ზვიად კეჭმაკაზე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზვიად კეჭმაკაზე
ზვიად კეჭმაკაზე
nukriaДата: კვ, 22.04.2012, 22:29 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

მშიერი ტალღები ნაპირებს ლოკავენ...
დაფერფლილ ოცნებას ვერავის გავანდობ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცის მკლავები გაგათბობს...

ცბიერი ტალღები გიჟივით ბორგავენ...
არ ვიცი, რა მოსდით...
არ ვიცი, რა ვუყო...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ შენ, ვიღაცას სარეცელს გაუყოფ...

უგულო ტალღები ნაპირთან როკავენ...
შიშველი ფეხებით გავთელე ნამუსი...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამ მე, უშენოდ დამათრობს ბახუსი...

შეშლილი ტალღები უშენოდ ბოდავენ...
ვიბრძოლებ ბოლომდე და მაინც გავასწრებ...
არ ვნანობ,
ტალღები მანამ თუ მომკლავენ...
სანამდე, შენს კოცნას ვიღაცა დამასწრებს...

დღეს,
მშიერ ტალღებში ოცნებებს ქოლავენ...
და ბოლოს, მიხვდები, სიცოცხლე არ ღირდა...
არ ვნანობ,
ტალღები ახლა თუ მომკლავენ...
და მერე,
უეცრად მიპოვი ნაპირთან
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ზვიად კეჭმაკაზე
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость