოიყენა. ზღვა გაგიჟდა, აიფაფრა,
ცხენს ფაფარი ექცა ზღვადა,
ტალღა ცეცხლს და ცეცხლი ტალღას
შეეხეთქა, ჩაეხლართა. დაიქუხა ვით ხანძარმა,
მკერდი წყლისა გადიფხრიჭა,
და ექსტაზმა უეცარმა
შეარყია ცა და მიწა. აზანზარდა ზღვათა ტაშში,
აღტაცება გაუმხელი,
ბორგავს ზღვა და ხარობს რაში
ნეტარებით საკვირველით. და როდესაც დასალიერს
თეთრი ნისლი გადექარგა
მოყმე გასცდა თვალსაწიერს
სამუდამოდ გადიკარგა.
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость