კოტე კაკიტაძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კოტე კაკიტაძე
კოტე კაკიტაძე
nukriaДата: ხუთ, 09.02.2017, 22:58 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არის დრო როცა - არ ეკადრებიარის დრო როცა - არ გეკადრება
და ამ ცხოვრების ნელი კადრები,
მოგონებაში რჩება კადრებად...

რომელსაც ერთ დღეს ალბათ ამოშლი,
და ფიქრობ ჟამი დადგა მეფური,
მაგრამ გახსოვდეს "ძმაო" ამ ომში
არავინ რჩება გამარჯვებული..

ნურც სიცოცხლეზე ნუ აფანატებ
სიკვდილს გაიცნობს და გიღალატებს...


 
nukriaДата: ხუთ, 09.02.2017, 23:08 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არასოდეს წასულხარ, და არასდროს იყავი, ახლაც სევდა აეკრო გარინდების ალიონს,
დამრჩა მხოლოდ ტკივილის ორიოდე იგავი
და მსურს ჩემი ცრემლების ბოლო წვეთიც დავლიო,

და დგას ჩემი სხეული მისადგომზე პარტერის,
სცენას ირგვლი არტყია თოვლისფერი ზეწრები,
დაქრის ნელი სიჩუმის ცივი კორიანტელი,
მე ცხოვრების უნიჭო წარმოდგენას ვესწრები..

და დგას სუნი არაყის, უხარისხო სიგარის,
თვლემენ წინა რიგები, მოლო რიგში კვნესიან
დარდი- ჩემი ცხოვრება, დედამიწა- ტიხარი
და სიკვდილი- უდროოდ მოვლენილი მესია.

ძარღვში თრომბოციტების ნაცვლად დაქრის ნიკოტინ,
ჩემო ლურჯო ნირვანავ, აველუმ და ალივა,
ახლა ჩემო ძვირფასო, სანამ რამეს ვიტყოდე,
გეტყვი უკვე აღარ ვარ და საერთოდ- მკვდარი ვარ..

არასოდეს წასულხარ, და არასდროს იყავი,
როცა სევდა აეკრო გარინდების ალიონს,
დამრჩა მხოლოდ ტკივილის ორიოდე იგავი
და მსურს ჩემი ცრემლების ბოლო წვეთიც დავლიო.

ზამთარი მოდის და ვგრძნობ სიცივეს


 
nukriaДата: ხუთ, 09.02.2017, 23:42 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ზნეობა, ისევ მორალი,ანგელოზები დედაამიწაზე,
ჩუმი შეხვედრის დანატოვები
და თბილი ეშხით წუთის სინათლე.
ისევ სხეული, მიწის ნაყოფი,
ცოდვით გასვრილი და ნათოვები,
წყნარი ფიქრები , მშივიდად ნისლებით
დანალოდები და ნაბოძები.
თითქოს ახალი თოვლის ნადები,
აღარც კი უნდათ ღამენათევი.
სულის ფარდები, მძიმე კარები,
დაუნახავი,დაუფასები.
ისევ პაუზა, ჩუმი ნოტებით...
და მოლოდიინი ღამის ოცნებით,
გაშიშვლებული მიწის მონები,
სულის ჩარდახის კარზე გოდებით.
ბოლოწვეული, ახლად რჩეული,
ყველა ერთმანეთს ცინებს ღრეული,
ზოგი ლამაზი სიტყვით გრძნეული,
ზოგი მართალი სიტყვვით რჩეული,
ისევ ზნეობა... ისევ მორალი ...
თუმც იუდა ზის მარცხნივ, ჩვეული.
ნუ გაშიშვლდები ხორცით წვეული,
ფარდა გახსენი სულზე ხვეული.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » კოტე კაკიტაძე
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость