პოეტი პოეტიშვილი - Page 50 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:21 | Сообщение # 491
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უშგულის კოშკებს,შორს უშბას,გვიმზერდი ღამით თეთნულდი.
გულს ათიანში მომარტყი და მერე გამიერთნულდი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:22 | Сообщение # 492
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ვაჟკაცობას გაუმარჯოს, გაუ... ჭედია,
ჭირში, რომ მჭიდში მჭიდროდ ტყვია გაუჭედია.
დაცლილი ვაზნა ვაზიანის კი ბეჭედია,
უფროს ვარსკვლავზე შენ მიადგი კიბე ჭედია.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:24 | Сообщение # 493
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პოეზიის ასპარეზზე აღარ ჩანხარ იშვიათად.
ზოგი ერთხელ იშვა მაგრამ შენ პოეტო იშვი ათად.
არსიკვდილი არ ვინდომე,არ ვისურვე, არ ვინუკვე.
რომ მაცოცხლოს არ არსებობს სამყაროში არვინ უკვე.

პოეტ პოეტიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:25 | Сообщение # 494
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეშინია მე კობრის,
რომ ფეხებში მებორგვის,
მეშინია მეკობრის
და ახალი მეგობრის.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:26 | Сообщение # 495
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოვლინებულა ანგელოსთა დასად სვანეთი.
სულთა სავანე, სანეტარო დასასვენეთი.

ბედითი, ბედით შემიცვალოთ უნდა ან სვეთი,
ლამის ვიხილე ამას წინათ ნათლად სვანეთი.

კითხვის ნიშანო არ მპასუხობ მძიმე სასვენით?
ჩემო გურიავ სიყვარული მიძმე სვანეთის..

მთვარე ამთქნარებს, სახე უჩანს ღამე ნათევის.
სავანეთია თეთნულდიდან მანთებს სვანეთი.

/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:27 | Сообщение # 496
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სად გეენია და სად გენია,
ვიცი, რომ ღმერთის დასადგენია.

აღარ მიმიჩნევს აღუდ გენია,
ჩემში გენია აღუდგენია.

გველ-მორიელი ანტიგენია
თუმც, მაინც მგესლავს ანტი გენია.

სად გეენია და სად გენია,
ვიცი, რომ ღმერთის დასადგენია

/პოეტ პოეტიშვილი,
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:29 | Сообщение # 497
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგაპატიმრებს ერთ თხას ჯალ ათი,
განტევებას გთხოვს ერთხანს ჯალათი.
მეეეე,მეეეს ძახილი წმინდა ხმა ჯალის,
და შეჩერება გინდა აჯალის.

პირს იპრიალებს მოკლე ხანჯალი,
სადისტს არ უყვარს საქმის ჯანჯალი.
ხან ესმერალდა მოკლეს ხან ჯალი,
სადამდე? ცამდე ადის "ჯან" ჯალი.

/პოეტ პოეტიშვილი/

მე ერთს გკითხავ აწი კი თხავ,
ამ ლექსს გიგო წაგიკითხავს?!
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:34 | Сообщение # 498
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეახსენებს ასაკი ,რძეს.
ეშმას ხელზე მიესოს ცა!
როცა ხელს ჭრით არსაკიძეს,
მაშინ თითს ჭრით იესოსაც

პოეტ პოეტიშვილი
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:35 | Сообщение # 499
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარი სარკმელს ხებერს სძენს,
ხეზე მთვარე ბუკნაჭობს.
ვინ იბრიყვებს ბებერ ბრძენს?
ჭორი ჭოტზე უკან ბჭობს.
ციცამ მითხრა ქობულეთს,
ჩემი გულიც ბუქნავს ჭო...
ბულბულის წინ მობუზვებს,
შეეჩვია ბუკნაჭო.
ველი ქმრობის განაჩენს,
აჭიკჭიკდნენ ღლაპები-
მამაშენს და მამაჩემს,
რომ დაერქვას პაპები.
შენ მიყვარხარ მგონი სულ,
მივატოვებ ბოლის ბრუს.
ვწმინდავ სივრცეს მონისლულს,
გისაკუთრებ ბროლის ბუს.
ყურებს ცქვიტავს ოლოლი,
ელეთი და ტელეთი.
მოდი გავხდეთ ოლ-ოლი,
შევკრათ ცა და ხმელეთი.
შენ იქნები ზარნაშო,
ბაიყუში ან წყრომი,
ღლაპებს ვეტრფით არ ნაშობს,
შენი მკაცრი განწრომით.
/პოეტ პოეტიშვილი/
 
nukriaДата: ოთხ, 01.11.2017, 21:42 | Сообщение # 500
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მშრალი კანონი წყალზე

იხრჩობა იბრძვის უწყლოდ მზიური,
მთვარის ცრემლების ნარჩენებისთვის.
ოცნება მქონდა უტოპიური,
ერთ ჭას მოთხრიდნენ არჩევნების წინ,
ასე შვრებოდნენ ადრე ნაცები,
დაშრა დაბაში რაც თუ ჭებია.
და ჭის ონკანის არშენაცვლებით.
დაპირებები გაგფუჭებიათ.
ამ დიდ დაბაში მოდებულია,
დაუქროლავი წყალით ჩიყვები.
ბედი მოგვერდზე მოგდებულია,
ამჯერად აღარ გაგიბრიყვდებით.
მშრალი კანონი ჩვენთან წყალზეა,
წყლის წყურვილს ვიკლავთ ალკოჰოლებით.
აქ რომ ცისარტყლის ენაც ყალყზეა...
აქ რომ წვალობენ ხალხო ცოლები-
არ ვუსურვებდი ამას მტრის ცოლებს,
რომ არ გატიროთ ვცდილობ მეტით და
ეთათბირება მამა მის ტოლებს,
წყალი,რომ მოგვაქვს კილომეტრიდან.
ქალიც და კაციც დაბა-ბაჯანებს,
კაციც და ქალიც მეთულუხჩეა.
წყალი რომ გასვან მაჯა ბაბანებს,
ვინ ჩივის უწყლოდ ხე თუ უხმება.
რიგში ჩადგომა რა საცილოა,
წყაროზე დადგა სათლების ჯარი.
ასეთი ყოფა სასაცილოა,
თვალებიც ცრემლებს გვართმევს იჯარით.
დაბის ბავშვები მშობლებს არ თხოვენ,
რომ იწუწაონ ახლა წყლის თოფებს.
ცრემლის იმედებს მოლზე ამყნობენ,
რომ ღრუბლის ფთილებს დაბლა გვიყოფენ.
ახლა იგონებს ღვინო იმ დროებს,
ბედი რომ ჰქონდა ნატანების წყალს.
წყალი დაუთმეს სინოჰიდროებს,
გამოცლილია ს(ნ)ატანებისგან.
დაპირებები მოდის წყალუხვი,
გუნდურად ხანაც ნაზ არიებით.
მაინტერესებს როდიდან უკვირს.,
ქალაქს სოფლების ლაზარიები?!
რომ ვეღარ მორწყო ალიკამ კამა,
მის ბოსტანს მალე მიეძინება.
ლაითურიდან წყალი კამკამა,
კუვეიტისკენ მიედინება-

-ერთიარდიან მილსადენებით.

პოეტ პოეტიშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость