მედეა კახიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მედეა კახიძე
მედეა კახიძე
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 02:22 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ვისაც სიყვარული შეუძლია

იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!
 
nukriaДата: ოთხ, 09.05.2012, 23:13 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
პატარა ალუჩა

ზამთარმა ზოზინით დაგვტოვა,
ზამბახი დაზრობას გადურჩა,
მანდ ალბათ აპრილმა დათოვა
პატარა ალუჩა.
დღეები თითებზე დავთვალე,
წამიღებს კვირტების მეწყერი.
კაბად გადავიცვამ ფითალოს
ტყის დედოფალივით გეწვევი.
გეწვევი,ამოვალ უთუოდ,
თუ გული დაზრობას გადურჩა.
მანდ ალბათ აპრილმა დათოვა
პატარა ალუჩა.
 
nukriaДата: შაბ, 26.11.2016, 15:33 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლაც მაშინებს სიცოცხლე, სიკვდილის არ მეშინია,
ყველა მეორე მოშურნე ჩემს კვალზე დაგეშილია!
წუთი წუთს მისდევს და წუთი აპოკალიფსის კიდეა
და ყველაფერი ამიტომ სწორედ იმ წუთზე მკიდია!
 
nukriaДата: შაბ, 26.11.2016, 15:35 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცეცხლისფერი ქრიზანთემები ჩემი ტუჩები-
ცეცხლისვერი ქრიზანთემები
სულ კოცნა-კოცნა,ფურცელ-ფურცელ,
გადაგაბნიე...
ისე ამრიე,
გადამრიე,
ამაცახცახე,
ტანზე ვიწყვეტდი უშენობის
მტანჯველ არტახებს...
ჩემი ტუჩები- ცეცხლისფერი ქრიზანთემები
გაგსპარტსხებს!
 
nukriaДата: შაბ, 26.11.2016, 19:34 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რუსთაველო! შენი წიგნი
ჩემი სულის საზრდოა,
სიამეს მგვრის მისი კითხვა,
როგორც ახალგაზრდობა. შენ ხომ იყავ ის მგოსანი -
სიყვარულს რომ აქებდა,
შენი ’’ვეფხისტყაოსანი“
ჩვენში ტაძრებს აგებდა. გადაურჩა ქარტეხილებს,
თუმც დღეები მოკლდება,
პოეზია არ მომკვდარა,
არც არასდროს მოკვდება. ოთარ რურუა
 
nukriaДата: კვ, 27.11.2016, 00:30 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაოცებს მაგ თვალთა ნათელი,
სულის უცნაური შუქი,
შენ მე გაზაფხული მაჩუქე,
მე ჩემს შემოდგომას გჩუქნი.
ვიცი რომ ახლოა ზამთარი,
მართალი რომა თქვას კაცმა,
მე შენი გაზაფხული დავკრიფე,
შენ ჩემს შემოდგომას ძარცვავ.
ზამთრის ღამეები მაშინებს
-უძინარ ფიქრების ჩოხა,
მე შენთან იებით მოვედი,
შენ ჩემთან ვარდებით მოხვალ...
 
nukriaДата: კვ, 27.11.2016, 00:42 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა განგებამ დამწყევლა, რა სულმა და სატანამ,
ზურაბივით სხეულში ლექსი ვინ ჩამატანა –სანამ გამიჩნდებოდი რა იმედად მოჩანდი!
შვილო, ზურაბ, სადამდი? – ვაიმე, დედა, კოჭამდი! –რა ვიცოდი თავმკვდარმა, აგრე თუ დამღუპავდი!
შვილო, ზურაბ სადამდი? – ვაიმე, დედავ, მუხლამდი... –ჩემო იმედ–ნუგეშო, რომ ვერ გშველი ვერრათი?
შვილო, ზურაბ, სადამდი? – ვაიმე, დედა, ყელამდი...
...............................................................................
სურამისა ციხე ვარ, ხვედრით უსასტიკესი,
ჩემი შვილი ზურაბი შიგ გულივით მიკვნესის..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მედეა კახიძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость