მივიწყებული ლექსები
|
|
verikolataria | Дата: ოთხ, 07.03.2012, 15:12 | Сообщение # 11 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** ვინც ბავშვს დაამსგავსებს ბედით ოიდიპოს _უნდა მოითიბოს ვინც ქართულ ვენახს გამოაცლის ჭიგოს _წყეულიმც იყოს გუშინ ჩავიარე ქაშვეთთან და გაოცებული დავრჩი ქაშვეთი გაუძარცვავთ წუხელის ღვთიშობელს მოპარეს ბავშვი...
შოთა ნიშნიანიძე
|
|
|
|
verikolataria | Дата: ხუთ, 08.03.2012, 02:40 | Сообщение # 12 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ნუკრია
ღამე არის და ძილი არ არის არ ვიცი რათომ არ მეძინება რად მეზმანება შენი დალალი ყოველგამ გულზე რად მეფინება. წუხელ რომ წვიმდა ჩემს გულშიც წვიმდა მე გახსენება არაფრის მინდა...
ალეკო შენგელაია
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 12.05.2015, 22:32 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეხ, რამდენი რამ დაგიხატია, გამდიდრებულხარ ფერის დოვლათით, ახლა ყველასთვის ცხადზე ცხადია: არც ვაჭარი ხარ, არც ბედოვლათი!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 12.05.2015, 23:06 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები... ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები, პირველყოფილი სამჭედლო – გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი. კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი. უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული. ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული. ქურაში ცეცხლის ენები – წითელი აბრეშუმები, კედლებზე ახალთ-ახალი, თხუტმეტწყრთიანი შუბები, უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა, დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა! იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები... ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები. პირველყოფილი სამჭედლო – გრდემლი და ურო ძლიერი, ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 11.01.2016, 22:08 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ო მატა ჰარი. ო მატა ჰარი ვინა ხარ ვინ მითხარი! კაბარეს მოცეკვავე? მეძავი ლუდხანის? ვინა ხარ მითხარი ან იმათ უთხარი ვინც სცენა აგივსო ცისფერი პეონით ვინა ხარ მკითხავი თუ მართლა შპიონი მაშ ხირომანტიის ხაზებით თითები რადა გაქვს მარტივი... რად მოსჩანს ურჩხულის კუდი და თათები, რომლითაც დაიწყე _ რომლითაც თავდები ო, სულო ძლიერო, ო, მატა ჰარი ვინა ხარ ვინ მითხარი!
|
|
|
|