მორის ფოცხიშვილი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მორის ფოცხიშვილი
მორის ფოცხიშვილი
nukriaДата: შაბ, 09.06.2012, 15:25 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
წამოგვეწია გრაკალთან წვიმა,
წამოგვეწია სიმღერა თითქოს.
დარაჯებს ჰგვანდნენ მრუმეში ხენი,
მთვარე უძინარ მორიგეს ჰგავდა...
არვის ესმოდა ჩურჩული ჩვენი
ჩვენივე ცხელი გულების გარდა.
ელნათურები ელავდნენ შორით,
ვეღარ ვარჩევდით სადგურებს თვალით
და ვრცელდებოდა ჩვენს ირგვლივ ჭორი
როგორც თუთუნის მსუბუქი კვამლი.
ჩვენ მოვდიოდით იმ ღამეს წყვილად
და იდუმალი მოგვქონდა სითბო.
რაღაცას წერდა მინაზე წვიმა,
წერდა და შლიდა სტრიქონებს თვითონ.
 
nukriaДата: სამ, 26.06.2012, 13:11 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ხვალ გადავწერ,
ხვალ ავაწყობ,
ხვალ მოვალ და გნახავ,-
არაფერი, არაფერი
არ კეთდება ახლა.
ხვალ იქნება, ხვალ ითქმება,
ფიქრს ხვალისთვის ვმარხავთ,-
არავინ და აღარავინ არ ირჯება ახლა.
ყველაფერზე ხეკს იღებენ,
მზე ტრიალებს ჩAრხად,-
ხვალ მოვალ და ხვალ გაკოცებ,
არ გაკოცებ ახლა !
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 23:19 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

როდის დაიწყო,რაც დაიწყო,
რატომ დაიწყო?
როდის იქნება, რაც არ იყო,
ან კი რა იყო?
რატომ დაინგრა,რაც დაინგრა,-
უნდა მდგარიყო.
რად მაგზავნიდი,რას მერჩოდი,
გზა თუ არ იყო?!
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 01:41 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

გევედრები,ისეთ მხარეს გადამხიზნე,

სადაც კაცთა სიძულვილი არ იციან,

თორემ რწმენა ისე გმინავს ბალდახინზე,

თითქოს ქრისტეს გაბზარული ლავიწია.

წამიყვანე,აქ მეტი რა დამრჩენია,

სანამ ლეთა ტყვედ წაგვასხამს გაბაწრულებს,

მსურს,მზე ვიყო ამოსული გამთენიას

და შენს სულში მოვუძღოდე გაზაფხულებს!
 
nukriaДата: პარ, 27.07.2012, 21:31 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა მსუბუქია ცრემლი, მაგრამ
მაგრამ რაოდენ მძიმე დღე უნდა ადგეს,
რაოდენ მძიმე დღე უნდა ადგეს
გულს,
რომ ეს ცრემლი
თვალთაგან წასცდეს.
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 02:33 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახსენება

ეს ლექსი მწარედ დაწერილი ლექსია,

წლების გალიაში ერთმანეთს ვეხლებით, -

გახსენება

ეს ლექსი მწარედ დაწერილი ლექსია,

წლების გალიაში ერთმანეთს ვეხლებით, -

იყო დრო, მკვლელები იღებდნენ პენსიას

როგორც პოეზიის მკვლელები.

ეს ლექსი მწარედ დაწერილი ლექსია.

სიმართლის მთქმელს ტყვიას შიგ შუბლში გესვრიან,

კალამსაც წაგღლეტენ სისხლიან ხელებით, -

ილიას მკვლელები იღებდნენ პენსიას,

როგორც საქართველოს მკვლელები.

ეს ლექსი მწარედ დაწერილი ლექსია.

ჩვენ ახლა ყველაფერს დრო და ჟამს ვაბრალებთ,

მტვერს ვაყრით არქივში არქივს, -

რაც არ წაუკითხავთ ამ თვალებს,

როდის წავიკითხავთ, მარქვით!

ეს ლექსი ადრე დაჩეხილი ლექსია.

სულში შეშფოთების ჩიტი ბუდობს,

ვინ თქვა, მორჩილება ბედია, -

გაყიდული ხარ, პიტიუნტო,

განწირული ხარ, მედეა.

იქნებ ჰაი-ჰარად გვიბრძოლია,

ნაღდი ქართველები სად არიან, -

იქნებ იბერიის ისტორია

მარტოდენ მითი და ზღაპარია?!

ეს ლექსი ცრემლით დაწერილი ლექსია.

დრო იყო, აღზევებამ დაგვამუნჯა,

გვიან მოვიკითხეთ ფესვები, -

შელანძღული ხარ, არტანუჯო,

შენი ოთხთავით და ფრესკებით.

დაკარგული ხარ, როგორც კახი და

გაძარცვული ხარ, როგორც ბიჭვინთა...

ო, საქართველო, რა გაგიჭირდა,

ხატები გაგაქვს დედა-ტაძრიდან?!

ეს ლექსი მწარედ მოსასმენი ლექსია,

ამ ლექსში მე ახლაც ჭკუიდან ვიშლები,-

ტიციანის მკვლელები იღებდნენ პენსიას,

როგორც რესპუბლიკის ერთგული შვილები.

საერო ხაზინიდან ითრევდნენ სარჩოს,

ჩვენ კი ერთადერთი, სიმართლეც ვერ ვთქვით, -

ვდგავარ თქვენს წინ და იჭვი რამ მაღრჩობს,

ვაითუ, ახლაც გაგვიწყრა ღმერთი.

ხმა არ გავიღეთ და დაწყვეტილ ლარებს

თრთოლვით გადავაბით დამსკდარი ვენები, -

ლურჯი აივნიდან მთაწმინდის მთვარე

ცარგვალს უერთდება ლურჯა ცხენებით...

ეს ლექსი იმ დღეს დაწერილი ლექსია.

ეს ლექსი ბღავილით დაწერილი ლექსია,

ამ ლექსში დაჭრილი ხარივით ვკვდები, -

ისევ თხოულობენ იქნება პენსიას

მსტოვრები, ჯალათები, მგლები.

რამდენიც გინდა იყვირე: "ილია ვარ!"

კონდახით გაგიხეთქავს იუდა საფეთქელს.

ჩვენი სირცხვილია ის იარა,

სულს რომ გვიშფოთებს და გვაფეთებს...

ეს ლექსი იმ სისხლით დაწერილი ლექსია.

თითქოს არაფერი არ მომხდარა,

ჩვენს მოკლულ შვილებზე ლამაზად ვბღავით, -

ტყავი ჩვენთვის არავის გაუძვრია,

ჩვენ თვითონ გავიძვრეთ ტყავი.

ტანზე რა ცოდვებმა გამოგვყარა,

ვინ ძოვს ედემ-ბაღში სინათლის ყვავილს, -

ღმერთმა სამოთხიდან ჯოხით გამოგვყარა,

ჩვენ კვლავ სამოთხეში გვგონია თავი.

ეს ლექსი ცხრა აპრილს დაჩეხილი ლექსია,

ვგრძნობ, თავს დამატყდება ზოგ-ზოგი რისხვად, -

ქართველი პოეტი ქართველთა მწყემსია,

იცავს ქართველობას "მეგობარ მტრისგან".

ეს ლექსი რწმენით დაწერილი ლექსია.

დგება მთაწმინდაზე ქართვლის დედა,

ვლოცულობთ, ო, ვინძლო, ვერავინ გაგვთვალოს,

და ჰა, კვლავ მოვითხოვთ შენდობას შენგან,

წმინდაო ილია, ილია მართალო!

ციდან ძირს ეშვება მესია მზისებრ,

ბრუნავს დედამიწა, ბორგავს ქვეყანა,

და ღმერთო ჩემო, ისევ და ისევ:

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!"
- მორის ფოცხიშვილი.
 
nukriaДата: ხუთ, 27.12.2012, 22:48 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საკამათო რა მაქვს დროსთან,
ან რას მარგებს საწუთროსთან ომი, -

ღვინო ღმერთმა შეგარგოს და
ჭიქა მაინც დამიტოვე, ჯონი!

ვაი, ბედშავს რა მიქნია,
ყველაფერი წამიგია მგონი, -
ყვავილები დამითმია,
მიწა მაინც დამიტოვე, ჯონი!

ვინ გაიგებს ართქმულ იგავს,
ვის რად უნდა დოლარი და კრონი, -
ოქრო-ვერცხლი ოხრად მიგაქვს,
ხატი მაინც დამიტოვე, ჯონი!

ჯონი, შენ ერთს გართობ როკვით,
ჯონი, გულზე დაგდებია ქონი, -
თავის დასახრჩობი თოკი,
თოკი მაინც დამიტოვე, ჯონი!

თითს მიქნევ და მასხრად მიგდებ,
თან სალდათად მერეკები მგონი, -
გევედრები, მოდექ-მიდექ,
წადი, სანამ ლამაზი ხარ, ჯონი!

საკამათო რა მაქვს დროსთან,
თვითონ უნდა გამოვნახო ფონი, -
ღვინო ღმერთმა შეგარგოს და
ჭიქა მაინც დამიბრუნე, ჯონი!
 
nukriaДата: ოთხ, 17.07.2013, 00:11 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცით, დიდიხანია ვიცით,-
ნულზე გაყოფა არ შეიძლება.

ჩვენ კი სიცოცხლეს ყოველდღე ვყოფთ
არარაობაზე და არაფერზე,...
და პასუხს ვეძებთ იმ კითხვაზე,
რომელსაც პასუხი არა აქვს.
თუმცა კარგად ვიცით,-
ნულზე გაყოფა არ შეიძლება
 
nukriaДата: შაბ, 07.12.2013, 19:31 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თითქოს არაფერი არ მომხდარა,
ჩვენს მოკლულ შვილებზე ლამაზად ვბღავით,
ტყავი ჩვენთვის არავის გაუძვრია -
ჩვენ თვითონ გავიძვრეთ ტყავი.

ეს რა ცოდვებმა გამოგვყარა,
ვინ ძოვს ედემ-ბაღში სიცოცხლის ყვავილს,
ღმერთმა სამოთხიდან ჯოხით გამოგვყარა,
ჩვენ კვლავ სამოთხეში გვგონია თავი".
 
nukriaДата: პარ, 03.01.2014, 02:22 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენსკენ ...
შენამდე ... 
შენდამი ... 
შენით ...
 
შენებრ ...
შენსავით ... 
შენს გამო ... 
შენთან ..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მორის ფოცხიშვილი
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость