nukria | Дата: სამ, 22.07.2014, 20:58 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თამაზ მეტრეველიველური წაბლის ხეივანიგველის ქერქშიწიგნი IVდა-ძმებში ყველაზე უმცროსს, ირაკლის და მის ხასიათს, ასე თუ ისე, რომანის პირველ ნაწილში გავეცანით, შემდეგ კი კარგა ხნით მივივიწყეთ. გემახსოვრებათ, ალბათ, ძმასაც კი რომ ესროლა, თუმცა სროლასაც ვერ დავარქმევთ... დედის დასაფლავებას კი დაესწრო, მაგრამ ქელეხში აღარ დარჩა. ჰოდა, როგორ გგონიათ, რატომ არ დარჩა?! იმიტომ, რომ დედის სიკვდილი განიცადა? არა, როგორც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ირაკლის დედის სიკვდილი გაუხარდა კიდეც. რატომ? _ იმიტომ რომ, ერთადერთი, ვისიც ეშინოდა, სწორედ ვერიკო იყო... ელისო, რომელიც ერთ დროს ოჯახს აზანზარებდა, ირაკლის დიდი ხანია, არარაობად მიაჩნდა და მის ბრძნულ შეგონებებს არაფრად აგდებდა. აი, დედას კი თვალს ვერ უსწორებდა, ასე ეგონა, ყველაფერი იცოდა; ეშინოდა _ აი, ახლა დამსვამს სკამზე და ყველაფერს გადმომილაგებსო... და როცა, მისი უეცარი სიკვდილის შესახებ შეიტყო, თითქოს, ბორკილები ახსნეს და გათავისუფლდა. ვინ იცის, ეგებ ის აწუხებდა, თვითონ რომ ასე სწრაფად შემოეფლანგა ის აბსტრაქტული რამ, რასაც ადამიანები სინდის-ნამუსს ეძახიან და რომელიც დედის მუცლიდან თუ არ დაგყვა, ვეღარასოდეს შეიძენ?! ოღონდ საკუთარი კი არა, რა თქმა უნდა, დედის სინდისი. ახლა კი დედა მოუკვდა, რომელმაც თავისი სინდისი საფლავში ჩაიტანა და ირაკლიმაც შვებით ამოისუნთქა, რადგან ბოლო დროინდელ ყველა გაუმართლებლობასა და ხელის მოცარვას, რატომღაც დედას _ ასე ვთქვათ, დედის ინტუიციის მატერიალიზაციას აბრალებდა. რას აღარ მოიგონებს კაცობრიობა, რომ ბედისწერას როგორმე გვერდი აუაროს.მოკლედ, თუ გახსოვთ, ირაკლის ოფისს საფინანსო პოლიციის თანამშრომლები ამოწმებდნენ. ირაკლი კი, რომელიც აქედან კარგს არაფერს ელოდა და გვარიანად შეშინებულიც იყო, თავის გადასარჩენად ნემსის ყუნწში ძვრებოდა. როგორც კი `საფინანსო~ დაეცა და მისბუღალტერიას ჩაუჯდა, ირაკლიმ ლადოსთან ააჭრა და დახმარება სთხოვა. ლადომ შორს დაიჭირა, _ მე რა შემიძლია, რომელი იუსტიციის მინისტრი მე მნახე, ჩემი თავისთვის ვერ მომივლია, შენ რა გიშველოო?! ირაკლი, მართალია, თითქმის ნახევარ პარლამენტს იცნობდა, მაგრამ ვისი იმედი უნდა ჰქონოდა?! აი, თუნდაც ილია ჭიჭინაძე _ მისი ბავშვობის მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანამდებობა ეკავა, ხელს არავის უმართავდა _ არც მეგობრებს და ალბათ, არც მშობლებს... რა ექნა, თბილ სკამს უფრთხილდებოდა... მაინც მიაკითხა. ილიამ ყურადღებით მოუსმინა; თუკი დარღვევები არ გაქვს, ვინ რა ფეხებს მოგჭამსო, _ უთხრა და თვალებში მიაჩერდა._ კი, მაგრამ, თუ მოუნდათ, ისეთ დარღვევას აღმომიჩენენ... _ მაშინ ყველაფერს არ მეუბნები, _ მოკლედ მოჭრა ილიამ. _ ყველაფერი რომ გითხრა, შენ თვითონ დააჭერინებ ჩემ თავს, _ გაეცინა ირაკლის, _ ახლა კი მეცინება, მაგრამ ხომ იცი, სიცილი ზოგჯერ ცრემლზე მწარეა, _ დააყოლა იმწამს._ მაშ როგორ დაგეხმარო, ძმაო? შენც ხომ იცი, რომ მაგათთან არანაირი შეხების წერტილი არ მაქვს, არა?!_ ჰოდა, მაგათ უფროსს დაელაპარაკე. _ და გგონია, დამიჯერებს? არ იცი, ვისაც უჯერებს ყველა? და რომ იცოდე, რომც დაველაპარაკო, უარესს იზამს... დამიჯერე, არ გინდა არავინ, ვინც გამოწმებენ, იმათ მიხედე, იქვე._ როგორ მივხედო?! ახლოს არ მიკარებენ. არც კაფეში მომყვებიან. რესტორანზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ფინანსური პოლიციის რევიზორები ბუტერბროდებს ჭამენ შესვენებაზე, გეფიცები... შენ აზრობ?_ მაშინ ტყუილად დარბიხარ. თუ ბუტერბროდებს ჭამენ, გამორიცხულია..._ რა არის გამორიცხული?_ რა და არ წამოგყვებიან რესტორანში, რობოტები ყოფილან, რობოტები!ირაკლი მიხვდა, რომ ილიასთან ტყუილად ამოვიდა; რომ მისი `ტრუსიკის მეგობარი~, _ ვიხრჩობი, თოკი გადმომიგდეო, რომ ეთქვა, მაინც არ იყო ხელისგამტოკებელი. წამოდგა._ ბოდიში, _ უთხრა და თვალები აუწყლიანდა._ შენ იცი, როდის ჩაიჭერი? _ უთხრა ამ დროს ილიამ._ შენთან? შენთან რაში ჩავიჭერი? _ ავარდა უცბად ირაკლი._ არა, ჩემთან კი არა, ის მინდოდა მეთქვა, რომ თავიდანვე ჩემსავით უნდა მოქცეულიყავი, შემძვრალიყავი შენც რომელიმე პარტიაში და მერე იქიდან მისწოლოდი._ ჰოო?_ ჰო, მაგრამ შენ ბევრად მეტი მოინდომე, თავში გინდოდა ყველასთვის ჩაგერტყა და ეგ შენი რაღაც `ფირმაჩობა~ არჩიე..._ კაი, რაც იყო _ იყო, დავანებოთ მაგას თავი. კარგად იყავი, ყველაფერი გასაგებია... _ უთხრა ერთხელ კიდევ იმედგაცრუებულმა ირაკლიმ ფეხზე წამომდგარ მეგობარს; არც ხელი გაუწოდა, არც დაემშვიდობა და მისი კაბინეტიდან დაბოღმილი გამოვიდა.რას საქმიანობდა და რა ფირმა ჰქონდა ირაკლის, რომც მინდოდეს, ვერ ჩამოგირაკრაკებთ. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რას აღარ საქმიანობდა-მეთქი. ჰო, ირაკლის იმდენი ფირმა ჰქონდა გახსნილი, თვითონაც ვეღარ ითვლიდა, მგონი... და თითქმის ყველა ფირმა ერთდროულად მიულუქეს. მართალია, იმის ჩიტი არ იყო, რომელიმე ფირმა თავისზე გაეფორმებინა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ თუკი ძირისძირობამდე ჩაჰყვებოდნენ, ყველაფერს ამოუტივტივებდნენ ამიტომ თანამიმდევრობით მივყვები და თქვენც გაგიყოლებთ იმ ბნელ ლაბირინთებში, რომლის ჩიხიდან გამოსვლა ჩვენს ნაბოლარა ძმას სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნად მიაჩნდა და ალბათ, მართალიც იყო. თუმცა ფირმა_ ბევრი, მაგრამ ბუღალტერია კი ერთი ჰქონდა, ერთი ბუღალტერი ჰყავდა და ერთიც _ მისი თანაშემწე. ჰოდა, პირველი, რაც გააკეთეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, სწორედ ბუღალტერია დაულუქეს. შედიოდნენ, მუშაობდნენ და მერე ისევ ლუქს ადებდნენ. მართლაც, რომ არაფერმა გაჭრა და ირაკლიც რომ დარწმუნდა _ მასთან საგანგებო დავალებით იყვნენ შემოსულები, თავისი ბუღალტერი, ლაშა დაიმარტოხელა და იმას მიაწვა._ შენ თავზე აიღებ, გაიგე? მე, ძმაო, ქიმიკოსი ვარ და ბუღალტერიის არაფერი გამეგება..._ რა?! მე ერთი ქაღალდიც არ მაქვს, შენი ხელმოწერა რომ არ იყოს ზედ..._ უხსენი ახლა ამას... _ გამწარდა ირაკლი. _ კაი, მე ჩავჯექი, გაქვს შენ იმის ტრაკი, რომ იქიდან გამომათრიო? არა, ხომ? ლაშამ ჩაიცინა და გვერდზე გაიხედა. _ სად იყურები, ბიჭო, ეე, ხისთავიანო, აქეთ მოიხედე! არა, თუ გამომათრევ და გყავს ხალხი, მაშინ მე წავალ... _ მე ვარ, არა, ხისთავიანი?!. ფულს შენ იდებდი ჯიბეში და ციხეში მე წავიდე? _ თქვა თავისი სათქმელი ლაშამ. _ გეუბნებოდი, `მივატორმუზოთ~, ძმაო, `მივატორმუზოთ~-მეთქი! შენ კი, _ არა, `მიაჭი~, `მიაჭიო~, გაიძახოდი და მაინც მე უნდა წავიდე ციხეში?რას იზამდა ამ დროს ირაკლისნაირი ხასიათის ბიჭი? იმას, რაც ირაკლიმ გააკეთა _ მოაგროვა, რაც კი რამ გადარჩენოდა (წინასწარ უნდა გითხრათ, რომ სალაროსა და ცეცხლგამძლე სეიფებში, ფულს არასდროს ინახავდა, რადგან _ როდის რა მოხდება, ვინ უწყისო, და მართალიც იყო...) და თავის ბოლო სიყვარულს დაურეკა. ისიც გამოიქცა ზუსტად იმ სისწრაფით, რა სისწრაფითა შეიძლებოდ გამოქცეულიყო, თერთმეტსანტიმეტრიან ქუსლებზ შემხტარი მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი და ირაკლის მიუზარა.კაცი, რომელიც ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ორ-სამ დღეში ციხეში უნდა ამოეყო თავი დაწარმოდგენაც არ ჰქონდა, იქიდან ცოცხალი გამოაღწევდა თუ გააციმბირებდნენ, ხელგაშლილი, სიცოცხლის ტკბობით აღტკინებული შეეგება თავის `ნესტანს~. იმანაც შემოაჭდო მკლავები, კისერზე ჩამოეკონწიალა და მის ბაგეს ბაგე შეაგება. ირაკლიმ კარი ფეხით მიხურა, ოთახში შეიყვანა და ასე, ხელში ატატებული პირდაპირ დივანზე მიაწვინა. სექსმა, ჩვენი საუკუნის ყველაზე სრულქმნილმა და სრულყოფილმა სიმბოლომ, ოთახში პეგასივით გაინავარდა და გაიჭიხვინა. `წინ, წინ!!!~ _ გაჰკიოდა ირაკლი და საკინძე აწყვეტილ და პერანგიდან ძუძუამოგდებულ ქალს ისე მხნედ და ისეთი შემართებით უბათქუნებდა, როგორც კომუნისტური, დამკვრელური ბრიგადის წევრები, ერთ დროს, ქვანახშირის საბადოებს ელექტრო უროს უხათქუნებდნენ. `მიდი, მიდი!!!~ _ გაჰკიოდა ქალიც და ისე აქანავებდა ზევით-ქვევით ვაჟს, ლამის დივნის ზამბარები ჩაეწყვიტა._ ბოლო ზეიმი მაქვს, ბოლო გრიალი... _ თქვა ბიჭმა და გაირინდა, ერექციის სიტკბოებას მინებდა. ამ ყოველივეს ქალის გახშირებული სუნთქვა და კივილიანი კვნესაც ზედ დაერთო და რამდენიმე წამში ყველაფერი დამთავრდა._ დამძიმებულხარ, იცი? _ ახლაღა იგრძნო კაცის სიმძიმე ქალმა და ქვემოდან გამოეცალა. ირაკლი ამოტრიალდა, ხელები უკან გადაშალა, გადაითხლიშა და გაყუჩდა. მგონი, `ყოფნა-არყოფნის~ საიდუმლოებაზეც კი ჩაფიქრდა და გააჟრიალა, რადგან წარმოიდგინა, რომ `ყოფნა~ ციხის გარეთ არსებობას, სიცოცხლით ტკბობას და განუწყვეტელ ზეიმს ნიშნავდა, რომელიც მან `მოტეხილი~ ფულით უკანასკნელ წლებში მოიწყო; ხოლო, `არყოფნა~ კი, ამ ფულის ფლანგვით გამოწვეული სიამოვნების გამო, `ცხრაკლიტულში~ მოხვედრას მიაწერა._ ირაკლი! ამ ღრმა და ფილოსოფიური ფიქრებიდან ისევ ბაიას ხმამ გამოიყვანა._ ირაკლი! _ ისევ გამოსძახა ბაიამ, რადგან ვაჟმა ხმა არ გასცა. _ რა იყო? _ რაღაც ყრუდ გაისმა ცარიელ ოთახში ვაჟის ხმა._ მოდი, რაა!ქალი აბაზანაში ჭყუმპალაობდა და ირაკლისაც იქ უხმობდა._ მოვდივარ! _ უპასუხა ქალს ვაჟმა. თუმცა, უხალისოდ წამოდგა, მივიდა და სააბაზანოს კართან აიტუზა. მერე კი თავი შეყო და შეიხედა. ქალი ზურგით იდგა, თავი აეწია, თმა ჩამოეშალა და სახე ჭავლისთვის შეეშვირა. ბაიას შესანიშნავი ტანი ჰქონდა, ამიტომაც ახერხებდა, ალბათ, ისეთ მაღალ საზოგადოებაში ტრიალს, როგორიც ჩვენი პარლამენტი თუ აღმასრულებელი ხელისუფლება გახლავთ. ანდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მეორე პირი, ბუნებრივი აირის გაჟონვი სგამო, სახელმწიფოს ხელიდან გამოეცლება, იმ ქვეყანაში განა რაიმეა გასაკვირი? თუმცა, სად წავედით? სააბაზანოს კართან შევჩერდით, ხომ? ჰოდა, როცა ბაი სანახევროდ შემოტრიალდა და თავისი, შიშველი მარცხენა ძუძუ, პროფილში კერტიანად გამოაჩინა, ირაკლის ტვინს ქვემოდან ტკბილი ბიოლოგიური იმპულსები გადაეცა და ისიც აბაზანაში ჩახტა. მერე მკლავები ქალის სლიკინა, ხორბლისფერ ტანს, მკერდსქვემოთ ძლიერად შემოხვია და თავისი უკანალიანად, მოჭიდავესავით დაითრია. ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გრძელდებოდა მათი ხელმეორე `შერკინება~, რადგან არ მგონია, ამ დროის ზუსტი განმსაზღვრელი ვინმე იყოს... მოკლედ, პირდაპირ იმ რესტორანში გადავინაცვლოთ, სადაც ჩვენი წყვილი იმ საღამოს გრიალებდა.რა თქმა უნდა, ირაკლიმ ჩემზე და თქვენზე კარგად იცოდა, მოსალხენად რომ არ ჰქონდა საქმე, მაგრამ რადგან ქართველების ოთხმოცდაათ პროცენტს, თუ მეტს არა, ამქვეყნად მოვლინება მხოლოდ საგრიალოდ და საქეიფოდ მოსვლა ჰგონია, უნდოდა მოესწრო და ცხოვრებით ბოლომდე დამტკბარიყო. სავალალო შედეგებს კი, როგორც აგრეთვე ქართველ კაცთა უმრავლესობა, არად დაგიდევდათ. თუმცა, ამშემთხვევაში, ირაკლი სწორედ ამ საბოლოო გრიალმა გადაარჩინა. თუ როგორ _ ამას ახლავე შეიტყობთ.სუფრასთან ხუთნი ისხდნენ, ერთი მამრი და ოთხიც მდედრი _ ისინი, ვისაც ირაკლიმ დაურეკა და შეხვედრაზე დაითანხმა. მაშასადამე: ირაკლი, ბაია, ფეფო, დეა და ლელა-თათიკო. ბოლო ორი გახსოვთ ალბათ, პირველი ნაწილიდან. ამ ოთხი მდედრიდან ირაკლის სამი `გაფორმებული~ ჰყავდა: ბაია, ფეფო და დეა. მხოლოდ ერთი, ლელა-თათიკო ვერაფრით დაითანხმა... არც ახლა ჰყავდა დაპატიჟებული. ლელა დეამ დაუპატიჟებლად მოიყოლა, რაც ამგვარ თანამეინახეებში, მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი ამბავია. ირაკლიმ სუფრა ნაირ-ნაირი კერძით აავსო. ისხდნენ და უბერავდნენ, წითელი `ხვანჭკარით~...რესტორანი, სადაც ჩვენი გმირები ისხდნენ და რომელსაც `მიდი-მოვდივარ~ ჰქვია, დიღმის ტრასაზე, მარჯვენა მხარეს მდებარეობს და თავისი ღრეობებითა და ორგიებით ქალაქში სახელი აქვს გავარდნილი. ჰოდა, იმ საღამოსაც იგივე დატრიალდა. როგორც კი ხალხი შეზარხოშდა, ბენდმა მაგრად აიწყვიტა და მსოფლიო სამუსიკო რეპერტუარის `კოქტეილი~ დაატრიალა: ერთმანეთში აირია ფრანგული, ქართული, იტალიური, მექსიკური თუ ამერიკული ბლუზი. დატრიალდა ქართული კარუსელი, გადაპატიჟ-გადმოპატიჟება და ალკოჰოლური ძღვენის ერთი სუფრიდან მეორეზე გაგზავნ-გამოგზავნა. ბზრიალებდა დარბაზი და ტრიალებდნენ თავდავიწყებით წყვილები. მოკლედ, შეუბერეს ძველიც და ახალიც, ტანგოც და კინტაურიც... აი, სწორედ, ამ ჯაგაჯუგში იყვნენ, რომ უეცრად რაღაც გაუგებრობა მოხდა _ დაახლოებით იმდაგვარი, ჩვენში რომ იციან თქმა, ბევრმა სიცილმა ბევრი ტირილი იცისო. მათ სუფრას საკუთარი სასმისითა და სკამით, გვარიანად შეზარხოშებული ახალგაზრდა მიადგა და _ შეიძლება, თქვენთან დავჯდეო? _ იკითხა. დასვით კაცი, სტუმარი ღვთისააო,_ სთხოვა ქალებს ირაკლიმ და მათაც გაუთავისუფლეს ადგილი უცნობს, რომელსაც მსხვილნაკვთებიანი თეთრი პირისახე და ცისფერი თვალები ჰქონდა._ მაგრად დამევასა თქვენი კომპანია... გუტა გელაშვილი, _ გაეცნო ბიჭი და ქალებს სათითაოდ გადახედა._ ერთს ვერ მივხვდი ოღონდ, ამდენ დედალში, ერთი მამალი ცოდვა არ არის? ჰოდა, ამიტომაც გავბედე და თქვენთან გადმოვჯექი. ცუდადმოვიქეცი?_ ძალიან! _ არც აცივა და არც აცხელა, პირდაპირ მიახალა ლელამ, რომელსაც, უნდა გითხრათ, რომ ვაჟისგან განსხვავებით, მაგრად არ მოეწონა შემოსწრებული._ ძუძუს აგახევ, შე ახვარო! _ იყვირა გუტა გელაშვილმა და ქალს სავსე სასმისი პირდაპირ სახეში შეასხა, ცარიელი ჭიქა კი ძირს დაახეთქა და ნამსხვრევებად აქცია. ქალები წამოიშალნენ და ისე აწივლდნენ, ვირთხების შემოსევა გეგონებოდათ.მერე კი, რაღაც ისეთი მოხდა, რასაც იმ სუფრის წევრებიდან თათიკოს გარდა ვერავინ მიხვდა. მუსიკა დადუმდა, ყველა მათი სუფრისკენ მიტრიალდა და სანამ გუტა გელაშვილი ქალისკენ ნაბიჯის გადადგმას მოასწრებდა, ვიღაც ტიპებმა გზა გადაუღობეს და ისეთი სისწრაფით გააქანეს კარისკენ, მათთვის ხელის შეშლა ვერავინ მოასწრო. იმ სუფრის წევრები, სადაც გუტა გელაშვილი იჯდა, მაშინვე მის მისაშველებლად გარეთ გაცვივდნენ. ქალებმა ვერ გაიგეს, რა მოხდა გარეთ, რადგან გუტას მეინახეები მალევე უკან შემობრუნდნენ და მათ მაგიდას მიეჭრნენ, ხელში კი თითქმის ყველას გახსნილი დანა ეჭირა._ ვინ იყვნენ, ტო, სად წაიყვანეს? დაურეკეთ ახლავე, დააბრუნონ, თორემ აგწევთ სუყველას! _ განსაკუთრებით, ერთი მსუქანი, მაღალი, ლამაზ სახიანი ბიჭი აქტიურობდა.თათიკომ ჩანთაში ჩაყო ხელი და იარაღი დააძრო._ ერთი სიტყვაც და დაგაჭედე შუბლში! მომხდურებმა, ორი წამის წინ რომ ასე ყაყანებდნენ, მოკეტეს და გაიძურწნენ. მსუქანამ კი უკან დაიხია და ხელები ასწია._ არ გაინძრე, მასე იდექი! _ უბრძანა თათიკომ ვაჟს და თავისიანებს მიუბრუნდა, _ დავახვიოთ აქედან, ამათი დედაც...ირაკლიმ ანიშნა და ოფიციანტიც მაგიდასთან დაერჭო._ ახლავე გიანგარიშებთ, _ თქვა მან და კალამი და ბლოკნოტი მოიმარჯვა._ არ გინდა, _ უთხრა ირაკლიმ და პიჯაკის შიდა ჯიბიდან საფულე ამოიღო. გადახსნა. მერე იქიდან ოთხი ასლარიანი ამოიღო და მაგიდაზე დაყარა. _ ყოფნის? _ იკითხა მან ცოტა არ იყოს, ქედმაღლურად და ოფიციანტს შეხედა. _ კი, კი, რა თქმა უნდა, _ სწრაფად წარმოთქვა დაბნეულმა ოფიციანტმა და ფულს ხელი დასტაცა. ირაკლიმ და მისმა `ბოზებმა~ კი დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი, მანქანაში ჩასხდნენ და მოუსვეს._ სად წავიდეთ? _ იკითხა, როგორც კი ცოტაზე გასცდნენ იქაურობას. _ თათიკო, შენი მანქანა სად არის?უმანქანოდ იყავი?_ ჰო, სხვებმა მომაცილეს... _ ჩაილაპარაკა თათიკომ, რომელსაც წეღანდელი განრისხება ჯერაც არ ჩასცხრომოდა._ ვინ? გუტა გელაშვილი რომ მოტეხეს, იმათ? _ ირონიულად იკითხა ირაკლიმ._ ჰო... _ მოჭრა თათიკომ. _ და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, დრო გავატაროთ, მაგათი ახვარი დედაც... `დავაი~ მცხეთისკენ დავახვიოთ, იქ ერთი მაგარი `ხატა~ მეგულება და იქ ჩავუსხდეთ.ირაკლიმ მანქანა მოატრიალა და მცხეთისკენ აიღო გეზი.მალე პატარა, მოჩუქურთმებულ ხის ფანჩატურში ისხდნენ, ქოთანში ამოლესილ, ნედლ, სირსვლის ლობიოს მიირთმევდნენ და იცინოდნენ._ აუ, რა ფერი დაედო იმ ტიპს, ლელამ რომ პისტოლეტი გაუძრო... _ უხაროდა ირაკლის._ შენ, შენ რა ფერი გედო, იცი? _ მიუტრიალდა ბაია._ რა ფერი მედო? _ გაუკვირდა ირაკლის._ რა ფერი და იცი, როგორი? მომწვანო-მონაცრისფრო... ჰო, იცი, როგორ გაშავდი?_ ალბათ, სიბრაზისგან, _ თქვა ლელამ._ არა, მე კი მგონია, რომ ჩაიფსა... _ არ დაუჯერა ბაიამ._ ჩაიფსა? აუ, რა კაია... _ გულიანად გადაიკისკისა ამაზე ფეფომ._ შენ, იცი, რას გეტყვი? ფეფო ხარ თუ ბებიაჩემი... მოკეტე, თორემ გაიჟიმები! _ დაემუქრა ფეფოს ირაკლი._ მერე, მეც ეგ მინდა სწორედ! _ და ფეფომ წინ გაზნექილი მკერდით ირაკლისკენ წაიწია._ ჰა, აბა, აბა! _ ხელი ჰკრა და უკანვე დასვა ფეფო ბაიამ. _ მე ვერ მხედავთ აქ, `ბოზისტოლას~?ამაზე ყველამ ერთად გადაიკისკისა._ შენი იყოს, არსად დაგეკარგოს, _ წაუკბინა ბაიას დეამ._ დეა, მოყევი რა, დედამისმა რომ შემოგისწროთ... _ შეეხვეწა ფეფო დეას._ აუ, რამდენჯერ უნდა მოვყვე? _ ხელი ჩაიქნია დეამ._ მოყევი, რა, მოყევი, მაგრად გვევასება, _ შეეხვეწნენ სხვებიც დეას._ კაი, ჰო. ჰოდა, ეს ჩვენი ირაკლი მაგარი ვაჟიშვილია რა! ქალისთვის თითიც არ დაუკარებია, _ დაიწყო დეამ თხრობა._ მართლა? მართლა ვაჟიშვილი იყავი? _ მიუბრუნდა ფეფო ირაკლის._ შენ რომ დაიბადე, ქალიშვილი არ იყავი? _ თვალები დაუქაჩა ირაკლიმ._ ვა, რა მაგარია, მერე, მერე? _ მიუბრუნდა ისევ დეას ფეფო._ ერთი ძმაკაცი ჰყავდა ამას, პინგვინა. ახალი გადასული იყო იმ ბინაში და პინგვინასთან ერთად ცხოვრობდა. ჰოდა, პინგვინა ცისოს იცნობდა, ჩემ დაქალს და მე და ცისო ამასთან აგვიყვანა, თან წინასწარ გაგვაფრთხილა, ვაჟიშვილია და რომელიმემ უნდა დაავაჟკაცოთო! ორივეს მოგვეწონა. ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ კარგი ბიჭი იყო... ჰოდა, მოგვივიდა მე და ცისოს ერთმანეთში ჩხუბი. პინგვინამ გვითხრა, _ კარგი, დაწყნარდით, კარტი ეთამაშეთ რიგრიგობით და რომელსაც მოგიგებთ, იმასთან დაწვებაო. ვეთამაშებით, რომ მოვაგებინოთ. ორი საათი ვეთამაშეთ, ვერცერთი ხელი ვერ მოიგო. ასხამს კაცს ცივი ოფლი, ჩვენ ვიფხრიწებით სიცილით, ლამის თავდაყირა დავდგეთ და ეს კი ვერა და ვერ იგებს..._ ეგ არა, დედამისმა რომ შემოგისწროთ, დედამისმა, _ უკარნახა დეას ფეფომ._ ბოლოს ისევ `არიოლ და რეშკა~ ავაგდეთ და ცისოს ერგო... _ თითქმის დაგვათენდა, რა, თავზე... ჰოდა, ერთი დიდი საწოლი ჰქონდა და ოთხივეს იმაზე გვძინავს მკვდრებივით. კარზე აკაკუნებენ. დედამისმა იცის, რომ ორნი ცხოვრობენ, ბიჭები. ამას მემაწვნე ჰგონებია და გააღო._ ძილბურანში ვიყავი, ნაქეიფარი, `ნაწერავები~..._ გაუღო და შემობრუნდა. ვერიკოც შემოჰყვა უკან, ლაპარაკ-ლაპარაკით. პინგვინამ რომ გაიგო დედამისის ხმა, _ აუ, დაგვადგაო, _ და გადასაფარებელი, ერთი გადასაფარებელი გვეფარა ყველას, თავზე გადაიფარა, რომ დამალულიყო, ვითომ, თავის ჭკუით. მოკლედ, ეს ექვსივე ფეხი გამოჩნდა. უყურებს ქალი გაკვირვებული ამ ჩვენს ფეხებს თურმე და ირაკლის ეკითხება: ესრამდენი ფეხია, შვილო? ესეც ითვლის: ერთი, ორი, სამი... და გავარდა ქალი ყვირილით. ჩვენც წამოვცვივდით. ტუალეტში შევარდა თურმე და `პოლის~ჯოხი აიღო._ კარი მინდა დავუკეტო, მაგრამ ვერ ვკეტავ, დედაჩემი იქიდან აწვება, _ თქვე გათახსირებულებო, თქვე გაფუჭებულებოო! ჩქარა, დროზე `პლეტი~-მეთქი, ვყვირი.. ._ დაამატა ირაკლიმ._ აუ, რომ გავცვივდით, ყველანი შიშვლები და ეს პინგვინაც კიბეზე შიშველი მოგვდევს... მერე ამან ტანისამოსი აივნიდან გადმოგვიყარა, _ განაგრძო დეამ._ მთელი კორპუსი ამათ უყურებდა, _ დაასრულა ირაკლიმ._ შენთან რომ დრო გვაქვს ნატარები, ტყუილია... _ კმაყოფილი იყო დეა. უხაროდათ, თვრებოდნენ და სიცილით კვდებოდნენ... სულ გადაავიწყდა, სადღა ახსოვდა ირაკლის თავისი დალუქული ოფისები. ოთხ-ხუთ საათზე ოფიციანტმა სთხოვა, ვიკეტებითო და ისინიც თბილისში დაბრუნდნენ. რაც ფული მორჩა, სამორინეში შევიდა და იქ დატოვა... ასეთი ჩვეულება ჰქონდა ირაკლის. მხოლოდ მთვრალი შედიოდა სამორინეში, ფხიზელი არასოდეს ყოფილა...ახლა კი ისეთ რამეს მოგიყვებით მასზე, იქნებ არც დამიჯეროთ. რას? რას და იმას, რომ თანამშრომლებს ხელფასს არ უხდიდა, სანამ გემოზე არ მიჟეჟავდნენ. კი, უყვარდა ფლანგვა, უცნობების სუფრასთან მიპატიჟება, ფულის ჩუქებაც... მოკლედ, ჭიმიაობა, დარდიმანდობა თუ ყარაჩოღელობა, არ ვიცი, რა დავარქვა, სისხლში ჰქონდა გამჯდარი. აი, მევალეს კი, ჭიპზეც რომ გამსკდარიყო, ფულს არაფრით დაუბრუნებდა, სანამ არ მიჟეჟავდნე ან სხვას არ აჟეჟინებდნენ. როგორც კი ფულს იშოვიდა, იმას ხომ მიაფლანგავდა და კიდევ ერთ იმდენს _ ვალს იდებდა... ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ფულთან ეს რა ხასიათი აქვს, ვისჰგავსო?.. _ გიჟდებოდავერიკო.თათიკოს ჯერ ისევ ტკბილად და თბილად ეძინა ფუმფულა ლოგინში, თავის პატარა აგარაკზე, ხოხბები, ციცრები და თევზებიც კი რომ ჰყავს, როცა თავს მამამისი _ მურაზ ლეშკაშელი წამოადგა. _ შენ ისევ ლოგონში გორაობ? იცი, რომელი საათია? _ შეაჯანჯღარა მამამ შვილი.თათიკომ ძლივს წამოსწია წინაღამეს ალკოჰოლით დამძიმებული თავი და თავისი ლამაზი, ელამი თვალებით მამას მიაჩერდა._ შენ აქ რა გინდა?მურაზმა ამ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა და თათიკომ ახლაღა შენიშნა, რომ მამამისის სახის ნაცვლად, რაღაც უცნაური, გაცოფებული `ნიღაბი~ უმზერდა._ სად იყავი წუხელ? _ შეეკითხა `ნიღაბი~._ ვაიმე, მამა, რა დაგემართა? _ წამოჯდა ლოგინში თათიკო, _ არსად, სად უნდა ვყოფილიყავი?_ არსად, არა? არსად, ხომ? _ უარესად გაცოფდა `ნიღაბი~. _ შოლტით უნდა გცემოს კაცმა, შოლტით. ვერ გავიგე, რა დაგიშავეთ, ან მე, ან დედაშენმა, რატომ არ დაგვასვენებ, რატომ? _ მთელი ხმით ღრიალებდა ნიღაბი._ რა მოხდა, რამ გაგაცოფა ასე? დაწყნარდი, გამაგებინე, დამელაპარაკე ადამიანურად... _ იქით შეუტია თათიკომ._ ადამიანურად... ადამიანურად, არა?! მერე, ვარ მე ადამიანი?! ვაარ რო?! ძალიან კარგი! ადამიანურადაც დაგელაპარაკები. მაგრამ ჯერ ამას უყურე! _ დამურაზმა ოთახის კუთხეში მდგარი ტელევიზორი ჩართო! მერე კი იმ არხზე გადართო, სადაც ახალ ამბებს გადმოსცემდნენ._ ცხედარი სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით არის მოკლული. ამ ვერსიას ავრცელებენ ძალოვნები, რომელთაც მასმედიას ცხედრის ნახვისა და გადაღების უფლება არ დართეს. მოკლული, რომელიც ანთებული სიგარეტითაც უნდა იყოს ნაწამები, რადგან, არაერთ ადგილას, აშკარად ეტყობა დამწვრობის კვალი, წუხელვე პროზექტურაში გადაასვენეს. მიუხედავად სამართალდამცავების თხოვნისა, ახლობლებმა უარი განაცხადეს გვამის გაკვეთაზე და ცხედრის გადაცემას ითხოვენ...ეკრანზე ოციოდე წლის გოგოს გამწარებული სახე გამოჩნდა. რომელსაც ტირილისგან ხმა საშინლად ჩახლეჩოდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ჯერაც შოკში იყო._ დამიბრუნეთ ჩემი ძმა, დამიბრუნეთ ჩემი საყვარელი ძმა! _ გაჰკიოდა ქალი, _ გამიცოცხლეთ, გამიცოცხლეთ, სასწრაფოდ!_ ეჩხუბებოდა ეკრანიდან მთელ ქვეყანას ჭკუიდან გადასული ჭირისუფალი.ეზოდან ფარშევანგის კივილის ხმა გაისმა და ისედაც დამძიმებულ სიტუაციას, რაღაც არაამქვეყნიური ელფერი შესძინა._ გაგიჟდნენ? ვინ მოკლა, რატომ მოკლეს, რისთვის? _ იკითხა ერთბაშად გამოფხიზლებულმა და შეშინებულმა თათიკომ._ ეგ შენ უნდა გკითხოს კაცმა, შენ გადებენ ხელს! _ არ დაინდო შვილი მურაზმა. თათიკო ამაზე მთლად გადაირია. წამოხტა და ჩაცმა დაიწყო._ ვინ მადებს ხელს, მე რა შუაში ვარ, ჩემგან რა უნდათ? ეს იმდენად გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ მურაზი ცოტათი დამშვიდდა.თათიკომ თმაზე ხელი გადაისვა, საწოლზე ჩამოჯდა, ხელები ჩამოუშვა და თუმც გაგონილით და ეკრანზე ნანახით ჯერაც გაოგნებული იყო, მაინც ძალა მოიკრიბა და უკვე მშვიდად იკითხა._ გამაგებინე, მამა, ვინ მადებს მე ხელს, შენ ვინ გითხრა, ვინ ნახე?მურაზი მაგიდასთან დაჯდა. საფერფლე ახლოს მიიწია და სიგარეტს მოუკიდა. _ ჯერ შენ მომიყევი, რაც იყო და როგორც იყო, არაფერი დამიმალო.თათიკო წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, მამის კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოაძრო და მოუკიდა. მერე კი მის პირდაპირ დაჯდა._ იქ არაფერი ყოფილა ისეთი, არაფერი... _ თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო. და უცბად ავარდა, _ ხომ გეუბნებოდი, არ მინდა-მეთქი ეგ შენი დაცვა, არა! რაში მჭირდებოდა, გამაგებინე! ეგენი მეკი არ მიცავდნენ, შენ გიკაკლავდნენ ყველაფერს, შენ! მაგათ შეეძლოთ მეც მოვეკალი, ალბათ! _ ჩაილაპარაკა ბოლოს თათიკომ და მოჰყვა, რაც რესტორანში მოხდა._ რაში მჭირდებოდა, რომ სტაცეს ხელი და გააქანეს. მე თვითონ ვერ მოვუვლიდი მაგ საცოდავს?! დავჭმუჭნიდი, გადავყლაპავდი... იმან თუ ერთი ჭიქა ღვინო შემომასხა, მე მთელი გრაფინი მინდოდა ჩამომესხა თავზე და მაგით დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ მოქანდნენ ეგ შენი პირუტყვები, წაიყვანეს, მოკლეს და მე მაბრალებენ?_ კაი, დამიგდე ყური... შენ მაგათ არ იცნობდი, გასაგებია? არც იმ საცოდავს და არც მათ, ვინც ის რესტორნიდან გაათრია. შენ სუფრასთან იჯექი და იქვე დარჩი, ხომ ასე იყო?_ კი!_ თქვენს სუფრაზე შენს გვერდით ვინ იყვნენ?_ არავინ. გოგოები ვიყავით და ჩვენთვის ვკაიფობდით._ კაცი? კაციც რომ გყავდათ სუფრაზე, ის კაცი ვინ იყო?_ კაცი კი არა... რა კაცი, ნიკას ძმა იყო, ირაკლი. მისი მიპატიჟებულები ვიყავით. ის არც გატოკებულა, როგორც იყო სკამზე მილურსმული ისევე დარჩა._ ჰო, კაი, კაი... _ უთხრა მურაზმა და ტელევიზორს მიუტრიალდა. სხვა არხზე გადართო, რომელზეც, აგრეთვე, იმ ღამით მომხდარ მკვლელობაზე საუბრობდნენ._ სამართალდამცავები, რომლებსაც უშუალოდ ბრალდებათ ეს მკვლელობა და რომელთა ვინაობაც და გვარებიც უკვე ცნობილია პოლიციისთვის, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ გვარებს ჯერ არ ასახელებენ, _ ამცნობდა საზოგადოებას დიქტორი, _ უარყოფენ რაიმე მონაწილეობას ამ მკვლელობაში. ისინი დაკითხეს და შინ გაუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ მხოლოდ სიტუაცია განმუხტეს და გუტა გელაშვილს ურჩიეს, იქაურობას გაცლოდა; მერე კი ისინიც დაიშალნენ. თუმცა არსებობენ თვითმხილველები, რომ გუტა გელაშვილი `ნისანის~ მარკის ჯიპში ჩატენეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჯერჯერობით მხოლოდ ასეთი ძუნწი ცნობები მოგვეპოვება, მოვლენათა შემდგომ განვითარებას ჩვენს მომდევნო საინფორმაციო გამოშვებებში გაგაცნობთ. ვეცადეთ, გავსაუბრებოდით რესტორნის მეპატრონეს, მაგრამ მან კომანტარისგან თავი შეიკავა,_ აი, ასეთი ტექსტი ჰქონდა დადებული იმ მასალას, რომელსაც ეთერში გადმოსცემდნენ. ეკრანზე კი მოჩანდა მიცვალებული, რომელიც ასფალტზე ეგდო და თეთრი ზეწარი ჰქონდა გადაფარებული._ მოკლედ, რაც ახლა მითხარი, ყველას მაგას ეტყვი, შენც და ეგ შენი... _ მურაზმა პატარა პაუზა გააკეთა, _ დაქალებიც. გასაგებია? ეტყვი, რომ ენას კბილი დააჭირონ._ გასაგებია, _ თქვა თათიკომდასიგარეტისაფერფლეშიჩაჭყლიტა.როგორც კი მურაზი წავიდა. თათიკომ დეას დაურეკა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა და იმ ღამეს მომხდარი მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. მოკლედ, თათიკომ გოგოები და ირაკლიც გააფრთხილა: თუ ვინმე რაიმეს გკითხავთ, ყველაფერი როგორც იყო, ისე ილაპარაკეთ, ზედმეტი არავისთან არაფერი წამოგცდეთო. ამ ახალმა ამბავმა ყველაზე მეტად ირაკლი დააფრთხო: ეს მინდოდა კიდევ? ყველა მხრიდან ერთნაირად მეხაზებაო, _ ფიქრობდა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.07.2014, 14:48 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძველი პოეტების სამყაროში ვუძღვნი გიგლა სარიშვილის ხსოვნას `ათას ცოცხალსა ბევრჯელა~. . . რაც მე მსურს, მგონი, უფრო მეტია, ვიდრე პოეზია... თუმცა ეს არ არის მხოლოდ ნდომა, უფრო სულის მოთხოვნილებაა — მალულად უარმყოფელი საყოველთაო პოეზიისა, საყოველთაო ხელოვნების ყველა დარგისა, რადგან გამოუჩინებლად, მარტოობაში, ლამის ბერულ ყოფაში ვამჯობინებ, ვპოვო შვება და ბედნიერება და არა საჩვენებელ მიმესისში... ამის აღმოჩენა არ არის ჩემთვის მწარე სინამდვილე, რადგან მუდამ ვისწრაფვოდი იქით, სადაც პოეზია თავის მაქსიმუმს ამჟღავნებს და უფრო შორს და შორს მიდის.უფრო შორს, უფრო ღრმად, მგონი, ჭეშმარიტებაა და პოეზია მანამ ანათებს, ვიდრე ჭეშმარიტების ნათელს ირეკლავს. მაგრამ ადამიანი განა შეძლებს ჭეშმარიტებასთან გამუდმებულ ახლო ყოფნას? იგი უმეტესწილად შორდება მას — პოეზია კი ის სივრცეა, რომელიც ყველა სხვა დარგთან შედარებით (მუსიკას გამოვრიცხავ) ნაკლები მანძილითაა დაშორებული ჭეშმარიტებისგან, იგი მასთან თანაარსებობს, მისკენ მიისწრაფვის. რა არის პოეზია, თუ არა ზუსტი სიტყვების პოვნა, სულის ნათებას რომ გამოხატავს?! სიტყვა „ზუსტი~ დაზუსტებას მოითხოვს და მის მათემატიკურ გაგებას მრავალგზის კი არა, აბსოლუტურად აღემატება. ზუსტი სიტყვების პოვნა შესანიშნავად იცოდნენ უძველესი დროის პოეტებმა, კაცობრიობის ბავშვობას რომ აღწერდნენ „ბავშვური სიბრძნით~. მათს ლექსებში დროის რიტმიც ისეთივეა, როგორიც მათი დრო იყო, თითქოს არსად ეჩქარებათ და ჟამი, ღმერთმა რომ უბოძათ, ღმერთივით დაუსაბამოა, მაშინაც კი, როცა სევდიანად ჩივიან ამქვეყნიურ ამაოებაზე. აუჩქარებლობა, დროის მარადიულ რიტმთან შერწყმა — აი, უძველესი პოეტების მეორე, მთავარი თვისება მხატვრულ სიზუსტესთან ერთად. Nნიჰილ (არარა) თუმცა დროდადრო გამოკრთება მათს სტრიქონებში, მაგრამ ამაოების უკიდურესი შეგრძნებისასაც კი ისინი შინაგანად უარყოფენ არარას. მას კი არ აღმერთებენ, კი არ ემონებიან, არამედ წყურვილი სიცოცხლისა, ღმერთისკენ გზის ძიებისა ასკეცდება, მძაფრდება. ისინიც ხშირად წუხან ხვედრზე, მაგრამ ანტიკური დროის პოეტების შემოქმედებაში იმ დროის, იმ წუთის, იმ წამის სიყვარული ჭარბობს, მათთან ერთად რომ გადის და, ამავე დროს, მათთან ერთად რომ რჩება სამარადისოდ, რათა ჩვენამდე მოაღწიოს და ასწლეულების, ათასწლეულების მერე კვლავ გვაგრძნობინოს, რომ ის დრო არც შეჩერებულა და არც სადმე წასულა — იგი უბრალოდ მარად არსებობს მათთან და ჩვენთან ერთად, რათა დაგვაახლოვოს ერთმანეთისგან პირობითად დაშორებულნი და კიდევ ერთხელ გვაგრძნობინოს მარადიული სიახლის უდიდესი სიდიადე. მათი ლექსები იმ დოქებს, ჯამებს, ჭინჭილებს, იმ თიხის ჭურჭელს მაგონებს, მიწის ღამიდან რომ ამოიყვანეს არქეოლოგებმა, ფრთხილად რომ შემოაცალეს მტვერი და ლამაზ თაროებზე შემოაწყვეს, რათა კაცობრიობა განცვიფრებას არ გადაეჩვიოს და იმ ადამიანებზეც დააფიქროს, რომელთა ხელითაც დროის უკვდავი სულისკვეთება იძერწებოდა. ძველი პოეტების სტრიქონებშიც ჩარჩენილა მაშინდელი მიწის ნამცეცები, მათი გამომწვარი სხეულები დღემდე ინახავენ იმ სითბოს, რომ არ ნელდება და საკუთარი სულის თრთოლვას ინარჩუნებს. როგორ გაუძლეს ათასწლეულებს, ასწლეულებს, რომელ თვისებათა, რა ნიშანთა, რაგვარ საიდუმლოებათა მეშვეობით?! არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ თიხის ჭურჭელთან ძველი პოეტების ლექსების შედარება მთლად ზუსტი არაა თუნდაც იმიტომ, რომ სიტყვა უფრო ცოცხალია და მთრთოლვარე, უფრო დინამიკური და გამომწვარიც სხვაგვარი ცეცხლითაა, ღვთაებრივი, უხილავი, სულიერი ცეცხლით. გიფიქრიათ, როგორ მოაღწიეს დღემდე უძველესმა პოეტებმა ან რა გვაიძულებს, დღესაც სიყვარულით ვიკითხოთ ძველი ბერძნები, რომაელები, ძველი ებრაელები, ჩინელები, ინდოელები — ჩვენი, ძველი მშობლიურიც? -ც ნაწილაკი აქ სრულებით არ ნიშნავს დამამცირებელს, პირიქით, ეს -ც ნაწილაკი ჩემთვის აზრობრივად, სულიერად, უფრო ცის ნიშანია და ღვთაებრივსა-ცა ნიშნავს. მათ თავიანთი დროის და, ამასთან, მარადიული დროის სულისკვეთებას მიაგნეს, მათი სიტყვები იქვე დარჩნენ თავიანთ დროში და კიდევ მარადიულში, რადგან ნებისმიერ აწმყოში თანაბრად არსებობს წარმავალიც და მარადიულიც — მთავარია, ვინ რას აირჩევს, ვინ რომელ დროს დაეწაფება. როგორც ხედავთ, არც ერთი ლექსის ციტირებას არ მივყავი ხელი, ამაზე ადვილი ჩემთვის არაფერია. მე, უბრალოდ, წინანდელზე მეტად ვფიქრობ მათი მრავალსაუკუნოვანი სიცოცხლის ბედზე, ხანდაზმულობისა და სიჭაბუკის სინთეზზე, მათი ფიზიკური სიცოცხლის ხანმოკლეობასა და სულიერი არსებობის დაუსაბამობაზე, მათს შეუმღვრევლობასა და დინებაზე იმ ერთადერთი და ჭეშმარიტი სათავიდან, ადამიანის სული რომ ჰქვია. დროს ვერც წინ გაუსწრებ და ვერცú ჩამორჩები — გასწრებაც და ჩამორჩენაც ილუზიაა. არც ერთ ძველ პოეტს დროისთვის არ გაუსწრია და დროსაც არ ჩამორჩენია, ისინი დროის ჭეშმარიტ სულისკვეთებას ჩასწვდნენ, აწმყოში არსებულ მარადიულობას შეერწყნენ; ალბათ, ამაზე თუ იტყვიან ხატოვნად — დროს გაუსწროო, წარმავალ დროს, რა თქმა უნდა. მარადიულ სულს ვერავინ გაუსწრებს, რადგან იგი მუდამ იქაა, სადაც იყო, არის და იქნება. აი, მასთან მიახლოება, მასში განზავება, მასში შერწყმა სხვა რამეა და უფრო დიდი საიდუმლოა, ისეთი საიდუმლო, რომ უღვთოდ, უფლის ხელდასხმის გარეშე არ გამოვა და არც გამოსულა ოდესმე. ამათ კიდევ ჰგონიათ, რომ რაიმეს მოასწრებენ — აწმყოში მხოლოდ წარმავალს ეძებენ და სიბერის ჟამს, თუ ღმერთმა დაახანა, რაღაცას ხვდებიან, იქნებ, ვერც ხვდებიან, ვინ იცის?! მინდოდა რაღაც მეთქვა ძველ ჩინურ პეიზაჟურ ლირიკაზე (ვითომ მხოლოდ პეიზაჟურზე?), მაგრამ ვერ ვბედავ რუსული ან ქართული თარგმანების მიხედვით ვიმსჯელო. ალბათ, ცალკეული, მბრწყინავი მარცვლების ამოკრება უცილობლად შეიძლება, მაგრამ ძველი ჩინური პოეზია ხომ იეროგლიფებთან — ამ ურთულეს გრაფიკასთან — და, თუ არ ვცდები, გარკვეულ მუსიკალურ ტონალობებთან ერთად თანაარსებობს. ამ ცოდნის გარეშე კი ჩვენ მაინც ხელის ცეცებით გვიწევს სიარული ციცინათელებით სავსე ღამეში. გიფიქრიათ, რატომ არსებობენ დღესაც უძველესი პოეტები?! ალბათ, იმიტომ, რომ უძველესი დრო გრძელდება დღესაც, ახალ დროშიც არის ძველი დრო — ანუ დრო, რომელიც მუდამ არის. უძველესი პოეტები, მუდამ რომ არის, იმ დროში ცხოვრობენ. ის დრო კი ყველასია, ჩვენია, მარად საერთოა, მაგრამ იმ დროში შეღწევა ერთეულებს შეუძლიათ და ისიც — უფლის ნებით. ალბათ, რა თავხედურად ჟღერდა თანამედროვეთათვის საფოს შემდეგი ფრაგმენტი: „გამიხსენებენ, ჩემი აზრით, მომავალ დროსაც“. "ორი სინამდვილის ზღვარზე" 2014 "საუნჯე"Givi Alkhazishvili
|
|
|
|