ჯანსუღ ნიქაბაძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ჯანსუღ ნიქაბაძე
ჯანსუღ ნიქაბაძე
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:25 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წრუწუნა

-წრუ-წრუ!
წრუ-წრუ! - წრუწუნებს
პაწაწინა წრუწუნა,
თხილს და კაკალს მიაგნო,
ერთიც არ დაიწუნა.
აქ ხომ ჭამა, სოროშიც
ბევრი წააცუნცულა.

ვის რა ამშვენებს?
ცას მზე და მთვარე ამშვენებს
და ვარსკვლავების გუნდი.
ზღვას - გემი,
ქედებს - ცხვრის ფარა,
ვაჟკაცს ნამუსის ქუდი...
შენ კი, პატარა ქართველო,
სუყველაფერში - 5!
***
ეკენია, ბეკენია,
ტყეში კარგი ნეკერია
და დედები ბეკეკოებს
იქით მიერეკებიან...
***
აჰა, ჩემი კბილი,
თაგვო, მომე თხილი!
***
ალათასა, მალათასა,
დავწნავ ოქროს კალათასა,
ტყიდან სოკოს წამოვუღებ
ჩემს ბებია სანათასა.


Сообщение отредактировал nukria - პარ, 14.09.2012, 19:26
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:27 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საახალწლო

საქართველოს მზეს,
ყანებსა და ზვრებს,
საქართველოს ცას,
მოლივლივე ზღვას,
საქართველოს მთებს,
საქართველოს რთველს,
რიონს,
ჭოროხს,
არაგვს,
მათ ტალღათა ფერს.
ალაზანს და ხრამს,
რა თქმა უნდა მტკვარს,
ჩვენს საყვარელ ხალხს,
ვინც თესავს და ხნავს,
საქართველოს გზებს,
მის ხვალინდელ დღეს -
სიცოცხლე და დღეგრძელობა
მრავალ ახალ წელს!
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:27 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვალი

ამ ქვეყანაზე გაჩენის დღიდან

დამდევს ათასი მევალე ერთად

უპირველესი მევალე გინდათ? -

დედაჩემია მშობელი დედა!

ამდენი ვალი მაინც რა მმაართებს

რომ არ მასვენებს ღამით და დღისით?

აი, ხომ ხედავთ იმ წმინდა სანთელს, –

დიდი ხანია ვალი მაქვს მისი

ჯერ გადუხდელი ვალი მაქვს მენდეთ

ამ ცის და მიწის, მთვარიან ღამის,

არ მიცოცხლია უვალოდ დღემდე,

არც ერთი წუთი, არც ერთი წამი!

დავალ ყელამდე ჩაფლული ვალში,

რა მოხდა მერე? გაიგოს ხალხმა!…

მე ვალი მმართებს იმ ციცქნა ბავშვის,

დედას რომ ბაღში მიჰყვება ახლა,

ვალი მაქვს შვილის,

მეუღლის,

და-ძმის,

წინაპრის,

მამის,

მეგობრის, ხალხის…

ჯერ უპოვარი უთვალავ განძის,

ხიდის,

შარაგზის,

ქალაქის,

ქარხნის…

ჩემი მაღალი სამშობლოს დროშის,

კავკასიონის,

კრწანისის,

გრემის

სვეტიცხოველის,

ხახულის,

ოშკის…

ყველაფერს, რასაც ერქმევა ჩემი!

ნუმც დამკარგვია იმედი ხვალის,

შუქური მისი თანა მდევს მუდამ,

მე კარგად მახსოვს ჩემი მტრის ვალიც,

ოდესმე მასაც გადახდა უნდა!

მშობელო მიწავ, შენსკენ თუ ვილტვი

მსურს გიკოცნიდე ჯანიან ფესვებს,

მაგრამ ვალიც თუ გამომყვა ჩიტის,

სულს სატანჯველად ეყოფა ესეც,

მშობელო მიწავ, ნუ მეტყვი “მალეს!”

ისედაც ჩქარობს სიცოცხლის რაში,

როს გავისტუმრებ სუყველა ვალებს,

ვალგადახდილი გეწვევი მაშინ!
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:29 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახალბედა მეთევზე

ანკესს ვაშლი წამოაცვა
პაწაწინა რეზიმ,
უნდოდა რომ მდინარეში
დაეჭირა თევზი.
- ბიჭო, ვაშლით თევზაობა
სად გინახავს ნეტავ,
ჭია უნდა გამოაბა, -
დაარიგა დედამ.
- ჰოდა, სწორედ ჭიანია,
განა ვერა ხედავ?!
 
nukriaДата: პარ, 14.09.2012, 19:34 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თოჯინების თეატრში

შეიკრიბა სცენაზე
ცხოველების ჯარი,
სურთ გაიგონ, ყველაზე
ძლერი ვინ არი.

ზრდილად, ამხანაგურად,
წამოიწყო თაგუნამ:
- სულ არა ვარ ენამზე,
როდი ვამბობ ახალს,
უძლეველი ყველაზე
ფისუნია გახლავთ!

მაგრამ ფისო-ფისუნამ
მოსმენაც არ ისურვა.
- აღარც მე ვარ ენამზე,
არც მე გეტყვით ახალს,
უძლეველი ყველაზე
მურიკელა გახლავთ.

მურიამ თქვა:
- გავიგოთ,
სულ არ არის ძნელი,
ჩემი აზრით, ყველაზე
ძლიერია მგელი!

მგელმა სიტყვის სათქმელად
აიწია თათი:
- უძლეველი ყველაზე
არის ძია დათვი.

ადუდღუნდა დათუნა:
- ასეთი რამ სად თქმულა!
ყველამ იცის, ყველასთვის
ვარ სიკეთის მდომი,
მაგრამ ნუ გავიწყდებათ,
ქვეყნად არის ლომი!

იქვე ახლოს სიცილით
იჭაჭება მელია:
- სულელები! შეხედეთ,
საქმე შემოელიათ?!
ვისაც ვისი შიში აქვს,
ალბათ გამოიცანით: -
მისთვის ქვეყნად ყველაზე
ღონიერი ის არი.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ჯანსუღ ნიქაბაძე
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость