ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 20:08 | Сообщение # 3751 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ..უდიდესია ფიქრთა გუმბათი ბედის იდეა, თავბრუ და რეტი უკეთესია სიტყვა სულმნათი ქებათა ქების მაღალი სვეტი.
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 20:27 | Сообщение # 3752 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| И не спасут ни стансы, ни созвездья. А это называется - возмездье За то, что каждый раз,
Стан разгибая над строкой упорной, Искала я над лбом своим просторным Звезд только, а не глаз.
Что самодержцем вас признав на веру- Ах, ни единый миг, прекрасный Эрос, Без вас мне не был пуст!
Что по ночам, в торжественных туманах, Искала я у нежных уст румяных - Рифм только, а не уст.
Возмездие за то, что злейшим судьям Была - как снег, что здесь, под левой грудью Вечный апофеоз!
Что с глазу на глаз с молодым Востоком Искала я на лбу своем высоком Зорь только, а не роз!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 20:31 | Сообщение # 3753 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მეზობლის გოგომ შეიგვიანა, ვეღარ იპოვა ამწყდარი ღილი... გაზაფხულია... წუხელ ნიავმაც ჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი. აწ ორივენი ერთად ივლიან- სიყვარულია ისეთი ტკბილი. კვლავ გაიტყუებს ალუჩა ნიავს, კვლავ ააწყდება გოგონას ღილი...
ლაშა გახარია
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 20:33 | Сообщение # 3754 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ვისმენ ახლა შენს ლამაზ სიცილს და ბგერას ყოველს გულში ვინახავ, მე შენზე ვფიქრობ... მაგრამ არ ვიცი სად ხარ, ვინა ხარ...
ზოგჯერ სიშორე სიამით მავსებს, ზოგჯერ მაშინებს... შემთხვევით სადმე რომ შემხვდე გზაზე - გიცნობ მაშინვე...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 20:43 | Сообщение # 3755 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,
მოვა დრო და მე დავიღუპები.
განთიადია და მინდა ვნახო
ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.
რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,
კედლებს რაღაცას ვესაუბრები.
ახლა თენდება და მინდა ავდგე, -
ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.
ტერენტი გრანელი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 20:45 | Сообщение # 3756 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფიქრების მორევმა ჩამძირა, მოვისხი კვლავ შავი მანტია გგონია ითოვებს ხანგძლივად? არა! ჭირვეული მარტია
რადგანაც მუდამ შენ გელოდი, გრძნობები არ გამიფანტია, დღემდე ხომ შენც ჩემთვის მღეროდი, ამისი თავდები მარტია!
თუკი ფრთებს დაამსხვრევ, ვერ იფრენს, არწივის მართვეც ხომ ბარტყია, მოდი, კვლავ ჩავჭიდოთ ხელი-ხელს, რა ვქნა, ცვალებადი მარტია!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 20:48 | Сообщение # 3757 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე, შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა სარკესავით ლურჯი. ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები, საკუთარ ხელებს ვუმზერ. უკვე გათენდა, შავი დარდები ნელა იშლება გულზე. აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე, შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა, სარკესავით ლურჯი. მარტო ვარ, გული გათავდა უკვე, ჩანს დედამიწა რუხი. და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ ბალალაიკის წუხილს აქ შავი ღამე იწვა მინაზე, აქ ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა სარკესავით ლურჯი.
ტერენტი გრანელი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 21:18 | Сообщение # 3758 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მშობლიურ ქალაქში დავდივარ ამ დილით, ყოველ ვიტრინასთან ვდგები, საჩუქრის შერჩევა არ არის ადვილი, ნეტავ რა გიყიდო, დედი?
ხვალ ხომ შენი დღეა, მარტია, მარტი, იების სურნელით ვთვრები, ისეთი რა ვნახო ამ დილაადრიან, შენ რომ გაგახარო დედი...
სარკეა პატარა, თუ ჭრელი საკაბე, ვარდწყალი - ლამაზთა ბედი, მე ასეთ საჩუქარს ხვალ როდი გაკადრებ, ისეც ლამაზი ხარ, დედი.
წამოველ, ელვარე ვიტრინებს დავშორდი, ნუ იტყვი, არა მაქვს ბედი, ისეთს რას გიყიდი, რითაც კი სამშობლომ არ დაგასაჩუქრა დედი...
ყვავილში ჩამჯდარი კეკლუცობს ქალაქი, სალექსედ გავხსენი მკერდი, და ამ ლექსს ყველაზე ძვირფასი დავარქვი, რადგან შენ გიძღვენი დედი...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 21:23 | Сообщение # 3759 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისევ ამერევა ლექსის სული, შენგან მოვარდნილი სასწაულით. ისევ გამიდნება შეფიფქული- სული - ყინვისგან გათანგული... თოკზე ჩამოვკიდებ, შერისხული, წარსულს, მეწამული გაზაფხულით, ვეღარ შემაჩერებს შენი რთული, სახე - სიყვარულში დაფარული...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.09.2015, 21:34 | Сообщение # 3760 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლამაზო ქალო, პოეტის გულში, ხშირად რომ იმედს ტოვებ, პირველყოვლისა ლექსი უკვდება, განებივრებულ პოეტს.
თუ შეგიძლია, მეოცნებე გულს მხოლოდ ოცნება მოეც, ნუ მისთხოვდები, ნუ მისთხოვდები ნუ მისთხოვდები პოეტს...
მიუშვი ნებას, მარტო შეებას, ბედის ანსა და ჰოეს, ნუ დაანახვებ მაგ ჯადო ღიმილს, ნუ გაალაღებ პოეტს.
სულის სიმაღლე მხოლოდ სტრიქონში, მხოლოდ სტრიქონში ჰპოვე, ნუ მისთხოვდები, ნუ მისთხოვდები, ნუ მისთხოვდები პოეტს!
|
|
|
|