ტარიელ ჭანტურია
|
|
nukria | Дата: შაბ, 04.06.2016, 21:29 | Сообщение # 161 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რაღაც ფილმი გადიოდა, თუ არ ვცდები - ვისკონტი, მაგრამ თავი ისე მქონდა! ფილმის თავი ვის ჰქონდა! თოფი გქონდეს! - ალბათ, ეკრანს და მის მკვლელებს ესროდი! ყველა ერთი ნაგავია - ის როლი და ეს როლი! არც ჩაპლინზე ფიქრობ ახლა და არც რენე კლერზე! კაი გოგო კი ხარ, მარა ფიქრობ მხოლოდ ლუდზე! ვისკი მაინც რაღად გინდა - მთვრალი თუ ხარ უვისკოდაც! აზრიც ვერ გამოიტანე - ფილმის თავი ვის ჰქონდა! არც კრწანისზე ფიქრობ ახლა და არც ერეკლეზე! კაი გოგო კი ხარ, მარა ფიქრობ მხოლოდ ლუდზე!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 04.06.2016, 22:00 | Сообщение # 162 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს რიგები - ყვავილივით - გაქვს ბოლომდე აცრილი! ის რიგები გახსენდება - თავის ჯიკავ-ჯიკავით: რატომ იყო: ვერ ხვდებოდი თერთმეტი წლის ყმაწვილი სულ პირველად მისული რომ სულ ბოლოში იყავი.
კაცმა რომ თქვას, კონკრეტულად არვინ იყო იქ ავი! ავი თვითონ ცხოვრებაა და ლუკმისთვის ქიჩავი! ვერ ხვდებოდი, სულ პირველი - ბოლო რისთვის იყავი... გულს გიკლავდა ბებრის ცრემლი: „ღმერთო, რა დაგიშავე!“
პურის რიგში ვინც დგას, ყველა ხომ სიკვდილის რიგშიც დგას! ესე იგი, ხომ სიკვდილის რიგიცაა ეს რიგი... ჭირს ამისი დაჯერება, სანამ სული პირში დგას! - ჭირს გარკვევა, სად მეტია ქაოსი ან წესრიგი!
კამერუნელ, დაგომეელ, განელ ან პრეტორიელ ბიჭსაც შია. ეს შიმშილი - გადარჩენის ჟინია!
(შენ ამ რიგში ბევრჯერ მდგარხარ, თერთმეტი წლის თარიელ! და სამოცი წლისას ალბათ მიტომ არ გეშინია...)
- ჭამეთ პური - ხორცი ჩემი! - ბრძანებს ქრისტე-ხაბაზი! - აჰა, გლიჯეთ ჩემი ხორცი! - ცხარობს ქალი - კაპასი! აქ აღარ აქვს მნიშვნელობა უმაღლესს და უმდაბლესს! - ერთს რომ მილიონი აქვს და მეორეს - არც აბაზი!
გულს ვერ გიხნის, მიხა, ძმაო, მთები ჩამოთოვლილი! პურს და სიკვდილს ერთად უცდის ღვიძლი შენი - ლტოლვილი! მაგრამ ხომ დევს იქ, უჯრაში, ტეტე, ბიძის ნაქონი - მართლა კარგად შენახული და კაცურად მოვლილი... ... თითქო ცომი ამოევლოთ მოგუზგუზე ლავაში - წითლად კიდეშებრაწული - მოფრიალებს ლავაში! და პურიცა და სიკვდილიც ავიწყდებათ - დაღლილებს პურისა და სიკვდილისთვის გაცხარებულ დავაში...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 04.06.2016, 22:49 | Сообщение # 163 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უნდა დაუსხლტე შმაგ პაპარაცებს - უნდა სიკვდილის მოხვდე პარადზე - რომ ეს ქალაქი, რომ ეს ქვეყანა, რომ ეს პლანეტა ალაპარაკდეს...
მეც კი - მეც, უცხოს - მეხად დამეცა შენი სიცილი და შენი ქარიბდა, და შემებრალა ეს დედამიწა, ერთი მშვენებით რომ გაღარიბდა...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 00:28 | Сообщение # 164 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გარითმული გალიმათიის ლექსპანსია! განწყობილებათა ლექსტრატი! მკვდარი შთაბეჭდილებების ლექსჰუმანიზაცია! პოეზიის სამყაროდან ლექსორიაქმნილი პოეტი! ლექსკურსია პოეტურ წარსულში! პოეტის ლექსლიბრისი! პოეტის ლექსპანსიური გამოხედვა! ტრადიციული პოეტიკის ლექსპლოატატორი! ლექსპედიცია პოეზიის მომავალში! პოეტური ლექსპერტი! მარჯვედ ჩატარებული ლექსპერტიზა.
საინტერესო ლექსპოზიცია! ძვირად ღირებული ლექსპონატი! პოეტური ლექსპორტი! პოეზიის ლექსპორტიორი! პოეტური ლექსპრესი! ლექსი, ლექსი, ლექსი... მიმართულება _ ლექსპრესიონიზმი! ლექსტერნი! ლექსტრა _ პოეზია! პოეტური ლექსტრემიზმი! მსოფლიო ლექსჩემპიონი! ლექსცენტრიული გამოხდომები! პოეტური ლექსცესი! ლექსი, ლექსი, ლექსი...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 00:37 | Сообщение # 165 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სამოც წელზე მეტია, რაც შხამის წვეთოვანი მიდგას! რაც მართალი მართალია, მიკვირს, სული როგორ მიდგას! ბედს ეს სურდა - ჩართული ვარ მის უხილავ აპარატზე! ვწუხვარ - არ აინტერესებთ ეს ჩვენს ქართველ პაპარაცებს... შუბლი ჩემი, ლოყა ცემი მიტომა გავს ასე მიტკალს - სამოც წელზე მეტია, რაც ცრემლის წვეთოვანი მიდგას...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 00:38 | Сообщение # 166 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოვა და თვალზე ხელს აგვაფარებს, ჩვენ კი არ ვიცით, ვინ არის იგი... ასე მთავრდება ყველა ზღაპარი და იხურება ცისფერი წიგნი.
ნანობს ურჩხული: „სულ ვიცოხნები. დამწყდა მკლავები. მტკივა კუნთები. მე დავიღალე - მთელი ცხოვრება ნაფეხურების წაშლას ვუნდები“...
ყველა ზღაპარი როოგორ გასრულდა, სად მომიყვანა ჩემმა ბილიკმა... მე ვნახე სულში ამოკაწრული სიკვდილ-სიცოცხლის რთული ბილინგვა.
ღიმილი მოაქვს გოგოს ფსატიდან, რომელსაცც წეღან ნიავი წეწდა, და თეა ჩემთვის ისე ატირდა, თითქოს სიცოცხლე საერთოდ შეწყდა.
დგას ობელისკი ცად აზიდული - სად შემიტყუა ვიწრო ბილიკმა... ვნახე სიცოცხლეც, ვნახე სიკვდილიც - მე ორივესი კმაყოფილი ვარ!..
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 00:39 | Сообщение # 167 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თითქო დღეს გაჩნდა სწორედ და ფეხიც დღესა აქვს ადგმული _ უნდა თქვას რაღაც ისეთი _ ჯერ არავისგან ართქმული...
სიტყვაა მისი მხსნელიც და უფსკრულში მისი დამნთქმელიც, მშვენიერიც და მახინჯიც _ თან _ არმთქმელი და თან _ მთქმელი...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 00:39 | Сообщение # 168 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პოეზია - ლენცოფა, შხამი თაფლი, კანფეტი... ხან - აკაკი, ხან - ვაჟა, ხან - ბოდლერი, ხან - ფეტი...
ხან - ნექტარი, ხან - ჭაჭა, ხან -ოცნება, ხან - ქალი... ზოგჯერ - ბნედა, ზოგჯერ - უცხო, უფრო ხშირად - კანკალი.
დახუნძლული სიზმრებით - ხან ღვიძლი, ხან - ძილი! მოუსვლელი სტუმარი. აუვლელი მანძილი!
ქვეყანა, დახურული ხან - კრამიტით, ხან ჩალით! ერთადერთი ანდერძი - გასისხლული ხანჯალი...
უღვთოდ გამეტებული - ხან გული და ხან - ტვინი! მთაზე ლოდის ატანა - სიკვდილივით ადვილი.
უიმედო იმედი - ხან ცოლი და - ხან შვილი! მუდამ მშვიდი - ღმერთივით. მუდამ - ნერვებაშლილი.
საოცნებო ოლიმპო - ნისლის თხელი პამპერსით! ხან - გოგრა. ხან - თრაკი. ხან - თაგორი. ხან - პერსი...
აირჩიე ერთ-ერთი - ან ღმერთი და ან ბედი... ან აკაკი. ან ვაჟა. ან ბოდლერი. ან ფეტი...
წყარო: litklubi.ge
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 00:50 | Сообщение # 169 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ოქროს მაგიერ - ინფარქტები მიგროვებია! მერე რა, რომ ეს ინფარქტები - მიკროებია! ვერ მივაგენი სიზმარშიაც განძი მაკენის! სამაგიეროდ, სიყვარულო, შენ მოგაგენი! შენი ხმა - ჩემი ერთადერთი ელდორადოა! ამ ხმის პატრონი - უქონელი ვითმ რატოა! მე ოქროების მიყვარს ცქერა - მათი გროების! შენგან დამართულ ინფარქტების - სულ მიკროების...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 05.06.2016, 00:50 | Сообщение # 170 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ წახვალო, ლამის გული შეუღონეს მუქარით... ...ჩოხოსანი წავიდა და შინ დაბრუნდა სუდარით...
|
|
|
|