ნანა მეფარიშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 45
  • 46
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
ნანა მეფარიშვილი
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:39 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიბნელესკალოზეცოდვებიეყარა,
დღეადაბოგინობსღამე,
აღსდექილაზარე, იხრწნებაქვეყანა,
"ლაზარე, გამოვედგარე!" წმინდანთაცრემლებიადიდდამდინარედ,
ღმერთოშენმოეციძალა,
მიმოდისსატანაპირ–სახე–მცინარედ,
ლაზარე, აღსდექიჩქარა! მისხალიაღარარსკრძალვისადარიდის,
მიწავგადიხსენიბარემ,
სანამდე "ქართველი" ყველაფერსგაყიდის,
"ლაზარეგამოვედგარე!" დედადაგვიღონდა, მადლიიგვიანებს,
ამდენტკივილებსრადასძლევს,
იქნებუსაშველოერსბილწსიტყვიანებს,
დედისმგინებელსდამლანძღველს. ჰოი, რაძვირიაახლაგადარჩენა,
გვჯერაუსათუოდმოხვალ,
აღსდექლაზარედა, იყოსგანაჩენი,
ქრისტესმეგობაროხომხარ?! საითმიგვაქანებსგზებიარნათელი,
ღამესგანდგომიამთვარე,
ვსტირითსაქართველოსგახრწნილ–გადათელილს,
"ლაზარეგამოვედგარე!" კართანგაბრიელიდგასდაგელოდება,
წმიდანსგულზეაწევსლოდი,
ნუთუისტორიამართლამეორდება,
აღსდექლაზარედამოდი! სიბნელესკალოზეცოდვებიეყარა,
დღეადაბოგინობსღამე,
აღსდექილაზარე, იხრწნებაქვეყანა,
"ლაზარე, გამოვედგარე!" /
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:40 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როცაქალაქიმხრებზე ისხამს დაისის სამოსს,
ყველასულიერს ეჩქარება სახლისკენ როცა,
მოკრძალებული ხმა ერევა საშინელ ქაოსს,
დამეხმარეთო_ მოთქვამს გლახა და ყველას ლოცავს.
არავინ იცის ბედნიერად ვინ ითქმის მათში,
ვინცსადღაცჩქარობს, თუ ვინც გარეთ რჩება მშიერი,
ცხელისაჭმელი, ცივი გულით რომ ხვდება სახლში
და არც კი ახსოვს სიყვარული ქრისტესმიერი.
დავრჩები სადაც, სიყვარული არის ნუგეში,
ჯობიაკერძიცივიიყოსდა ცხელი გული,
ჩამოვჯდებოდი ღვთის გლახასთან ქუჩის კუთხეში,
რომ გემრიელად გაგვეტეხა გამხმარი პური.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:40 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომმადლე ძალა ცოდვაში მყოფელს,
და მღვიძარება ესოდენ საღმრთო,
მანამგამყარე უფალო სოფელს,
ვიდრემდის ნებსით ეს რწმენა დავთმო. მომმადლე ძალა, ავიტან სასჯელს,
რადგანდღესცოდვასაშინლად მზარავს,
მე დაგიკოცნი უფალო მარჯვენს,
და შენს სხეულში დავიდებ კარავს. ჩემთვის დაწერილ ბედსა და საცდელს,
ნუ ამაცილებ, არ მინდა დავთმო,
მწამსშენითდავძლევ ყველა განსაცდელს,
თუ მღვიძარება მექნება საღმრთო.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:41 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეუნდეღმერთო,მე რომ გულზე ჭრილობა მადევს,
სისხლირომ წვეთავს და მიმყვება მრავალწერტილი,
შეუნდეღმერთო,რომ მოვესწარ ამ წუთს და ამ დღეს,
დარდითმოხრილი რომ დავდივარ, გულდაწყვეტილი.
შეუნდე, რადგან არ იციან სასჯელი ხვალის,
მომეციძალა,სალოცავად მოვედი შენთან,
შეუნდე,ასე რომ მატკინეს დახრილი მხარი,
მდუღარე ცრემლი რომ მეკვრება გამომშრალ ყელთან.
გთხოვ შემისმინე, მომავლინე ამ ქვეყნად რახან,
ხომ გახსოვს ყველა ჩემი ცოდვაც, გზა ნისლიანი,
ნეტავიღმერთოიმ დროს რომელ ცოდვილთან დგახარ,
მტყუანსა და მართალს როცა უმზერ გულ–მადლიანი.
შეუნდე ღმერთო, მე რომ ვკვდები ასე ნელ–ნელა,
რომ მიჩერდება სასიცოცხლო ძარღვების ფეთქვა,
მეც მაპატიე ღმერთო, რადგან მოსვლა მეძნელა,
რომ არ ვიცოდი მტერზე ლოცვა რარიგად მეთქვა.
უხვად გვაბერტყავ ზენაარო წყალობის უბეს,
სიკვდილის შემდგომ, როს სიცოცხლის გვიმზადებ სამყოფს,
შეუნდეღმერთო,ვინცვერ ასცდა ჭუჭყიან გუბეს,
წაეპოტინა ვინც სამოთხის ცოდვიან ნაყოფს.
ვით დავიტიო ეს სათქმელი, წყალობა ესე,
ტკბილიყოფილამართალთათვის ტკივილის ჯვარი,
ვიგლოვე მაინც, ო, რამდენჯერ ამოვიკვნესე,
თუმცშენიმადლითარ ვიყარე არასდროს ჯავრი.
მაინც შეუნდე, თუნდ სიკვდილის დამიჯდეს ფასად,
რაც უფრო მტკივა, ხედავ ღმერთო, შენში ვარ სულმთლად,
ჯვარზეგაკრული და მართალი იესოს მსგავსად,
ეს დათმინება მამყოფინე სულ ბოლო სუნთქვად
. შეუნდე ღმერთო, ნუ დაუსჯი უცოდველ ნაგრამს,
თავსასთუმალი სველი რომ მაქვს და გაპოხილი,
ჩემიცრემლები აპატიე უფალო, მაგრამ
შენამდე რწმენით მოიყვანე ქედით მოხრილი.
დიდება შენდა საკვირველ არს საქმენნი ცათა,
მაცხოვნებელად გამიხადე ჩემივე მტერი,
ასე გოდებით მომიყვანე სალოცავ კართან,
ყველაზე დიდი ცოდვილი და უგვანო მტვერი.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:42 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზეცასავაკარი ნატვრა,
მიწასმოვაფინე დარდი.
მაინცარაფერი ახდა,
თუმცასანუგეშოდ მყავდი.
აპრილს გავატანე სუნთქვა,
მაისსდავახვედრე ფიქრი.
წვიმსდა გავითოშე სულმთლად
ფიქრითმთებისაკენ მივქრი.
ღამეს შევაგებე რული,
დილასსევდიანი მზერა,
ისევამიჯანყდა გული,
ალბათუშენობა სჯერა.
შენში გადმოვცალე ჩემი,
გრძნობით ავსებული თასი.
სიმებსავაყოლე ხემი
და ფიცს გავუტეხე ნავსი.
ვარსხვლავს გამოვტყუე სხივი,
ვიხმესადედოფლო რაში,
ყელზემოვიხვიე მძივი,
შენ რომ ამიკინძე მაშინ.
წუთებს მოვატეხე წამი,
ცეცხლად შევუკეთე ლოდინს,
ბალახსდავუკოცნე ნამი,
ნეტავგათენდება როდის?!
გულზე ავიფარებ აისს,
ნატვრით ხელისგულებს ვივსებ,
ჩემისულ არ ესმის მაისს,
შენსკენ მექაჩება ისევ.


Сообщение отредактировал nukria - სამ, 20.05.2014, 17:42
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:43 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფესვების ძალა
(ძია პეტრეს ხსოვნას)
შენ ყოველ დილას აგებებდი მზერას ნამიანს,
და ალბათ ღამეც დაუღალავ ნატვრაში იწვა,
უსამშობლობას სხვანარი სევდა შხამი აქვს,
არ გყოფნის რადგან სანუგეშოდ ნამცეცი მიწა.
ვით გაუძელი, უსასრულო ბედის განაჩენს,
მუდამნატრულო საქართველოს ნათელი დილის,
ოდესღაც წამი სოფლად მოსვლის მიზეზს გაარჩევს,
ხვდები,რომ უკვე ვერაფერი აყუჩებს ტკივილს.
გეძახის შენი საქართველო, აკლიხარ რადგან,
ცრემლიან გულში ჩასაკრავად გიხსნის თბილ უბეს,
დღესალბათშენთვის სხვანაირი აპრილი დადგა,
დაბრუნებიხარ შენს ქალაქს და ბებერ დიდუბეს.
დღემდე ვერავის აუხსნია ფესვების მადლი,
რამდენმა წელმა დედამიწის ირგვლივ იბრუნა,
შენისიცოცხლით მონატრებულ ტკივილად ჰყავდი,
მაინცვერ დაგთმო, მკვდარი მაინც ხომ დაგიბრუნა.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:43 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველიმხრიდან გესმის ქართული,
აქეთმთებია,იქითმდინარე,
მოჰყვები ქუჩას წელგამართული,
ბედნიერებით პირმომცინარე.
გამვლელ–გამომვლელს შენი აქვს სისხლი,
გინდარომ ხელი მოჰხვიო ყველას,
სულზეტყვეობის ბორკილებს იხსნი,
ახლასიშორედაგაკლებს ვერას.
ეს სიხარულზე ბევრად დიდია,
გაუძელ,სხვაგზა არ გაქვს_ ასე რომ,
სიხარულამდე ცრემლით მიდიან,
დღესაღარგინდადარდშიგახსენონ.
მიწა თუ ზეცა, კენჭი თუ ლოდი,
დუღსდა ქართული გადმოსდის ღვენთი,
აგიხდახედავ,რასაცელოდი,
თუ სთხოვ, უთუოდ შეგისმენს ღმერთი.
მალე წარსული დარჩება შორით,
მიწაზეიყავ,მაინცუმიწო,
დღესდაიბადე და თავის პოვნით,
თოთობავშვივით ხდები უბიწო.
აქეთ ქართული, იქეთ ქართული,
ყველგან ქართული ისმის ხმები და,
დადიხარ ისე წელგამართული,
თითქოსახლახანს მოხველ მთებიდან.
დგას სამშობლო და ცრემლიან ხმაში,
ბზარიაქვსდაღლილს, ჩურჩულით ამბობს,
მადლობა უფალს, დაბრუნდი სახლში
და გულზე გაკრავს ცრებლიან ამბორს.
ატოკებია ფესვებს ძარღვები,
გიშლიან დღეებს ცარიელს, მრუდეს
გაზრდილან შენი სოფლის ბალღები,
უბრუნდებიან მერცხლები ბუდეს.
ყველგან ნაცნობი მოისმის ხმები,
საგალობელთა საკადრი, მსგავსი,
კარგავდა მაშინ უთუოდ ხვდები,
რომ შინაურის არ იცი ფასი. გახსოვდეს,
აქ ხარ სასრულ –საწყისით,
ხომ ხედავ ყველგან ქართული ისმის,
დგასსაქართველო სავსე სასმისით,
გლოცავს და სულზე ბორკილებს გიხსნის.
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:44 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მზესთან მიყვარს თამაში,
სხივიმიპყრია ფუნჯადა,
სითბორომ შევა ძალაში,
ცას რომ იფარებს ლურჯადა.
გულს მივსებს სავსე მთვარობა,
ღამითოცნებას ანაზებს,
მახარებს ქართველ–ქალობა,
მიხდება და მალამაზებს.
ღელავენ კაბის კალთებთან,
ვნებააშლილი ქარები,
და დილის ათინათებთან,
წამწამებს ხრიან ქალები.
ეკეკლუცება ზამბახებს,
ქალიხომ მუდამ ბავშვია,
უყვარხარ, გულს დაგანახებს,
დრო და ასაკი წაშლია,
(ზოგი მზით, ზოგი მთვარით და,
ზოგიცსულსლექსითიპურებს,
ზოგიერთობაქალითდა,
თვალებში ურცხვად გიყურებს.)
სითბო რომ შევა ძალაში,
ვეკეკლუცები მზესაო,
ვისაცარ ესმის თამაში,
ის გადის _"ესამესაო"
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:45 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცა სასწაული ამოგირჩია ქრისტემ,
აელვებული, ანგელოზების ფერი,
სადაცარ ვიყო, თქვენთან მოვდივარ ისევ,
შენ სხვანაირად მაამაყებ და მშველი.
სულერთი არის რომელ კუთხეში იშვი,
წვეთიხომ მაინც ერთი სისხლი აქვს ძარღვებს,
ჩემიმოძმეხარ,ჩემიგენიდა ჯიში,
სულთაკავშირი საზღვარს ყოველთვის არღვევს.
ჩემი ხარ ჩემი, შენი კარგით და ავით,
და გული მტკივა, როცა ასცდები სავალს,
სხვაშივერ გაგცვლი ჩემის ცოცხალი თავით,
ხარობდა ვხარობ, შენი დაცემა მზარავს.
გახსოვს, შვილები ვერ მოერია ისრებს
ერთადშეკრულებს, მამამ დასცადა როცა,
ერთადრომ გხედავთ, გულს სიხარული მივსებს,
ისე გიხდებათ ღმერთთან ერთობით ლოცვა.
ჩემო ქართველო, არ მომატეხო მხარი,
მამულსშევუდგეთ, ნაღალატევს და უძლურს,
არ შეგვიგინოს ვინმემ ოჯახის ქალი,
ვანაცგაგვზარდა და გვაწოვებდა ძუძუს.
მკერდი რომელიც ჩემი სისხლით გაქვს თბილი,,
შემომაფარე, მარტოს ტკივილი დამხრის,
წინაპართაგან გვერგო სხვაგვარი ძირი,
თუ შემიყვარებ, მტრის ავიცილებთ მახვილს.
ჩემო ქართველო, ზურგში არ ჩამცე დანა,
მოკეთედ მოდი, ამიმაღლდება ჭერი,
სიყვარულის ვითხოვ, ასე ბევრია განა,
ერთობით დავდგეთ, დაგვიმარცხდება მტერი.
უამბეთ შვილებს, ნუ დავივიწყებთ იმ დროს,
გამარჯვებულებს სისხლი უდუღდათ ერთი,
ჰეი ქართველნო, ახლაც ვჭირდებით დიდგორს,
"ერთად ღვთისაკენ"! თქვენ გაგახარებთ ღმერთი!
 
nukriaДата: სამ, 20.05.2014, 17:45 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარხარო _დაიფიცე დედა,
და თვალებში წამოგენთო ალი,
არ მატყუებ?_ გეკითხები მე და,
ეშმაკურად მითამაშებს თვალი.
ბაგეებზე გეფინება სითბო,
ნიღაბსეძებ,ცოტაუფრომკაცრის,
იქნებზოგჯერშეუძლებელს ვითხოვ,
მავიწყდება გულგრილობა კაცის.
მიყვარხარო_ დაჯერება მთხოვე,
მე კი გულში მაინც ხინჯი მრჩება,
ვდარდობ, ტყუილი არ გამოდგეს თორემ,
იცოდერომ დედა მოგიკვდება.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ნანა მეფარიშვილი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 45
  • 46
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость