ალეკო შენგელია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ალეკო შენგელია
ალეკო შენგელია
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 02:32 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ ნისლებში რომ იფერმკრთალებს;
თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ,-
ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული მოციმციმე.
თუ დავეცე,-ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო,მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.
გული დამაქვს სიყვარულის განახელი,
მყვარებია...ჰო, ცრემლებიც მყვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.
გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარ-ირემის ვაჟკაცური დაძახილიც...
-შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო,-
მეტყვის ვინმე,სტრიქონებზე თავდახრილი.
თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული უბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია...
დავიღუპო!.. ნუ მიტირებთ დანანებით...
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი...
ჩემი ქვეყნის ლამაზებო,მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 02:33 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 02:16 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
წამოდი ჩემთან

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ალეკო შენგელია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость