გიული ჩქარეული - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიული ჩქარეული
გიული ჩქარეული
nukriaДата: კვ, 15.03.2015, 02:19 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულს დაგროვილი ოცნება,
ნეტამც კი ამიხდებოდეს,
სიცოცხლის ნდომა წყურვილი,
არასდროს წამიხდებოდეს.
სამშობლოს ნატვრით ეს გული,
არასდროს მამიკვდებოდეს,
ღალატით ნასროლი ტყვია,
ქართველს არ მამიხვდებოდეს.
შურით პირგამეხებული,
ძმა კარს არ მამიხდებოდეს.
სამშობლოთ შორს გასაქცევად,
საქმე არ გამიხდებოდეს.
მტრის სისხლში ამოსავლები,
ხანჯალ არ გამიცვდებოდეს.
სამშობლოს გამყიდველისთვის,
ტყვია არ ამიცდებოდეს.
ბრძენ კაცთან უბირ უმეცარს,
სიტყვა არ შამიცდებოდეს.
რწმენაში უფლის მადლ მოსხმულს,
ეშმა არ შამიჩნდებოდეს.
დედ-მამის შამარცხვენელი,
შვილი არ გამიჩნდებიდეს.
სხვის ქონებისკენ მაცდურად,
ხელი არ წამიცდებოდეს.
ძმა ძმისთვის ავის მდომელი,
მიწაშიმც დამიწდებოდეს.
მოღალატე და მოშურნე,
ცეცხლშიაც ჩაიწვებოდეს.
ლიქნა-შურისგან ქართველნი,
მთლიანად დავიცლებოდეთ.
უფლისგან ნალოც-ნაკურთხნი,
სიკეთით შავიცვლებოდეთ.
ძმა ძმასთან ჩახუტებულნი,
ბარაქით ავივსებოდეთ.
სამშობლოს მოწყვეტილები,
თითებზე დავითვლებოდეთ.
ქართული ვაზის ნაჟურის,
ლოცვებით დავითვრებოდეთ.
უფალო,შენს სადიდებლად,
არასდროს დავიღლებოდეთ.
ქართველთა ერთიანობა,
არასდროს დაირღვეოდეს.
ტაძრებში ბერთა გალობა,
უფლის კარს დაიღვრებოდეს.
მტყუან მართალიც უფლისგან,
ღრუბლებში გაიცრებოდეს.
არაგველთ შიშით სამშობლო,
მტრისაგან დაიცლებოდეს.
სამშობლოს მიწა ნატანჯი,
ვერცხლზე არ გაიცვლებოდეს.
ნეტავ დღევანდელ დღის მადლით,
ოცნება ამიხდებოდეს,
ჩემს სამშობლოში სიკვდილი,
ნატვრად არ გამიხდებოდეს!..

გიული ჩქარეული
 
nukriaДата: კვ, 15.03.2015, 02:20 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამშობლოდან შორს გაქცეულს,
ჩუმად მიმაქვს მუჭით მიწა,
ვგევარ გულში სისხლჩაქცეულს,
სევდამ ცრემლებს გზა კვლავ მისცა...
ვეფერები ჩემს წილ მიწას,
ეპკურება ჩემი ცრემლი,
მიწის სუნი აქაც მიცავს,
"ჭირსა შიგან"აქაც მშველის.
დაეკიდა ცრემლი წამწამს,
ხელისგულზე მიწას მისწვდა,
უცხო მიწის მადლის არ მწამს,
ჩუმად კვნესის ჩემი მიწა.
სხვის მიწაზე გადაკარგულს,
მათბობს მიწა,ერთი მუჭა,
ცას ვიხსენებ გადაკალმულს,
ნატვრას ბოლო კვლავ არ უჩანს...
ნაკუწ ნაკუწ დაჭრილს კიდევ,
მეც მოგპარე მიწა მუჭით,
ძვირფას ტვირთად მოგიკიდე-
შევუდექი ბილიკს დუხჭირს...
მალვით, ცხადად,მუჭით,ჯიბით,
ყველამ ერთად თუ ცალ-ცალკე,
შიმშილით თუ სხვათა ჯიბრით,
სახლ - კარს ფუძე დავუცალეთ.
ცხელო მიწავ,მგულს რომ მიწვავ,
ჩემს მამულს ნუ დამაცილებ,
დაგიბრუნებ კუთვნილ მიწას,
თუ შენს მკერდზე დამაძინებ...
სამშობლოდან გადახვეწილს,
ხელის გულზე მიდევს მიწა,
დარდით წელში გადატეხილს,
ცხელი მიწა ხელებს მიწვავს...

გიული ჩქარეული
 
nukriaДата: კვ, 15.03.2015, 02:22 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულს დაგროვილი ოცნება,
ნეტამც კი ამიხდებოდეს,
სიცოცხლის ნდომა წყურვილი,
არასდროს წამიხდებოდეს.
სამშობლოს ნატვრით ეს გული,
არასდროს მამიკვდებოდეს,
ღალატით ნასროლი ტყვია,
ქართველს არ მამიხვდებოდეს.
შურით პირგამეხებული,
ძმა კარს არ მამიხდებოდეს.
სამშობლოთ შორს გასაქცევად,
საქმე არ გამიხდებოდეს.
მტრის სისხლში ამოსავლები,
ხანჯალ არ გამიცვდებოდეს.
სამშობლოს გამყიდველისთვის,
ტყვია არ ამიცდებოდეს.
ბრძენ კაცთან უბირ უმეცარს,
სიტყვა არ შამიცდებოდეს.
რწმენაში უფლის მადლ მოსხმულს,
ეშმა არ შამიჩნდებოდეს.
დედ-მამის შამარცხვენელი,
შვილი არ გამიჩნდებიდეს.
სხვის ქონებისკენ მაცდურად,
ხელი არ წამიცდებოდეს.
ძმა ძმისთვის ავის მდომელი,
მიწაშიმც დამიწდებოდეს.
მოღალატე და მოშურნე,
ცეცხლშიაც ჩაიწვებოდეს.
ლიქნა-შურისგან ქართველნი,
მთლიანად დავიცლებოდეთ.
უფლისგან ნალოც-ნაკურთხნი,
სიკეთით შავიცვლებოდეთ.
ძმა ძმასთან ჩახუტებულნი,
ბარაქით ავივსებოდეთ.
სამშობლოს მოწყვეტილები,
თითებზე დავითვლებოდეთ.
ქართული ვაზის ნაჟურის,
ლოცვებით დავითვრებოდეთ.
უფალო,შენს სადიდებლად,
არასდროს დავიღლებოდეთ.
ქართველთა ერთიანობა,
არასდროს დაირღვეოდეს.
ტაძრებში ბერთა გალობა,
უფლის კარს დაიღვრებოდეს.
მტყუან მართალიც უფლისგან,
ღრუბლებში გაიცრებოდეს.
არაგველთ შიშით სამშობლო,
მტრისაგან დაიცლებოდეს.
სამშობლოს მიწა ნატანჯი,
ვერცხლზე არ გაიცვლებოდეს.
ნეტავ დღევანდელ დღის მადლით,
ოცნება ამიხდებოდეს,
ჩემს სამშობლოში სიკვდილი,
ნატვრად არ გამიხდებოდეს!..
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიული ჩქარეული
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость