პოეტი პოეტიშვილი - Page 63 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
პოეტი პოეტიშვილი
nukriaДата: შაბ, 11.11.2017, 00:04 | Сообщение # 621
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უყურებ მთვარეს ღრუბლების ჩადრით
როგორ იფარავს გადაღლილ სახეს
როცა მზე მშვიდად ეზოში ჩადის
და სახლში ტოვებს ბეტონის სახლებს.
რუტინას ისევ ანაცვლებს სარკე
კისერზე გიჭერს ფიქრების ხლართი
დგები ყოველდღე შენ ასე ცალკე
ატარებ სხეულს სულ სხვების ხათრით
უცხადებ პროტესტს განგებას აშარს
სუნთქვა კი ხდება დღითი-დღე მძიმე
ამინდი ფიქრებს ქარებით აშრობს
მაგრამ ვერ შველის ჩვეულ სამძიმარს
რომ ეს სხეული - განგების ქარგა
არის ალიბი სულ უფრო მკვეთრი
რომ შენზე კონტროლს სამყარო კარგავს
და მის გარეშეც სივრცეებს კვეთავ
ბრუნდები ზოგჯერ...
მგზავრობამ ხშირმა
დაგღალა უკვე გტკივდება გვერდი,
ნაწილი შენი სხეულის - შირმა
ვერ ეგუება სამყაროს ვერდიქტს.
უყურებ ისევ ღრუბლების დაფას
გამარჯვებულის აწერენ სახელს
და სიმბოლურად ფიფქები დაფნის
გვირგვინის მსგავსად ახურავთ სახლებს.
სარკის წინ მშრალი ფიქრები გელის
ფიქრები შენი სხეულის ყურე
და მაინც სადღაც სიღრმეში გულის
ფიქრობ რომ ნანახ კადრებს უყურებ

ა.ჯანჯღავა
 
nukriaДата: შაბ, 11.11.2017, 00:18 | Сообщение # 622
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ფინჯანში ბევრია შაქარი, ჩაი არა.
ჰგავს ეს რაღაცით ჩემს ცხოვრებას, თანაც უშენოს.
შენ შეგიძლია უბრალოდ გვერდზე ჩამიარო
და ჩემს არსებას იმედები გადა-უშენო

რადგან უშენოდ ყველაფერი რჩება უცვლელი
მატარებლებიც ვერ უცვლიან მგვზავრებს ადგილებს
და ეს სამყაროც დარჩენილი ასე უცოლოდ
ცდილობს წვიმებით უშენობა გამიადვილოს

მაგრამ დღეები ნისლებივით არის უმწეო
მოჰგავს ღრუბლების ამჩატებულ ცაზე ფორიაქს
შენი ფილტვები მთელ სამყაროს სუნთქვას ურწევენ
და ამინდებსაც შენი თხელი კანის ფერი აქვთ.

თოვლის თითებით დაკემსილი თეთრი შინელი
აცვიათ ხეებს და ტოტებით დააქვთ კვირტები
შენც დაიჯერებ რომ სამყაროს ვიღაც შინ ელის
ჩემს თვალებიდან ამინდებს თუ დააკვირდები

ახლა ღამეა, ფინჯანი კი ჩაის გარეშე
გავს ჩემს ცხოვრებას ფერმიხდილს და თანაც უშენოს
ჩემზე ფიქრები შენ მარტივად ფენით გაიშრე
და ჩემს არსებას იმედები გადაუშენე

ა.ჯანჯღავა
Фото მეცამეტე თვის პოეტები.
 
nukriaДата: შაბ, 11.11.2017, 17:55 | Сообщение # 623
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღსდგება სამართალი კაცისა.
რადგან ყველას რაღაც საბუთი აქვს საიქიოს დარებისთვის, მიცვალებულს კი გულზე ცარიელი თითები დაუკრეფია.
ცუდია, აღარ არის დედაჩემი, რომ თვალი ჩავუკრა ამ წვინტლიანებზე.
აღარც ჩემი ბავშვობაა, რომ დოინჯშემორტყმული დედაჩემი გადაეღობოთ.
არეულია ყველაფერი, ცხადიც, სიზმარიც.
ამინდებიც არეულია.
ღმერთს რომ შევევედრო, დამენახვეო, აბა,
აქ სად მიპოვის, ნამცეცში..
- რა იყო ღმერთო, რომ ჩვილივით უნდა ჩამომსვა სიცოცხლის ხიდან!
ჯერ ნაყოფიც არ მომიწყვეტია, და აჰა, უკვე აღარ უნდა ვიყო.
..............................................................
ცხოვრებაში არაფრით არ მისარგებლია,
მხოლოდ ასაკით.
შემისვამდა ხოლმე შეუკაზმავ ზურგზე, მატარებდა და გადმომსვამდა.
ასე, რამდენჯერმე.
იყო სივრცე, იყო პეიზაჟები,
სხვა არაფერი.
სარი ერჭო, რომ ჩრდილი ჰქონოდა.
მსხალი იდგა ქალში,
ქალზე ძაღლი ება,
სხვა არაფერი.
 
nukriaДата: შაბ, 11.11.2017, 17:58 | Сообщение # 624
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბაბუაჩემი ხარის რქაზე ანთებდა სანთელს,
ლოცავდა ჯალაბს და მთელი დღე ეკიდა გუთანს,
ავი თვალისგან იფარავდა ყანას და საბძელს,
ხან მეფის ნაცვალს მსახურებდა, ხან კიდევ სულთანს.
დაიძვრებოდა სულში ზოგჯერ ბოღმა ნთხეული,
აჯანყდებოდა და ფილთა თოფს იგდებდა მხარზე,
დრო გადიოდა მერე ისევ ხარკს დაჩვეული,
მონის სქელ საბელს ირგებდა და ცხოვრობდა ზღვარზე
ბრძოლა, მონობა, წუთისოფლის უღელით მხარზე.
გაჰქონდა თავის პატარა ხნული,
არც დასასრული არც დასასწყისი, ბოლო არ ჩანდა.
ცხოვრობდა ასე ბაბუაჩემი,
ხარის რქაზე დამნთები სანთლის...
1987 წელი.
 
nukriaДата: შაბ, 11.11.2017, 18:02 | Сообщение # 625
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხვნა ვერ გვიშველის, მეტადრე არხვნა,
სხვები კერავენ მსოფლიოს რუკებს!
ჩვენი ცხოვრება ქცეული არღნად,
დასცინის ყველას, თან გუნდრუკს უკმევს.
გვიახლოვდება მორიგი წარღვნა,
მისი გუგუნი მოისმის უკვე...
 
nukriaДата: შაბ, 11.11.2017, 18:04 | Сообщение # 626
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხომ სულერთია, დღეს ვარ, თუ ვიყავ,
ანდა საერთოდ, ვარ თუ არა ვარ,
ალბათ, დღეები იქითკენ მიმყავს,
სადაც მიდიან დასამალავად.

ჩამოერღვევა ბაგეს თავისით
გაუგებარი სიტყვის ნაწილი,
მკვდრებს არ სცალიათ ფუჭი დავისთვის,
მათი დუმილი ყვავის ანწლივით.

ხომ სულერთია, დღეს ხარ თუ იყავ,
ანდა, საერთოდ, ხარ თუ არა ხარ,
მიწის ღამეში ჩაფლულო თიხავ,
მხოლოდ ღამეს სურს შენი დანახვა.

იყო საერთო ჩვენი ჭრილობა,
ნატვრის ხეები ჭრელნაჭრიანი _
ღამეულ ქარში რომ ჭრიალებენ _
გგონია შენი ძვლების ჭრიალი.

ხომ სულერთია, დღეს ხარ თუ იყავ?!
თუ სულერთია, რატომღა გიყვარს?!
 
nukriaДата: შაბ, 11.11.2017, 18:16 | Сообщение # 627
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ფეხის ხმა სიჩუმის ანბანია.
სმენა სწავლობს სიჩუმის კითხვას.
ჩაჩუმებული ნაბიჯები _ ნაგულისხმები სიტყვებია.
იცი, რას ნიშნავს წაფორხილება ორ სიტყვას თუ
ორ ნაბიჯს შორის?!
მიყვარს ღამის ზეპირსიტყვიერება, _
ის, რაც თავს იყრის შენი ყურის ნიჟარაში და თანდათან მძაფრდება ბგერა დიდი სიჩუმის დასაწყისისთვის.
სხეულით ვგავარ მოსიარულე იეროგლიფს და კიდურების გრძელი ჩრდილები არა მხოლოდ ფორმას მიცვლიან.
მე ვისვენებ საგნებთან ყოფნით და ქალაქის დამუნჯებას აგრძელებს ღამე.
დუმილის მეტს ნურაფერს მეტყვით.
ისეც სავსეა მეხსიერება ინფორმაციული ნაგვის ნარჩენით, რომელიც ღამით სადღაც გააქვთ ღამის ჭრიჭინებს და მახსენებენ სიყვარულზე დაფიქრების ბუნებრივ სურვილს.

ვარდი არ ჩანს, მაგრამ სურნელით აქამდე აღწევს.

ბავშვობაშია ჩარჩენილი მისი ფესვები და ჩვენ უკან დაბრუნების იმედებით აღარ ვტყუვდებით.
 
nukriaДата: შაბ, 11.11.2017, 21:08 | Сообщение # 628
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"სიმართლის არ უყვართ ბრიყვებს
არც თქმა და არც გაგება,
ყალბს ამჯობინებენ სიტყვებს
- "ბედისწერა","განგება"...

მე ვიყვირებ რამეს ისეთს
-ჩუმად მარტო მონა ზის.
ფლიდებს გავუქარწყლებ იმედს,
უსაფუძვლო რომანტიზმს.

ოპტიმიზმის არ მაქვს ხოში,
პესიმიზმსაც ვერ ვიტან,
ყოველდღიურ ლექსიკონში
ახალ ნაკადს შევიტან.

არ მაშინებს - შემხვდეს შარი,
თუ ვარ თვალის ამხელი
მინდა ერქვას ის,რაც არის,
ყველას თავის სახელი.

ნაღდზე ფიქრში ღამეს ვათევ
- არ მოვითხოვ ცხონებას.
ვინმეს მაინც გავუნათებ
ჩემი ლექსით გონებას."
 
nukriaДата: ორ, 13.11.2017, 08:04 | Сообщение # 629
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შემომაბერდნენ ლექსები,ჩარითმეს წიგნის არშიაეჰ ჩემი უმრავლესობუკეთეს ქვეყანაშიათავისუფალთა ზონიდანმივდივარ ნაცნობ ნაძვებთანგამიწყრა ტელეფონი და
სალამი გამინაწყენდაასაკმა დამისურათა ოთხივე აღმოსავლეთივარსკვლავთა დიქტატურა დაგაქვავებული სალუტივარამი შემომეყარაგრძელია მისი არსებაუარესების ქვეყანავარსკვლავებს ეთამაშება
 
nukriaДата: ორ, 13.11.2017, 19:36 | Сообщение # 630
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტავ დღეებიც ფურცლებს გავდეს რომ ამოხიო,
ანდაც წაშალო რომ თავიდან შეგეძლოს წერა"
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეტი პოეტიშვილი
ძებნა:

მოგესალმები Гость