ოტია იოსელიანი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოტია იოსელიანი
ოტია იოსელიანი
nukriaДата: კვ, 10.06.2012, 19:24 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
• • •

შენთან რო მოვიდე, უნდა მომელოდე
როგორც არავინ არასდროს,
შენთან რო მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანჯვა უნდა იყოს, კირთება.
ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით,
ყველაფერს ჩემი სახელი უნდა ეწეროს ოქროს ასოებით,
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება,
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა დღის დამღამებელი
და უსასრულო ღამის გამთევი,
უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო,
ჩემი სახელი მესმის თუ არ მესმის უნდა იძახო და იძახო...
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,
შენ არ შეელიო და შეინახო,
უჩემოდ ვერავინ გაგაგონოს ათასი გიხმონ და გიძახონ,
ჩემი გამოჩენა უნდა იყოს შენთვის ცის გახსნა, ღვთის წყალობა,
ჩემი ხმა უნდა იყოს შენთვის სირინოზების გალობა,
უჩემოდ უნდა იყო უმზეო ყვავილი უსახო..
უჩემოდ ვერავის შეეძლოს შენი შველა და წამლობა,
უჩემოდ არაფერზე იოცნებო და მიზნად არაფერი დაისახო,
შენ ჩემთან ერთად ერთად უნდა იცოცხლო და ჩემთან ერთად დაიმარხო,
უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და ყელამდე სავსე ხარ შენთან რომ ვარ,
თუ ყველა შენი გზა ჩემთან მოდის და სხვა გზა არ გაქვს,
შენთან მოვალ!

• • •
ოტია იოსელიანი
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოტია იოსელიანი
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость