პოეზი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 4 დან«1234562324»
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
პოეზი
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 22:47 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამაო ჩვენო,რომელიცა
ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი,ლმობიერი ვდგევარ შენ წინა ;
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინა ამით შეურაცხ-ვყჰო მე ლოცვა წმინდააა♥ ♥♥
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულოთ აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე ,,შეუნდე,-- არ იციან,ღმერთო , რას იქმან !!!!!
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 22:57 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე არ ვიცი ვინ მენატრება, მაგრამ ისე მენატრება,
რომ მუდამ ვეძებ და სახლიდან გაქცევას ვცდილობ,
სივრცეებში მომწყურდა ფრენა
და უცნობ გზებზე ხეტიალი უმისამართოდ.
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 22:57 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შორი ხარ ეხლა ჩემთვის.. უფრო ტკბილი ხარ ეხლაა..
სხვისი გულისა რა ვთქვა, ეს გული შენთვის ფეთქავს.
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:02 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხულია,გიჟი მარტი და
დროს აპრილამდე ვითვლი,
ქუჩებს მოვივლი,მინდვრებს დავთელავ,
მთას ავაკიხავ ფიქრით...
სად არ წავალ და რას არ მოვითმენ,
ოღონდაც მასთან...მისთვის,
სულ ყველა სათქმელს ერთად ავკინძავ-
- მიყვარხააააარ მეთქი ვიტყვი....

ვიტყვი და მერე ვიცი იწვიმებს,
აპრილში წვიმა იცის,
თავს ჩამოგადებ უთბილეს მხარზე-
- რა ვქნა,უშენოდ მიჭირს.....

დიკა სალაყაია
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:05 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლაშა მარგიანი
მინდა
იმდენი ვიარო ფეხით,
მთელი სამყარო შემოვიარო,
დაღლილი
სადმე
შეგხვდე შემთხვევით ,
შენთან გავჩერდე
და
მომიარო.
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:07 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვინ უღებს კარს გაზაფხულს?!
ჩვენ ზამთრის დარბაზებში
ვართ გალურსულები!
იქნება ქალები?
ეს ციხეთა პირველი გამცემნი,
ძუძუებს შორის გასაღებთა შემნახავები.

ბესიკ ხარანაული
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:13 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ დაგინახე,
შევიგრძენი მაგ თვალთა სიღრმე
და მე მაშინვე, (არც დავფიქრდი)
ღმერთი ვიწამე!

გ.ხ
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:15 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მორის ფოცხიშვილი - აღმოჩენა
წყალს ვითხოვდი,
ცხრა მთას გადმოდიოდა,
ჩემს მკლავებში
ნაკადულად დიოდა,
სულ სტკიოდა
თურმე რაც მე მტკიოდა,
ჭრილობაზე
მეღვრებოდა იოდად...
არ მტოვებდა.
როცა სხვები მტოვებდნენ,
ხორცს იგლეჯდა,
ოდეს სხეულს შიოდა,
სულს მითბობდა,
ალბათ გრძნობდა,მციოდა,
იწოდა და
ნაპერწკლები სცვიოდა.
ჩემთვის დუღდა,
მწიფდა, როგორც ვენახი,
ერთი იყო, ორად არ გაყოფილა,-
მახსოვს, ადრე
ღვთის წყალობას ვეძახდი,
ახლა ვამბობ:
სიყვარული ყოფილა!
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:20 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარ მაშინებს, რომ გავილევი
და წლების რისხვით დავჩიავდები,
ვიცი, ყოველთვის მოგეწონები,
მჯერა, ყოველთვის რომ გეყვარები,
როცა მუხლებში სისუსტეს ვიგრძნობ
და დაეტყობა სახეს ღარები,
ზამთრის სითეთრე როცა დამათოვს,
სიბერეს, შენში დავემალები,
დრო ჩართულია, საათებს ითვლის
და ფოთოლცვენის რეკენ ზარები,
დრო გაიყინა ჩვენს ბილიკზე და
ბედნიერების, შედგნენ წამები,
გთხოვ ჩამეხუტე, ჩემო სიცოცხლევ,
მსურს გამომიღო გულის კარები,
მე შენ მიყვარხარ, მინდა გჯეროდეს,
სულის გაყრამდე, რომ მეყვარები...
25.06.15.
ქეთი ალასანია.
 
nukriaДата: პარ, 06.10.2017, 23:40 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17563
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უბედური ხარ?
ხმამაღლა თქვი: მე უბედური ვარ! ისე რომ ძალიან მკაფიოდ და გარკვევით გაიგონო. მერე კი ეცადეთ ყრუმუნჯს აუხსნა შენი მდგომარეობა.
სამყარო ნაგავია?
გაიხედე გარეთ. შეხედეთ მწვანე ფოთლებს, მზეს, ცისფერ ცას და მერე ეცადე ეს ნაგავი ბრმას აღუწერო.
არაფერი შეგიძლია?
დახედე საკუთარ ხელებს და ფეხებს. ადგილზე გაქვთ? ჩადი მეტროში, მოძებნეთ ინვალიდის სავარძელში მჯდომი მათხოვარი და იგივე გაუმეორე.
არაფრის დრო არ გაქვს?
უთხარი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულს, რომელსაც რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენია – დიდი ინტერესით მოგისმენს.
ფული არ გყოფნის?
მოუყევი შენი პრობლემის შესახებ შავ მუშებს, რომლებმაც ფეხი აიდგეს თუ არა დაიწყეს ბრძოლა გადარჩენისთვის, საკუთარი ლუკმა პურის საშოვნელად ბავშვობიდან მუშაობენ და ამის გამო განათლების მიღებაც კი ვერ მოახერხეს, ცოტა უკეთესი სამსახურის პოვნის შანსი რომ ჰქონდეთ. ისინი აუცილებლად გაგიგებენ.
მაინც უბედური ხარ?
მიდი ციხეში, დაელაპარაკე სამუდამო-პატიმრობამისჯილ პატიმარს, იმას, ვისი შვილიც პედოფილმა გააუპატიურა, ან კიდევ იმას, ვისაც თვალწინ დაუხოცეს მეგობრების მთელი არმია. მოუყევი მათ როგორი უბედური ხარ! თანაც დეტალებში! მთელი სული და გული ჩააქსოვე.
შეგრცხვა? მაშინ მორჩით წუწუნს წვრილმანებზე. სწორედ დღეს არის ის ორშაბათი, რომლიდანაც ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდი!
ნუ კარგავ დროს!
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » პოეზი
გვერდი 4 დან«1234562324»
ძებნა:

მოგესალმები Гость