ჩარკვიანი ჯანსუღ - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ჩარკვიანი ჯანსუღ
ჩარკვიანი ჯანსუღ
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:55 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოვლი

თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით...
მე, უსასრულო სივრცის მოსურნე _
ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.
და მაღლდებიან მთები ზეცამდე
და მზისკენ იწევს სვეტი სიცივის,
გარეთ სიჩუმე დგას უეცარი
და თოვლზე ხტუნავს შენი სიცილი.
მშვიდობით, ჩემო ლურჯო სიზმარო,
ნახვამდის, ჩემო თეთრო გვირილავ,
მთელი სიცოცხლე უნდა ვიწვალო,
რომ მოგაწვდინო მთიდან ყვირილი.
თოვლი მოსულა,
თოვლი მოსულა,
ქათქათა, შენი თეთრი მკერდივით...
მე, უსასრულო სივრცის მოსურნე _
ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:56 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მარტი

მარტი გამოგვეცალა,
მშვენიერი მარტი,
მშვენიერი, რომ ვამბობ –
ვით აჭრილი კარტი.

ისე ფერად-ფერადი,
ისე მოულოდნელი
და შიგნიდან მღერადი,
და შიგნიდან როდენი,

მარტი გამოგვეცალა,
მშვენიერი მარტი,
მარტი – მარტო პოეტის,
მარტი – მარტო მხატვრის.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:59 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საქართველო

მაგ ერთი მუჭა ხალხიდან –
გმირი და გმირი უთვლელი,
მარტო ილია რად ღირდა,
რად ღირდა დიდი რუსთველი.

დიდი ხარ, სანატრელი ხარ,
ხმალჩაუგები გმირი ხარ,
მზე ჩნდება, სადაც მღერიხარ,
ზღვა ჩნდება, სადაც ტირიხარ.

მაგრამ შენ, ჩემო იმედო,
მაინც ვერ დგახარ ამაყად, _
ტყვიისთვის რომ გაიმეტონ,
ისეთი შვილი არა გყავს.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 22:59 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვაჟა

შატილით მოდიოდა _ დიდი მთებით,
მთვარეს შეხვდებოდა ჟინვალთან,
მთვარისოდენა ხინკალს მიირთმევდა _
ეს დიდი ბერმუხა და მყინვარმთა.
ხელები ჰქონდა _ წყაროს ამოსცლიდა,
ქვეყნის მაჯისცემას უგდებდა ყურს,
მერე დაჰყვებოდა, ბალახებს დაჰკოცნიდა
და შეუკურთხებდა ციმბირის წყლულს!
ის იყო დიდი და ის იყო სხვა,
მისი მართალი სულის ცხონებამ,
მერე ცხოვრებას მოუჭრა გზა
და შორს გაასწრო თვითონ ცხოვრებას.
 
nukriaДата: კვ, 24.03.2013, 03:53 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლამაზი სიკვდილი

როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.

როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.

როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.

როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.

როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.

მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,

დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.
 
nukriaДата: სამ, 29.04.2014, 01:49 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაგრად დაჰკარით .. მაგრად დაჰკარით..
დადგეს ყიჟინის კორიანტელი..
რომ საქართველოს რწმენის აკვანი
კვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი....
მაგრად დაჰკარი..მაგრად დაჰკარი..
მტერს ავი თვალი დაენისლება..
ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგვყარა ..
სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება...
თუ გამარჯვება არის მიზანი
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად..
მამულისათვის, მამულისათვის..
მტერთან სიკვდილი და გამარჯვება....
მოსჩანს ამოდის..მთვარეც სამოთხის..
ტყვია მიზანში მოსახვედრია..
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ისე არ მოდის...
თ ა ვი ს უ ფ ლ ე ბ ა ლომთა ხვედრია...
თ ა ვი ს უ ფ ლ ე ბ ა ლომთა ხვედრია... როგორ დაცხრება როგორ დაცხრება...
თავისუფალი ხალხის გუნება...
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა და ა ღ ტ ა ც ე ბ ა
დაუცხრომლობით აღესრულებაააააა.
მამულისათვის, მამულისათვის..
ტყვია მიზანში მოსახვედრია..
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ისე არ მოდის...
თ ა ვი ს უ ფ ლ ე ბ ა ლომთა ხვედრია...
თ ა ვი ს უ ფ ლ ე ბ ა ლომთა ხვედრია...
 
nukriaДата: ოთხ, 03.09.2014, 23:33 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ახლა როცა ლეჩხუმს ვიგონებ,
მე ახლა როცა ვიგონებ ცაგერს,
ლაჯანურივით ვამტვრევ სტრიქონებს
და ორბელივით ავდივარ ცამდე.
და თბილისიდან მინდა გაპარვა
ვიცი იქ ახლა მარანი ღვივის
მინდა შემომხვდე ჩემი ა ლ პ ა ნ ა
და სუნი ჰქონდეს ახალი ღვინის.
მინდა მზესავით ნისლი ავკრიფო,
ნისლი ხვამლის და ნისლი ორპირის,
მინდა შემომხვდეს ჩემი არქიფო
ის ბერიკაცი და ოქროპირი.
ჩემი ლეჩხუმი მომნატრებია
ჩემი ბავშვობის შეყვარებული,
ჩემი სურმუში ლურჯი მტრედია
ღუღუნით მთებში შეფარებული.
მომნატრებია ჩემი ვენახი,
ლექსებში მინდა გადავიტანო,
მომნატრებია ჩემი ყველა ხე
და გელოვანთა საკარ-მიდამო.
მომნატრებია პჭყალა თაბორი
მისი კალთების ხვავით ავსება
ჩემი ჭილეშის ჭალა მთა-გორი
და ხელიშურის გაკაპასება.
მე ახლა როცა ვიგონებ ლეჩხუმს,
მე ახლა როცა ვიგონებ ცაგერს,
ლაჯანურივით ვამტვრევ სტრიქონებს
და ორბელივით ავდივარ ცამდე.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ჩარკვიანი ჯანსუღ
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость