დავით აღმაშენებელი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
nukriaДата: შაბ, 18.08.2012, 23:53 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 16669
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გ ა ლ ო ბ ა პ ი რ ვ ე ლ ი

რომლისაცა წინაშე
ქედდადრეკილ არს ყოველი,
მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი
შენსა ჴმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყვაო,
აღმსარებელსა მომხედენ!

ხატსა თჳსსა მამსგავსე
და საკრველად გრძნობადისა
და გონიერისა მყოფობისად დამაწესე
შენებრ არსთა სიტყუებისა
ჩემ შორისცა შეკრებითა,
ხოლო მე უმადლო გექმენ.

ბუნებითნი რაჲ ძალნი
არა სჯულთაებრ ვიჴუმიენ,
მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი,
ხოლო ხილულთამიერსა გემოვნებასა
ვრცელად განუხუენ გრძნობანი.

ქალწულო, ბრალეულთა
თავსმდებო, რომელმან სიტყუაჲ
განაზრქე ჴორცითა და კარვითა მიწისაჲთა,
სიზრქე უსასოებისაჲ განმძარცუე,
რაჲთა მონანული შეგივრდე შენ!
გ ა ლ ო ბ ა მ ე ს ა მ ე

ბუნებითსა რაჲ პორფირსა
თჳთმფლობელობასა თანა
მეფობისაცა შარავანდნი
მარწმუნენ, ხოლო მე ვნებათა ბილწთა
მონებად მივჰყიდე თავი,
რამეთუ ,,რომლისაგანცა ვინ
ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ."

კაენის მკლველებრი ცნობაჲ,
სეითის ძეთა ლირწებაჲ,
გმირთა სიღოდით მავალობაჲ,
ხუთქალაქელთა შეგინებისა მწჳრე
უფროჲსად ვამრავალწილე,
ვითარცა რაჲ აღმართ მსრბოლმან
მდინარემან უკეთურებისამან.

მეგჳპტური გულმძიმობაჲ,
ქანანელთ ჩუეულებანი,
მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ,
კოწოლი თმათაჲ და სხვანი, რომელთაჲ
შენ ჰბრძანე არა მსგავსებაჲ,
უწარმდებესად მოვიგენ
თვით მათ პირმშოთა სახეთასაცა.

ამისთვის იყო ქალწული
და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ,
რაჲთა დედობრივთა ოხათა მიერ
ცხოვნდენ ცოდვილნი, რომელთა პირველი,
საშუალი და დასასრული
მე ვარ, ვითარცა უფსკრული,
შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ.

გ ა ლ ო ბ ა მ ე ო თ ხ ე

ისრაელისა მეფეთა
ვჰბაძევდ, გარნა უსჯულოთა,
და რავდენ მეძლო, ვსცთებოდე მაღალთა ზედა
კუმევისა და წარმართთა აღრევისა მიერ
და ძალთა ცისათა თაყუანისცემისა.

ზენაჲსა მოძრაობისა
ასურასტანული ზმნობაჲ,
და ცთომილთა ვარსკულავთა და უცთომელთა
კრებაჲ და განყრაჲ, სუე და ბედი, და შობის დღე
ვითარ საღმრთოთა უსმენელმან, ვიჩქურენ.

ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ
სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ
და შემოქმედისაგან შექმნულთა მიმართ
ცვალებაჲ თაყვანისცემისაჲ სრულვყავ, რაჟამს
თითოეულისა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე.

ამისთვის ღმერთ-მამაკაცებრ
მოქმედ-იქნა ზეშთა ღმერთთაჲ,
რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი,
და ღმრთეებრ იხსნიდეს ბრალთაგან,
რომელთა ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაჲ.

გ ა ლ ო ბ ა მ ე ხ უ თ ე

სჯულნი დავთრგუნენ
წიგნისანი და ახალი ბუნებითურთ,
და სჯულისა შენისა მოწამე, სჯული
გონებისაჲ, ცოდვისა
და ჴორცთა სჯულსა დავამონე.

თითოეულთა
მჴეცთაგან შეზავებულსა მჴეცსა ვემსგავსე
მრავალ-გუარსა და მრავალ-ხატსა,
და სხუა-ჟამ სხუებრ ხილულსა და მჴსენარსა
ბუნებისაებრ თითოეულისა.

არა შევძრწუნდი
მანგლისაგან მფრინვალისა, რომელი
შურსა სიკვდილისასა მიჴდის,
რომელნი ჩემებრ მიმდემად ცრუდ ფუცვიდენ
განსაკრთომელსა სახელსა შენსა.

ამისთჳს სისხლთა
ქალწულებრივთაგან ჴორცნი ღმრთისანი,
და ახალი შეზავებაჲ,
ღმერთი და კაცი, რაჲთა იოხდეს დედაჲ
ჩემებრ განწირვით უსასო-ქმნილთა.

გ ა ლ ო ბ ა მ ე ე ქ ვ ს ე

სოლომონისაჲსა
წურბლისა მსგავსად ვერ მაძღარი
სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებ დაპყრობად
და ღმრთისა საზღვართა ვაბრალობ,
ვითარცა მცირეთა და უნდოთა,
ჩემისამდე უძღებებისა და გულისთქუმისა.

ბოროტად გარდავჴედ
საზღვართა, და შევჰრთე სახლი სახლსა,
და აგარაკი აგარაკსა, და უუძლურესთა
მივჰხუეჭე ნაწილი მათი და ვიღვწიდ უმეზობლობასა,
ვითარმცა მარტოჲ ვმკვიდრობდი ქვეყანასა ზედა.

მბრძოლ ვექმენ ყოველთა
წესთა შჯულისა შენისათა
და ქორწილთა მიერ ხენეშთა
ვჰმძლავრე საწოლსა ჩემსა,
და სახეთა მიერ ბოროტთა
მიცემითა ვაცოდვე ერი ჩემი,
ვითარცა მეფეთა მისთა- ისრაელი.

ამისთჴს ქალწული
დედაჲ და შობაჲ ახალი
სიტყჳსაჲ, რაჲთა ახალი ხატ-ყოფაჲ მეორედ მისცეს
ცოდვით განმრყუნელთა მისთა,
დედობრივთა რაჲ ოხათა ბრძმედითა
დაადნოს ყოველი ნივთი შეცოდებისაჲ!

გ ა ლ ო ბ ა მ ე შ ვ ი დ ე

ვეცხლი, ვითარცა
მიწაჲ, და ოქროჲ, ვითარ თიხაჲ უბნისა ვიუნჯენ,
თაყუანის ვეც ანგაჰრებისა მამონას,
ვითარ-იგი ძველთა მათ-
ბაალს და ასტარტეს
და ქამოსს საძაგელსა.

სიტყვაჲ წმიდაჲ და
ბჭეთა ზედა მამხილებელი მოვიძულენ, ხოლო
მლიქნელთა ძმაცული სივერაგე ვითნე,
და შემასმენელთანი
დავიტკბენ ზრახვანი,
და ცრუნი განვსცენ მსჯავრნი.

ცრემლნი ქურივთანი
და ობოლთა ბრგუნვილი ტირილი არ შევიწყალე,
არა განუხუენ ნაწლევნი მოქენეთა,
უფროჲსღა შენ, ქრისტე,
რომელი იზრდები
მცირედითა ზრდითა მათითა.

ამისთჳს შობაჲ
ღმრთისაჲ ადამიანისაგან დედაკაცისა,
რაჲთა მიწით შობილთა კაცთა ცთომასა,
ვითარცა ღმრთისა დედაჲ,
დაჰჴსნიდეს ქალწული,
და იოხდეს ცოდვილთა.

გ ა ლ ო ბ ა მ ე რ ვ ე

ესენი ვცოდენ სახარებისა სჯულთა
და მცნებათა შენთა შინა,
მცემელთა რაჲ ყურიმლისა მიპყრობასა,
და გლახაკთათჳს განშიშულებასა,
და რაჲთურთით არა ფიცსა
შენ, სჯულის-მდებელი ჩემი, ჰბრძანებდი
და გულისთქუმითა მიმხედველობასა
განსრულებულად მრუშებად დასდებდი.

დაღათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი
და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
გარნა არავე აღვიხუენ ხელნი,
არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი
ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა
უცხო-თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ
საწურთელ-ვჰყავ სულისა, გარეშე მისსა,
რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა.

და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ,
ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე:
მილხინე, ჰოჲ, მეუფეო, მილხინე
და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა,
და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,
ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან.

საკუთრად ღმრთისმშობელად გქადაგებთ, უხრწნელო
ქალწულო, და გურწამს, ვითარმედ
პატივი ხატისა შენისა შენდამო
წიაღმოვალს, ღმრთისმეტყველთაებრ,
და ცოდვილთა მოქცევასა
ანიშებ მის მიერ, ვითარცა ცხად-ჰყოფს
თეატროჲ იგი მრჩობლთა სოფელთაჲ,-
სიკეთე ეგჳპტისაჲ, ღირსი მარიამ.

გ ა ლ ო ბ ა მ ე ც ხ რ ე

ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებანი უქმ იქმნნენ,
ყვავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!

გან-რაჲ-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა
და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად,
მსაჯული მართალ სჯიდე,
მსახურთა რისხვაჲ ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,
მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!

ვინაჲთგან აღსაარებით გრძნობად და შეკრებად იწყო
ძუალი ძუალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა,
და განჴმელთა მოჰბერა
სული კუალად-შობისაჲ,
მრწამს, ვითარმედ აღვსებაჲ
სრულ-ყოს ღმერთმან ჩემ შორის
ყოვლისავე სინანულით აღდგომისაჲ.

მარტიო, სრულო, სამ მზეო, ერთცისკროვნებაო,
განმინათლე მხედველობითი სულისაჲ, რაჲთა
გიხილო ნათელი
ნათლისა უფლისაჲთა,
სულითა ღმრთისაჲთა ძე
გამოგჳბრწყინვო მაშინ
დაუსრულებელთა საუკუნეთა.

არაჲ უხილავს მზესა ქალწული დედაჲ თჳნიერ შენსა,
არცა ჩემოდნად ბრალეულსა-ნათელი მისი,
გარნა მე შენითა
ოხითა, დედოფალო,
ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა
და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა..
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » დავით აღმაშენებელი
გვერდი 1 დან1
ძებნა:

მოგესალმები Гость