ტარიელ ჭანტურია - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ჭანტურია
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 01:56 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველა საუბარი ისმინება,
უფლის საუბრის მეტი!
ბოლოს ყველაფერი
მთავრდება უბრალოდ
(სიკვდილი - ჰეფი ენდი)...

ყველა საუბარი ისმინება,
იმ ერთი საუბრის გარდა!
ფულზეც ძლიერი, კაცზეც ძლიერი!
უფალი კრედიტ-კარტა...

მსოფლიო თანდათან ემგვანება
უკაცოდ დარჩენილ ოჯახს!
ჰორიზონტს იქით რაღას დაინახავ
აღარც ჰორიზონტი მოჩანს...

ცა მაინც ცაა: კაშკაშა, კეთილი,
შორით ვარსკვლავი კენტი!
ახლა ყველაფერი ისე იოლია...
(სიკვდილი - ჰეფი ენდი)...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 01:57 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

სიმდიდრე ვარე! სახელი ვარე!
მაინც ლამაზად ამოდის მთვარე!
თითქოს პირველად ვხედავდე ღრუბელს
ცელქი ბიჭივით გავრბივარ გარეთ.

ვახშამი ვარე! პატრონი ვარე!
მოუვლელია ბაღჩა და ზვარე!
დაუჯერებლად ახლოს და დიდი
მაინც დროულად ამოდის მთვარე...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 01:58 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

სხვა გზა

მივარდები აეროპორტს!
მიასკდები ვაგზალს!
არ გამოვა არაფერი -
არ არსებობს სხვა გზა!
თავს გადადებ სასიკვდილოდ
ხშირად გასწევ რისკსაც
სულერთია, ვერ გაიგებ, რომელია ის გზა!

საიდუმლო სამუდამოდ ამოუხსნელ იქსის
საიდუმლო არვინ იცის, საიდუმლო იმ გზის.
სულ ტყუილად გამოაწყობ მოგზაურის საგზალს
არც არასდროს არსებობდა, არც არსებობს სხვა გზა...
გზა არ იყო! გზა არ არის
არც მიწად და არც ცად!
გზა, რომელიც მიდის ყველგან,
მიდის თურმე... არსად...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 01:59 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მუსიკალური პაუზა

რამდენი გვისვამს ჭიქით და გვიგორებია ჭიქით!
დრო მოვა სმასაც, თამაშსაც შეგვაწყვეტინებს გრიგი!
შეთხელდა ჩვენი ქოჩრები, თხელდება ჩვენი რიგი!
გადააბრუნეს ჭიქები, გამოიცალა ტიკი...
დრო მოვა სმასაც, თამაშსაც შეგვაწყვეტინებს გრიგი...

ჩაცხრება დიდი პოკერიც, რულეტიცა და რამსიც
დრო მოვა, რამსსაც, ბლექ ჯექსაც შეგვაწყვეტინებს ბრამსი!
დაგვიტირებენ რძლები და დედები ლამაზ ბაგით.
მათაც იმ ტირილს, დრო მოვა შეაწყვეტინებს ბახი!

რა შემიძლია! მე ახლა სულით და გულით გლოცავ:
შენი ლამაზი სულისთვის გვიან დაეკრას მოცარტს!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:01 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცილები თენგიზ ჩანტლაძის გასვენებაში

მითი უკვე დასრულდა და
შენ ცოცხალი აღარ ხარ და
გამოთხოვების დღეს ხალხი
კიდევ ერთხელ ახარხარდა!

ზეცისაკენ მიმავალი
სულ კისკისით გაგაცილეთ!
რა კაცი ხარ, ძმაო თენგიზ
მძინარემაც გაგვაცინე!
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:01 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცეცხლივით უკვდავს, მარტივს, პრიმიტივს,
ცეცხლივით ძლიერს დიდება პრომეთეს!

რად გვინდა ჩვენ პრომეთე დახსნილი,
პრომეთე ამბულატორიებში აცრილი!
დოსიე კაგებეს ჯურღმულებში გაცრილი!
რად გვინდა ჩვენ პრომეთე დახსნილი!
ჩვენ ვწუხვართ ნახევარღმერთზე და კაცზე!
დიდება კავკასიონს მარადიულ კარცერს!

სიცოცხლე, ცხოვრება კარგია მითი,
რომ ქვეყნად არსებობს იმედი მითი...
საშინელებაა: ფანქრების თლისას
პოეტმა უეცრად გაიჭრა თითი.
ეცემა თეთრ ქაღალდს ცისფერი წვეთი
პოეტის სისხლის ცისფერი წვეთი!

პოეტი თვითონაა უკვდავიც, მოკვდავიც,
ნახევარღმერთიც და, ცხადია, ღმერთიც...

გქონოდა იმ ღამეს დამბაჩა ოფიცრის!..
ახლა გექნებოდა საფლავი „ოფისი”
თუნდ სანაძლეოზე ხარ თავის მომკვლელი...
ყველგან სეკუნდანტი! დგას. იდგეს. მოგიცდის...
ტყუილად ჰგონიათ, განგებამ დაინდო!
როგორ მოკვდებოდა არ ჰქონდა დუენდე!
კარგია დუელი. თან იოლიცაა
ბედსა და განგებას ძმასავით თუ ენდე...

სიკვდილო! მიყვარხარ!
სიკვდილო! მოგელი!
შენს ამაყ კვარცხლბეკზე დგას წუთისოფელი...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:02 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩამავალი ლექსი

სულ სხვა ფერი ჰქონდა ცას, ღვინოს - სულ სხვა გემო.
ვღალატობდით სიყვარულს სიყვარულის გამო...
ქილა ერბოს პატრონმა მეც შევძახე: „ჰამო!”
ხელს მიქნევენ გაღმიდან: - წამო, ძმაო, წამო!

შე მწვადების გურმანო, შე მუჟუჟის ხამო,
უსახლკარო, უფულო, უძმო, უდედმამო,
ვეღაც ხორცი ალაღო, ვეღარც სულს აამო?
არ მოგწყინდა? კარგი რა! წამო, ბიჭო, წამო!

მოარწევდა ასმათი მზით გავსებულ ხონჩას,
- სხვა რა გინდა! ღრუბლიდან საქართველო ხომ ჩანს!
... ჩანდა! მაგრამ უკვე თვალს მიეფარა, ძამო!
ხმა კი ისევ ჩამესმის: - წამო! გესმის? წამო!

თავზე გადმომხობილო მშვენიერო სფერო,
მაჯის სიმსხო სხივებო - ულტრაიისფერო,
უცისფრესად ცისფერო და დაუსაბამო
ცაო, მესმის ვედრება: - წამო! გირჩევ, წამო!

პირი სავსე ყურძნით მაქვს - ვერაფრის ვარ მთქმელი!
თხმელაზე ვარ! - გავკრიფო უნდა ტოტი თხმელის.
რაკი მსმელი ჯერ ვერ ვარ, უნდა ყურძნად ვჭამო!
ის ხმა არც აქ მასვენებს: - ჩამო დაბლა! წამო!

ჩამავალ მზის ნათელში შეთხზულ ჩამავალ ლექსს
ბევრს ნუ მოსთხოვ - ნუ ფიქრობ, გაგისტუმრებს ვალებს!
ვალზე ფიქრით გონება აღარ მოიშხამო!
ყური იმ ხმას მიუგდე: - წამო-მეთქი! წა-მო!

ვარდობისთვის კვირტების სურნელება ამო
პროტესტია უთქმელი, ჩუმი, უღიმღამო.
თუ გინახავთ ამაზე მშვენიერი რამო...
ხმა კი ისევ მაჩქარებს: - წამო, კაცო, წამო!

ვარ იმედის იმედით, გზა თავის გზით წავა.
ის მიწამებს ბოლოსაც, ვისაც ახლა ვწამვარ.
მაინც, შეკოწიწებას ცხოვრებისას ვლამობ,
მაგრამ ხმა არ მასვენებს: - ხომ გითხარი! წამო!

რიონო და მტკვარო და არაგვო და ხრამო,
ზემო ტაბანათო და ჩემო საგურამო,
ვიღაც მეპატიჟება, თანაც - სამუდამოდ:
- არ მოგწყინდა? კარგი რა! გამოადგი! წამო...

ზეცა თითქო მოშალეს - დავრჩი უგუმბათოდ.
სამი დღეა, იისფრად ჩემს იმედებს ათოვს.
აჰა, გემშვიდობები, ღვინით სავსე ჯამო!
... თვითონ უკვე შეუსვამს და მაჩქარებს: - წამო!

სულთან ხორცის გაყრის და განშორების წამო,
დაგივიწყა თუმც მიწამ - გაგიხსენა ცამო...
საით მეპატიჟები, შე უფსკერო ხრამო!
- სულ ვერაფერს ვერ მიხვდი? დამიჯერე, წამო...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:03 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირველი მცნება

თბილისს, პარიზს, ნიცას, პრაღას,
მცხეთას, მადრიდს, ოსლოს, ოკლენდს... -
ერთადერთი სიტყვა ზარავს:
- მოკლეს!
- მოკლეს!
- მოკლეს!
- მოკლეს...

შენც მოაპნევ გზებზე ყვავილს
და აკლდამას შენც ამოგლეს...
- ბიჭი მოკლეს!
- გოგო მოკლეს!
- ქალი მოკლეს!
- კაცი მოკლეს...

ან პაატას რას ვერჩოდით, ან აქილევსს, ან პატროკლეს!
- დღესაც მოკლეს! ისევ მოკლეს! ესეც მოკლეს! ისიც მოკლეს...

ნათესავის შვილის გამო დგახარ, თავდახრილი, მორგში!
- აღარ გინდათ! ხალხი არ ხართ?
- აღარ გვინდა! მოვრჩეთ! მორჩით...
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:04 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ცხოვრების ხეს
მხოლოდ სიტყვები მისხია!

ცხოვრების ჯამშიც მხოლოდ
შავი ნაღველი მისხია!
ხელში მათრახის ნაცვლად -
ბეჭებზე ფრთები მასხია...
მესხია რუსთაველი...
და ტარიელიც მესხია!

მტკვარი მიღელავს. მტკვარზე
ჩიტი მიფრინავს - მესკია!

მესხეთისაა მტკვარი!
მესკია ჩიტიც - მესხია!
ბევრი გვყავს მოზიარეც
და მტერიც, მაგრამ ეს კია:
ჯერ მთლად ვერ იუარეს,
რომ აქ პატრონი მესხია!

ჩემი ცხოვრების ხეს
მხოლოდ სიტყვები მისხია,
და იმ სიტყვებშიც, ვხვდები,
მთავარი - სიტყვა „მესხია!”
 
nukriaДата: სამ, 18.02.2014, 02:07 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა

- ჩემია! - თქვა მფრინავმა.
- ჩემია! - თქვა ჩიტმა.
- ჩემია! - თქვა ღრუბელმა.
- ჩემია! - თქვეს ვარსკვლავებმა.
- ჩემია! - თქვა დუმილმა.
„ვისია! - ვფიქრობ მე.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость