ლექსები თბილისის ფორუმიდან
|
|
nukria | Дата: ორ, 23.05.2016, 21:49 | Сообщение # 101 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ სიყვარულში თმობით და თმენით ცნობილი გავხდი როგორც სანთელი რინდებს და თავზე ხელაღებულებს ღამეს ვუნათებ როგორც სანთელი.
არ ეკარება არც ერთი წამით ჩემ თვალებს ძილი დღისით თუ ღამით და განშორების სნებით და შხამით ვიწვი და ვდნები როგორც სანთელი.
მე მაკრატელმა შენზე სევდისამ გადმიჭრა ძაფი მოთმინებისა მედება ალი შენი ვნებისა და ჩუმად ვიწვი როგორც სანთელი.
ალზე დამეწვა ყველა სურვილი დამდინდა ცრემლი ოქროცურვილი ვერ დავიურვე გული ურვილი ოდნავღა ვკრთივარ როგორც სანთელი.
ცრემლში ჩაძირულს ცეცხლი მედება უკვე არღა რა მეიმედება ცრემლის კიდეზე ალი მენთება და ვიღვენთები როგორც სანთელი.
მკლავს განშორების მანძილი ვრცელი მსურს განვანათო ეს ღამე ბნელი შენგან მოფრენილ ფარვანას ველი ვთრთი და ვკანკალებ როგორც სანთელი.
უშენოდ ჩემთვის სუფევს წყვდიადი შენ ხარ იმედის სხივი დიადი აღმობრწყინდები ვით განთიადი და მე მივქრები როგორც სანთელი.
ჩემი თმენის მთა გადმოქცეულა და დარდის ხელში ცვილად ქცეულა ეს ცვილი ცრემლად გადმომცვრეულა და მიტომ ვდნები როგორც სანთელი.
ვგრძნობ რომ ფუჭია ეს ჩემი გარჯა ვიწვი და ჩემი საშველი არ ჩანს უკანასკნელი წამიღა დამრჩა და ჩავიწვები როგორც სანთელი.
ო, ნეტავ წამით მაინც მაღირსა აღმობრწყინება შენი სახისა ოღონდ გამხადე ღირსი ნახვისა და მერე დამწვი როგორც სანთელი.
ჰაფეზ, ცრემლებით აგევსო თვალი ლამის მაგ ცრემლმა ჩაგიქროს ალი ჩამოღვენთილი და ნამტირალი უკვე ჩამწვარხარ როგორც სანთელი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 23.05.2016, 22:03 | Сообщение # 102 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს. მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ. ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან. ან უარესი: განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ. არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს. არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება: ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს. შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ. დუმილი – მხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი. ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების. შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 23.05.2016, 22:13 | Сообщение # 103 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| - ღმერთო, გამოდი! ჩემი ლოცვა ასე იწყება, ქუჩებს და სახლებს სუნი ასდით სასაფლაოსი, არც გაჭირვება, არც შიმშილი არ გვავიწყდება, ტკივილიც გვახსოვს, ომიც იყო, იყო ქაოსიც. - ღმერთო გამოდი! აღარ გვინდა დამალობანა, დაღამდა უკვე, გვეშინია ვერ ვახელთ თვალებს, ხან ჯვარცმობანა გვეთამაშე, ხან ომობანა, მერე დაბნელდა, ჩვენც დავწექით ან დავიმალეთ. - ღმერთო გამოდი! გამიყვანე დედამიწიდან, ვადაგასული ხელისგულზეც ვეღარ ტრიალებ, შენ არ გამოჩნდი, შიმშილისგან როცა გვიჭირდა, როცა ტალღებმა ღრუბელივით გადაგვიარეს. სახლებიც გვახსოვს მომლოდინე ბავშვებით სავსე, - ღმერთო გამოდი! ჩემი ლოცვა მთავრდება ასე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 23.05.2016, 22:17 | Сообщение # 104 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ასე წავიდა ღამე, ასე მოვიდა დილა, ასე ნაბავდი თვალებს, ასე მაქციე ჩრდილად. ასე ვხვდებოდით უხმოდ, ასე დავშორდით ჩუმად. ასე მწყურიხარ ახლაც, ასე დავტირი გაყრას.
მირზა გელოვანი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.06.2016, 15:34 | Сообщение # 105 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე და შენს შორის მედიუმი ახლა თოვლია, ხოლო ქარები, რახანია, თმებში გაებნენ. მომძებნე! მოდი! თოვს. საშინლად... თვითმკვლელობამდე. ერთფეროვნება სარკასტული სჭირთ ისევ დღეებს. მაგ დაღლილ მხარზე, სულ უბრალოდ, ლოყას მოგადებ, ჟანდარმერიას გაეცლება ღამე და მერე მე ალბათ შევძლებ შენთვის ჩემი სუნთქვის დაწერას, დამთავრდებიან ნავსადგურებს მიღმა წვიმები, დღეს ისევ ვგავარ, სარას, შიშველ ბაბუაწვერას, მოდი! ვგიჟდები. შევიშალე. ვკვდები. მინდება შენი ტერფების უძილობა, მზე გადამწვარი...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.06.2016, 15:35 | Сообщение # 106 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მენატრები... გაცვდა ღამე, ისევ ცრემლებს ვეტანები, გაუხუნდა ფერი ღიმილს, მენატრები...
რამ შემმუსრა, რამ დამათრო, ღმერთო, ეს რა მემართება? სულ სხვა უყვარს, სულ სხვას ათბობს, მაგრამ სულ მე მენატრება
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.06.2016, 15:36 | Сообщение # 107 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე და შენ, ერთად ვიქნებით და ვისუნთქებ ნაკლებს, უსუფთაოა ჰაერი და მეტი ჟანგბადი დაგრჩეს, მივყვები სათითაოდ და ყველა ნაკლი მანამდე უნდა გავაუქმო, სანამ დაბადებს მიწა, ამ ნაკლს და აი, კიდევ - ბინძური გზები, მე და შენ ერთად ვიქნებით და ავაგდებ ქარებს, გაასუფთაონ ის გზები და მზე, როცა ზენიტს მიეკერება, ყველაფერი იქნება მყარი. ვიქნებით სახლში, ორი ბავშვით, (ან უფრო - სამი), მომიწევს კიდევ სამჯერ უფრო ნაკლების სუნთქვა, მე მოგიყვები კარგად ნაცნობ ბავშვობის ამბებს, სულ თქვენთან ერთად, ყველაფერი უბრალოდ სულ თქვენ.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.06.2016, 15:38 | Сообщение # 108 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახლა გვიანია, სიმარტოვეს ისევ ერევიან ქარიშხლები, სახეს - ღიმილი რომ შეატოვე მალავ, თორემ იცი დაიშლები. სადღაც სიჩუმეში გეძახიან შენი წარსული და, მომავალიც - თითქოს ღვინოსავით დაგიცლია, თითქოს წაგიშლია დროც და,..ლამის... სიგიჟემდე გაიღვიძო - ძილში ახეთქილი კივილისგან სულის შერჩენილი ნამტვრევები, გარეთ გადაყარო....ტკივილისგან... ცდილობ გაქცევას და ნაბიჯები - უკან გაბრუნებენ ისევ ისე, სადაც აფექტურად იხარჯები, სახეს ღიმილი რომ მიასრისე.... ახლა გვიანია, სიმარტოვეს - ისევ ერევიან ქარიშხლები, უკვე ის დროა რომ მიატოვო თორემ შენც ხო იცი, დაიშლები...
ბექა რამიშვილი
Сообщение отредактировал nukria - სამ, 21.06.2016, 15:38 |
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.06.2016, 15:55 | Сообщение # 109 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამ გრძნობას დაგროვილს მირჩიე რა ვუყო ჩემში არ ეტევა იქნებ ცას გავუყო იქნებ მზემ მომიყვეს სადახარ რას შვები იქნებ ზღვაში არის რაიმე საშველი არმინდა არც მზე არც ზღვა არც მთები გაყინულს არ მინდა არც ცეცხლის დამთები უბრალოდ ვიცოდე რომ სუნთქავ – გავთბე
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.06.2016, 15:59 | Сообщение # 110 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ თებერვალში მოხვალ მარხილით, მოხვალ, უამრავ იას მომიტან, მე დავიმორცხვებ პატარძალივით და შემოგცინებ იის თოვლიდან.
წელს თებერვალმა ისევ ამრია, ართობს თებერვალს ჩემი დარდები, ნუთუ არა გსურს, მიყიდო ია? ჯანდაბას, იყოს ყოჩივარდები!
|
|
|
|