რეზო ამაშუკელი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » რეზო ამაშუკელი
რეზო ამაშუკელი
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 01:04 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
კახეთში

ცა წყნარად ღუის საყვარელ ფერში
მწიფე და მძიმე ატმის ტოტებით.
ახლა მზე ჩადის შორეულ მთებში
და უსათუოდ შენ მაგონდები!
დალურჯებული ტუჩები ღვინით,
ჩუმად კოცნიან ჯამებს ცარიელს
და დალოცვილი კახური ლხინი
მიყვება კახურ მრავალჟამიერს.
თამადა ახალ სიყვარულს გვაწვდის,
დგას დაბალ დვრინში როხროხი კაცთა;
ვივუარე და ვეება ყანწი
დამიზნებული თოფივით ამცდა.
მოდის სიმთვრალე თან ეს ოხერი
შავი მტევნები რა რიგ მენება!...
შემომახტება როგორც ფოცხვერი,
დარდიან გულზე შენი ხსენება.
ო, როგორ მინდა ამ გაშლილ სუფრას
შენი ლამაზი თვალი შვენოდეს,
შეიფერებდი ყველაზე უფრო
ამ უდარებელ კახურ შემოდეგს.
დალურჯებული ტუჩები ღვინით,
ისევ კოცნიან ჯამებს ცარიელს,
და დალოცვილი კახური ლხინი
მიყვება კახურ მრავალჯამიერს...
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » რეზო ამაშუკელი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость