ორბელიანი გრიგოლ
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 03:26 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მუხამბაზი სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით თასით, ჯამით, ყანწით, აზარფეშებით! ლხინის სუფრა მოჰფინეთ ყვავილებით; ალავერდა∗ დასვით თარით ნაქებით, ყოჯა ბულბულ ტკბილის ხმით აღუღუნეთ, დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ! ლხინის პაპა,∗∗ სახით არაბისტნელი, ღვინისა და ეშხისათვის შექმნილი, ტოლუმბაშად დასვით ქუდ ჩაკეცილი! მის შკოლაში ვინ არა ვართ ნასწავლი? ორმოცი წლის რომ შეიქნეს, - გააგდეთ, დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ! სიჭაბუკე, ვით მაისი მშვენივრად აღყვავდების და მისებრ ჰქრების ჩქარად: ვაი ვისთვის ეს დრო განვლის უგრძნობლად, და ცის ალით - ეშხით არ ჰყოფს გულ-დამწვრად! სიჭაბუკე არს ლხინის დრო, მერწმუნეთ: დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ! ვითა ბაღი უყვავილოდ, უვარდოდ, არა მიყვარს ლხინი უეშხ უსატრფოდ! მოდი, მნათო, სავსე თასი სალხინოდ ჩაგვირიგე, თუ გინდ ისე, უპროშტოდ. შენი თასი არს სადგური სიამეთ! დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ! სატრფოს ხალი არს ტახტი სიყვარულის, ეს ფიალა იყოს სადღეგძო ხალის, ვისც არ უყვარს, რა ნახოს კეთილ სოფელს? შავნი ფიქრნი განსტვენენ, - მტანჯნი გულის... გულში ეშხით, ხელში ჯამით ილხინეთ, დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ! ვისთა დღეთა მწუხრამდის ნათლად განვლეს? ვისი მზე არ ღრუბელსა მიჰფარვიეს? ვისი ბედის კოჭი სულ ალჩუ დაჯდეს? არ მიენდოთ დამღუპავს, წყეულს ხვალეს! დღეს მოხარულთ, დღესვე ისიამოვნეთ, დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ! მიმოხედეთ, რავდენთ ვეღარ იპოვნით ერთად მსხდომთა, მოხარულთ თქვენთან ყოფნით. სად არიან? ზოგნი შორს ვლენან ოხრვით; ზოგნი უდროდ განვიდნენ სოფლის ლხინით! ამ თქმაში რად, ცრემლნო, თასში შთაცვინდით, და ჭირთ მდევნი, ღვინო ტკბილი დამწარნეთ?.. დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ! 1835 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 03:27 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მუხამბაზი მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო. ჩამჩი-მელქო გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ! ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ, გინდა მკლავდე, არას გეტყვი — შენი ვარ. სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ, გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ, რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ! ჩემთვის ჩუმად ვამბობ: ”რა ლამაზი ხარ!” გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ! რტო ალვისა, შენი წელი მგონია, მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია, ეგ თვალები — ცაში ელვა მგონია. ვარდის სუნთქვა — შენი სუნთქვა მგონია. როს მეღირსოს, ვჰსთქვა: ”გეთაყვა, ჩემი ხარ!” გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ! ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის! ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის! მინდა რამ ვჰსთქვა — შენი სახელი მოდის! ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის? ერთხელ მაინც მკითხე: “აგრე რათა ხარ?” გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ, თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ! ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის? ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის? მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის? ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის? შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ! გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ, თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ! ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ, დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ! ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ! აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! — მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: “ძვირფასი ხარ!” გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ, თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ! 1861 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 03:28 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მუხამბაზი ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით, — თვარა მიმუხთლებს და წარმოჰსთქვამს ენა ყოველსა, ესდენ ხან კრძალვით დაფარულსა ღრმად ჩემსა გულსა: უიმედოსა შენდა მომართ ჩემს სიყვარულსა, ტანჯვათა, ოხრვათ, იდუმალად მომდინარ ცრემლსა, ჩემს შესაბრალისს გაშმაგებას ცნობათ დაფანტვით... ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით! გულის ურჩისა დასამშვიდად მცირედ გონება შემრჩომია-ღა და მისიცა გსურს დაბნელება! მის დასამონად იცი, კმარა შენი შვენება, ერთი მოხედვა ტრფიალებით, მცირ ყურადღება! იცი, მარამა თასს კი მაძლევ მღიმარეს სახით, ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით! რადგან არ იშლი ჩემს საკვდავად შენს სასტიკ სურვილს და ჯილდოდ ვარდსა მაძლევ ოდეს შევსვამ თასს აღვსილს; მაგ ვარდის ნაცვლად მასუნე ვარდს, შენთ ღაწვთზე გაშლილს, და მაშინ გინა სიხარულით შევსვამ თვით სიკვდილს! რათ მინდა ღვინო, თუ ვერ გეტყვი: გეტრფი მთვრალ ეშხით! ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით! ზოგჯერ მღიმარე გიმზერ ოდეს ეშხით აღვსილი, მრწამს, რომ ღაწვთ ზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი! მაშინ მას ზედა დაკონების მკლავს მე სურვილი. მაშ გინდა მომკლა, გეტყვი, თმენის არღა მაქვს ძალი, ისმინე, ვდნები, ცნობა არ მაქვს, ვგიჟდები ეშხით. ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით. 1829 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 03:29 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პასუხი შვილთა ჰე, განუსჯელნო, უმადლო შვილნო, საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო, სადღაც მიმალვით, რას ჰროტავთ, ჰკნავით, გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ? უკადრისობით და უმეცრებით ვერ დააბნელებთ მათ სახსენებელს, მხოლოდ თქვენ სიტყვებთ თქვენვე ინანებთ, თქვენსვე გულს უკბენს უსამართლობა! დრო მამებისა, მამაცობისა, წარვიდა მათთა სახელთა ქებით,∗ მამანი თქვენნი, თავის დროს ძენი, თავის დროს იყვნენ სახელოვანნი! ოსმალ-სპარსები, დაღისტნის მთები, ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ! მათ დაიფარეს, სისხლით დაიცვეს სისხლ-შემოსილი მამული თვისი, და სასო ღვთისა, მცველი ერისა, ენა საყდარი, სარწმუნოება!.. დრო შეიცვალა, გამეფდა სწავლა, გაგეღოთ შვილებს სახლი სიბრძნისა! სწავლის მამები, პროფესორები, თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი, თქვენ გასწავებდენ და მზად გაძლევდენ რაც შეეძინათ საუკუნოებს!.. ჩვენც ვჰნუგეშობდით, გულით ვჰხარობდით, შვილი მამასა ემჯობინება! და მოგელოდით დიდის იმედით სიხარულისა ღელვით აღვსილნი! ვითმინოთ, მოვლენ, და გაგვინათენ ჰსწავლისა ლამპრით დავრდომილს მხარეს! ჩვენც მივეგებოთ მხიარულებით, ღირსთა შვილებთა კურთხევის სიტყვით!.. * მოვიდენ... და რა? სულ ჩაგვამწარა... ვაი ჩვენს იმედს... ვაი თქვენს მოსვლას!.. პირველად იწყეს, შკოლა გამართეს... ვსთქვით ახლა მხარე გაგვინათლდება!.. ყმანი საწყალნი, უბიწო გულნი, ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!.. უსასოება, ურწმუნოება, უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს; “— ლოცვა რათ გვინდა? ღმერთი რათ გვინდა?∗ ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!” და დაიწყევლა თქვენი აქ მოსვლა, და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი! ღმერთი არ არის?.. შენთვის ნუ არის! შენ რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის? * სხვათა ხელი ჰყვეს კეთილსა საქმეს: სტამბით მოჰფინონ სწავლა მამულსა!.. აღჩნდნენ მწერლები, ჟურნალისტები, ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..∗ მათ უსწავლელთა, ცრუ რუსთაველთა, სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი, ენა მაღალი, მის ძალი, მადლი, უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!.. ერის ცხოვრება, მისი დიდება, მის ისტორია დაცულ არს ენით; რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს... წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!.. * ახლა რას ელით? მამათ რად ჰსწყევლით? ვიგემეთ თქვენის ღვაწლის ნაყოფი! ძველთ უძველესი არს ესე წესი, რაც ვერ ჰქმნეს მამათ, ისი ჰქმნან შვილთა! შვილნო, გამოჩნდით, ჰსწავლითა, საქმით! მამის გალანძღვა შვილს ვერ ადიდებს! ცუდ მეტყველებით ვერ ამაღლდებით, დიდებას ეძებთ? კეთილი ჰქმენით! თქვენი დიდება ჩვენც გვეამება: მის სხივის შუქიც ჩვენც მოგვინათებს!.. აჰა დიდების და სახელ-ქების ასპარეზია თქვენთვის დაცლილი!.. რაღასა ელით? რატომ გვირგვინით არ შეიმოსვის ვინცა გყავთ ღირსი?.. რომ ბრძოლის ცეცხლი ასტყდეს ფიცხელი, ხმლისა ტრიალით, ძლევის ყიჟინით, იმ თქვენმა გმირმა, სულით ძლიერმა, ხელს ბაირაღით ძირს დასცეს ყარსი! რომ მისმა ხმამა, ქუხილის მსგავსმა, შეჰსძრას ქვეყანა მის აღსადგენად?.. ვაი საბრალოს, ჩვენს საქართველოს, თქვენ დაებადეთ მის სადიდებლად!.. * ან სად არიან? აღარ ისმიან თავისუფლების მაღალ ფრაზები: “მოყვასს — შეწევნა, ბოროტსა — დევნა, საზოგადობის სულით აღდგენა!.. ერთობა, ძმობა, ზნეთ ამაღლება, მამულისათვის თავის განწირვა!..” სიტყვა — სიტყვაა, საქმე კი — სხვაა... ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!.. * გონების ბრწყინვას, ჰაზრების ელვას, წმინდისა გულით კეთილის თესვას, ნეტავი მიხვდეთ, ნეტავი მისწვდეთ, მაღალსა ცაში შავარდნის ფრენას!.. და გულით ოჰხრავს ის, ვინცა ჰხედავს თქვენსა სიცოცხლეს ფუჭად მიმავალს... თქვენსა უქმობას, არარაობას, და უმეცრების ამაყობასა!.. * ჰე, სასურველო გმირთა მამულო, ნუთუ შენ მართლად ესრედ დამცირდი, რომ შენსა ბედსა, შენსა იმედსა, დაეხელმწიფნენ ცრუ პოეტები? ცრუ ლიბერალნი, პატრიოტები, მ[ე]ს[ხ]ი, მეველე, მელიქ აღები. 1874 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 03:31 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საღამო გამოსალმებისა მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა, თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა! ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი, ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი! მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დაჰსწოლიან, და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან. გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით, მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით. წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს ჰსცვივიან, თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან! შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა, მიმტაცსა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა, რაცა გვიშვენებს სიცოცხლეს ზეციურისა სხივითა, და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა! მიდიხარ სატრფოვ? მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდის სული მელევა. არღა აამონ აწ თვალთა გული შენისა ხილვითა, წარვიდეს ჩემი სიცოცხლე უშენოდ შრომით, ზრუნვითა. ეტლი ჰრბის, სატრფო მშორდების... თანა ჰსდევს ჩემი მას სული, ვმზერ... შორს ძლივსღა ჰსჩანს... აღარ ჰსჩანს... რაღასა ვუმზერ შმაგ-ქმნილი? სიშორის ნისლმა მიჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი, და გულით ოხრვა სიმწარის აღმოუტევე უნებლი... მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა, აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა, ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა, არ განმასვენებს მწუხარეს ალერსის ხმითა ტკბილითა! მარამ ამ სოფელს შენს გარდა ვინა მყავს მანუგეშებლად, რომ შენც განმშორდი, დამტოვე, მწუხარებისა მე მსხვერპლად? წახველ, წარმტაცე ყოველი საამებელი სულისა, და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა? ან მე უგუნურს რად მრწამდა ბედისა დაუსრულება? აწ დავჰშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს მშვიდობა! არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა, ჰსჯობს ენა ჰსდუმდეს, ხმა შესწყდეს, მოთქმით რა ერგოს გულ-წყლულსა? შეღამდა... მარტო ვზი ჭმუნვით; ჩემი ჩივილი ვის ესმის? დაყრუვდა არე... მხოლოდა ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის. მხოლოდ ჰსჩანს, მთანი მდუმარედ აყუდებულან ცათამდის, და ყაზიბეგსა საამოდ ზედა ვარსკვლავი დაჰნათის! წყალნი მთით დაქანებულნი, უფსკრულსა იკარგებიან, თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან! 1840 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 03:31 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სავათნავას მიბაძვა სავათნავა მქვიან, არუთინა ვარ, ანაბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ! სავათნავა ჭიანურო! მაღლად, ტკბილად დაუკარ! ვინცა გაქოს, თავი მდაბლად დაუკარ, შენსა მტერსა კბილის კრიჭა აუკარ! ხინიკო, ხინკიკო! ავი კაცის წვერი წყევით აივსოს, ჩემი თასი წითელ ღვინით აივსოს, ჩემი გული კვალად ლხინით აივსოს, ხინიკო, ხინკიკო! ერთხელ მეც მეჭირა სიამის ვარდი, შავმან ბედმან უცებ დამკრა, დავარდი, სოფლის გარეს, ვაის მხარეს გავარდი! ხინიკო, ხინკიკო! უზრუნველად დავმღერდი ერთხელ მეცა... გესლით სავსე აწ გულს ისარი მეცა... ნუგეშად პყრობილსა მექმნას მე ცა! ხინიკო, ხინკიკო! ჭიანურო! აქვე გული მისმინა, ვის ვეტრფოდი სულით, და მანც მისმინა... სიამით აწ ვეღარ ვნახო მის მინა! ხინიკო, ხინკიკო! მაგონდების რა მის ღაწვზედა ხალი, სიყვარულის გულს მეგზნება ახ, ალი! მოვშორდი, ვჰსცან ოხრვა, კვნესა ახალი, ხინიკო, ხინკიკო! სიყვარული არს თავის დავიწყება! ვაის უფსკრულს ვგდივარ, - მაგრამ გონება მაინც მასვე შორით ეტრფიალება. ხინიკო, ხინკიკო! ბედმან ადრე მწარე ფიალით მასვა; არ იკმარა, გულს ლახვარი დამასვა! არ მაკმარა, - განმაშორაცა მას, ვა! ხინიკო, ხინკიკო! ბედო! ჩემის ლხინის ძაფი რად ჰსწყვიტე? ჭიანურო! შენც სიმი რაღად ჰსწყვიტე! მაშ შენც, ჩემო თავო უბედო, ხმა ჰსწყვიტე! ხინიკო, ხინკიკო! მოეც, მუშაკო,∗ ბულბულად ქებულო, ჩემს ჭიანურს ადგილი წალკოტს∗∗ ბოლო. ეგებ ვინმემ ჰსთქვას: ვაჲ გრიგოლ საბრალო! ხინიკო, ხინკიკო! 1833 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 03:32 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში შენს წმინდა სახეს, შვენებით სავსეს, სახიერებით განსხივებულსა, ვუმზერ კრძალვითა, თაყვანცემითა, ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა! მიხარის — გიმზერ, ვჰსწუხვარ — და გიმზერ, და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე, არ გამოვფხიზლდე, რომ აღარ ვჰგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!.. ყვავილოვანი წალკოტი შენი, შენის დიდების სხივ-მოკლებული, აღარა ჰშვენის, აღარ გვიბრწყინვის შავ დროთაဪ ძალით, ფერ წახდენილი!.. და, ვით განვლილსა სიზმარსა ტკბილსა, მზეს დიდებულად ჩასვენებულსა, ვიგონებთ შენს დროს, გული გვიმაგროს, სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი! ხნით დამაშვრალი, დაღონებული, შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით: მოხედო ბედკრულს შენს სატრფოს — მამულს, და ჯვარითა შენით აკურთხო კვალად. შენი ივერი აღსდგეს ძლიერი, და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული! ზნე ამაღლებით, ძლევის დიდებით, სამშობლო მიწის სიყვარულითა! — და გაგვიცოცხლდეს, რომ კვლავც მოგვესმეს სიტყვა ქართული რუსთაველისა. რომ განვიღვიძნეთ, სულით განვახლდეთ, და განქრეს ბნელი უმეცრებისა!.. ...მარამ ცად თვალნი გაქვს მიქცეულნი, და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა, დამცირებულსა, ხმა-მიღებულსა, ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს! ეჭვით აღვსილსა, უსასოდ ქმნილსა, გულ-უიმედოს, გაუხარებელს!.. ვაჰ თუ რაც წახდეს ვეღარა აღჰსდგეს, ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით? და რაც დაეცა ის წარიტაცა შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი! ჰე, ცრუ სოფელო, დაუნდობელო, შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ? დიდება ჩვენი, ცად სხივ-მიმფენი, ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა? დაყრუებულსა, გზა შეუვალსა, უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს, სად სახე მეფის, დიდის თამარის, სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!.. 1877 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 19.02.2014, 03:32 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამე მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა, ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა. ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა, და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა. ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ. მუნ სული ჩემი და გული ეშხის მახითა დაებნენ... ნელიად წამთ სვლა, ლოდინი მოუთმენელსა მტანჯვიდნენ, და ვით ჯადოთი მოზიდულს, თვალნი ერთ მხარეს უმზერდნენ. ეს რამ იელვა და განქრა? ნუთუ მაცთური ოცნება? რადა შეირყა ვარდთ ბუჩქი? გული რად ესრედ მიკვდება? ვიდრე თვალთ ნახეს, სულმან ჰსცნა საყვარლის მოახლოება, ჯერ თვალთ ძლივ ნახეს და მე კი მასა დაუწყე ბაგება... ჩვენ ორთა ჰაზრნი, თვით სულნი ერთად შეერთდნენ, შედუღდნენ, და სიტკბოების ზღვას შინა გრძნობით დამთვრალნი შთაეფლნენ! გულთ ძგერა არღა გვესმოდა, ვერცაღას თვალნი ხედვიდნენ, უენოდ ქმნილნი, უგონოდ განვედით ამა სოფლით ჩვენ!.. სადა ვიყავით მაშინა, რომელსა სასურველ მხარეს? ცნობა გვეკარგა წამს, მარა სამოთხე იყო წამი ეს!.. ჰფრინვიდნენ ჟამნი და ჩვენ კი მათ ფრენა არა გვსმენიეს: ესრედ გონება მარადის ტრფობის ალს აღუხოციეს. მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამოვნებით დაგვმზერდა! ნიავი სუნელთ ყვავილთგან ჰკრებდა და ქროლით მოგვბერდა! ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა შეჰყეფდა, შეჰსტრფოდა! და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა! - მაშინ ვჰსცან, ჟამნი სამოთხის რომ ამა სოფელს არიან, მარამ, ახ, ჟამნი მის ტკბილნი ესრედ მალიად რად ჰრბიან? გულისა სურვილთ დაცხრომას რომ არ სრულებით გვაცლიან? ეს არს საწუხარ, რომ ბოლო თვით სიხარულსაც ჰქონიან. ცისკარმან აღმოსავალით ჟამნი განყრისა გვიჩვენა, მალიად წარსვლა მის ღამის ვიგრძენით მხოლოდ მაშინა. დღისა დავჰსწყევლე ნათელი, რომ ურთიერთი გაგვყარნა, და განშორების ბაგება ტრფობის ბეჭედად შეგვექმნა. 1832 წ.
|
|
|
|