ვაჟა ხორნაული - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 16 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 14
  • 15
  • 16
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
ვაჟა ხორნაული
nukriaДата: სამ, 24.03.2015, 17:40 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პირისპირ დავრჩით სიკვდილო
სხვა ავდარი და დარია
დედა_ჩვენს შორის რომ იდგა_
თანდათან ჩაქრა მკვდარია.

სითბო მოაკლდა ქვეყანას
ცის მხარეები მკრთალია.
 
nukriaДата: სამ, 24.03.2015, 17:44 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაცლილი სოფლის შუაგულში
სახლი ერთადერთი
და ბრძოლის ველზე
მეომარი უკანასკნელი-
ერთი ბედისა და დარდისა არიან.

როგორც სიცოცხლე საკუთარი
სახლი და მეომარი არ ეთმობა
ცასა და დედამიწას...…

ორივე იმედია ღმერთისა
და ღმერთია ორივეს იმედი.
 
nukriaДата: შაბ, 30.05.2015, 14:12 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სასწაულია ღრუბელი
გინდ ღამით
გინდა დილითა
ხან თვითონ გადაგეხვევა
ხან გეფერება ჩრდილითა
ხან დაბინდული გახარებს
ხან-თეთრი სადაფივითა
მეწყერი მწვანედ შემოსა
(გვალვა არიდა მდელოსა)
ყანა დალოცა წვიმითა
ნერგებს გალობა ასწავლა
ხმით-ნექტარივით ტკბილითა
ცასა და მიწას უცინის
მზისგან ნაკოცნი პირითა
მშვენიერი და მსუბუქი
ღვთიშობლის მანდილივითა.
 
nukriaДата: კვ, 31.05.2015, 13:41 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გარდაცვალებისას
კლოუნს
ღმერთის დუმილი ესმის
(და არა ტაში და ხარხარი)
და გადის სინათლიდან.

***
სამოთხე დატოვა ქალმა
და ქმარს ჯოჯჰოხეთში
ჭრილობაზე
სალბუნი დაადო.
 
nukriaДата: კვ, 31.05.2015, 13:42 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლოცვასთან ერთად
----------

როცა სიმართლეს
თვალწინ გიკლავენ
ეკლიანობენ
როცა ეჭვები-
რატომ არ გტკივა
ხმების სიმკრთალე
ან უმზეობას
რატომ ეჩვევი.

გეძინა-
მხსნელი ამ დროს წავიდა
(ნისლში ციმციმებს
ალი ფითილის)
და ძველისძველი
სალოცავიდან
ლოცვასთან ერთად
ისმის ქვითინი.
 
nukriaДата: სამ, 09.06.2015, 02:06 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიყვარულია “მტერთა მზარავი”
ანათებს მისი ხმა და საძვალე
არ დაემდურო ქვეყნად არავის
ყველას თავისი სევდა აწვალებს.

სიყვარულია გულის მბზარავი
სამოთხის ქარი თბილი ფრთამწვანე
არ დაემდურო ქვეყნად არავის
ყველას თავისი ხვედრი აწამებს.

სიყვარულია ხსნა და წამალი
მარადიული გზა და ლაზარე
არ დაემდურო ქვეყნად არავის
ყველას თავისი დარდი ამწარებს.
 
nukriaДата: სამ, 09.06.2015, 02:12 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
----------

ხის სახლი მქონდეს ნეტავი
(გარშემოც ღობე ხისაო)-
მოკეთის გამხარებელი
გამკვირვებელი მტრისაო
სიგრილე ხალისიანი
და სითბო ფესვებისაო
სიცოცხლისათვის მლოცველი
შვილი
მიწის და ცისაო
ნათლული სიყვარულისა
სავანე სინათლისაო
ბედნიერება უფლისა
დასაფიცარი სტუმრისა
ჩამხუტებელი მზისაო.
 
nukriaДата: სამ, 09.06.2015, 02:13 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხეივნებს აშრიალებდა
ცა უკვდავების წვიმითა
კლდე იდგა ნისლის ტალღებში
ღიმილიანი პირითა
ბრწყინავდა კოშკი _ნაგები
წმინდა ქვითა და კირითა
მთა იყო დამშვენებული
ყვავილოვანი ჩრდილითა
ჩემს ქვემოთ ენთო ღრუბელი
ნაქარგი ოქროს სხივითა.
 
Форум » ლიტერატურა » ლექსები facebook -დან » ვაჟა ხორნაული
  • გვერდი 16 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 14
  • 15
  • 16
ძებნა:

მოგესალმები Гость