ოთარ შალამბერიძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ შალამბერიძე
ოთარ შალამბერიძე
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 22:32 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ სულ შიოდათ, ჰქონდათ ღირსებაც,
ადრე, იმხელა, ჩვენში, ვირს ება
ტვირთი და, მუდამ დაუყვედრებლად,
მიჰქონდა, მაგრამ რას შეედრება
აქაურ ვირებს იქაურები,_
მარტო ენა და მარტო ყურები,
მაყრიონივით ისხეს ჭურებით.
აქეს მკვდარი და აგინეს ცოცხალთ,
იმისი ქალიც იქ იჯდა მორცხვად
ღამეგამოვლილ პატარძალივით;
ყოველთვის აკლდათ შნო და მარილი
ამ გადაპრანჭულ ქალაქელ ქალებს,
მაგრამ, ბედი აქვთ, შენ გენაცვალე!
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 22:37 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედი აქვს ყველას, იმ ერთის გარდა,
ვინც მარტო დარჩა მეზობელ მკვდართან;
არვინ შესძახებს _ ოლიფანტე-ო...
`წიხლი არ ვკარი ასეთ პანთეონს~, _
ფიქრობს სული და გარბის იქიდან,
წუხს, ხორცი რომ ვერ წამოიკიდა.
თუმცა კანონი, ზღვართან მისულებს,
ერთმანეთისგან ათავისუფლებს.
რა ისე ითქმის _ `წავიდა!.. მორჩა!~...
თითქმის ნაპირთან მოგეხსნას ბოღჩა
და მიიტაცოს უცებ დინებამ...
შიგ, მთელი შენი ავლადიდება
გედო და, გეპყრა შენც უცნაურად
თითქოს არ ღირდა საქმე შაურად.
თითქოს არასდროს, არსად, არავინ,_
არ იყო სხვისი განძის მპარავი.
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 22:38 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახ, ვიცხოვრებდით რა არხეინად,
მტრისთვის თვალი რომ დაგვათხრევინა.
აღარც მტერია, აღარც მოყვარე;
უკანასკნელად ერთად მოყარე,
რათა დარწმუნდნენ, რომ მოკვდი მართლაც
რომ აღარ ძალგიძს ხელის გამართვა,
კვლავინდებურად, შენი მკვლელისთვის.
აწ, როგორც კოჭლი კავალერისთვის.
ვერ გააჭენებ შენს უკვდავ მერანს...
აქ, თურმე, ბევრმა ისწავლა მღერა,
შენ კი ართმევდი ლუკმას და მსმენელს...
სხვაც დაწყვება და, შენც დაისვენებ!
`-წადი!.. _ წავედი!.. _ უფრო შორს!.. _შორს ვარ~...
ვის უნდა ძველი ზღაპრების როშვა _
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 22:42 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღმერთზე, მამულზე, ადათწესებზე?!
გადაწყდა, _ სხვაგან უნდა ეძებდეს,
შენი ნაგრამი, ცით აღთქმულ მიწას,
რადგან სამშობლომ შვება ვერ მისცა.
აქ მოვა ვინმე სხვა, უჯილაგო,
თავის ჭკუაზე რომ დაგილაგოს,
შენი ნაღმერთალ- ნასამოთხარი...
აღსდეგ და შენი ხელით მოთხარე
აქ, შენს მეზობლად ჩაყრილი ძვლები,
ერის მამების და წინამძღვრების.
ჩამოატარე სოფლად, ქალაქად
და სჭექე _ `ფურთხის ღირსიც არა ხართ,
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 22:45 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამის მკვლელნო და შვილის მწირველნო,
უკანასკნელთა შორის პირველნო.
წადით ყველამ და დაგვტოვეთ მკვდრები;
მკვდრები გაქცევას არ იკადრებენ.
აქვე დავხვდებით მოსეულ მტარვალთ,
ვინ თქვას რომ, თქვენზე ცოცხლები არ ვართ?!
არ ჩავბრუნდებით საფლავში უკან,
ვიდრე არ გავშლით სამშობლოს რუკას,
დამცირებულს და ფეხქვეშ გათელილს...
მკვდარსაც, ჯერ კიდევ, მქვია ქართველი!
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 22:54 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი
ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი.
დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,
გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.
მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან
გათხრათა ფშნები, როგორც არხები.
არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,
მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.
თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,
შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?
თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,
ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.
ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,
ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?
მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -
ორმო-სამარხში გაეღვიძება!
ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -
მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი
და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად
ველი სამთავროს სასაფლაოსი.
სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს
ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -
და ივერიის როსმე უძლეველთ
გმირთ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.
ახ, მტერი, მტერი, ის ტყისკენ იხევს,
არმაზის ხევით მისდევს წვალება,
მაგრამ უძლეველს არმაზის ციხეს,
მთაზე მდგომს, როგორ დაემალება?
უზარმაზარი გალავნის კედელს
ის გაეკვრება, შიშისგან მკვდარი.
ახალო მცხეთავ, შენს შეუწყვეტელს
ამღელვარებას ჟღერს ჩემი ქნარი.
 
nukriaДата: ოთხ, 18.01.2017, 22:59 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალაკტიონ ტაბიძე

რაც ეს გაჩნდა - ხეივანი

ტყის - წერწეტა, ნაზი, ნელი,

არამცირე გადის ხანი -

თითქმის მთელი ასი წელი.

ათასი წლის ხანით დღემდე

ტყის შრიალებს ბაირაღი,

დარგეს იფნი და მას შემდეგ

ეწოდება იფნის ბაღი.

და ნიშიდან უძოს მთების

მწვერვალებზე ვისმენ შრიალს,

დღემდის სახე თამარ მეფის

შერჩენია ბეთანიას.

ქვევით ხევი მოჩხრიალებს,

ზევიდან კი ლაღზე ლაღი

არწივების დასტრიალებს

ფრთაგაშლილი იალაღი.

ჩანს მყინვარი, სწორედ მისი
დღეგრძელობის არის მთქმელი
ეს სამადლო, ეს კუმისი
და მარაბდა ძველისძველი.
და მიღელავს უდიადეს
წამებად და მცინარებად
სულ რაღაცა ორი ათას
წლის ცისფერი მდინარება.
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 00:01 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რისთვის მაგონებ, ვაზზე
მიმობნეულო ნამო,
ცრემლებს, დადენილს მძაფრი
ახალგაზრდობის გამო?
მზემ ამოაშრო ნამი
და შლის საღამო ამო
ცთომებს, ჩადენილთ როსმე
ახალგაზრდობის გამო!
მეტყვით: ეს იყო სრული
და მშვენიერი რამო,
რაც თავს გადაგვხდა მხოლოდ
ახალგაზრდობის გამო.
ის გაზაფხული გაქრა,
მეგი, იარე, წამო!
აქ ხმაურობდა ტალღა
ახალგაზრდობის გამო...
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 00:07 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიცოცხლის აჩრდილს
სული არ ერთვის,
სხვა გამოძახილს
ვისმენ ყოველთვის.
მხიბლავს ეთერი
და ვმღერი... ვმღერი...
სხვა ყველაფერი
ერთია ჩემთვის.
სასიყვარულოდ
გული აღარ თრთის,
აღარ მიწოდებს
ნეტარება მთის.
შავ დემონს მივე
ფრთა მოტივტივე
და ყოველივე
ერთია ჩემთვის.
ადრე წამერთვა
ალერსი ღმერთის.
სხვა ღმერთს არც ვეძებ,
არც სული ელტვის...
დღეს კი ვის ველი?
დღეა ნათელი
თუ ღამე ბნელი -
ერთია ჩემთვის!
 
nukriaДата: ხუთ, 19.01.2017, 00:26 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის,
შრიალი - აბრეშუმთ შარის,
და ვარდი ვარდებთან დარჩი,
იქ, სადაც სარკეა ქარის.
ახლოა სიმძიმე წვიმის,
ეზოში აპობენ შეშას,
პოეტი - რითმას და სიმებს,
გრიგალი იტაცებს ნეშოს.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ შალამბერიძე
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость