გიორგი ზანგური - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ზანგური
გიორგი ზანგური
nukriaДата: კვ, 27.05.2012, 02:40 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მკვლელი

მოგკლავდი…
მაგრამ…
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე…
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.

მოგკლავდი…მაგრამ…
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.
 
nukriaДата: კვ, 27.05.2012, 02:40 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
შენს ძუძუს თავებს-
ალუბლის მარცვლებს
დავკოცნი როგორც
ლალის საყურეს.
მზე ასუფთავებს
ვნებებს და განცდებს
და აღზნებული ტანზე დაგყურებს.

შენ გაშლი მკლავებს
ფეხებს და თრთოლვით
დაუცდი ნუშის
დაკვირტულ რტოებს.
გაზაფხულს კლავენ
უხეში თოვლით
და როგორც გუშინ
მე გტოვებ!გტოვებ!

მე მოვალ დილით,
როდესაც შენში,
სიზმარი ბოლო
აკორდს აიღებს..
და ისევ შიშველს
აგიყვან ხელში,
შერცხვება თოვას
და გადაიღებს.

მიგაწვენ ვარდის,
ფურცლების ზვინთად,
ხარ - ირემივით
მოგიძოვ ვნებას
და ისევ ბარდნის,
და შენთან მინდა,
და რაღაც ჩვენზე
უზომო ხდება.

მზე დადნა
შენი განცდების ცქერით,
გაიძრო ზეცა
და შენსკენ მოდის
და ვდგავარ,
როგორც სამყაროს მცველი,
და ვიბრძვი
შენი სურნელის ტოტით..
 
nukriaДата: სამ, 29.05.2012, 14:46 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სურვილების ყულაბა

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს
ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი
 
nukriaДата: შაბ, 02.06.2012, 14:07 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ქალო სირცხვილია
შინ შედი........
ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს,
ქალო, ეგ ღიმილი, ჯოკონდასნაირი,
ვიღაცას ქუჩაში მოკლავს...

ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს,
ვნებამორეული გსინჯავს.....
ქალო, სირცხვილია,
ყელს როგორ იღერებს
მაგ სავსე გულ-მკერდში ჭინკა........

როგორ გსვამს ეშმაკი, ურქო და უკუდო,
ბადაგით პორსავსე ფინჯანს,
ქალო, სირცხვილია........
დახარე ქუთუთო,
შიშველი თვალები გიჩანს!.......
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 15:50 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ხელი დამრია სევდამ და
მუხლში მომხარა იარამ,
ცხოვრებამ სად არ მათრია,
მაღვინა, ხან მათრიაქა.
ცხოვრება ისე გავიდა,
იმდენმა წყალმა იარა!
ბოლოს დავეცი. წაქცეულს
მოყვასმა გადამიარა...
მაინც ზეცისკენ მივფრინავ,
იქ გხედავ თვალებპრიალას,
აღარ მაშინებს ქარები,
ვხვდები, რომ არის გვიან და...
ისევ ღვინით და თრიაქით
საკინძეს გიხსნი ფრიალას,
უარს არ მეტყვი, ვიცი, რომ
გულის კარები ღია გაქვს!
ასე გავივლი სიცოცხლეს
და ვინც სამარის პირას დგას,
ვუხმობ, მობრუნდეს, რადგან იქ
ვერ აშუშებენ იარას!
 
nukriaДата: ოთხ, 17.10.2012, 20:21 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუთის კენწეროდან

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი, ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.

ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.

ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიზსენბდი , შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.

ქარმა გაიტაცა ხიდან საქანელა,
ჩვენი ბავშვობიდან აწმყოს ვიფერადებ,
მახსოვს ერთი სახლის ქუჩის დაქანება,
სადაც საქორწილო კაბას გიკერავდნენ.

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია ,
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწროდან,
ახლა თუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
ქალაქს ხალისით რომ თვალში ეცემოდა.
 
nukriaДата: შაბ, 05.04.2014, 01:56 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეგ თვალები მზის ალერსით იმზირება,
ეს ტუჩები კვალს ტოვებენ მკერდზე.

მონატრება ვნების ფსკერზე იძირება,
დაკარგული ნეკნის მერე გეძებ...

ეს თითები ტუჩზე ჩამოსრიალდება,
ეს მკლავები მოგეხვევა მხრებზე,
ქალი ხარ და მონატრება ჰქვია ვნებას,
სიყვარული აღვიძებსო ვნებებს!

ვნების გამო შეუყვარდა ადამს ევა,
სიყვარული შეგვაერთებს რჩეულს...
ახლა რა დროს წასვლაა და გადარევა,
სად სცალია ათრთოლებულ სხეულს...

ეგ ტუჩები დღეს ბაგეზე დამადნება,
დამნებდება ხორბლისფერი მკერდი,
შენ ხარ ჩემი სიყვარულის გამართლება
და ყველაზე სასურველი მდედრი.
 
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 20:32 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც
მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.
 
nukriaДата: ორ, 16.03.2015, 12:16 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის და
დაკეტე ზურგსუკან ოთახის კარები.

არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი,
ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარე,
რომ შენმა ფიქრმა და ზრუნვამ გადარიოს.

ლექსი წაუკითხე ალერსზე ხმადაბლა,
ეცეკვე მგზნებარედ, თამამად, უხეშად,
ასწავლე ტუჩებით ტუჩებზე გადაბმა
და კოცნა აქციე სევდიან ნუგეშად.

უთხარი, რომ მისი სუნისგან ირევი,
რომ მისი სხეული აპრილზე ნაზია,
დათვალე კაბაზე ნამცეცა ღილები,
პეპლებად დაბერილ მკერდზე რომ აზიან.

აჩვენე ნიღაბი, რომელსაც მოიხსნი,
მიხვდეს რომ მარტო ხარ და მისით აივსე,
მსუბუქი მისი თმა სახეზე მოისვი,
ბევრი ესაუბრე ვნებაზე, მაისზე.

გაჩუმდი, როდესაც დაიწყებ ფერებას,
რამე რომ ზედმეტი წამოგცდეს, ინანებ,
ჯობია აჩვენო ვნების გახელება
და მერე დაღლილმა თვალები მინაბე.

ახლა მან დაიწყოს ზრუნვა და გიაროს,
ოთახში მთავრის შუქს შიშველი დაუდგეს,
ღამემ გათენება რომ დაიგვიანოს,
მზის სხივად ლოგინზე შენ უნდა გაუთბე.

როდესაც გადაღლილს ძილი მოერევა
და შენზე დაღვრილი ბურანში ჩარჩება,
იქაც არ მოაკლო მგზნებარე ფერება,
ვერ შეძლოს სიცხადის სიზმრისგან გარჩევა.

ადექი ჩუმად და გამოდი სახლიდან,
თავთან დაუტოვე ყვავილის ფურცელი,
ვიდრე ამ შეგრძნებას სიყვარულს გახდი
და გამოებერება სიმწიფით მუცელი.

იარე ცარიელ ქუჩაში თავდახრით,
ცუდად მოიქეცი ასე რომ დატოვე,
თავს ირჩენ გრძნობებზე უხეში თავდასხმით
და ისევ ერთად ხართ შენ და სიმარტოვე.

დრო მოვა, როდესაც გონება შეშლილი
მიხვდები არავინ გიყვარდა მასავით,
მას გრძნობა ექნება შენდამი შეცვლილი
და გულში ჩაგიკრავს საყვარელ ძმასავით.

შეცდი რომ ასე ბრმად აყევი ჩემს რჩევას...
ქალი რომ თავისთან პაემანს დაგითქვავს,
ისწავლე ბედნიერ წუთების შემჩნევა...
ჩათვალეთ მე თქვენთვის ეს სიტყვა არ მითქვამს
- გიორგი ზანგური -
 
nukriaДата: კვ, 19.06.2016, 16:04 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?-როგორ ,არ ვიცი?
-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,
ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.
-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,
შენი თამაშის მე აღარ მჯერა.
-ნახე, მთვარეა როგორი სავსე
გეთამაშები გინდა ბალიბოლს?
-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!
-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!
-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.
-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,
გინდა თამაში დამტვრეულ გემში?
-რომ დაგვინახონ?
-ო,არა უშავს.
-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.
ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?
-გინდა გამთბარი ჰერი ყურში?
-ჩურჩულობანას თამაში გინდა?
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » გიორგი ზანგური
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость