იოსებ ნონეშვილი - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
იოსებ ნონეშვილი
nukriaДата: სამ, 12.08.2014, 01:43 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წუთია წუთისოფელი - დახამხამება თვალისა.
ამქვეყნად წესი არ არის მეორედ მოსვლა მკვდარისა,
ამიტომ გვმართებს ცოცხალთა მოხდა სიცოცხლის ვალისა.
ვერ ვის შეუძლავ,ვერც შესძლოს გახსნა სამარის კარისა,
იმ ქვეყნით მეორედ მოსვლა, მიწის დანგრევა მყარისა.
საწუთრო არის მტვირთველი ქვეყნად ტკბილის და მწარისა,
წუწუნიც იმას ეკუთვნის, მთაზეც ყვირილი ხარისა,
უნდა გიყვარდეს სამშობლო, თუ ხარ ქართველის გვარისა,
არც ლხინი თავბრუს გასხამდეს, არც გეშინოდეს შარისა.
წასულს არ უნდა გრცხვენოდეს დატოვებული კვალისა.
უქმად ნატარი სიცოცხლე ფასი არ არის ჩალისა.
ერთი რამ არის საწყენი საწუთროს სამართალისა,
რატომ არ იცის გარჩევა მამაცისა და მხდალისა?!
 
nukriaДата: ხუთ, 25.02.2016, 00:53 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს გულში აგიფეთქდა მეხი, წარბი შეჰკარ, მოგეღრუბლა სახე,
ბელტთა შორის, როცა ყამირს ტეხდი, კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე.
– ნუ იწვიმებ! – ვინ უბრძანოს ღრუბელს?! დაგიმძიმდა ცრემლით თვალთა უპე.
სად შეწყდება სიცოცხლის გზა გრძელი, სადაურსა სად წაიყვან, ბედო…
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო.
ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი, შეებრძოლა შავ-ბნელ ადათ-წესებს.
ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი, შებორკილი ციმბირს გაამწესეს.
იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა, აუჯანყდა ბატონს, ნამუსმოხდილს,
და მიტომაც დაურჩინეს ოხრად გუთნეული და ჩალური ქოხი.
ყაზახეთში, სირ-დარიის ახლოს, შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.
ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს გლეხიკაცი გახედავდა ხარბად.
გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს, ინატრებდა გამოკვერილ სახნისს
და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას, წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით.
ვაჰთუ ვეღარ აუვიდა ფიქრებს, თვალწინ ედგა ღარიბ ქოხის ბანი,
ხუნდთა ხმაში ჩაესმოდა იქნებ სახნისის ხმა და ღირღიტას ბანი.
მაგრამ, ვაგლახ, ნატვრაც ჰგავდა ზღაპარს, ყამირებზე დაღლილივით მიწვა.
შებორკილი, შეჯაჭვული პაპა მიიბარა ყაზახეთის მიწამ.
ცრემლით არვინ დაუნამა კალთა, ვეღარ გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.
ვარსკვლავებმა გაუნათეს თავთან და სუდარად გადეფარა ნისლი.
სადაურსა სად წაიყვან ბედო, სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ…
საფლავშიაც ბორკილები ედო, მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!
დაჰყურებდი ძვლებს და რკინის ნაჭერს, შემდეგ უხმოდ მიაშურე საჭეს…
– დასცხე, ბიჭო! – ამ ყამირში ყრია პაპის ძვლები, რამ დაგზაფრა უცებ…
– დასცხე, ბიჭო! – მაგ ტრაქტორის გრიალს საქართველოს ველ-მინდორიც უსმენს.
მზე იხილეს გათოშილმა ძვლებმა… – დასცხე, ბიჭო! – პაპის ხმაა ალბათ,
სახნისის ხმა საფლავშიაც სწვდება, ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად
თავისუფლად, ბიჭო, პაპაშენი გუთნეულშიც ვერ უბამდა ხარებს.
შენ კი გინდა ეს უსაზღვრო ველიც ააყვავო, როგორც შენი მხარე.
დე, ყამირი აღარ დარჩეს არსად, გვერდით შენებრ ვაჟკაცები გყვანან…
წინაპართა ოცნებათა მსგავსად კიდით-კიდე შრიალებდეს ყანა.
 
nukriaДата: ხუთ, 25.02.2016, 00:56 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს? ვინ მენავეა? იმისი ნავი სად დაცურავს ან სად აბია?
იგი ჩვენს ნავში როდის იჯდა?
და თუკი იჯდა,
თუ გარჯილა და ნავში წყალი თუ უხაპია?

სად იყო მაშინ როცა ხეზე ავიდა ფითრი?
რად მივაჩნივართ ყველა ბრიყვებად?
ვინ იდგამს თავზე ეკლის გვირგვინს?
ის ხომ არ არის,
მისი სიმძიმით ვინც უთუოდ მოიდრიკება?

თუ მატიანის ფოლიანტზე არ გაიჭყლიტა,
რა ქნა ისეთი, რომ მისთვის სხვა რამ მცირეა?
ო, ეკლის გვირგვინს იქნებ იგი ეპოტინება,
ვინც ხალხს ზვარაკად ვერასოდეს შეეწირება?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვინც სხვებს ზევიდან
ისე დაჰყურებს, როგორც თაგუნებს?
ვისაც ჰგონია, რომ საქართველო
მისი რჩეული სიყვარულის ღირსია მხოლოდ
და გულზე ხელებს ვინც იბრაგუნებს?

მამულს თავისი სიყვარული რომ უწყალობა,
ჩვენ მადლობლები უნდა ვიყოთ…
არა ჰყოლია
უფრო ერთგული შვილი მამულს და მას ეკუთვნის
მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის მონოპოლია.

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს,
ვისი მახვილიც
უგუნურება და უმეცრება არის რეგვენთა?
ვისაც ჰგონია, რომ ამაგი არ დაუფასეს
და ვისაც უნდა მის გარშემო შექმნას ლეგენდა?

სად არის მისი აგებული სვეტიცხოველი?
თაყვანისცემით გაბერილმა პარანოიკმა
გულუბრყვილონი როგორ უნდა დაიმორცილოს,
რომ განდიდების წყურვილი და ჟინი მოიკლას?

ო, ნუთუ იგი იმედით დაიარება,
რომ გაჩუმდება და არავინ არაფერს იტყვის?
ვინც არის–მეთქი მხოლოდ სახელს დახარბებული,
ის ხომ არ იდგამს წამებულის ეკლიან გვირგვინს.

ვინ ცდილობს ხალხი შეცდომაში რომ შეიყვანოს?
ვით შეიფერებს ეკლის გვირგვინს თავი სახედრის?
ამ ქვეყანაზე თავის ფუსფუსს,
თავის ღოღიალს,
თავის უბადრულ არსებობას რატომ ვაყვედრის?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვინც ქვეყანაზე
დაბადებული არის მლიქვნელად?
საითაც ქარი დაუბერავს, ვინც მხოლოდ იქით
გადაყვლეფილი სინდისით გადიზნიქება?

ის ხომ არ იდგამს ეკლის გვირგვინს, ვინც კაცს გულგრილად
გულს უხეთქავს და მერე უხდის საკადრის ქელეხს.
ო, ეკლის გვირვინს ვისი ხელი ეპოტინება,
რა უნდა მასთან ანგარებით დაკრუნჩხულ ხელებს?

ო, ვინც განცხრომას ვერასოდეს ვერ შეელევა,
ტანჯვა არ იცის და ერთობა სხვებზე ქირქილით,
ის ხომ არ არის?
დააკვირდით…
ვის უნდა თავი,
რომ დაიმშვენოს წამებულის ეკლის გვირგვინით?
 
nukriaДата: ხუთ, 25.02.2016, 00:56 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ, გავიხედები, არ არიან, ქარია.
სად არიან შვილები, მე რომ მოგაბარეა,
გავალ, ავეძრახები, არ არიან, ქარია.
საქართველო აქროლდა, ვით ფოთლებში ქარია,
სად არიან შვილები, ქარია, არ არიან.
სად არიან ვეფხვები, ლერწმიანში არიან,
ლერწმიანში ქარია, ვეფხვები არ არიან.
ჩემი მკვდარი კი არა, შენი პატიმარია,
მიველ, ციხე გავტეხე, არ არიან, ქარია,
გოგო, ბიჭი გიყვარდა, თქმა ვერ მოასწარია,
გზაზე გამოეკიდე, არ არიან, ქარია.
ეშმა ერქვა სახელად, ვინც მე ხელი დამრია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან.
იმათ სახელობაზე ხე მაინც ახარეა,
იმ ხესაც ხომ შენ დასწვავ, შენი მოსახმარია,
საქართველო, მითხარი, ნუთუ მხოლოდ ქარია,
სად არიან შვილები, შვილები სად არიან,
გავალ გავიხედები, არ არიან, ქარია,
საყელოზე მოგწვდები, შვილები სად არიან.
არ არიან შვილები, საქართველო ქარია.
ქარია საქართველო, შვილები არ არიან.
დღე არი, არ არიან, ღამეა, არ არიან,
ქარია, არ არიან, არ არიან, ქარია.
 
nukriaДата: ხუთ, 25.02.2016, 01:52 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფეხზე მკიდია დედამიწა
უსიყვარულოდ,მრგვალია ბურთი...
და მზე ფრანია,
თუ არ მათბობს შენი თვალები...
მიზიდულობას ვეღარა ვგრძნობ,როცა ვერ გხედავ,
უკაპიტანო ხომალდი ვარ და ვიკარგები...
 
nukriaДата: ხუთ, 16.02.2017, 17:08 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. მითუფრო - ღამით.
მითუფრო - როცა სხვაგანაა. სხვაგან და მარტო.
როცა ვერავინ ანუგეშებს სიტყვით ან წამლით.
გდია სასტუმროს ბნელ ნომერში. საბანი, პალტო,
თუკი რამ იყო, წაიფარა. მაინც აციებს.
და ბოთლშიც წყალი ცოტავდება, საცაა, დაცლის.
ნუ გახდი ავად, ვინც მარტოა. თანაც კაცია.
კაცი ასეთ დროს გაცილებით სუსტია. კაცი
გაცილებით ძნელად უძლებს ფიზიკურ ამბებს,
როცა მარტოა. როცა გვერდით არ არის იგი,
- დედა, და, ცოლი, საყვარელი, - რომელიც დარბის
ცალ ხელში წამლით, მეორეში - წყლიანი ჭიქით.
და სულ გახსოვდეს ის სიმწარე, როგორ იმატა
სიკვდილის შიშმა. აქ სიკვდილის. უკვე ხედავდი,
რა საწყლად ეგდო თეთრ ზეწარზე შენი ცხედარი;
და როგორ შეგრცხვა ამ ყველაფრის, როცა ინათა. (ზვიად რატიანი. გზები და დღეები)
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость