ოთარ რურუა - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ რურუა
ოთარ რურუა
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 07:27 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველთვის გღალატობ და ისე გშორები,
ჯვარზე ხარ გაკრული ჩემივე ქმედებთ.
და მაინც ზურგიდან სულ გიახლოვდები,
და მაინც, ყოველთვის შენ მეიმედები...

წვიმიან ამინდებს ვუცდი და ვღონდები,
ცარიელ ქუჩებში ხეების რიგია...
ქარისგან შთენილი ნუ შეგეცოდები,
ყრმობიდან აქამდე ერთი მაქვს სტიქია...

გარშემო ბოლო დროს არავის ვენდობი,
ასე ხომ სიჩუმე ნაკლებად მტკივდება.
არ ვრჩები მარტო და არც უიმედობით,
შენს ძალას თუ ვიგრძმობ, რა გამიჭირდება...
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 07:29 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ხსოვნა იყოს ყველა იმისი -
ვინც მამულისთვის თავი გასწირა,
ვინც ქართველობის იყო სინდისი,
ვისაც ათოვდა... ვისაც აწვიმდა.

შევამკოთ ყველა შესამკობარი,
მოვიხსენიოთ ლექსად... არაკად
და შევსვათ მათი შესანდობარი -
ვინც შეეწირა მამულს ზვარაკად.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 07:33 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე აღარ მახსოვს,
რა იყო წინათ...
მას მერე ბევრი
გავიდა წელი.
თქვენ ახლა შავთეთრ
სიზმრებთან გძინავთ
და ჩემგან აღარ
მოელით წერილს.
მე აღარ მახსოვს
რა იყო მაშინ,
როცა აპრილი
დამქონდა თმებით...
მითხრეს, დადიხართ
უჩემოდ ქარში
და რომ ბოლო დროს
ლოთივით თვრებით...
მე აღარ მახსოვს
რა იყო გუშინ...
მზემ მიმატოვა
წელთა თარეშში...
ჯობდა, ასეთი
ჭრილობით - გულში,
ქარის ამარა
რომ არ გამეშვით.

/მარიამ კოზმანიშვილი/
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 11:19 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარს კიდეც ამავუსწრებ და
მინდორში გავშლი კარავსა,
მემრე წამავალ... მაგძებნი
პირმშვენიერსა ქალასა.

ცხენზე შაგისვამ... ჭენებით
გადაგატარებ ცხრა მთასა,
ბაგეს კოცნებით აგივსებ,
მკლავზედ დავიფენ მაგ თმასა.

მთაში დაგიკრეფ გვირილებს,
არ დავიშურებ ძალასა,
მე მაგიშუშებ ტკივილებს
პირმშვენიერსა ქალასა.

მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით,
გულწრფელად ვამბობ ამასა,
სხვას ქვეყნად ვერვის ნახავენ
თოლები შენისთანასა.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: პარ, 20.01.2017, 11:52 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებ
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 00:22 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ გიყიდი წითელ მიხაკებს
და ფურცელ - ფურცელ დაგაყრი მკერდზე,
გული უშენოდ ვერ გაიხარებს,
როცა არა ხარ ჩემთან, სულ გეძებ.

ისევ გიყიდი წითელ მიხაკებს,
ვიცი, რომ გიყვარს ტიციანივით,
მსურს ყველა ცოცხალს ასე გვიყვარდეს
ერთმანეთი... და ვრეკდეთ ზარივით.

ოთარ რურუა
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 00:35 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...გარეთ კი… მაინც, რა ხდება გარეთ;
კრავანგელოზნი, ღმერთს რომ წაჰგვარეს,
ქცეულან მგლის და ძაღლის ლეკვებად;
ყველას შიმშილი მიერეკება
სხვისი გობისკენ, სხვისი ჯიბისკენ,_
ეშმაკიც ისე ნაზად გიბიძგებს,
მოგეჩვენება უფსკრული მდელოდ;
განა ასეთი გსურდი, გამდელო.
რად მეჩვენება ცოდვა ცხონებად,
აღარც თხოვნა ჭრის, არც შეგონება_
ნაცნობ-უცნობის, იმის-ამისი;
უფალო, ხელი რატომ გამიშვი.
ღრუბლის უღრანი გამოიწალდე,
ვერ აღწევს შენი ცრემლი მიწამდე.
ვერ აღწევს შენი სიტყვა-ნუგეში,
მეც შენთან მინდა, ღრუბლის გუბეში _
ჩავაწყო ფრთები, ვიდრე შემახმა,
ბოლო იმედი მაინც შენა ხარ.
დაყოფილია ზეცა ღრუბლებად,
დაყოფილია ქუჩა უბნებად.
რომელი არი შენი ღრუბელი,
ვისი ვინა ხარ, რომელ უბნელი;
`_ჰა, ძმა, მიცანი თუ ვერ მიცანი?!~_
ბალღები ცამეტ-თოთხმეტისანი,
თავად საკუთარ თავის მშობლები,
ვინ სანახევროდ, ვინ მთლად ობლები,
ისეთ საოცარ სპექტაკლებს დგამენ;
ღიად, ფარულად, დღეა თუ ღამე.
სხვა აზარტია ქუჩის თეატრი,
სცენაზე ნანახს ნუვინ შეადრით;
აქ თუ სისხლი გდის _ მართლა სისხლია,
აქ კულისები ვეღარ გიხსნიან.
აქ არ გეძლევა როლი მეორედ
თუ ერთხელ შერცხვი; აქ კლაკიორებს
აკრძალული აქვთ ტაში და `ბრავო!~..
პატივცემულო მკითხველო, რაო?! _
სათქმელს დავცილდი?!_ფილოლოგი ხართ?!_
გსურთ დამეხმაროთ?!_გმადლობთ მოგიხმართ
(სხვა საქმისათვის) თუ დამჭირდებით...
ჯერ, მოვიკითხოთ ჩვენი ბიჭები.
იქნებ როგორმე მივუსწრო ცოცხალს,
ვინც სასიკვდილო ბაგირზე ცოცავს,
კლდეზე დაკიდულ თავის საძმოთი...
ბორგავს ლეთე და ნაპირს გადმოდის.
დუმს შორეახლო ძველი ყორღანი,
ნაფრონტალნი და ნაკატორღალნი
წვანან დაღლილი მათი მამები,
რომ ამოხადეს სული წამებით.
გრძელდება მათი სულის ამოხდა _
მამიდან შვილზე _ `მერე, რა მოხდა?!~_
იტყვის ბრიყვი და, დარჩება ბრიყვად;
ჩვენ ხომ ბრიყვები ძალიან გვიყვარს;
გვიადვილებენ ცხოვრებას... სიკვდილს...
ბრიყვთათვის ვწერდი მეც, გვიან მივხვდი!
მეც ვიქცეოდი ხშირად ბრიყვულად;
ჭკვიანთა საბჭომ ერთხანს მიყურა,
ამათ მოსარჩლეს, იმათ მოდავეს,
პატივისცემა დამიცოტავეს
და თქვეს _ `მივუშვათ ურჩი ნებაზე~
და, შემატოვეს, ბრიყვებს, გემბანზე.
არადა, გემი ისე ირწევა,
ვგრძნობ, ნაპირამდე ვერ მიიღწევა.
როცა გიჟია – მგზავრიც, მესაჭეც;
იქ ზღვაც გიჟდება _ ჰოდა, მეც მსაჯეს.
ძმებო და დებო, მე რა შუაში,
ვწერე კალმით და ვხატე გუაშით
სულელთა დაცვის ვრცელი კანონი,
თუმცა ვიღაა ჩემი გამგონი.
წყალში მიყრიან ამაგს კი არა,
მეც მიმაყოლონ ტანსაცმლიანად
ლამის და, უკვე ეს მერამდენედ,
ასე უხდიან მადლის ჩამდენებს
თავქარიანნიც, უთავქარონიც...
`_ ვისი ხარ, ბიჭო?! _ ახლა ქარონის;
ადრე მეც... ჩემი მშობლის ვიყავი,
მოკლე ყოფილა ყოფნის იგავი~...
_ქარონ, ეს ბიჭი უნდა დამითმო,
ძალზე ნორჩია, ვფიქრობ, სამითოდ.
იცხოვროს,ნახოს, დაიმსახუროს,
ვითომც ყრუა და ვითომც არ ყურობს
ქარონი, მაგრამ არც მე ვეშვები,
გამომიჩინა ბოლოს ეშვები.
_ნავი, უმგზავროდ, არ წავა უკან,
შენ ჩაენაცვლე, სურვილი თუ გაქვს!
_მე ჩავენაცვლო?! ჩა-ვე-ნაცვ-ლე-ბი...
ჯერ გადავთვალო სტროფში მარცვლები,
ოფლის მარცვლებიც, რომ მაყრის შუბლზე
და დავბრუნდები _ შუბით, ან შუბზე!
ჩავენაცვლები, დავენაცვლები,
ჯერ მოვიმზადო სუფთა საცვლები,
ფეხისამოსი, ტანისამოსი,
ხელფასი რა მაქვს?! _ სამჯერ სამოცი;
ყველაფრისათვის არც მეყოს იქნებ...
ქრის ქარქარონი და ნიჩაბს იქნევს;
თუმც ბებრადშობილს არ შერჩა ძალა,
მითის კანონი შეღავათს კრძალავს;
თვალს და ყურს შუა ხუნდება მითიც,
ეს მდინარნარეც, მითში რომ მიდის
აქ, _ აფროდიტე, იქით _ არესი;
ტალღაც, რომელმაც მკვდრის მდინარეში
შემომათრია, ცოცხალი, ზღვიდან,
ფრთასურვილებიც, დღემდე რომ გვზიდა
მიწიდან ცამდე, ციდან ცის ცამდე,
ღმერთო, გულით თუ თვალებით მწამდე,
ხომ თვალებიდან შედიან გულში,
ხომ ასე იყო გუშინწინ, გუშინ;
დღეს რატომ ხდება მაინც ამგვარად,
ხარ ყველგან (სხვაგან) ოღონდ აქ არა!
აქ სხვა ღმერთები ბიბინადრობენ _
ბალახ-ჯეჯილში, მთებში, დაბლობზე,
წყალში, ჰაერში, მიწაში, მტვერში;
იყვნენ თავისთვის, არაფერს ვერჩი,
მაგრამ ხანდახან მერჩიან თავად;
ღირს კი მიწიერ ღმერთებთან დავა?!
ღმერთო, ღმერთების მთელი მარაქა,
შენ მითზღაპარში ძალა არა გაქვს,
მე კი რარიგად მომიხაროდა...
უნდა დავბრუნდე უკან-ქარონთან!
_ ქარონ, ეს ბიჭი მამაა ჩემი...
შვილი – უფროსი, მშობელი – მრწემი;
ხო, ასეც ხდება, როდესაც წარსულს
მომავლისათვის სიცოცხლე არ სურს,
რადგან აწმყოა იმდენად მძიმე, _
პანდორას ყუთშიც არ ტოვებს იმედს.
ჩვენც ვჭედავთ ახალ იმედის ყუთებს;
შიგ ერთურთს ვჩურთავთ და ღამეს ვუთევთ,
ვუნთებთ სანთლებს და ვუწყობთ ყვავილებს,
ვიდრე ერთი დღე დღეს არ დაგვილევს.
და ვართ იმ ერთი დღის მოლოდინში,
გინდა სულ იყო? _ დიდი ბოდიში!
გადაწყდა, ვრჩები, მამის სანაცვლოდ,
ქარონთან... მამამ უნდა განავრცოს
ჯიში, უფლისთვის სათნო ესოდენ;
ხედვიდეს ბრმაც და ყრუსაც ესმოდეს,
რომ ღმერთი ჩვენში ავახშებს ძალას,
რომ ბოლოს ბოლო მოუღოს ჯალათს
რომ ეშმაკობა ანანოს ეშმაკს,
სიტყვის უფლება ჯერ კიდევ მეც მაქვს,
გზაც შორია და, გავართობ ქარონს;
ეგღა მაკლია ცრემლები ვღვარო!
სულ სულმოკლეთა ცრემლის ბრალია,
რომ ღელავს ხოლმე ლეთე ძალიან.
ცრემლისაგან იქცა გუბე მდინარედ,
ვისთვის მკვდარი ვარ, ვისთვის მძინარე.
კი, გენანებით, ვიცი, სამიწედ,
მოვა მამა და გამომაღვიძებს.
ჩვენ ერთურთს კიდევ მრავალჯერ შევცვლით,
რომ მივიტანოთ ბოლომდე ცეცხლი _
ქარში, წვიმაში, ყინვაში, ბნელში,
გეზს არ შეიცვლის სინათლის ელჩი;
დაე დასცინონ, რომ კვდება სხვისთვის,
მან იცის, რატომ ითმენს და იცდის.
იცის იესომ, იცის პრომეთემ,
როგორ აცივდა, ღმერთო, მომეთბე.
საკმარისია, მცირედი სხვისიც,
ხომ არ მეტყობა?! _ (შიგნიდან ვკივი,
შიგნიდან ვიგლეჯ ნერვებს და ხორცებს),...
რაც მქონდა, მეტი რა უნდა მომცეს
ერთ დროს შემწემ და ახლა მძარცველმა,
რკინა და ლოდი თურმე არც მე ვარ.
თუმც დაფქვავს ლოდს და დახრავს რკინასაც,
ვინც ჩვენი წერა წერა წინასწარ.
მეც მქონდა ჩემი ცრემლით საწერი,
დარდის და ფიქრის მთები გავცერი.
ფქვილი აქ დამრჩა, იქ მიმაქვს ქატო;
მორჩა ზღაპარი... აწ ვიღამ ხატოს,
ვიღამ ამოთქვას ჩემი სათქმელი;
არვინ დაადგას ახალსადგმელი
ძველ შესამოსელს... ძველი თხიერიც.
ახალი ღვინით ვერ იხეირებს.
აქვე მივმართავ ამაყ ხეიბრებს, _
თუმც ტურფად ჩანდით ჩემი სარკიდან,
ჩემი გაცემა მაინც დადგინდა _
უხმოდ, ბრალის და მოწმის გარეშე...
ბედნიერი ვარ, მშობელ მხარეში
სიკვდილი მქონდა მთავარ ოცნებად;
სხვას, აბა ვინ და, რას გამოგრჩებათ;
თქვენ ხომ სიმართლე გიჯობთ სიკეთეს
და სადაც ბოღმა ბუდეს იკეთებს
იქა ხართ ხშირად, როცა კეთილი
სულ მართალია წვიმის წვეთივით,
წყაროს წყალივით, მზის ალერსივით,
თქვენ კი მახვილი გაქვთ ალესილი,
თხლედ რომ არ ფასობს; იმ სიმართლისთვის...
მადლობა ღმერთს რომ, თვითონ გამცილდით!
სულ დამნაშავე რად ვიყო მსხვერპლი,
რად უნდა მშურდეს უდღეურ პეპლის,_
არ შემრგებია ერთი დღეც თაფლად;
სულ მიმათრევდით დაბლა და დაბლა.
აქ დამდაბლებულს – იქ, ცის თაღამდე,
ამაღლებს ღმერთი, _ ამას ღაღადებს
ყველა მათე და ყველა მარკოზი;
მართლა მოვკვდი თუ ისევ ნარკოზი
მიშლის დანტედან საშინელ ფურცლებს,
რომ თენდებოდა, - დაღამდა უცებ!
რატომ დაბნელდა ასე საეჭვოდ,
ეს რა ლანდების მწკრივი წაეწყო,
რას შემოკვნესის უსახო ბანდა,
ნუთუ, მეც, უკვე, ვიქეცი ლანდად?!
ხომ პოეტია პოეტის ლანდიც...
არც ის ჩიტი ვარ, როგორიც ვჩანდი
სიზიფესავით მეც ვიცი ფანდი,
როგორ შევუკრა ხელი თანატოსს,
რომ ჩემთან არვინ მოკვდეს არასდროს,
ან მკვლელს სიკვდილი იქით ვანატრო.
მე გავწვრთნი ანა-ბანა-განა-დონს,
რომ ჩემმა სიტყვამ დროში ანათოს.
დრო კი იქნება მანამდე, სანამ
არ მობეზრდება ღმერთს ეს ქვეყანა.
ვიდრე არ შექმნის ახალ სამყაროს,
მე ჩემს ტკივილთან სხვამ რამ გამყაროს.
თქვენც ხედავთ ჩემი სულის ოხშივარს,
ლექსს სხვები წერენ, მე კი-ომში ვარ!
და მწამს სიკვდილის და გამარჯვების
სიკვდილის შემდგომ, - ახლა მარჯვენით
ვკიდივარ ძელზე და ვითხოვ _ `მარცხნივ...
ერთი ლურსმანიც!~... – თქვენ ისევ მარცხვენთ
თქვენი სიძუნწით და უგულობით:
` _ აბა, ბულბულო, აქ იგალობე...
ნალურსმნალიდან მოგიჩანს ვარდი~_
ეს შენი ხმაა... მე კი _ მიყვარდი...
`მიყვარდი – ვარდი,~ _ აი პირველი
და ბოლო რითმა... ხმლის მომპირველიც
ერთ საქმეშია, მუდამ ჯალათთან;
ჩვენ განვსჯით ბოლოს ვინც იძალადა,
მაგრამ მანამდეც ხომ არაერთი
იყო მეფისტო, ლოტე, ლაერტი,
მწყემსი, მისანი, მეფე, ხუცესი,_
ყველა საკუთარ კანონს უწესებს
საწყალს, რომ არ სურს, _ დაეცეს გმირად...
მე გავისტუმრე ამ ქვეყნის ქირა,
იქ ცაში დამრჩა ერთი მევალე,
წასვლის წინ ბოლო მზერას შევავლებ
ქვევით ატეხილ დავიდარაბას,
მერე შემიღებს, ღმერთი, დარაბას.
ეს ვინ მომტირის ცრემლით მდუღარით?!
მაგ კეთილ გოგოს ვინმემ უთხარით,
თვითმკვლელზე გლოვა რა საშიშია...
_ მოეშვით, ხალხო, ესეც გიჟია...
_ შენი რა არი, ჩემო ბიძია...
_ არც არაფერი... სიზმარში, ერთხელ,
მახსოვს, მეწვია და მითხრა _ `გრეთხენ~...
ხმა ჰქონდა ისე ლბილი და თბილი,
გადამავიწყა ქმარიც და შვილიც.
თუმც გათხოვილი არც გახლდით მაშინ,
რაც ცხადში გვინდა _ ხდება სიზმარში.
დამათმობინა ზნეც, სამყოფელიც
და გახდა ჩემი შვილიც, მშობელიც
და, ვეძებ ამ ხმას, იმ დღეღამიდან,
აჰა, ვიპოვე, მაგრამ, რად გინდა?!
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 01:03 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბინდი ბინდია, მოვა შენთანაც,
შენს ფანჯარასაც მოეფერება,
შენი თვალები ბუვრჯერ შემკრთალა,
შენც გაბნეულხარ ცაში ბგერებად.

სუნთქავს წარსული დაუვიწყარი,
იგი სიტყვიდან ჩუმად ამოდის,
ისე მძაფრი და ისე ცინცხალი,
რომ ბედნიერი ხარ საღამოთი.

შენც ხომ გაქცევა გსურდა შინიდან
და შეეგუე ფიქრში ჩაკეტვას,
შეხედე ვარსკვლავს, ნუ გეშინია,
ისიც შენსავით მოჩანს აქედან
 
nukriaДата: ორ, 23.01.2017, 01:06 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე მადლობას გულით ვწირავ უზენაესს,
სიხარულით ვეგებები განთიადს,
გულით ვლოცავ უწმინდესს და უნეტარესს,
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს!

პატრიარქი მამულს ლოცავს,
ისმის რეკვა ზარების,
ივერიას მადლი მოსავს,
მადლი-წმინდა სამების.
 
nukriaДата: პარ, 03.02.2017, 06:26 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დედაჩემი მენატრება,
გული მტკივა ძალიან,
არ ჩამიქრო კელაპტრები
ღვთისმშობელო მარიამ.

მსურს ვუძლებდე ტანჯვას ამდენს,
მფარავდე და მწყალობდე,
რომ ამქვეყნად სიკვდილამდე
სიყვარულით ვგალობდე.

რომ ვხედავდე ქართველობას
ლაღს და არა დარდიანს,
მისთვის მინდა მარტვილობა,
ეგ ჩემს გულსაც სწადია.

მთელი ქვეყნის ბედზე მლოცველს -
გული მტკივა ძალიან,
ივერია დამილოცე,
ღვთისმშობელო მარიამ.

ოთარ რურუა
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ოთარ რურუა
ძებნა:

მოგესალმები Гость