ბადრი სულაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბადრი სულაძე
ბადრი სულაძე
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 13:53 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ გამომივლი, ნუ მოხვალ კენტად, ქარის შრიალიც თან მოიყოლე,
მე სიყვარულით რაღაც რომ მეთქვა შენ ქართან ერთად გამოგიგონე...
თუ გამოცდები ფიქრის ორღობეს და ისევ ნახავ წვიმას პირისპირ
ნუ მიენდობი წვიმას ბოლომდე, არ მემეტები თავსხმა წვიმისთვის...
თუ მარტოობა აღარ ვინდომე და ოცნებებით ვქარგავ გულისპირს
მე ქართან ერთად გამოგიგონე, ოღონდაც, მხოლოდ სიყვარულისთვის...


Сообщение отредактировал nukria - ოთხ, 08.03.2017, 13:54
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 13:54 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი თმები ნეტავ, დამასიზმრა შენი თმები, მკერდზე ჩამოშლილი თავთუხები;
მწიფე პურის ყანის სურნელებით ნაბახუსევივით გავბრუვდები; ავბორიალდები
მთვარის შუქზე, ელფებს გამოვიწვევ საცეკვაოდ, იმდენს ვიცეკვებ, რომ ვარსკვლავები,
მიწას ფიფქებივით დაეყაროს... ოღონდ, დამასიზმრა შენი თმები, მკერდზე ჩამოშლილი
თავთუხები..
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 13:59 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"პირი მზე, პირი მთვარისო",
ჩიტი წყაროზე ხალისობს,
მზემ კი, ასე რომ ყვავილობს,
უბე გვირილით ამივსო...
-ოქროს ნისკარტი, ჩიტუნავ,
გულმა ყოველთვის იგულა
და მხოლოდ შენ მოგისურვა,
ქალო, ნაზო და დიდგულავ...
"პირი მზე, პირი მთვარისო,"
მზე სიყვარულის მანდილს ქსოვს,
შენაც რომ აგაყვავილოს,
როგორც პატარა ატმის რტო...
-ოქროს ნისკარტი, ჩიტუნავ,
გულმა ყოველთვის იგულა
და მხოლოდ შენ მოგისურვა,
ქალო, ნაზო და დიდგულავ...
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 14:11 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დასანანია,
როცა ხარ ჩუმად,
შენ წყაროსავით
უნდა დიოდე,
შენ უნდა გავდე
პატარა ფუტკარს,
თან ერთს კი არა,
თუნდ ათიოდეს,
ან ყვავილივით
უნდა ხარობდე
და აოცებდე
ფუტკარს, წყაროსაც...
ვიღაც მოგწყვეტს და
ვიღაც არ მოგწყვეტს,
მაგრამ როგორც ქალს,
ისე დაგლოცავს...
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 14:14 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასწაული უნდა გერქვას
სუსამბარის
ტრფიალად გცან,
ზეიმი ხარ
ლამაზ ფერთა...
შენ ქალწული
კი არა და,
სასწაული
უნდა გერქვას...
თეთრი, თეთრი
ვარდისფერზე,
სიზმარივით
დაქსოვილი;
თითქოს ია
ბარდნის თმებზე,
ეფერება
თვალს რომ ღიმი...
ცა ირთვება
მზის პატარძლად,
მეჯვარედ კი
უხმობს მერცხალს...
შენ ქალწული
კი არა და,
სასწაული
უნდა გერქვას...

ბადრი სულაძე
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 14:20 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"ალხო-მალხო,
ჩიტმა გნახოს",
თვალზე ცრემლი
არ მანახო;
ცრემლი,
თეთრად მოციმციმე...
მე გაჩუქებ
მოცვის მძივებს...
"ალხო-მალხო
ჩიტმა გნახოს",
ჩემი ბაღის
შორიახლოს...

ბადრი სულაძე
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 14:23 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ გაზაფხულის
წამთა ფორიაქს,
მზე აწონიდა
მერცხლის ნისკარტით,
ყველაფერს ერთად
გადაწონიდა
შენი ღიმილის
ერთი მისხალიც...
მე სხვა სამყაროს
ვეღარ ვესწრაფი,
რომელიც უკვე
მთვარეს მიაგავს,
რადგან მზე, ცა და
ყველა მერცხალი
შენს ერთ ღიმილში
გაერთიანდა...
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 14:24 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაბა მარმაშისა,
ტანი ალმასისა,
ვარსკვლავს შესადარი ქალის,
სულზე მეფინება,
ისე მეფინება,
აღარ მეძინება ღამით;
თვალი ბივრილისა,
ცრემლი მსგავსი ცვრისა,
ვარსკვლავს შესადარი ქალის,
სულზე მეფინება,
ისე მეფინება,
აღარ მეძინება ღამით...

ბადრი სულაძე
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 14:33 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კაბა მარმაშისა,
ტანი ალმასისა,
ვარსკვლავს შესადარი ქალის,
სულზე მეფინება,
ისე მეფინება,
აღარ მეძინება ღამით;
თვალი ბივრილისა,
ცრემლი მსგავსი ცვრისა,
ვარსკვლავს შესადარი ქალის,
სულზე მეფინება,
ისე მეფინება,
აღარ მეძინება ღამით...

ბადრი სულაძე
 
nukriaДата: ოთხ, 08.03.2017, 14:33 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზას თუ ჩაცდები, ფერდაზე
ყაყაჩოების ტევრია...
მინდორს რომ წითლად ფერავენ,
სულ შენი კაბის ფერია...
თუკი ისინიც ნიავსა
თავის სიტურფით წყალობენ,
შენ რაღამ დაგაგვიანა,
რატომ არ ჩანხარ წყაროზე?!..
მარტო თბილ ღიმილს კი არა,
კოცნასაც ტკბილად შეგარგებ,
პეპელასავით ფრთიანად,
რომ მოხვიდოდე ჩემამდე...
ყაყაჩოები წვრილ-წვრილად
სათქმელს მთვარეს რომ ანდობენ,
ცოტას ნიავიც იკითხავს,
ყურთან შერჩენილ ამბორზე...
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ბადრი სულაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость