ჩვენი საყვარელი ლექსები
|
|
nukria | Дата: ხუთ, 06.12.2012, 16:55 | Сообщение # 561 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა (მოძრავი სამიზნე. ზვიად რატიანი)
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში, და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს; ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა და ვინც მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს, ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც თუნდაც ერთ წარსულს, უმახინჯესს. ჰოდა მიმღერე შენი ხმამწარე იავნანა მათთვის, ვინც ღმერთზე მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს. მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით სახლისაკენ თუ რაღაცისკენ, რასაც ჯერ სახლად ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო, რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც, სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ, მით უფრო ტკბილად ჩაიძინებ. რატომღაც სჯერა. (იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში; სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ, მან კი ვერაფრით მოიშორა სიკვდილის შიში.) მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა მათთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება ლიფტის კარი და ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ სახეში ტყვიას... ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს, როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს და გაუხდელად მიეგდება, და რათა იკლოს ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე, ან თავზე საბანს წაიფარებს ან კიდევ ითვლის, ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება, აღარც ცრემლები, მხოლოდ შიში, დაღლა და შიში. მიმღერე შენი უკუღმერთი იავნანა, შვების სიმღერა მათთვის, ვინც მოხლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 06.12.2012, 20:33 | Сообщение # 562 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემს ქოხში მოთოვს... ქოხში, რომელიც აღარ არის ისე მკვიდრი, როგორიც ერთ დროს, იქ, სადაც უკვე უმოწყალოდ შებღალულა რწმენის კედლები, კედლებს არ ათბობს სიყვარული და ბუხარში არ იწვის ვნება, ძველ ცხაურივით დახვრეტილა, ჩამოშლილა იმედის ჭერი, ჩემს ქოხში ცივა, ისე ცივა, ისე ძლიერ, როგორც არასდროს, აუხდენელი ოცნებებით და სიზმრებით გადაღლილ ქოხში, იქ, სადაც ახლა ოდნაც ბჟუტავს, ხანაც ბოლავს სევდის ლამპარი, და ძველი სკივრი გავსებულა ფერგასული მოგონებებით. მე მეშინია, ჩემი ქოხი ქარის ქროლვას ვეღარ გაუძლებს, ფრიალებს ქარში და ჭრიალებს ეჭვის ჭიით შეჭმული კარი, ვზივარ და ვუცდი თოვლის მოსვლას დაცლილი სულით, ვიცი, ითოვებს, სიმარტოვე კი - ბებერი ძაღლი გაწოლილა სადარაჯოზე. ჩემს ქოხში მოთოვს...
ნინო ალადაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 09.12.2012, 15:37 | Сообщение # 563 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლექსებით გესაუბრები ......
თურმე რა ბევრი მინდოდა, მეთქვა, რამდენი ფიქრი მრჩება უთქმელი, იკარგებიან სიტყვები შენთან და მეც ვერაფერს ვერ გეუბნები.
მინდოდა, მეთქვა, რომ თენდებოდა და ღამდებოდა დღეები უბრად, რომ გაღვიძებულს აღარ მესმოდა, თავსმოხვეული რითმების სუნთქვა.
მინდოდა, მეთქვა, რომ მზემ დაკარგა ჩემთვის ჩვეული სითბო და შუქი, ლაჟვარდისფერი ზეცის კამარა როგორ ხდებოდა თანდათან რუხი.
რომ დამინისლა თვალები სევდამ, ნაცნობ სიხარულს გაუცვდა ფერი, რომ მონატრების სახელი გერქვა, და უშენობა გამიხდა ძნელი...
ალბათ ყველაფერს მაინც შეიტყობ, სტრიქონს მივანდე სიტყვა უთქმელი, და ახლა მივხვდი, ლექსის წერის დროს, რომ შენ ლექსებით გესაუბრები.
ნინო ალადაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 09.12.2012, 15:39 | Сообщение # 564 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ...ფინჯან ყავაზე...
სულო,სევდის სიმი რად შემახე, ეს წუხილი კვლავ თვალს დამინისლავს, გათენდება კიდევ ერთი ღამე და...ლექსივით ვინმე წამიკითხავს.
ელა ჩუმათელი
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 09.12.2012, 18:06 | Сообщение # 565 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ,,მის ცხოვრებაში შეიჭრა ქალი,, /ეს გალაკტიონმა თქვა ფიროსმანზე/
ვხვდები – ცხოვრებას დამინგრევს ქალი, ამაყი მკერდით და გრძელი ფეხით გათელავს გულის მოგონილ ხალისს მწარე სიმართლეს თვალებით მეტყვის. . ვგრძნობ – სასურველი სხეულის სითბოს გადავეყრები ჭირად და შარად! სანატრელ ბედსაც ვიპოვი თითქოს და უბედური დავრჩები მარად... . მინდა დავიხშო სამოთხის კარი, გავცილდე ფიქრთა მოსაწყენ ტბორებს, ვიცი – ცხოვრებას ამიმღვრევს ქალი... ჰოდა მეც იმ ქალს დავეძებ სწორედ! . მომწყინდა გულის ტვირთად ტარება, ძალით ვიმოკლებ გასავლელ მანძილს, იქნებ გამიგონ მისმა თვალებმა რომ ჰაერივით მჭირდება დარდი... . ჯერ ტუჩებს ცხელი ალერსით დავღლი, მერე იმედებს მე თვითონ შევქმნი როცა ცხოვრებას გათელავს ქალი ამაყი მკერდით და გრძელი ფეხით. . შევყვები ყალბი გრძნობების თამაშს და ტრფობის ღმერთასც ცალყბად ვილოცებ, დაიწერება პოეტის დრამაც ერთი ღარიბი მხატვრის ტილოზე!
1997
(ბაკურ სვანიძე. "ვნების ჯამბაზი")
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.12.2012, 16:54 | Сообщение # 566 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ახლა შენში ვარ და სადღაც ლიანებს, დაარხევს ქარი და ღამესთან აცეკვებს.. მითხარი, რომ ისევ არ დავაგვიანე, რომ გრძნობა თვალეში ეშმაკებს აცელქებს.
შენ ახლა ჩემში ხარ, ვაოკებ სურვილებს, მზიანი აისით ავინთებ სარეცელს, თავნება სიყვარულს ვერ ვუკლავ წყურვილებს და ხელებს ვაშველებ სადმე არ დაეცეს.
სად მიდის ეს გზები, მოხედვაც არ მინდა, ნანატრი სიზმრები თოკებზე გავფინე. რამდენი ზამთარი უშენოდ გავიდა, დღეს კი, შენს ფეხებთან მაისი დავფინე.
მარწმუნე, რომ ახლა ნამდვილად გათენდა, დავადე საკეტი უშენო აპრილებს, მითხარი ლოდინი შენშიც რომ ათევდა, რომ ჩემი ბავშვური სიცელქე გაკვირვებს.
შენ ახლა ჩემში ხარ, ნაბიჯებს გიდარებ, ჩავუვლით ლიანებს ქარებში გადაშლილს, და თუგინდ იწვიმოს, მე შენთვის ვიდარებ, დამპირდი, რომ წვიმა ნაკვალევს არ წაშლის.
ნანა მეფარიშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 11.12.2012, 17:26 | Сообщение # 567 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაკოჭლება
(რეზო გეთიაშვილი)
ზამთარში წვიმა. ეს არაფერს არ ნიშნავს. თითქმის. მაგრამ მე ვამბობ. ღამეა და. ზამთარში წვიმა. და ჩემში ღამე. ახლა უკვე სხვა იმიჯს იქმნის. ვთქვათ. კორონერის. ვთქვათ. მარსალის. მიგლოვეთ. იმათს.
ვინც ყველაფერი გაწირეს და საფლავში წვანან. თქვენს. ვისაც რაღაც დაგრჩენიათ და ნაზად დასდევთ. საყურადღებოდ. მე ვამბობ რომ. ღამეში. თანაც ასეთ ღამეში. ასეთ წვიმას თოვლივით დასდებს.
მე. არამზადა. ხვალ დილითვე. წარსულის მსგავსად. იქ. კომბინატში ვეახლები ვიღაცა დებილს. მე ეს ამბავი ბოღმითა და ტკივილით მავსებს. მე არ ვუყვარვარ საქართველოს. მე ამას ვხვდები.
ეს ჩემი ღმერთი წამოდგა და ჩემიდან მიდის. ჩემი თვალები. სამუდამო დარდების ზონა. ძარღვებშიც. როგორც ჩემს ოთახში. ხანია დიდი. რაც ხსენებული წვიმის დიდი წვეთები ჟონავს.
წვიმა. ასევე ზამთარში და ამასთან კოჭლიც. ორი დღით ადრე გადაყრიან ხიდიდან დასტებს. ჩემს თავს. ბებერ თავს. ერთნაირად თეთრსა და მოჭრილს მოიტანს. თქვენთან მოიტანს და თოვლივით დასდებს.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 13.12.2012, 15:33 | Сообщение # 568 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამე ცისფერყანწელებთან ......
ახლა ღამე არის, ცას თალხი აცვია, ტოტზე ბეღურა ზის და მთვარე ანთია.
თითქოს ხავერდია ცის ლურჯი სიშორე, ღამე ასეთია- ხვალ ალბათ ითოვებს.
ბგერის სიჩუმეა და რითმთა თარეში, ფარდა იხურება ოცნების მხარეში.
ეს თრობის წამია თუ ფიქრთა თამაში? დრომ ღამე ათია მუქ ფერთა გამაში.
ნინო ალადაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.12.2012, 17:07 | Сообщение # 569 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღამე ცისფერყანწელებთან ......
ახლა ღამე არის, ცას თალხი აცვია, ტოტზე ბეღურა ზის და მთვარე ანთია.
თითქოს ხავერდია ცის ლურჯი სიშორე, ღამე ასეთია- ხვალ ალბათ ითოვებს.
ბგერის სიჩუმეა და რითმთა თარეში, ფარდა იხურება ოცნების მხარეში.
ეს თრობის წამია თუ ფიქრთა თამაში? დრომ ღამე ათია მუქ ფერთა გამაში.
ნინო ალადაშვილი
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.12.2012, 17:28 | Сообщение # 570 |
 Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იოსებ ლონგიშვილი
ლექსო "შატილის ასულო", მე ხომ დაგწერე მარტომ, მე ხალხი სულაც არ მყავდა, გაგახალხურეს რატომ?
მამულის გარეთ გაფრინდი ცეკვა-სიმღერის ფრთებით, მე კი საწოლში ცრემლსა ვღვრი, მე კი საწოლში ვკვდები.
ხალხურიაო, ამბობენ, ტანში მიჩხვლეტენ ეკლებს, ვახ, თუშ პოეტის გულსა და ვახ, ლონგიშვილის ნერვებს.
ორმოცზე მეტი გავიდა, ამ გულს რომ მოსწყდი ლხენით და უღვთოდ გაგახალხურეს, ვერ მორჩნენ ჩემი კბენით.
ლექსო "შატილის ასულო", მე ხომ დაგწერე მარტომ, ჩვენ ხალხი სულაც არ გვყავდა გაგახალხურეს რატომ?
|
|
|
|