ზურა სალუქვაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზურა სალუქვაძე
ზურა სალუქვაძე
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 16:58 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
უი საწყალიო....ნათელში ამყოფოსო,
მისი სულიო....დაგვწყვიტა გულიო,
შემეცოდაო.....არ ჰქონდა ცოდვაო,
არც ვინმეს წყენინება...არ იცოდაო.
ვერ ვიჯერებო...გუშინ ვნახეო,
სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო,
ერთად ვიყავითო, მაშინო... ამ დღესო,
მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო.
გაიცინებენო სევდანარევადო,
ღიმილი შეაშრებათ...... სახეზე ნახევრადო,
მერე მოიწყენენ....აქ არარიო,
ნათელში ამყოფოსო....საწყალიო.
მერე ინანებენ...დროს რა მოჰქონდაო,
მოვფერებოდითო...შანსი ხომ გვქონდაო,
ძალზედ დაგვაკლდაო....გვძულს ეს ფაქტებიო,
მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო.
იცით?!... ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია,
უბრალო სინანულნი....სიტყვებით ითქმებიან,
უბრალოდ დასასრული, უბრალოდ დასაწყისი
სიცარიელისა და.......დანაკლისის.
კაცი რომ მოკვდება....გულებს აკლდებიან,
ზოგისთვის მეტია, ზოგისთვის ნაკლებია,
გულში ყველა მალავს საშინელ ჩანაფიქრებს,
რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს,
ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად,
ვერავინ ვერ ავცდებით მას განუკითხავად.
სანამ მოეტევა,სანამ მოეთრევა,
დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა,
დღეს ხომ ცოცხლები ვართ...მოდით მოვეფეროთ,
ერთურთი შევიყვაროთ ..... ერთმანეთს შევემღეროთ,
თორემ მოვა ის დღე და...გვიკითხავს სადარიო,
შემდეგ კი იტყვიან რომ ....უი, საწყალიო!

 
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 16:59 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
 
nukriaДата: პარ, 13.04.2012, 16:41 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
შენს ქალაქში არაფერი გვაოცებს,
შენს ქალაქში თურმე რა არ მომხდარა,
მაგრამ ერთი აქ კი ცხადზე ცხადია,
პოეზია აქ არასდროს მომკვდარა.
შენს ქალაქში კითხულობენ შენს ლექსებს,
შენი რითმის სიყვარულში გართულად,
შენს ქალაქში შენ იცხოვრე ქართულად,
ვაჟკაცურად და არა წარმართულად.
ნუ გგონია შენი ლექსი დაობლდა,
ნუ გგონია რომ ფურცლები დაობდა,
შენს ქალაქში ლამაზია ტაძარი,
შენი მუზა....არ წასულა, აქ არის.
ნუ გგონია რომ სიკვდილით გვშორდები,
ჩემო ნიკო.....ჯერ არ გემშვიდობებით,
შენ ქალაქში მოგვიტანე ფერები,
შენს საფლავთან მოვალთ...მოგეფერებით.
შენ გვაჩუქე სიყვარული ზღვაური,
შენ გვაჩუქე ნიკო გომელაური,
შენს ქალაქში ყველაფერი მოსულა,
შენს საფლავზე...იები ამოსულა!
 
nukriaДата: ხუთ, 18.12.2014, 18:01 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის მარცხნიდან მარჯვნივ წავა,

ამ ხიდს არა, იმ ხიდს გავა,

თუ არ ძალუძს მთაზე ასვლა,

შეუძლებელს შესძლებს…. ავა!

 

იცით რატომ ?…. მას ხომ ფიქრი,

ეფერება უფერულად,

მუდამ ცდილობს ხალხის თვალში,

არ გამოჩნდეს უხერხულად…

 

ის ცოლს ირთავს… მედიდურად

ხალხისაგან ატეხილი,

მას ვინც უყვარს ის არ მოჰყავს

სახელი აქვს გატეხილი…

 

ის ყიდულობს ახალ ჯინსებს,

ალბათ ნასესხები ფულით,

ძველით გარეთ არ გამოდის

რადგან არის უხერხული….

 

ის არ იცმევს მოკლე კაბებს,

რადგან საქმე არის რთულად,

ხალხი თვალს გამოაყოლებს,

თავს კი იგრძნობს უხერხულად…

 

ის თუ არ არს ბედნიერი

და თუ ქმრისგან ხელიც ხვდება,

ოჯახს მაინც არ დაანგრევს

უხერხულად გამოჩნდება…

 

ის ივენთზე მაინც წავა,

ეს ხომ არის მისი ჰობი

და სხვის კაბებს დაიწუნებს

თავად ნათხოვარი კაბით მყოფი….

 

ძველ ტელეფონს არ კადრულობს,

ასეთ რამეს ვერ მოითმენს

და სულ ბოლო მოდელისთვის,

ის საჭმელსაც კი მოიკლებს.

 

ძვირიანი მანქანიდან,

ის ტრაბახობს… ისე, მისთვის,

შორს ვერ მიდის … ბაკს ვერ ავსებს

ფული არ აქვს ბენზინისთვის..

 

მთავარია უხერხულად,

მათ არ იგრძნონ თავი ხალხში,

ყველაფერს გააკეთებენ

რომ ამაღლდნენ ხალხის თვალში…

 

მე კი ხალხის აზრს პატივს ვცემ

მაგრამ ჩემი…. მთავარია,

და სხვის გამო ცხოვრებასთან..

არ მოვახდენ ავარიას !

 

არ დავუშვებ ვინმეს აზრმა,

შემიცვალოს აზრი მიზნის,

მომიტევეთ მაგრამ არ ვცნობ…

ვინ სად, როდის, რა აზრს ისვრის…

 

უხერხული ? … მაშინ არის

როცა სხვის აზრს ელოდები….

სადაც მუდამ მთავარია

რას იტყვიან….. მეზობლები ?!



Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 18.12.2014, 18:04
 
nukriaДата: ხუთ, 18.12.2014, 18:04 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შენ საქართველო….

 

სხვას რას შეგადარო, სულში მეკუმშები,

სისხლში მიყივიხარ შენი მთა-ბარითა,

ჩემო საქართველო …. მე ხომ აკვნიდანვე

ვბრძოლობ ერთგულების გულის აბჯარითა.

შენი სილამაზე თვალზე მეფინება,

შენი მიწის სუნთქვის ხმაზე მეძინება,

შენი მონატრების სუნზე მეტირება

ჩემო საქართველო… შენთვის მეღვიძება,

ჩემო საქართველო … შენზე სიმღერებით,

თუნდაც მუნჯი ვიყო… მაინც ვიმღერებდი,

მტერთან შესახვედრად ვიყო უმოძრაო,

სხვას თუ ვეღარაფერს.. ბრაზს მოვიღერებდი.

სხვას რას შეგადარო ჩემო საქართველო,

მოვკვდე თუკი გული წამს არ ვაქართველო

სხვას რას შეგადარო გულში სანატრელო…

სიტყვად შემეცვალე …. მე შენ საქართველო!

 
nukriaДата: ხუთ, 18.12.2014, 18:05 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ…

 

მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ,

ვიწამე გრძნობები მე ყოვლად წმინდა

და წელიწადის ნებისმიერ დროს,

იასამნები მოგართვა მინდა.

 

ჩაგწვდები სულში, ვიგრძნობ შენს გრძნობებს

და სიყვარულის საგნად გისწავლი,

მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ,

მე შენს საყვარელ ცეკვას ვისწავლი.

 

მეცეკვე ტანგო, მეცეკვე ეშხით,

ამოვეხეთქოთ მგზნებარე ლავიდან,

მოდი “მედაშენ” ცოტა გავთავხედდეთ

და “ქალის სურნელი” შევქმნათ თავიდან…

 

მუზად მეწვიე და თითქოს აქამდეც,

ხშირად მწვევიხარ არეულ ფიქრებად,

მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ,

ვიქცევი მე შენი ღიმილის მიზეზად.

 

ხშირად გაგაღიმებ რომ ეგ საოცრება,

ფანქრით ბლოკნოტში სურათად ჩავწერო,

და წელიწადის განმავლობაში,

სამას სამოცდა ხუთჯერ დაგწერო.

 

მზის სხივთან ერთად ავდგები შენთვის

და შენს სიზმრებში შემოვქროლდები,

მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ

გვერდიდან არასდროს არ მოგშორდები.

 

მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ,

გულში საუცხოო გრძნობები მერთვის

და მსოფლიოში ყველაზე დიდი

სცენიდან მინდა ვიმღერო შენთვის.

 

მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ,

შენი ოცნების ფერებში ავხდები,

დაგიწერ ლექსებს ათას სიგიჟეზე

და შენი სამყაროს პოეტი გავხდები…

 

მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ,

ცამდე წამიღეს გრძნობის ქარებმა,

მთელი ცხოვრება შენ მეყვარები,

სხვა ქალი არასდროს არ მეყვარება.

მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ,

მთელი ემოციის გრძნობით დაგეცლები,

და მხოლოდ იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ,

სხვა თუ გეყვარება, მე შენ ….. გ ა გ ე ც ლ ე ბ ი !

 

 
nukriaДата: ხუთ, 18.12.2014, 18:05 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უთქმელისიტყვები

 

უთქმელი სიტყვები ყელში მაქვს გაჩრილი,

ნათქვამით კი მთელი სამყარო ავრიე,

იმ ღამით ტალახში დავეცი რადგანაც,

სასმელი კი არა, სიმთვრალე დავლიე.

გეძახდი ნუ წახვალ მაცადე ადგომა,

ხედავდი ვცდილობდი და იცი ვეცდები,

იქამდე სადამდეც გამიშვებს ლექსები,

მაცადე იქნება მე თვითონ გეცლები.

სიგარეტს სიცოცხლის ჯინაზე ვაბოლებ,

მინდა რომ თვალებში შევხედო აღსასრულს,

ამ ლექსის ბოლოში არ ვტოვებ ავტოგრაფს,

უბრალოდ მიჯღაბნით მივაწერ “დასასრულს”.

ცხოვრებამ წამებში შეცვალა ფერები,

წარსული წუთებში თავიდან გადამხდა,

ამხელა ძალა ხარ და თითქოს არ მჯერა,

ამ ჩემი სიტყვების მოსმენა რა გახდა.

პირველი სტროფებით გაკოცე ტუჩებში,

ეს სტროფი ამ ლექსის დასასრულია,

და შენთვის რომ უნდა მეთქვა მე იმ ბოდიშს,

წავალ და სულ უცხოს მოვუხდი სრულიად !

 

 
nukriaДата: ხუთ, 18.12.2014, 18:06 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყინვისყურძნისმტევნები…

 

ყინვა გამეფებულა

სამყაროში მალულად,

თბილისური თითები

წერენ გულს დაფარულად.

 

ძალა გადარჩენისთვის

ერთი ნაპერწკალია,

ერთი კოცნით მომხდარი

თავგადასავალია.

 

ზოგი მითი რეალურს

როგორ დამსგავსებია,

საცალფეხოდ ხიდი გვაქვს,

ფართო მხოლოდ გზებია.

 

ინტერესით მოვკვდები,

იმის იქით რა ხდება,

ნუთუ მართლა იწყება,

ნუთუ მართლა მთავრდება.

 

ჯოჯოხეთის ამალა

ეშმაკი რომ თაოსნობს,

ციდან საცდურს გვესვრიან,

ყველა ჩვენზე ნაოსნობს.

 

ანკესს ცოდვებს ამაბენ,

ფოჩებიან კამფეტში,

აი ასე ვცდუნდებით,

უჩერებელ ამბებში.

 

რაა ნეტავ ცხოვრება,

ბატონი თუ მონაა?

იცი?… ბედნიერება,

არჩევანის ქონაა.

 

მონდომებაც ბევრია,

მელოდიურ გამებში

ტიტანიუმს გაადნობს,

აფეთქება წამებში.

 

სილამაზის თვალები,

იასამნის სურნელით,

ვერა, ვერ გადავრჩები

თუ ვარ ყოვლის მსურველი.

 

მინდა… მინდა სიცოცხლე,

აზრები ხომ ომია,

პოეტური ფრაზები,

სადღაც გამიგონია,

 

რომ ცხოვრება მძიმეა,

რომ ცხოვრება ლოდია,

ცაში მაინც ანათებს,

ფიქრების მელოდია.

 

მე რომ ხატვა შემეძლოს

ფუნჯებს კონად შევყრიდი,

შევხედავდი სამყაროს

ილუზიას შევქმნიდი,

 

სითბოს ფერში სიკეთის

თბილი სიტყვის გამოთქმის,

თვალდახუჭულ ფიქრში ხელს

დავხატავდი გამოწვდილს.

 

ავურევდი მზის სხივებს,

მელოდიის დინებას

დავხატავდი იმ ღიმილს

გული რომ იღიმება.

 

ჩვენ ადამიანების

შეგვრჩენია იერი,

დავხატავდი მშიერს რომ

ლუკმას უყოფს მშიერი.

 

დავხატავდი სიცივეს,

აღარ მინდა…. ატაროს,

მე სხეულით გავათბობ,

დედამიწის…. სამყაროს.

 

სადაც ბრძოლა წამიყვანს,

ვიცი მეც იქ მოვხვდები,

სიყვარულით ვიცხოვრებ,

არასოდეს მოვკვდები…

 

დავხატავდი რომ მინდა

კვამლმა ცეცხლი აბოლოს

სუნთქვას მივცემ დასაწყისს

დასაწყისში და ბოლოს………

 

დავხატავდი ღვთის თვალებს

მაშინ როცა აუწყეს,

რომ ცოდვილმა შვილებმა

ცდუნებებს რომ გაუძლეს.

 

სიხარულით თვალებზე

ცრემლი გადმომივიდა,

ხელებს ვშლი და ვყვირივარ,

ღმერთო…. გამოგივიდა !

 

სიყვარული დიდია,

დავა არ ღირს ამაზე,

ნებისყოფით ვაჯობებთ

ეშმაკს ამ ქვეყანაზე

 

მომაშველეთ ფანქრები,

ვხატო, ვხატო გრძნობებით

ყველა ფიქრთან მე მივალ,

თქვენ არ დაგელოდებით.

 

ითამაშოს ცდუნებამ,

ძლიერი ვარ ამჯერად,

ვერაფერსაც ვერ ვხედავ

არაფრისაც არ მჯერა.

 

რადგან ხარობს სიკეთე,

ამ ქვეყნიურ მდევრებში,

სიტკბო მაინც აჯობებს…

ყინვას ყურძნის მტევნებში !

 

 
nukriaДата: ხუთ, 18.12.2014, 18:06 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
Te Amo… Mi Amor …

 

Mi Amor, Mi Amor…

გიძღვნი ამბორს, გიძღვნი ამბორს,

Je t’aime, Je t’aime…

გამსგავსებ… ედემს, ედემს…

Te Amo, Te Amo…

სიყვარულზე უნდა… გიამბო, გიამბო…

I Love you, I Love you…

შენს თვალებში ვხედავ… სხივებს მზიურს, სხივებს მზიურს…

S’Agapo, S’Agapo…

დაგინახავ და ხელებს ცისკენ… აღვაპყრობ, აღვაპყრობ…

Te quiero, Te quiero…

ჩემს სიყვარულს მე შენ გიძღვნი… ბედნიერო, ბედნიერო…

მიყვარხარ… მიყვარხარ…

მე გულში რომ სამყარო მაქვს,

იქ მყავხარ… იქ მყავხარ…

 

        ” ილაპარაკეთ… “

 

ილაპარაკეთ, მთელი დღე მცალია,

ილაპარაკეთ მთელი ზმანებით,

მთელ დღეს დაგითმობთ ოღონდ ყურადღებას,

მოგაქცევთ ოდნავ მოგვიანებით.

საღამოს ეციება, პალტოს ჩავიცმევ,

კაშნეს გავიკეთებ, არც შევფიქრდები,

ხელებს ჯიბეში თბილად ჩავიწყობ და

თბილისის ქუჩებს შევესეირნები.

ძველი სოლოლაკის ავყვები უბანს,

და სწორედ მაშინ როდესაც ქარია,

მე ვიცი გული საითაც გამიწევს,

იქ ერთი კარგი რესტორანია.

შევალ, მივუჯდები მაგიდას მშვიდათ,

ძველ კედლებს თვალებით შევესიტყვები,

შემდეგ მე, შავი ღვინო და ერთი ჭიქა

გავისაუბრებთ ლოთური სიტყვებით.

შემდეგ ავდგებით, გარეთ გამოვალთ,

მე, ჩემი პალტო და ხელთათმანები,

კაშნეს დავტოვებ რადგანაც კიბესთან,

უ-სახლ-კარო შემხვდება თვალები.

სუსხი დამიბერავს სანაპიროზე,

როდესაც მტკვართან თავს გავიმართლებ,

მაინც მოვასწრებ ვარდების ყიდვას,

რომელსაც უცნობ ქალბატონს მივართმევ.

შემომაღამდება, ვარსკვლავებს ჰოს ვეტყვი,

დავემშვიდობები ჩამავალ მზეს,

და როცა მთვარე ამოცურდება,

ღამის სიმთვრალეზე დავწერ ერთ ლექსს.

დავწერ იმაზე რაც მეწერინება,

იმაზე თუ როგორ მიყვარს და ვხედავ,

ტყუილი?…. როგორ გეკადრებათ ბატონო ჩემო,

მე მხოლოდ ფიქრების დაწერას ვბედავ.

ჩვეულ ხასიათში დავხატავ სტროფებს,

და შევუდგები რითმების აწყობას,

ამ დროს კი ვიღაცა სულში ჩამაფურთხებს

კრიტიკას?… არა! … შეურაცხყოფას!

ჩემს სამყაროში შემოვა უხეშად,

და დამაყვედრის წაკითხულ წიგნებს,

გამადიდებლით დააკვირდება,

ჩემს მიერ დასმულ წერტილს და მძიმეს.

რა გითხრათ, როგორ, რით გაგახაროთ,

სამყარო რითმების ჩამი-ჩუმია,

აყალ-მაყალი დარდი-მანდია,

ახალი სიტყვას ვწერ… შარი-შურია!

პასუხის აბა რა მოგახსენოთ,

ყოველ სითავხედეს კი ლექსებით მოგითმენთ,

ჰოი… ყოვლისმცოდნე პროფესორებო,

ილაპარაკეთ…. მე თქვენ მოგისმენთ!

 

               გამიშვით…

 

გამიშვით… ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა!

მომბრზრდა ამდენი ნაგვის ყურება,

ვინახე, ვეფერე, ვეცადე, ვინდომე…

მაგრამ თავს ზემოთ ვერ მოვინდომე.

გამიშვით… ცხოვრება უნდა წავშალო,

რათა თავიდან დავიწყო ყოველი,

ყოველი დილის მზის ნათებასთან კი,

კარგისკენ ცვლილებებს ამაოდ მოველი.

მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება,

იმ თვალთუწვდენელ ჰორიზონტამდე,

გამიშვით… სადმე უკაცრიელში,

გამიშვით… სადმე ცხოვრების ბოლომდე,

ნუთუ ამისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად,

რათა დაგვეგლიჯა ერთურთის სულები,

თუ არ აგვტკივდა, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ,

რომ ორგანიზმში სადა გვაქვს გულები.

გამიშვით… სიცრუეს დუელში ვიწვევ,

და არ მჭირდება თეთრი ალამი,

მე იარაღის მაგივრად ხელში

მიჭირავს ფურცელი და საწერი კალამი.

გამიშვით… სიტყვა ენაზე მომადგა,

დროა ყველაფერი რითმებად ავაწყო,

დიახ ეს მე ვარ ამ ლექსის პოეტი

და მსურს რომ სტროფებიც ასე დავაწყო…

ის რომ… მომბეზრდა შავ-თეთრი კადრები,

ის რომ სამყარო აღარ ჟღერადობს,

მომეცით ფერადი ფანქრები, ცხოვრება…

ბავშვურად უნდა გავაფერადო!

 

             ო რა მაგარი ქალი ხარ

 

უდაბნოში რომ აღმოვჩნდე,

შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ

დასაწყისშივე  გეტყვი რომ

„ო რა მაგარი ქალი ხარ!“

შავი ღვინის გაქვს ტუჩები

მაშინ როდესაც ლოთი ვარ

და როცა თრობა მინდება,

მეც შენთან სტუმრად მოვდივარ

აი მაშინ კი დავთვრები,

ჩავიძირები სასმელში,

იმას ალერსით გადმოგცემ,

რასაც არ გეტყვი სათქმელში,

ცხოვრებას რისკით შევხედავ

სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად,

თუ მთასვლელობა შევძელი,

მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.

ღრუბლებს კი ნუ ემალები,

გიხდება მათგან გამოსვლა,

და როცა მწვერვალს დავიპყრობ

შენ მზის იქნები ამოსვლა,

ვარდების ზღვაში გიხილე,

ლექსი გიძღვენი უთქმელი,

ვარდებს სურნელი აღარ აქვთ

ვარდებს აქვთ შენი სურნელი.

ხედავ რა ქალი ყოფილხარ?

შენსკენ ლტოლვა რომ დიდია,

შენზზე მაგარი კაიფი

მე სულ ფეხებზე მკიდია.

ეს ვარდები კი ძვირფასო,

გრძნობებით მოქარგულია,

არც ერთი არ მიყიდია,

სულ ყველა მოპარულია!!

 

              ვერავინ ვერასდროს ვერაფერს…..

 

გინდა რომ მიყვარდე? – მიყვარხარ !

სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე,

ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო

შენს გულშიც ჩაიხედე….შენც უნდა გიყვარდე!

მელოდები? – რატომ მელოდები !

ცხოვრება სასტიკია – ხალხს დროს ართმევს,

თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში,

ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს.

გაპატიო? – გაპატიებ !

მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო,

და ნათლად დაინახავ რომ

ადგილი გექნება სრულიად საპატიო!

დაგიჯერო? – დაგიჯერებ !

მთავარია რომ შენ შენი დაიჯერო,

და თავი შენი

საკუთარი თავის რწმენით გაიჯერო!

წამოვიდე? – წამოვალ !

მთავარია რომ შენ წამოხვიდე,

და მაქედან სადაც ეხლა ხარ

ცადო რომ ………. შენითვე ამოხვიდე.

ვეცადოთ? – ვეცადოთ !

მთავარია რომ შენ ეს ცადო,

უნდა მოინდომო და …..

ძალიან….. ძალიან უნდა ეცადო.

ალბათ ხვდები რომ აქ ყველაფერი,

მხოლოდ შენშია და ნუ მკითხავ რახდება,

შენს დასახმარებლად შენ თუ არ დაეხმარე,

ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გახდება!

 

                    სანამ ცოცხლები ვართ…………..

 

უი საწყალიო….ნათელში ამყოფოსო

მისი სულიო….დაგვწყვიტა გულიო,

შემეცოდაო…..არ ჰქონდა ცოდვაო,

არც ვინმეს წყენინება…არ იცოდაო.

ვერ ვიჯერებო…გუშინ ვნახეო,

სულ თვალწინ მიდგასო მისი სახეო,

ერთად ვიყავითო, მაშინო… ამ დღესო,

მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო.

გაიცინებენო სევდანარევადო,

ღიმილი შეაშრებათ…… სახეზე ნახევრადო,

მერე მოიწყენენ….აქ არ არიო,

ნათელში ამყოფოსო….საწყალიო.

მერე ინანებენ…დროს რა მოჰქონდაო,

მოვფერებოდითო…შანსი ხომ გვქონდაო,

ძალზედ დაგვაკლდაო….გვძულს ეს ფაქტებიო,

მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო.

იცით?!… ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია,

უბრალო სინანულნი….სიტყვებით ითქმებიან,

უბრალოდ დასასრული, უბრალოდ დასაწყისი

სიცარიელისა და…….დანაკლისის.

კაცი რომ მოკვდება….გულებს აკლდებიან,

ზოგისთვის მეტია, ზოგისთვის ნაკლებია,

გულში ყველა მალავს საშინელ ჩანაფიქრებს,

რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს,

ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად,

ვერავინ ვერ ავცდებით მას განუკითხავად.

სანამ მოეტევა,სანამ მოეთრევა,

დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა,

დღეს ხომ ცოცხლები ვართ…მოდით მოვეფეროთ,

ერთურთი შევიყვაროთ ….. ერთმანეთს შევემღეროთ,

თორემ მოვა ის დღე და…გვიკითხავს სად არიო?

შემდეგ კი იტყვიან რომ ….უი, საწყალიო!

 

                 კაცობრიობის ცოდვა…..

 

კაცობრიობას შიში მორევია,

კაცობრიობის შიში მორევია,

მორევი ძალზედ, ძალზედ ჩამთრევია,

კაცობრიობავ…. რაღაცა აგრევია!

შური, სიბოროტე… ფიქრში ჩართულია,

სიცოცხლის წამზომი კი ყველასთვის ჩართულია,

როცა სიყვარული ნებადართულია,

ვიღაცა ამ დროს…. ომით გართულია.

მტრის შვილებს ვაობლებთ და მათაც მტრად ვიხდით,

ომის საფასურს ვერ გადავიხდით,

უსიყვარულო ძეგლები დაგვიდგით,

სადაც სიყვარულით ფეხი ავიდგით.

კაცობრიობავ… ზიზღმა დაგძლია,

კეთილმა ბოროტს ჯერ ვარ დასძლია,

მშვიდობის ქუჩაზე ტყვიების ხმაურია,

დედამიწაზე….. აურზაურია!!!

კაცობრიობავ!….. უნდა დაფიქრდე,

ერთ ლამაზ დილას რომ არ გაფითრდე,

მშვიდობის გარეშე ვერ ავშენდებით,

ზიზღით და ომით….. გადავშენდებით.

ღმერთის სახელით ხდება ომები,

ამ დროს კი არავინ არ ფიქრობს რწმენაზე,

მე კი მინდა რომ ყველა ერისთვის,

ვთარგმნო ეს ლექსი ყველა ენაზე:

მშიერი ხალხი, მშიერი ბავშვები,

ვიღაცას სადღაც შიმშილი ტანჯავს,

იმის მაგივრად რომ მშიერნი აპურონ,

ვიღაცა ამ ფულს ტყვიებში ხარჯავს!!!!

ვიღაცა ომით იზრდება….. მდიდრდება,

განდიდებულა და ღმერთად ქცეულა,

ვიღაც კი ამ დროს სუსხიან ქუჩაში,

უსულო სხეულად…. გადაქცეულა!

კაცობრიობავ….. უნდა გრცხვენოდეს,

რადგან ცოდვები ჩრდილივით დაგსდევს,

ამაზე ფიქრებში ცრემლები ჩამომდის,

უკვდავნი ხომ არ ვართ…. ხალხნო რა მოგდით!

 

                 მკვდარსაც მიყვარხართ!………….

 

ო ეს სიცოცხლე და ეს სიკვდილი,

რა ლამაზია და რა მწარეა,

ორივე ერთად ამაოების

უკიდეგანო არემარეა.

დღეს ცოცხალი ვარ…არ ვიცი ხვალე

გამითენდება?…ან დამიღამდება?

სანამ ცოცხალი ვარ ვიცი რომ გულში

ჯერ კიდევ ბევრი შემიყვარდება.

უნდა მოვასწრო ბევრი ძმაკაცის,

ბევრი მეგობრის შეძენა კიდევ,

თორემ არ ვიცი ხვალ რა მომელის,

იქნება მოდის ცხოვრების კიდე.

იქნება მოდის და მე მივდივარ

იქ გულუბრყვილოდ…..სადაც ვმთავრდები,

სანამ დავმთავრდები….. ჯერ ხომ  ცოცხალი ვარ,

ჯერ კიდევ ბევრნი შემიყვარდებით!

არ მეშინია…. მე სიკვდილის დღის,

მაშინაც გიცნობთ, არ გკითხავთ ვინა ხართ,

ოღონდ დამაწერეთ საფლავის ქვაზე რომ:

“მერე რა მოხდა…. მკვდარსაც მიყვარხართ!!!”

 

                  ნიკოს ლექსი ნიკოს…

 

შენს ქალაქში არაფერი გვაოცებს,

შენს ქალაქში თურმე რა არ მომხდარა,

მაგრამ ერთი აქ კი ცხადზე ცხადია,

პოეზია აქ არასდროს მომკვდარა.

შენს ქალაქში კითხულობენ შენს ლექსებს,

შენი რითმის სიყვარულში გართულად,

შენს ქალაქში შენ იცხოვრე ქართულად,

ვაჟკაცურად და არა წარმართულად.

ნუ გგონია შენი ლექსი დაობლდა,

ნუ გგონია რომ ფურცლები დაობდა,

შენს ქალაქში ლამაზია ტაძარი,

შენი მუზა….არ წასულა, აქ არის.

ნუ გგონია რომ სიკვდილით გვშორდები,

ჩემო ნიკო…..ჯერ არ გემშვიდობებით,

შენ ქალაქში მოგვიტანე ფერები,

შენს საფლავთან მოვალთ…მოგეფერებით.

შენ გვაჩუქე სიყვარული ზღვაური,

შენ გვაჩუქე ნიკო გომელაური,

შენს ქალაქში ყველაფერი მოსულა,

შენს საფლავზე…იები ამოსულა!

 

               აღარ მიყვარხარ

 

იყო და არა იყო რა,

ამქვეყნად რა არ ხდებოდა,

ვიღაცა გრძნობას იძენდა,

ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,

ვიღაცას ვიღაც უყვარდა,

ვიღაცას ის არ უყვარდა,

ვიღაცა იმას ნანობდა

ის ვიღაც რომ შეუყვარდა….

მეკი ძალიან მიყვარდი,

განვიცდი რომ შემივარდი,

რადგანაც შენ გადააგდე

მე რომ გაჩუქე ის ვარდი…..

არადა ჩემთვის იყავი

ბედნიერების სათავე

და ვხვდები რომ სიყვარულით

ვერ მოგითოკე სადავე,

ვერ მოგითოკე აფრები,

ახლა შენამდე შორია,

მეგონა გული გქონდა და

თურმე ყინული გქონია……

ეს ლექსიც მაშინ დავწერე

როცა შენ ჩემგან წახვედი,

ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და

სულ სხვა ნაპირზე გახვედი.

წახვედი?….წადი შორს წადი,

იქნებ სულ გადამავიწყდე,

შენ შენსას თუ დაიკვეხნი,

იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.

მაგრამ რა მოხდა, რა იყო,

განა ქვეყანა გაიყო,

უსიყვარულო ნიავმა,

შენზე ფიქრებიც წაიღო…..

და რაც არ გინდა ლამაზო,

არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,

ადრე თუ ვიან ინანებ,

იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,

რომ სიყვარული არ იცი,

სიცივე რატომ ჩაიცვი????

ერთი კითხვა მაქვს “სიცოცხლე”

სირცხვილით ხომ არ დაიწვი?

ჩემს გულში თბილად იჯექი,

ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,

ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი,

ახლა კი…….აღარ მიყვარხარ!

 

               სიყვარულს სიტყვები არ ჰყოფნის – (English version)

just words…. are not enough for love,

it simply needs a change of action,

just words… are like an empty mansion,

loveless life…. it brings us tension.

feel love in your heart?… feel free to say!

we were born to give love away,

that’s how we can find in the darkness a ray,

which simply makes a …. beautiful day!

 

 

         ღამე რომ იხატებოდეს……

 

ღამის სიმთვრალეში სიჩუმის მელოდიას,

ფერები დაჰკარგვია…. უსასრულობაში,

სიბნელის ბატონობით ზეცა ჩაკარგულა,

მუქი ფერების უსიყვარულობაში.

წყვდიადის სიღრმეული სიბრძნის აკორდებით,

ტალღები სიხმაურის დუეტში გარეულა,

საოცრად ვერცხლისფერი, უზომოდ ვერცხლისფერი,

სხივები ფუნჯების ფერებში არეულა.

მთვარეს კი მოსწყენია სიბნელის თავხედობა

და მზისგან დღის სინათლის ნაწილი მოუპარავს,

ცოტა სიყვარულის, ცოტა რომანტიკის,

ფერებში გაუხსნია და სიბნელე მოუხატავს.

სიბნელე სიმთვრალეში… სიჩუმის მელოდიას,

ტალღების თქეშის ფონზე რითმებად აჰყოლია,

ყველა მხატვარია, ყველა მხატვარია….

ღამეს კი მთვარის გარდა… მხატვარი არ ჰყოლია!

 

              ემიგრანტი…..

 

“სამშობლო სისხლში გვაქვს,

გულით დავატარებთ,

გადაგვარებას აქ

ვერავინ ბედავს,

საქართველოდან

შორს მყოფი ყველა,

ქართველი ემიგრანტი…….

ერთ სიზმარს ხედავს!

 

          უსიყვარულოდ…..სისულელეა !

 

ამ ცხოვრებაში სუყველაფერი,

დროებითი და წარმავალია,

რადგან თვითონ დრო წამავალია,

სიყვარული კი დროის წამალია.

რომ არ გიყვარდეს ალბათ ცხოვრება,

დაემსგავსებოდა უაზრო მდინარეს,

რომელიც უაზროდ გაგიყოლებდა,

მოძრაობიდან გამომდინარე.

როდესაც გიყვარს არა ხარ მარტო,

გაუჩერებელი დროის დილამდე,

უნდა გიყვარდეს, უნდა გიყვარდეს,

ვიღაც ყოველთვის უნდა გიყვარდეს!

………………….. რადგან …………………………..

ცხოვრება ზოგჯერ ანკარა წყაროს გავს,

ზოგჯერ კი საოცრად ბინძური ღელეა

და თუ ამ ქვეყნად არ გიყვარს ვინმე

ეს ყველაფერი …. სისულელეა!

 

              ” იმ ღამეს გაუმარჯოს…..!”

 

მინდა სიცოცხლეო

სული მევედრება,

თითქოს მეფერება,

თითქოს მეღელვება,

თითქოს დროს მიჰყვება

დროის ეს ფერება,

დრო მეცოტავება,

დრო არ მებევრება.

ის კი თავხედურად,

მიდის არ ჩერდება,

სულ მჭამს ერთი კითხვა:

სიცოცხლე გაჩერდება?!

სიცოცხლე არ შეწყდება,

სიცოცხლე გაგრძელდება,

“იმ ღამეს გაუმარჯოს…….

რომელიც გათენდება”!!!

 

                   კოცნა……ტუჩებში

 

შენი ტუჩები,

თითქოს ურჩები,

კოცნით მორჩები,

გადაურჩები – ნუ მეურჩები !

ტუჩებზე ფერებით,

მოგეფერები,

ვნების ფერებით,

კოცნის ფერებით  – მე გეფერები !

ლამაზ სხეულზე,

მართლაც გრძნეულზე,

კოცნის რვეულზე,

შენი ტუჩებით  გადარეულზე !

ეს ვნებაა,

შენი ვნებაა,

გემოვნებაა,

სიამოვნებაა – ქმნილებაა !

დიდი შვებაა,

მიშვებაა,

ნებაა,

თავნებაა – თავის ნებაა !

შენი თქმაა,

შენით ქმნაა,

შენი ტუჩებით

სუნთქვაა – ამოსუნთქვაა !

ამ სუნთქვაში,

სუნთქვაში,

ერთი სუნთქვით

კოცნის ქმნაში – ამოსუნთქვაში !

უნდა მოასწრო,

გამოასწრო,

რომ მოასწრო

უნდა გამოასწორო – მოვასწრებთ !

უკვე გამოვცდით,

არ მოვცდით,

ლექსს და სიყვარულს,

გამოვცდით  გამოცდით !

ქმნამაც თქვას,

ამდენ მოცდას,

მივიღებ შენგან…..

კოცნას – ვნებიან კოცნას !

ვნებიან ვნებას,

კოცნის ნებას,

ლამაზ ამბებს,

ვნებიან ალერსს – გჩუქნი ამ ლექსს !

ფიქრობ რომ

ეს ბევრია?

ეს ხომ შედევრია,

სწორედ რომ

სიყვარულის კოცნა შედევრია!

ძალა აღარ გაქვს,

შენს თავს არ ავნებ,

მე ვგრძნობ…..

შენ ხვდები……

შენს თავს არ ვნებდი,

მიდი დამნებდი ტუჩებში კოცნით !

 

               ერთი გოგო შემიყვარდა…

 

“ღამე იყო მთვარიანი….

თოვლიანი…. ქარიანი….”

გაზაფხულის წვიმა იყო,

ვარდი იყო ადრიანი,

ირგვლივ ეკალ-ბარდიანი,

სიყვარულის ამბიანი,

შუაღამით კლდის ძირ სახლთან,

ღვინოს ვსვამდი…. დარდიანი

და იმ ღამით ვარსკვლავთცვენის

ოცნებები ამხდარიყო,

სიზმრად ვნახე ის ყვავილი,

თურმე ჩემი გამხდარიყო,

ვარდობისთვე დამდგარიყო

და ვარდები ყველგან იყო,

ბუხრის ძირას თბილი ფერფლი

სიყვარულით გამთბარიყო.

ცეცხლი ცეცხლში დამწვარიყო,

ალი კვამლში გამქრალიყო,

ერთი გოგო შემიყვარდა,

სად იყო და სად არ იყო.

აქ იყო თუ აქ არ იყო,

ჩემი ფიქრი მასთან იყო,

მთაში მისი სილამაზით

ყინულიც კი გამდნარიყო,

მზის სხივები ჩამქრალიყო,

მთვარის შუქიც გამქრალიყო,

ჩემთვის მსგავსი სილამაზე,

ქვეყანაზე არსად იყო..

ზღაპარ იყო…. ზღაპარ იყო….

მისი გულიც ზღაპარ იყო,

ერთი გოგო შემიყვარდა…..

სად იყო და….. სად არ იყო!

 

როცა ვარძია გვენგრევა აწმყოდ…..

 

მე მეზიზღება წარსულით ტრაბახი

როცა ვარძია გვენგრევა აწმყოდ,

ჩვენ თუ არ შევქმნით ხვალინდელ დილას,

ვწეროთ წარსული და თაროზე ვაწყოთ.

მე მეზიზღება იმის ძახილი, რომ

მხოლოდ ჩვენა ვართ ყველაზე  კარგები,

ასე მგონია რომ ამ რაღაც ზედმეტი

თავის ქებაში ჩვენ დავიკარგებით.

იქნებ არა ვართ ყველაზე მაგრები,

მაგრამ შეგვიძლია რომ ვიყოთ კარგები

იქნებ შეგვიძლია რომ არ გვჭირდებოდეს

“რევოლუციები” ….. თუნდაც “ვარდების”

მე მეზიზღება ის ისტორია,

სამშობლოს რომ ყიდდი ვაი ქართველო…..

მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გმირები

უფრო ბევრი ჰყავდა…..საქართველოს!

ავიღოთ თუნდაც ქართული სუფრა,

სადაც ქართველნი ქართველებს ვლოცავთ,

იმაზე რა ვთქვათ როცა დავთვრებით და

ისევ ქართველები……. ქართველებს ვხოცავთ.

იმაზე რა ვთქვათ რომ ქრება სიყვარული,

პატივისცემას ედება მტვერი,

და რომ ქართველმა ქართველს აგრძნობინოს

უბრალოდ თანადგომა ………… გვჭირდება მტერი!

კარგით, ვიტრაბახოთ წარსული დიდებით,

ხოტბა შევასხათ სამშობლოს მსახურებს,

ეს იმათ შექმნეს ასობით წლის წინ

და სატრაბახოც …. დაიმსახურეს.

მე კი მეზიზღება წარსულით ტრაბახი,

როცა დღეის კულტურაში არაფერს ვამბობთ,

როდესაც თამარს წმინდანად ვიფიცებთ,

მისი ვარძია კი გვენგრევა აწმყოდ!

ჩვენი წინაპრები სისხლში ირწყვებოდნენ,

ჩვენ კი ვზივართ და ამაზე ვბჭობთ!

და ზეცას ვაზანზარებთ შეძახილებით,

რომ საქართველოს გაუმარ – ჯოოოს !!!

 

ვერავინ ვერასდროს ვერაფერს…..

 

გინდა რომ მიყვარდე? – მიყვარხარ !

სადამდეც იმსახურებ მხოლოდ იქამდე,

ჩემი სიყვარული თუ გინდა გიწილადო

შენს გულშიც ჩაიხედე….შენც უნდა გიყვარდე!

მელოდები? – რატომ მელოდები !

ცხოვრება სასტიკია – ხალხს დროს ართმევს,

თუ არ მოინდომებ ამ ცხოვრებაში,

ბედნიერებას ვერავინ მოგართმევს.

გაპატიო? – გაპატიებ !

მთავარია რომ შენ შენს თავს აპატიო,

და ნათლად დაინახავ რომ

ადგილი გექნება სრულიად საპატიო!

დაგიჯერო? – დაგიჯერებ !

მთავარია რომ შენ შენი დაიჯერო,

და თავი შენი

საკუთარი თავის რწმენით გაიჯერო!

წამოვიდე? – წამოვალ !

მთავარია რომ შენ წამოხვიდე,

და მაქედან სადაც ეხლა ხარ

ცადო რომ ………. შენითვე ამოხვიდე.

ვეცადოთ? – ვეცადოთ !

მთავარია რომ შენ ეს ცადო,

უნდა მოინდომო და …..

ძალიან….. ძალიან უნდა ეცადო.

ალბათ ხვდები რომ აქ ყველაფერი,

მხოლოდ შენშია და ნუ მკითხავ რახდება,

შენს დასახმარებლად შენ თუ არ დაეხმარე,

ვერავინ ვერასდროს ვერაფერს გახდება!

 

                  ძალაუნებურად…..

 

გუშინ საღამოთი ყინვამ ჩამოკრა და

მინაც დაიორთქლა მისდა უნებურად,

ფიქრში გართულმა კი ალბათ სიყვარულით,

გული შემოვხატე ძალაუნებურად……

უცებ გამოვფხიზლდი, მინას მივაშტერდი,

გაურკვევლობაში მუზა მომივიდა,

ლექსი შენი იყოს ოღონდ მიპასუხე……

გამომივიდა თუ……არ გამომივიდა!

 

               ” მთვრალი”

 

გინდათ მნახოთ მართლაც ვინ ვარ?

მაშინ მნახეთ მთვრალი,

ნახეთ როგორ მელანდება

უდაბნოში წყალი,

ნახეთ როგორ მელანდება

მთვარის სხივი მკრთალი,

თუ მთვრალი ვარ ყველა მიყვარს,

უფრო სამართალი.

მინდა ყველას მოვეფერო,

ყველას მოვეფერო

და სუყველას დავუხატო,

სიყვარულის სფერო,

მე თუ ვთვრები გულით ვთვრები,

დავღიღინებ ნელა,

ძალზე ხშირად რატომ ვთვრები?…

მე ხომ მიყვარს ყველა!

 

             “თვალებს იქით…..”

 

თვალებს იქით სხვა სამყარო გუგუნებს,

თვალებს იქით სხვა სამყარო იწყება,

თვალებს იქით სულის სარკე შეგხვდება,

თვალებით კი სხვა არ დაგავიწყდება.

თვალებია შენი მესაიდუმლე,

მისი ჩინი კი ყველაზე ძველია,

თვალები ხომ სუყველაფრის მთქმელია,

ი ს   ხ ო მ    შ ე ნ ი . . . . . .  შ ე ნ ი   გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი ა ! ! !

თვალები კი ზოგჯერ უფრო მეტია,

ვიდრე ენა ლაპარაკად ქცეული…

 

              “სიყვარული და სექსი”

 

ის ხშირად ერევათ…..ძალიან ხშირად

და ექცევიან უპატივცემულოდ,

ზოგი იტყუება, ნიღბად იფარებს,

ზოგი კი როგორც არის ისე გებულობს…..

არადა წმინდაა, ღმერთისგან ნაბოძები,

მოსაფრთხილებელი……მოსაფერებელი,

ის სიმყარეა როგორც საძირკველი

და არა როგორც მოსაჩვენებელი.

ხშირად ურევენ რაღაც ქაოსში,

სიბრმავეში და წუთიერ სიტკბოში,

მერე უჩივიან გულგატეხილობას

რადგან ვერ ცხოვრობენ….სად? – სითბოში!

ეს ორი სხვადასხვა არის სამყარო,

ერთი – ერთია, მეორე – მეორე,

პირველს არქმევენ მეორის სახელს და

ნიღაბიც სახეზეა…..გაიმეორებს!

გავიგეთ სადაც ვცხოვრობთ….ოცდამეერთეში,

მერე რა მოხდა……ჟამი გამოხდა?

თუ გაცვდა ამ გრძნობის ყველა თვისება და

უნდა მივეცეთ თავდავიწყებას ?!

პირველი განძია….მარადიული,

მეორე ტოლია წამის სადარის,

ნუ შეგვეშლება და თავს ნუ დავიმცირებთ,

სიყვარული ხომ სექსი არ არის!

                  

                     მთების კისერზე ნათქვამი სადღეგრძელო !!!!!

                         (ეძღვნება ზურა ებანოიძის ხსოვნას)

 

საღამოს, ბინდიან საღამოს მზე ჩადიოდა

და თითქოს მთვარეც ქურდივით ამას უცდიდა,

მაგრამ რატომღაც დრო არ გადიოდა,

სადღაც სიკეთე არ გამოდიოდა,

ნისლი მიწაზე არ ჩამოდიოდა

გაყინულ მთებს კი ცრემლი მოსდიოდათ!

თითქოს ამ მთებსაც კი გაულღვათ ქვის გულები,

გეგონებოდათ არასოდეს არ ყოფილადნ მთასვლელებისგან დაჩაგრულები,

მაგრამ არაააა!!!…მათაც უგრძვნიათ ვაჟკაცის სუნთქვა

როდესაც ღვინით ხელში მთასვლელებს, ეს სადღეგრძელო უთქვამთ:

გაუმარჯოსო იმ ბიჭების ალალ ხსოვნასო,

რომლებსაცო მთასთან ჭიდილში უთქვიათო თავისი სათქმელი,

ერთმანეთისთვის გაუყვიათ ლუკმა საჭმელი

და მთების კისერზე შეუსვიათ ჭიქა სასმელი.

მთების კისერზე საიდანაც ღრუბელიც კი ზევიდან მოსჩანს,

შვილმკვდარი დედა კი თავის შვილს ხმამაღლა მოსთქვამს,

რად გინდოდაო იმ დასაქცევზე ასვლა-ჩამოსვლა,

როცა იქიდან შენი ფეხით აღარ გეწერა ჩამოსვლა.

მაგრამ იმ ვეფხვივით ბიჭს ხომ თავისი გაჰქონდა,

სანამ ავიდოდა ზოგჯერ პურის ნატეხიც კი აღარ ჰქონდა,

რაც მთავარია მთის კისერზე რომ მოექცეოდა

იქიდან თავისი წონა სიამაყე ჩამოჰქონდა.

ზოგი იკითხავს: რა მოჰქონდაო სიამაყეს მთიდან მოტანილს,

ან იმ ქვის ნატეხს ნისლისგან მობანილს,

მაგრამ ეჰ…..ბევრს ხომ არ ესმის,

რომ თავისუფლება ჭეშმარიტად ნამდვილი გრძნობაა,

როდესაც დადგები მთის ქიმზე გამთენიისას და ხმამაღლა იყვირებ:

ეჰეჰეეე ხალხნოოო…მე დღეს შევიგრძნე თუ რა არის თავისუფლება,

ხმამაღლა ვყვირივარ და ჩემ თავს მივეცი მე ამის უფლება,

კიდევ ვიყვირებ რომ ყველამ გაიგოს კიდევ ვიყვირებ,

რომ ადამიანს სიყვარული…სიხარული და სიცოცხლე ძალიან უხდება!

მოდით ეს იმ ხალხს გაუმარჯოს ვისაც განგებამ,

ადრე სიკვდილი ნაადრევად, ხისტად აგემა,

ყველას ცოცხლად გაუმარჯოს ამ ჭიქა ღვინით

და ჩვენც მათთვის პატივი მიგვეგოს

ჩვენი ცხიოვრების ვაჟკაცური ლხინით!!!

 

                                ხორუმი…

 

ისმის დოლისკვრა,

ისმის ძახილი,

ისმის ქართველთა

შემოძახილი,

ისმის ყიჟინა

სუფთა ქართული,

საქართველოსთვის

შემოქარგული.

მოსჩანს მხნეობა,

სუფთა ზნეობა

და ვაჟკაცების

ძეთა ძეობა,

მოსჩანს ქართული

ლამაზი დროშა

დროშის ქვეშ ბევრი

ვაჟკაცი მოსჩანს.

მოსჩანს ლაშქარი,

მოსჩანს ერთობა,

ბრძოლასთან ქართველის

ურთიერთობა,

ქართველ ვაჟკაცთა

მოსჩანს ფორუმი

:და ძრწოდე მტერო”…..

მოდის ხორუმი!!!

 

                   ქალი

 

ქალი როცა იქმნებოდა

ერთი რამე ხდებოდა,

სილამაზე არსებობდა

და ვერავინ ხვდებოდა,

ქალთან ერთად სილამაზე

ყველაფერში ჩნდებოდა,

როცა ქალი არსად ჩანდა

სილამაზეც ქრებოდა.

ბუნებისგან ალბათ ყველა

ამას ელოდებოდა,

სილამაზის ეტალონი

ქალი რომ გახდებოდა,

სადაც სილამაზე ჭვრეტდა

ქალი იცქირებოდა,

ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა?

ქალი იღიმებოდა!

სუყველა ქალს სილამაზე

თავის ეშხში ეტყობა

და ეს ეშხი ქვეყანაზე

არცერთ ქალს არ ეთმობა,

მინდა ქვეყნად ვაღიარო,

რომ გამიჩნდა ეს გრძნობა,

ღმერთმა შექმნა ქალისა და

სილამაზის ერთობა!

 

სიყვარული, სიმთვრალე, ღამე და სიგიჟე…

 

დავთვერი …რა მოხდა, დაშავდა რამე?

ნუთუ დედამიწამ შეწყვიტა ბრუნვა?

ნუთუ ზღვის ტალღების ხმაური ჩახშა და

ცოცხალმა სამყარომ შეწყვიტა სუნთქვა?!

მარტო არ დავმთვრალვარ….ჩვენ ორნი ვსვამდით,

ლამაზი სანთლებით მოჭედილ ცასთან,

ის იქით იყო, მე კი სულ აქეთ,

ღამის სილამაზემ კი შეგვყარა ზღვასთან!

ის ღამეს სტუმრობდა….. მე კი მას ვესტუმრე,

ღვინის ბოთლით ხელში ხელში……დაუპატიჟებლად,

ჩვენ ორნი ვიყავით…. ვუგებდით ერთმანეთს

ვუგებდით სიგიჟესაც…. გასაგიჟებლად.

მე მას ვუხსნიდი თუ როგორ მიყვარს,

თუ როგორ მეფიქრება მასზე ეულად,

ისიც მისმენდა …..მისთვის ჩვეულად,

და აღმიქვამდა….. გადარეულად.

საოცრად წყნარად….. ისმენდა ყოველ,

უაზროდ გადამთვრალ ფრაზებს…. ამ დრომდე

მეთანხმებოდა არ უნდა დავმალო რომ..

როდესაც მიყვარს…. უნდა ვამბობდე.

მეც ამას ვამბობდი…არაფერს ვმალავდი,

რასაც არ ვამბობდით… იმასაც ვხვდებოდით

ასე ვთვრებოდით!……. ასე ვთვრებოდით!

დილამდე ვსვამდით…. არ ვჩერდებოდით,

ხოდა გათენდა,…. დაუკითხავად,

რიჟრაჟის ყოფილა ნათელი ფერები,

და ბოლო ჭიქითაც ის დილა დავლოცეთ

როდესაც გვთბება და….. ვეფერებით.

უკვე გათენდა ….. მე კი მთვრალი ვარ,

ნუთუ დაშავდა ამითი რამე?

მე შენ მიყვარხარ …..და რომ შენ მიყვარხარ

…….მხოლოდ ამას ისმენდა იმ ღამის მთვარე!

                              დილა მშვიდობისა

 

დილა მშვიდობისა იმას

ვინც რომ აფასებს დილას,

დილამშვიდობისა ქალაქს,

ჩემს უსაყვარლეს ქალაქ
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზურა სალუქვაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость