მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან) - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 23:06 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ღირსისათვის წყალობისა

არ ღირსისათვის წყალობისა
წყალობა ჰყავ უფალო,
სულის მკვლელთა ვნებათაგან
მყავი თავისუფალი, _
უკვდავების ხმა მესმოდეს,
უკვდავთა საუბარი, _
დედამიწა გახდა ოდეს
უგრძნობელთა უბანი...
არაღირსი წყალობისა, _
შემიწყალე უფალო.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 23:07 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უფალი ყოველს მოგვკითხავს ტალანტს

უფალი ყოველს მოგვკითხავს ტალანტს _
ვის რა შეგვეძლო და რა შევძელით...
იქ არ შეხვდები შურსა და ღალატს,
სადაც სიცოცხლე არის დღეგრძელი.
ბედნიერი ხარ თუ გადაურჩი
ამაოების დამღუპველ ჭიდილს,
თუ მოჩვენებითს, სამართლად ურჩი,
წარმავალობის აჩრდილად სთვლიდი.
შენ მარადიულს ელტვოდი მარად,
გკლავდა წყურვილი უცხოთ მიგნების,
ცად კითხულობდი ვარსკვლავთა ბარათს
და საიდუმლოს ზეცის წიგნების.
აწ, უშფოთველად, იყავი წყნარად,
შენი საუნჯე შენთან იქნების...
შეგიწყნარებენ სამოთხის კარად,
სად მზის ყვავილად გადაირგვები.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 23:08 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნეტარ არიან მორწმუნენი... ნეტარ არიან..

ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ, რაც მთავარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან, _
შვილნი ნათლისა, ცის მამულში,
ღმერთთან არიან...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
რადგან სიკეთეს ასხივებენ, მზეებრ არიან, _
რადგან სიხარბემ მათი გული ვერ გადარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
ჰყვავის მათ სულში სიყვარული, მშვიდი დარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან,
უღვთოდ რამდენი სიბრმავე და სიმწუხარეა?...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
ვინ გვცეს ნუგეში, როცა სულში ავი ბზარია?...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
მამულო, შენი გადამრჩენი მხოლოდ ჯვარია...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
მამულო, შენთვის თავდადება ზეცის კარია, _
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
რწმენავ, მომავლის იმედები შენ გაბარია,
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან.
შენი სამკვიდრო ღმერთს შეჰვედრე _
დედავ მარიამ...
ნეტარ არიან მორწმუნენი, ნეტარ არიან...
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 23:08 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი...
იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,
თვინიერ ცოდვის, ანგარების, ამაოების...
მათ საფლავებზე მზე ამოდის ნათლის დიდებით
და კამკამებენ მოელვარე საღამოები.
იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,
ერთი სახელი ერქვა ყველას _ კაცი კაცური...
შენ ვინც იმათი სიყვარულის ცეცხლით ინთები,
გასწი უშიშრად, ეს მღელვარე ზღვები გასცურე.
ნავსაყუდელი ელის მშვიდი ნაბრძოლ-ნაწამებს,
ვით გაზაფხული მოსდევს ზამთარს _ ამყვავებელი.
უკვდავებისთვის შესწირვიდე წარმავალ წამებს,
უსიყვარულო წუთისოფლის არ მყვარებელი.
იყვნენ მსახურნი ჭეშმარიტნი ჭეშმარიტების,
მოგვშუქებია ჩვენ იმათი დიდი ნათელი,
ვიაროთ ამ გზით, სიყვარულით, ჭირის დათმენით,
ოღონდ გვანთებდეს რწმენის ცეცხლი და ჟრუანტელი.
 
nukriaДата: ხუთ, 21.11.2013, 01:09 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მაქვს იმედი უფლისა...
ვერცვინ ვერ მომიშალოს
,
ვერც ბოროტმა დამძლიოს,
ვერც სიკვდილმა მიშაროს.
მოლოდინმა ავისა
თრთოლვად ვერ ამიტანოს,
არცა ზარი ზვავისა
სალ კლდეს ვგავდე, პიტალოს:
სვეტიცხოველს ააგებს
კურთხეული მარჯვენა,
სიხარულის ყვავილი
ისევ დაიმარჯნება
მიწის ჭუჭყი, ზვაობა,
ისევ მიწას დარჩება,
რწმენა განა დაგვაგდებს
უიმედო ლაჩრებად?!
რწმენა მაცხოვარისა...
`მე ვარ ანი და ჰოე – ბრძანებს უფალი~
(წმიდა იოანეს გამოცხადებიდან)
შენი ტკბილი წყალობა
არ მოგვაკლო, უფალო...
მართალ რწმენის სიმაღლით
სულ გვამყოფე უბრალო...
მარადიულ გაზაფხულს
ცაში დაუვანია...
რწმენა მაცხოვარისა
სიცოცხლის ანბანია...
შევინანოთ ცოდვები,
გვირჩევს როცა ხანია...
ის არასდროს ძველდება _
მარად რაც ახალია...
ბოროტს რომ მიეზღვება,
გულის მოსაფხანია...
კეთილის პირს დასცვივა
ხან ვარდი და ხან ია...
ჯოჯოხეთურ ყოფისგან
დაგვიხსენი, მაღალო,
სიხარული მოჰფინე
დამძიმებულ სამყაროს.

მიტროპოლიტი თადეოზი
მაქვს იმედი უფლისა...
ვერცვინ ვერ მომიშალოს,
ვერც ბოროტმა დამძლიოს,
ვერც სიკვდილმა მიშაროს.
მოლოდინმა ავისა
თრთოლვად ვერ ამიტანოს,
არცა ზარი ზვავისა
სალ კლდეს ვგავდე, პიტალოს:
სვეტიცხოველს ააგებს
კურთხეული მარჯვენა,
სიხარულის ყვავილი
ისევ დაიმარჯნება
მიწის ჭუჭყი, ზვაობა,
ისევ მიწას დარჩება,
რწმენა განა დაგვაგდებს
უიმედო ლაჩრებად?!
რწმენა მაცხოვარისა...
`მე ვარ ანი და ჰოე – ბრძანებს უფალი~
(წმიდა იოანეს გამოცხადებიდან)
შენი ტკბილი წყალობა
არ მოგვაკლო, უფალო...
მართალ რწმენის სიმაღლით
სულ გვამყოფე უბრალო...
მარადიულ გაზაფხულს
ცაში დაუვანია...
რწმენა მაცხოვარისა
სიცოცხლის ანბანია...
შევინანოთ ცოდვები,
გვირჩევს როცა ხანია...
ის არასდროს ძველდება _
მარად რაც ახალია...
ბოროტს რომ მიეზღვება,
გულის მოსაფხანია...
კეთილის პირს დასცვივა
ხან ვარდი და ხან ია...
ჯოჯოხეთურ ყოფისგან
დაგვიხსენი, მაღალო,
სიხარული მოჰფინე
დამძიმებულ სამყაროს.

მიტროპოლიტი თადეოზი
 
nukriaДата: ხუთ, 22.01.2015, 22:38 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბედნიერი ხარ, თუ გადაურჩი
ამაოების დამღუპველ ჭიდილს,
თუ მოჩვენებითს, სამართლით ურჩი,
წარმავალობის აჩრდილად თვლიდი.
შენ მარადიულს ელტვოდი მარად,
გკლავდა წყურვილი უცხო მიგნების...
ცად კითხულობდი ვარსკვლვთა ბარათს
და საიდუმლოს ზეცის წიგნების.
ან უშფოთველად... იყავი წყნარად...
შენი საუნჯე შენთან იქნების,
შეგიწყნარებენ სამოთხის კარად,
სად მზის ყვავილად გადაირგვები.
 
nukriaДата: ხუთ, 12.02.2015, 13:53 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარს, როდესაც ვინმეს თვალებით ვეტყვი სათქმელს,
მიყვარს, როდესაც გლახაკს გულით მივაწვდი საჭმელს,
მიყვარს, როდესაც მოყვასს გავუადვილებ სათქმელს,
მიყვარს, როდესაც შვილებს ოფლით მივუტან საკვებს.
მიყვარს, როდესაც ცოლი გრძნობით გამიღებს კარებს,
მიყვარს, როდესაც ენა არ ემონება ზრახვებს,
მიყვარს, როდესაც მრევლი რჩევით მიიღებს აბებს,
მიყვარს, როდესაც ბავშვი ეამბორება ხატებს.
მიყვარს, როდესაც ერი უფალს მიანდობს საჭეს,
მიყვარს, როდესაც მღვდელი განეშორება ფანებს,
მიყვარს,როდესაც ღმერთი რწმენით იწირავს სანთლებს,
მიყვარს, როდესაც მზერა გაარღვევს დახშულ კანკელს.
მიყვარს, როდესაც ცრემლი დაამხობს უძღებ ქანებს,
მიყვარს, როდესაც მადლი მიბრუნებს პირველ ხალენს,
მიყვარს, როდესაც მწირი ლოცვას დაასწრებს მამლებს,
მიყვარს, როდესაც ბრძენი გაისუფთავებს ხამლებს,
მიყვარს, როდესაც მნათე სიმდაბლით რეკავს ზარებს,
მიყვარს, როდესაც ძაღლი საკუთარ პატრონს არ ყეფს,
მიყვარს, როდესაც მგელი მოერიდება კრავებს,
მიყვარს, როდესაც ღამე ჩაეხუტება მთვარეს.
მიყვარს, როდესაც მზეზე ვერ აღმოვაჩენ ლაქებს,
მიყვარს, როდესაც მართალს სოფლად არავინ აქებს,
მიყვარს, როდესაც ქრისტე გონებას უხსნის ზაქეს,
მიყვარს,როდესაც მშვიდი თავს აარიდებს შარებს.
მიყვარს, როდესაც გუნდი მოგუდულს იტყვის ბანებს,
მიყვარს, როდესაც ციდან სხივი ეცემა კანდელს,
მიყვარს, როდესაც ბიჭი კითხულობს გოგოს აზრებს,
მიყვარს, როდესაც თეთრი აღარ დასცინის შავებს,
მიყვარს,როდესაც ფიქრში მდუმარედ ვუსმენ რაველს,
მიყვარს, როდესაც სიბრძნით ვერავინ ჯობნის მამებს,
მიყვარს, როდესაც მეფე თავად უძღვება ჯარებს,
მიყვარს, როდესაც მოდა ვეღარ აბრიყვებს ქალებს,
მიყვარს, როდესაც სიო ჩაენაცვლება ქარებს,
მიყვარს, როდესაც გმირნი დააჩოქებენ ქაჯებს,
მიყვარს, როდესაც მტერი ჩემს სადღეგრძელოს დალევს,
მიყვარს, როდესაც გრძნობა ბოროტის მახეს დახევს,
მიყვარს, როდესაც ჯვარი ამშვენებს წმინდა ფარებს,
მიყვარს, როდესაც რეგვენს აღარ ადგავენ დაფნებს,
მიყვარს, როდესაც თოვლი ყველგან დილამდე დადებს,
მიყვარს,როდესაც ია გამოაცოცხლებს მთა-ველს.

მამა გიორგი თევდორაშვილი
 
nukriaДата: ხუთ, 26.02.2015, 12:32 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
,,აღსდგა უფალი და ყველას
სიცოცხლის დილა გვახარა,
გამარჯვებულმა სიცოცხლემ
დაჰკრა ბუკი და ნაღარა.
სიცოცხლე მეფობს,სიკვდილი
აწ შეგვაშინებს აღარა,
ცაში აფრინდეს მძლავრ ფრთებით,
ვინც ერზე ზრუნვამ დაღალა.
...........................
მიტროპოლიტი თადეოზი
 
nukriaДата: შაბ, 14.03.2015, 15:12 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზეში ლივლივებს ქართლის ბაღები,
გულში სიამის შუქი იღვრება
და ნიავს მოაქვს გულის გამღები -
ახალგაზრდული ლაღი სიმღერა.
ხმაში არ მოჩანს ოდნავი ბზარი,
მხოლოდ სიცოცხლის სუნთქვა გალაღებს...
მწვანე ფოთლებზე შეირხა ცვარი
და გადმოებნა მძივად ბალახებს.
ახალგაზდული სიცელქით მორბის
წყარო და მზისკენ თეთრ შხეფებს ისვრის,
და როგროც მთებში ყივილი ორბის, -
ახალგაზრდობის სიმღერა ისმის.
და ამ სიცოცხლის ხალისში ჩაბმულს,
შენც გიცინიან ქარვის მტევნები...
მზის ჩასვლის შემდეგ გაჰყვები ბილიკს
და ტკბილ ოცნებებს აედევნები.
---------------------------------------------------

მეუფე თადეოზი
მირიან იორამაშვილი
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » მეუფე თადეოზი(იორამაშვილი მირიან)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость