ოთარ ჭილაძე
|
|
nukria | Дата: ოთხ, 22.08.2012, 14:50 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუმცა საბრალო ადამიანი ყოველთვის რჩება ადამიანად. რაც უნდა ძველი იყოს იარა, არ მოშუშდება მაინც მთლიანად.
არ გამოჩნდება მაინც გარედან, მაგრამ ყოველთვის გემახსოვრება... და რაც უხდება ცირკის არენას, ის სასაცილოდ ხდის ჩვენ ცხოვრებას.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 30.08.2012, 01:25 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გამოჩნდა მიწა ცივი და სველი
გამოჩნდა მიწა ცივი და სველი. ფოთოლზე ფოთლის დაცურდა ლანდი და გამახსენდა, რომ მთელი წელი აღარც ისმოდი და აღარც ჩანდი.
ხოლო ის წელი, ის ერთი წელი, რომელიც უკვე უკუნეთს ერთვის, ჩემთვის გავიდა ძალიან ნელა და ღმერთმა იცის რა იყო შენთვის...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 12.09.2012, 16:12 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***** გადაიპენტა თეთრად ტკივილი, სულში ნაცნობი ,ცივი ქარია... არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი უბრალოდ შენთან მინდა ძალიან... აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა... მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე აი შენთან კი...დამაგვიანდა. გადაიპენტა თეთრად ტკივილი, სულში ნაცნობი ,ცივი ქარია... არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი უბრალოდ შენთან მინდა ძალიან...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 20.03.2014, 16:50 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეფეებივით ფიქრობენ მთები... ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს... მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები... მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს... ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი - ლამის არაგვის შევსვა პეშვებით. ერთი ხევიდან ძლივს ამოსული, უფრო უარეს ხევში ვეშვები. კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო. გარინდულ კლდეებს ვესაუბრები. და აი, ცაში ავედი თითქოს და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 25.05.2014, 18:39 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დე, ასე ქროდეს და ქროდეს ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით... მე მინდა, ჩემგან სახსოვრად გქონდეს ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში. ეს სულ არ არის ამინდის ბრალი, არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი, თუმცა, ხეებიც გვანან დღეს მთვრალებს და მტკვარიც თითქოს შიგნიდან იწვის ეხეთქებიან ტოტები ტოტებს, ზეცას იკლებენ ვაით და ვიშით. და მაინც, ჩემგან სახსოვრად გქონდეს ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.06.2014, 16:17 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც, გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ, ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო, დაულეველო სამშობლოვ ჩემო. შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ, როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი, და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.06.2014, 16:21 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვშორდებით, ყოველ წუთას ვშორდებით... და აკრძალული სევდის ტოტებით ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს. თუმცა არ შერჩა აზრი არაფერს, არც ერთგულებას და არც მოლოდინს, რადგან გმირებად დავრჩით ბოლომდის და ვერც შევატყვეთ, რომ გვექცა მხარი, რომ სული ვგვემეთ და არა ლეში და ის სისუსტე ჩავკალით ჩვენში, რითაც ძლიერი იყო და არის ადამიანი ...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 16.07.2014, 18:13 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიყვარხარ, როგორც გლეხს უყვარს მიწა როგორც დასიცხულ მიწას - ღრუბელი. მაინც მიყვარხარ, მებრძვი თუ მიცავ, ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი და წინ კარივით მეხსენება სივრცე თითქოს ბავშვისთვის წამალი მიმაქვს. ეს გრძნობა ჩემში სინანულს იწვევს, უკვე გარდასულ დღეების მიმართ ასე იქცევა ნახატი ხატად ლერწამი - სტვირად და ორთქლი - წვიმად... ეს გრძნობა ჩემში იმედებს ბადებს, ჯერ მოსასვლელი დღეების მიმართ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 02.08.2014, 01:34 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ... ჩვენს შორის მთელი წელია უკვე. ქუჩებში ქარი დგას და არიგებს უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს... აქ იყო თოვლი და, როგორც ვალი, ჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმით და შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებს თეთრი სანთლების ცივი ციმციმი. ყოველდღე თოვდა და თოვლი ქუჩებს იმედებივით ართმევდა ფერებს. და ყველაფერი გადაწყდა უცებ სულ უმნიშვნელო ყოყმანის მერე. მარინა! მაგრამ შორს იყავ მაშინ და დილით, როცა ფანჯრებს ვაღებდი, მოჩანდა, როგორ მოჰქონდათ ბავშვებს თოვლის ბრჭყვიალა ბაირაღები. და თოვლს მიჰყავდა ყინვის აღვირით ჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები. მარინა! შენი ძებნით დაღლილი ვწვებოდი თოვლში და გიხსენებდი. მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ, ჩვენ შორის მთელი წელია უკვე. ქუჩებში ქარი დგას და არიგებს უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 04.09.2014, 00:09 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რაც დასახარჯი არსებობს – ვხარჯავ. რაც სანახავი არსებობს – ვნახე. და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. ვერ დავარბიე ჩემში ველური, კანდაშაშრული მზით და მარილით, ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით. ყველა ზეიმზე დავიგვიანე, ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე. არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი, მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს. მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს, თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე
|
|
|
|