მარი ჩიკვილაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მარი ჩიკვილაძე
მარი ჩიკვილაძე
verikolatariaДата: ორ, 12.03.2012, 17:00 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
გადამარჩინე, წამიყვანე შენთან,
სადმე შორს...
თორემ ამ ქუჩის მტვერი სულში მათოვს და მყინავს,
ეს დამტვერილი ოცნებებიც კარგავენ ძალას,
გადამარჩინე,
თორემ მტვერი ყველაფერს მპარავს...

გადამარჩინე...
წამიყვანე...
უფსკრულთან ვდგავარ,
მტვრიან ქარიშხალს ველოდები თვალის ცეცებით,
გადამარჩინე, თორემ ქარის მოტაცებული,
ამ მტვერში გზას ვერ გავიკვლევ და დავილეწები.

გადამარჩინე თუ გიყვარვარ,
თუ გინდა ჩემთან,
მიდი და სთხოვე უფალს, ქარის ჩადგომა ბრძანოს,
თორემ ამ მტვერმა სულ წამართვა ხედვაც თვალიდან,
და ჩვილი ბავშვივით ფეხის ადგმას ვიწყებ თავიდან...

გადამარჩინე...
მე ამ მტვერმა მონად მაქცია,
და როგორც მონას, მეც მტვრიანი კაბა მაცვია...

 
nukriaДата: ორ, 09.02.2015, 04:49 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,უკანასკნელად ჩამოცვივდა, წელს,ცას ფანტელი...
–მართლა,წახვედი?
უკანასკნელად წამოვიდა თოვლი ირიბად...
–აღარ გინდივარ?
უკანასკნელად შეაწუხა ტანი სიცივემ,
რამდენს ვიცინებ,
ძალიან რომ მოგენატრები?!''–ლიკა
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მარი ჩიკვილაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость