ალექსანდრე ელერდაშვილი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ალექსანდრე ელერდაშვილი
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 18:19 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
66-ე სონეტი

ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...

ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში.

უილიამ შექსპირი
 
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 18:25 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
50–ე სონეტი

მივყვები გზას და აღარ მექცა საწყისი ბოლოდ,

აღარც მეღირსა დასვენება შორი გზისაგან...

მცირე ხანს სადმე თუ შევჩერდი, ეს მესმის მხოლოდ:

"შორს წამოსულხარ ახლა შენი მეგობრისაგან".


ცხენიც კი მძიმედ ფეხს მიითრევს შორეულ გზაზე,

მხედრის წუხილმა თითქოს მასაც ხელი დარია,

თითქოს ისიც გრძნობს, რომ მარტო ვარ ამქვეყანაზე

და შორს ვინც დარჩა, ჩემი კარგი მეგობარია.


საბრალო პირუტყვს აღარც დეზის შემოკვრა შველის

და თუ გაწყრომით ავუჩქარებ ნაბიჯს როგორღაც,

დაიკვნესებს და თითქოს ამით დანდობას ელის,

მე კი ვკვნესივარ უგზოდაც და უმეგობროდაც.


გზადმიმავალმა ეს ფიქრიღა დავიმარტოვე:

წინ სევდა ჩანს და სიხარული უკან დავტოვე

უილიამ შექსპირი
 
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 20:46 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
სონეტი 37

როგორც მოხუცი მამა უმზერს ძესა თუ ასულს,

რომელთა გზნება სიყმაწვილით ტკბობას ხმარდება,

მეც, ბედისწერის სამსჯავროზე კოჭლობით გასულს,

შენი სიკეთის დანახვაღა გამიხარდება.

მთელ შენს ღირსებას, მთელ სიტურფეს და სათნოებას,

ან თუნდაც ნაწილს, თუნდ ცხადლივ და თუნდაც ფარულად,

ასე მგონია, მიტომ სტაცებ ამაოებას,

რომ გარდაიქმნას მაცოცხლებელ ჩემს სიყვარულად.

რომ შენი ჩრდილიც მანათებდეს ცისკრის მზესავით,

რომ აღარ ვდევდე წუთისოფლის ბილიკს საპყარი,

რომ შთაგონება მოვიძიო მაცდურ მზერაშიც,

თუნდ სულ მცირედში, სამოწყალოდ რაც მომაპყარი.

შენზე უკეთესს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ,

ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ.
 
nukriaДата: კვ, 22.07.2012, 02:51 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შექსპირი უილიამ - სონეტი XC


თუ მიმატოვებ, ახლა წადი... ახლა დამტოვე,
როს ბედისწერის მრისხანება გასცდა ნაპირებს,
შენც, ვით განგებამ, დავრდომილი დამიმარტოვე
და ახლა წადი... წასვლას სულიც სანამ აპირებს.

სმენა მიაპყარ ჩემს გულისთქმას - რას გეუბნება,
ჯერ მახვილს ზურგში ნუ ჩამასობ თავგამეტებით,
ღამეულ ქარებს ნუ მომიქცევ ცისკრის ღრუბლებად...
ჯერ მე და სევდა ქვეყნად ერთად დავეხეტებით.

და როცა წახვალ, შეაყოვნე ნაბიჯი წამით,
ვიდრე საწუთროს ჭირ-ვარამი მემათხოვრება,
დე, შენმა მზერამ წამიერად შეიცნოს ამით,
რა უსაშველო ტანჯვაშია ჩემი ცხოვრება.

სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება,
რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება.
 
nukriaДата: სამ, 05.04.2016, 21:44 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
“ჩემს ძველ თბილისსა, ფეროვანსა, კვლავ ვუბრუნდები…
მიყვარს მტკვრის პირი, დახლართული ვიწრო ქუჩები,
ხშირად სიმღერა გამომითქვამს შაითან-ბაზარზე,
შევჩერებულვარ გაოცებით ნანგრევის კარზე.

ორი თბილისი. ერთი არის ღია წერილი;
მღერის ოპერა, ათამაშებს ბავშვებს პერინი,
მთაწმინდის გულსა ჰჭრის რელსებით ფუნიკულიორი,
და მოსკოვის ხმას ჩუმად ისმენს რადიო-ყური.

„სასიკვდილოა!“ ავჭალიდან ღმოის „ზაჰესი“,
წითელი ჯოხით დაცულია ქუჩების წესი,
შოთას პროსპექტზე წინ და უკან გარბის პროფელი,
ქალებს ატყუებს ძველი ძონძით ამერიკელი.

აფთიაქივით გაწმენდილნი დგანან ბაღები,
ზარით და ზურნით იყიდება რძე და ნაღები,
რკინა-ბეტონით იმოსება „ცის დამფხვრაჭნელი“,
ჰოლანდიელად იხედება ყველა რაჭველი…

ძველი თბილისი, ოქრომჭედლის ძველი დუქანი,
ყურანის სიტყვით კურთხეული ძველი ხანჯალი,
და მარგალიტი საოცნებო ხილის მარცვალი.
ყაზახის ნოხზე ყალიონს სწევს ბრძენი სპარსელი!

ფერმკრთალ ხელებში იგრიხება ჩიბუხის გველი.
მისთვის ერთია: რიზა-საჰი, თუ კომისარი.
დიდი სპარსეთი, თუ თბილისის შაითან-ბაზარი.
სადღაც სარდაფში ქეიფია ყარაჩოღული.

ხელადით ღვინო, ბატკნის მწვადი და კარგი გული.
თამადა ბრძანებს: „გაუმარჯოს ლამაზ ჩიტუნას“.
რომელიც რომა შეიყვარებს ჩემ ძმა ჩიტუას“.
საღამო არის ანჩისხატში ზარებს რეკავენ.
და დაქნცული ხელოსნები დუქნებს ჰკეტავენ.
აგერ ფანჯრიდან გამოშუქდა მკრთალი ლამპარი,
და ძველ თბილისსა მოეფინა ძველი ზღაპარი.
 
nukriaДата: ოთხ, 06.04.2016, 02:23 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზა ღარიბია ავანსცენებით,
და ვიმეორებთ როლებს თავიდან,
კრამიტებივით სახლებს ენები
გამოუყვიათ სახურავიდან...

აღარ გამოჩდნენ ძველი ხედები,
სარკმელთან ისევ სცივა ბეღურას
და ცარიელი სახლის კედლები
საათებივით გაჩერებულან...

ვკითხულობ ხშირად მთვრალ ჰერმან ჰესეს,
მერე კი ფუნჯით, როგორც საადი
ვეხები კედლებს და ვქოქავ ლექსებს,
ვით გაჩერებულ კედლის საათებს...

გზა ღარიბია ავანსცენებით,
და ვიმეორებთ როლებს თავიდან,
კრამიტებივით სახლებს ენები
გამოუყვიათ სახურავიდან...
 
nukriaДата: ხუთ, 07.04.2016, 19:37 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღია, რუსეთს და ამერიკას შუაზე გაუყვია /*
ფასობდა სიკეთე და ფასობდა მორალი,
კაცობა უფრო ჭრიდა, ვიდრე დოლარი.
"ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო"...
ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო:
ყოფილა აფხაზეთით და სამაჩაბლოთი,
თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი.
გვქონია ეკონომიკა, გვქონდა მრეწველობა,
გვქონდა განათლება, სწავლება, მწერლობა,
გვქონია თეატრი და გვქონია მხატვრობა,
ვყოფილვართ ქვეყანა და არა ბაზრობა.
ფასობდა სიკეთე და ფასობდა მორალი,
კაცობა უფრო ჭრიდა, ვიდრე დოლარი.
რაც არ უნდა ჩანდეს დაუჯერებელი,
ადამიანურად ცხოვრობდა ქართველი;
მსოფლიო სასჯელი, დამპყრობი ძლიერი,
ყველაზე ვერაგი, ყველაზე ცბიერი,
ყველაზე სასტიკი, ყველაზე უნდო,
ჩვენს საზღვრებს მოადგა მასონთა ურდო.
ყველაფრის გამსრესი, ყველაფრის დამგმობი,
რწმენის წამლეკი, ღირსების დამმცრობი,
სხვისი ქვეყნების და საზღვრების არმცნობი,
ერების აღმრევი, ვერაგი დამპყრობი.
განა სხვებივით ხმლითა და მიპარვით,
მეგობრის მანტიით, მოვიდა დოლარით
ქვეყანა მთლიანად – სიმდიდრით, მორალით
მათ ხელში აღმოჩნდა, სალაროც მოლარით.
ასე და ამრიგად, მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა,
ჩვენთვის ედვარდია პირველი სასჯელი,
რომელიც მოგვივლინეს, ვითარცა დამსჯელი.
გამოგვაბითურეს, ისე გაგვაბრიყვეს,
ჩვენ გვაკეთებინეს, რაც მათ გადაწყვიტეს.
ხელში შეგვაჩეჩეს თავისი რეზიდენტი –
ასე ავირჩიეთ ედვარდ პრეზიდენტი.
ედვარდს მოჰყილია მიშა და ნაცები –
ქვეყნის ამომგდები ეს არაკაცები!
თავისი ურცხვი დედაკაცებით,
ცხოვრება რომ მოიწყვეს ქვეყნის დაცემით.
ქართველთა კისერზე კალო გალეწილა,
ქართული მეობა, ღირსება დალეწილა.
ყოფილა ცოცხები და ყოფილა ხელკეტები,
დარბევა, წართმევა, ძარცვა და რეკეტები.
ყოფილა გოდება და სიმწრის ცრემლები,
ერთ დროს გმირები გავმხდარვართ დედლები;
ყველა იმპერიის დამსამარებლები
კურდღლებლად ვქცეულვართ, ძმებო, ქართველები.
ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
ბევრი რამ დაკეტილა, ბევრი რამ დანგრეულა,
ქართული ეროვნული მომსპარა, დარბეულა,
ყოველი ჩარეცხილა და გადაგვარებულა.
ქვეყანა გაყიდულა, გადასავლურებულა,
ერთბაშად სიბილწესთან ინტეგრირებულა.
ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
რუსეთს და ამერიკას შუაზე გაუყვიათ.
ბევრი რამ მომხდარა და დროც ბევრი გავიდა,
როგორც ჩანს, გადაწყდა, მიშას დრო წავიდა.
ჩვენი გაბრიყვება დაიწყო თავიდან –
მიშას ბინძურ ტახტზე ბიძინა ავიდა,
მიშა – მიშას შემდეგ ვიყვირეთ ბიძინა,
ამაზე ძია სემმა ჩაფსმამდე იცინა.
სწორედ ამიტომაც ვგონივართ გოები,
უტვინო ღორები და უჯიშოები.
თუკი რამ იფიქრეს, თუკი რამ დაგეგმეს,
ჩვენ თვითონ პირწმინდად ვასრულებთ ამ გეგმებს.
ამას ვინ აიტანს, ამას ვინ მოითმენს,
სხვას ვერას უწოდებ თუ არა გოიმებს.
როდემდე, ქართველო, რას ელი, ვის ელი?!
ან მართლა ბრიყვი ხარ, გოი და სულელი,
ან რჯულის და რწმენის უღმერთო მგმობელი,
ქვეყნის გამყიდველი და დამამხობელი.
დაფიქრდი, ირჩიე, შენა ხარ რომელი:
გოიმი თუ მტრისთვის ერთ ადგილს მძრომელი,
დოლარის მონა ხარ თუ თავისუფალი,
მინდა შეგახსენო – არსებობს უფალი!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость