პაატა შამუგია - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » პაატა შამუგია
პაატა შამუგია
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 00:26 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

მე ჩემი მეგობარი ვარ
ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ფიქრის მოშორებით
ასიოდე ცრემლის მოშორებით
ასიოდე ოცნების მოშორებით
მე ჩემი ძმა ვარ და
მე და ჩემს შორის ავტობუსები ჩაივლიან და
მე ჩემი მამა ვარ და
დატოვებენ გამონაბოლქვს და სევდას და სევდას
და ღამით ისე ცივა, დაგეზარება ფიქრი მაღალ მატერიებზე და
მე ჩემი მეგობარი ვარ,
რომელსაც ცივა და ეზარება და ეშინია და
მე ჩემი მეგობარი ვარ
და თუ ოდესმე გარდავიცვლები,
(არ გამოვრიცხავ რომ ეს ფაქტი ოდესმე მოხდეს)
ჩემს კუბოსთან პრეზიდენტები არ მოვლენ და
არ იტყვიან ისტორიულ სისულელეებს
არც მავანი მერლინ მენსონი მიმღერებს პოსტსატანურ ალილუიას,
არც მოქალაქე ზურაბ წერეთელი დამიდგამს
ოქროს ბიუსტს თავისუფლების მოედანზე
სამაგიეროდ, მე ჩემი მეგობარი ვარ
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ფიქრის მოშორებით
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ცრემლის მოშორებით
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ოცნების მოშორებით.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » პაატა შამუგია
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость