მანანა ფრუიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მანანა ფრუიძე
მანანა ფრუიძე
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 16:56 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

 
nukriaДата: კვ, 26.08.2012, 00:52 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

ქაშუეთთან სანთლის სუნი მეცა,
თითქოს მისკენ მიმიხმობდა ღმერთი,

სიცივისგან კანკალებდა ზეცა
და ქუჩაში მივდიოდი ერთი.

ბაგეს აჩნდა ვნებიანი კოცნა,
(ტაძრის კართან მიმელოდა ვერხვი)
და, თუმცა გულს ძლიერ სურდა ლოცვა,
ცოდვით სავსეს, ვერ შემედგა ფეხი...
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მანანა ფრუიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость