ევდოშვილი იროდიონ - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ევდოშვილი იროდიონ
ევდოშვილი იროდიონ
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:02 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაზაფხული

კვლავ გაზაფხული, კვლავ ია-ვარდი,
კვლავ ბულბულთ სტვენა დაგვიტკბობს სმენას,
კვლავ სიხარული, ცეკვა, ნავარდი
და კვლავ ბუნება ეძლევა ლხენას!

მაგრამ ვით ვსჭვრეტდე ვარდსა და იას,
ვით შევსტრფიალო მზიანსა დღესა,
ვით გამახაროს უტყვთა მეჯლისმა,
ოდეს გულს ჰგმირავს მეტყველთა კვნესა?
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:02 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გლეხის ფიქრები

კალოში ძნა გაიშალა,
მოიქარგა ოქროს მთვარე,
შიგ შეაგდეს ნიშა ხარი,
უთხრეს: კარგა დაუარე.
მიცუნცულობს, თან კუდს იქნევს,
მისრიალებს ძნაზედ კევრი,
ძირს თავთავი ისრისება,
პური სცვივა შინდის ფერი,
ჰოროველამ დაჰზუზუნა,
მღერის პეტრე, თან შოლტს იქნევს,
თუმცა ამდროს ვერ იშორებს
თავის დარდებს, თავის ფიქრებს:
ზამთრის სუსხში მიწა მოხნა,
დაფარცხა და თესლი სთესა,
სიცხი-გულას მომკა ყანა,
დააბრალა მკათათვესა!
ეხლა ჰლეწავს სამი ერთად:
ცოლი, შვილი, თვითონ ისა,
მუშაობენ, ანგარიშობს...
და გამოდის პური სხვისა!
“მღვდელი, ბერი, ფოსტის ფული,
ტყისა მცველი, მოურავი,
მამასახლისი და გზირი...
ხედავს: დადნა უცებ ხვავი!
რჩება მხოლოდ ისევ კალო
გახროკილი, ცარიელი,
მიწოლილი გვერდზე ქოხი
და ეს დროცა ძველისძველი!
ეჰ, სამართალს მე რა ვუთხრა?!
გლეხი ვარ და მწიწკნის ყველა,
ასეთია, ძმაო, ჩვენი,
ცხოვრება და ჰოროველა!”
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:02 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ია

გაზაფხულის მოციქულო,
პირლამაზო ჩემო ია,
ნამის სატრფოვ, სიყვარულო,
თვალ-ჟუჟუნა პაწაწია;

რათ მოგწყვიტეს, მოგაშორეს
შენს სამშობლოს გულ-მოქარგულს,
ძაძა რისთვის მოახვიეს
კოკორ-გაშლილს შენს სიყვარულს?

“ეჰ, ნუ მკითხავ...” - მიპასუხა
მე სტუმარმა უცაბედმა,
ის ჩემს ციხის ფანჯარაზე
მოწიწებით დადვა მტრედმა:

“ეჰ, ნუ მკითხავ, ჰკითხე ბორკილს,
შენს ხელებზე გაბმულ ჯაჭვსა,
ჰკითხე კლიტეს - შენს კისერზე
და ცხოვრების ქარიშხალსა;

დიახ, ჰკითხე...” მაგრამ იას
შეეცვალა უცებ ფერი
და ფანჯარის რკინის ჩარჩოს
ზედ დააკვდა მშვენიერი.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:03 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარიშხალი

გრიალებს ქარი, გრიალებს,
ასქდება არემარესა,
ხან ჩამოიჭრის ბუხარში,
ხან მოაწყდება კარებსა.

ცა რისხვას უთვლის დაბლა ბარს,
ზღვა ერთურთს სტყორცნის ტალღებსა
და ჭექა, ელვა, ქუხილი
სცვლის კლდეთა გმინვას მწარესა!

სულ არ მაშინებს ქუხილი,
არც მთისა რისხვა ბარზედა,
არც ქარის გრიალ-სისინი
და მოხეთქება კარზედა.

ვიცი, რომ ბრძოლის შემდეგა
მზე გამოკრთება ცაზედა
და თავის სხივსა უმანკოს
აათამაშებს ნამზედა.

მაშინ ბულბულიც ცრემლისწილ
დაუკრავს ლხენის ხმაზედა,
დაჰყეფს, დასძახებს, ჩამოჰკრავს
სხვაგვარ მომართულ ჩანგზედა!

მანამდისინ კი არ მართებს
ბულბულსა გულის შვებანი;
აბა ვით უთხრა ავდარსა
მზის შესადარი ქებანი!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:03 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

მჭედელი პეტრე

გამურულა, ოფლში ჟანგი
ჩამოცურავს მის სახეზე
და დილიდან საღამომდის,
როგორც მწვადი, იწვის ცეცხლზე.

ქურა ქშინავს, იბრძვის კვერი,
გამოუწრთო რკინას პირი,
მერე თახჩას შეჰყო ხელი,
ჭერს უჩვენა ბოთლის ძირი!

“ეჰ, რა ვუყო, - ფიქრობს პეტრე, -
შინ თუ ცხელა, გარეთ ჰყინავს,
ჩვენი მღვდელიც უზედაშოთ
თავის დღეში არა სწირავს”.

და კვლავ კვერი მოიმარჯვა,
მირბის, ელავს ნაპერწკალი,
დახეთ პეტრეს?! კარებიდან
ვიღაც ლეჩაქს უყო თვალი!

ახლა კი ვერ მოითმინა
და კვლავ ეშხით დაჰღიღინა:
“ეს მეორედ კარების წინ
ცუგრუმელამ გაირბინა!

ვითომ რაო, პეტრე რო ვარ?!
ცხვირზე ხალი, ტუჩზე ხალი,
ნათლიდედაც ლამაზი მყავს,
მრგვალია ვით ფორთოხალი!

პეტრე რო ვარ, რაო ვითომ?
ვინა მჯობნის, აბა ერთი,
ვინც ბიჭია, გააკეთოს
ჩემისთანა ბარ-საკვეთი!

მამაჩემიც რკინას სჭედდა,
უანდერძა კვერი პეტრეს,
ვითომც დიდი განძი იყვეს,
რკინას კი არ, ფულსა ჭედდეს!

როცა მოკვდა, კუბოს ფული
მის ამქარმა გამოიღო.
თვისი დღენი რკინას ჭედდა,
ჩექმა უნალო წაიღო!

შვილს მომბაძა, მაგრამ რაო...
პეტრე რო ვარ, ვითომ რაო?!
ფულიანი და უფულო
ყველა მიწამ გამოხრაო!

მერმის უნდა დავილოცო,
თუ არ მოკვდა უსტაბაში,
ოსტატ პეტრეთ ჩამწერავენ,
მეც კაცი ვარ, ძმავ, ჰამქარში!”

ქშინავს ქურა, იბრძვის კვერი,
ილესება ოფლში ჟანგი,
მღერის პეტრე, ჟღერავს გრდემლი,
მისი ტურფა, მისი ჩანგი!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:03 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეგობრებს

მეგობრებო, წინ... წინ გასწით,
ნუ შედრკება თქვენი გული,
დე, მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს
და შუბლს ოფლის ნაკადული!

წინ, წინ, მედგრათ შევებრძოლოთ
ჩარხუკუღმართ ამ ჩვენ დროსა,
ჭირის ოფლში გავატაროთ
სიმართლის და ძმობის დროშა!

დეე, ჩვენ ტოლთ, უგვანო შვილთ,
კერპის წინა ხარონ ქედი,
ფუ, იმ ვაჟკაცს, ვინც ინატროს
მათი სვე და მათი ბედი!

დე, ისევ მათ ავარჯიშონ
საქვემძრომოთ მკლავი, ენა,
სხვა აკვნესონ და ამ კვნესით
თვით იპოვონ შვება-ლხენა..

მომავალი იმათ თვის ხვედრს
წარმოუძღვნის, დასდებს მსჯავრსა,
შეაჩვენებს იმათ საფლავს
სამარცხვინოს, საზიზღარსა!

მეგობრებო, ჩვენ ნუ გვინდა
ამნაირი სვე და ბედი,
ბრძოლა იყოს ჩვენი ლხინი,
სატრფიალოთ - გულს იმედი!

მაშ, უშიშრათ შევებრძოლოთ
ჩარხუკუღმართ ამ ჩვენ დროსა
და ჩვენ რაზმს წინ წავუმძღვაროთ
სიმართლის და ძმობის დროშა!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:04 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყორნის ბრალია

დილას ყორანმა დამჩხავლა,
ზედ კალოს გადმომიარა:
მაშინვე თითზე ვიკბინე,
შევძახე: “გაგატიალა!”
ვიფიქრე, - ვიცი ფათერაკს
რამეს შემამთხვევს წყეული,
კარგათ არა მყავს დაცდილი
შავი, შავკაბა, ეული...
არ გაუვლია ერთ წუთსა,
შევხედე, მოდის ომარა,
ხელში უჭირავს ჩანახი,
ცხენს უკიდია ტომარა.
წამოიჩოქა ხვავის წინ,
მკლავი მოუშვა, მოხარა,
პურს ვიღა ჩივის, უღმერთომ
კინაღამ მიწაც მოთხარა.
ბაითალმანო ∗ ყორანო,
ეს ხომ სულ შენი ბრალია,
ერთხელც იქნება დაგხელო,
თოფს დავაყარო ფალია,
ორ ფეშხვათ გაგათავთავო,
ქარს გავატანო ცალია,
მეორე მურას მიუგდო,
მას ვამტვრევინო ძვალია!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:04 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ურმული

ჰარალო, ჰარალო, ჰარალო,
ჰარალო, ბიჭო გელაო,
ჩინოვნიკი და ვაჭარი
ჩვენ მოგვსევია ყველაო!

მღვდელი უზომოდ გამძღარა,
დიაკვანს დაახველაო,
მამასახლისი გასუქდა,
ბევრი აქვს ერბო წველაო!

გზირს ქონი მოსჭარბებია,
ბაჯბაჯებს ნელა-ნელაო,
ჩვენთვისთვინ მუდამ მზათა აქვს
იფნის მოქნილი წნელაო!

ჩაფრები კარზე გვიდგანან,
ჰარალო, ბიჭო გელაო,
მთავრობას ფული მიართვი,
გაყიდე ჩოხის ძველაო!

ბატონსაც უნდა ქეიფი,
დიდი მუცელის ზელაო,
მოურავს მალ-მალ მუქარით
გვიგზავნის მუზმუზელაო.

ჰარალო, ჰარალო, ჰარალო,
ჰარალო, ბიჭო გელაო,
ურმის კოფოზე ნუ ვზივართ,
სხვა გზით თავს უნდა შველაო!

“დუმამაც” ვეღარ გვიშველა,
გამოუყრიათ ყველაო,
მთავრობის დეპუტატთათვის
უსწავლებიათ რბენაო!

ჩვენ სხვას ველოდით, სხვა მოხდა,
ეხლა ხომ უფრო ბნელაო,
მგელი “კანონებს” გვიწერავს,
ვეღარ დაგვიძრავს ენაო!

თოფ-ზარბაზანი, ხიშტები,
მუშაობს სახჩობელაო,
ცრემლის ტბა დადგა სოფელში,
სისხლმა გაბანა კერაო!

ეჰ, ამისთანა სიცოცხლეც
დასწყევლა, შეაჩვენაო;
იმედი ნურავისი გვაქვს,
ჩვენს თავს ვუშველოთ ჩვენაო!

მტერს მტრულად გავცეთ პასუხი,
ჩვენც კაცები ვართ ყველაო,
ზაფხულში ნამგალს დავძახდით,
ახლა სხვა უნდა “დელაო”!

ჰარალო, ჰარალო, ჰარალო,
ჰარალო, ბიჭო გელაო,
ურმის კოფოზე ნუ ვზივართ,
მებრძოლ ძმებს უნდა შველაო!
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:05 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უკანასკნელი დღე სიკვდილით მისჯილისა

მზე ჩადიოდა. უკანასკნელ სხივთ
დაეფერადნათ მთისა მწვერვალი,
და დღეს, ვით მუშაკს, დაღლილ-დაქანცულს
ეხუჭებოდა ნელ-ნელა თვალი.
საპყრობილეში იჯდა ტუსაღი,
ვიწრო დარკინულ ფანჯარასთანა

მიშტერებოდა ჩამავალს მზესა,
თითქო მის სხივებს მისდევდა თანა.
სახე გამხდარსა და გაყვითლებულს
ეჭმუხნებოდა შუბლისა კანი,
კარგა ხანია მას სადგურად აქვს
ნესტიანი და ბნელი საკანი...

მთისა მწვერვალსა კანკალ-ცახცახით
მოსწყდა მზის სხივი უკანასკნელი.
შეკრთა ტუსაღი და ჩამოვარდა
იმის თვალთაგან ობოლი ცრემლი.
ნეტა რა იყო, ასე უეცრივ
რამ შეაშფოთა, რამ ააღელვა?
მას შავმა ფიქრმა მოწყვეტილ სხივთან
გულს გაურბინა, ვითარცა ელვა!
და აჰა, გრძნობამ არ მოატყუა,
ნელ-ნელ გაიღო რკინისა კარი,
განიპო ბნელი, და ტუსაღის წინ
წყნარის ნაბიჯით წარსდგა მოძღვარი.

- მისმინე, ყრმაო, - უთხრა მოხუცმა,
და თვითვე შეკრთა თვისსავე ხმაზე, -
ხვალე ადრიან, რა გადმოდგება
მზეი ბრწყინვალე ივერის მთაზე,
და სხივნი მისნი გადმოშვებულნი
კისკასს შეჰქმნიან დილისა ნამზე,
მაშინ ჯალათნი განმზადებულნი
შენ აგიყვანენ სახრჩობელაზე.
აწ მოიდრიკე მუხლი ჩემ წინა,
ემთხვიე, შვილო, სახარებასა,
და უხილავის უფლის წინაშე
მოჰყევი, შვილო, აღსარებასა.
გჯერა თუ არა შენ უკვდავება,
სასუფეველი, ტანჯვა-წამება?
მაშ აღიარე ცოდვანი შენნი
და გეღირსება იქ ნეტარება.
თვით მაცხოვარმა, ჯვარზე გაკრულმა
მისცა ავაზაკს სასუფეველი,
ილოცე, ყრმაო, შესთხოვე უფალს,
ახსენე, შვილო, ღვთისა სახელი.
- ჰოი, მამაო! - უთხრა ტუსაღმა,
და ხმა საცოდავს ყელში ჩაუწყდა, -
ჩემი საქმენი, გულის ზრახვანი
უფალმაც იცის და ერმაც უწყდა.
რა მაქვს სათქმელი, სააღსარებო,
უკვე სიკვდილი მე მომესაჯა,
მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს,
რომ სამართალმა სწორედ გამსაჯა;
მართალი არის, მე ენა მქონდა
მწარე, სასტიკი, დაუნდობელი
და ფარისეველთ ამა ქვეყნისა
გულს უგმირავდა, ვითარცა გველი.
აბა დამეწყო პირმოთნეობა,
შემესხა მათთვის ქებათა ქება,
მაშინ ამ ქვეყნად სახრჩობელას წილ
მათებრ მხვდებოდა მეც ნეტარება.
მაგრამ ცის ნიჭი მომადლებული
ოქრო და ვერცხლზე არ იყიდება,
ის წმიდა არის, ვით ანგელოზი
და თვით ტალახშიც წმიდად დარჩება.
ხალხთ ამა ქვეყნად კაცთ დასასჯელად
ციხე და ხმალი მოუგონიათ
და რომ სიმართლეც მოსრან, შებოჭონ,
ტყვილად ფიქრობენ, ტყვილად ჰგონიათ;
არ ეკიდება მას ბასრი ხმალი,
ვერც შეიპყრობენ მას ციხეშია,
ვერც გაუყრიან ფეხში ბორკილებს,
ვერც დააჭერენ დანას ყელშია!
მაგრამ რას ვამბობ... ჰო, შენ მითხარი,
რომ იმ ქვეყანას არს ნეტარება,
მაგრამ, მოხუცო, იცი, რომ ჯერა
მე აქ სიცოცხლე კვლავ მენატრება?
არა, არ მინდა ჯერ მე სიკვდილი,
მე მსურს ვიცოცხლო, ვუყურო მზესა...
შენ მე მითითებ სასუფევლისკენ
და აქ კი ჭაბუკს მიბნელებ დღესა.
მოიგონევი ახალგაზრდობა:
არვის უყვარდი, არ გყვარებია?
სატრფო, დედ-მამა, ამხანაგები,
შენთან შეზრდილი ძმა და დებია!
მსურს მათთან დავრჩე, ჰოი, მხცოვანო,
მეცა მყავს შენებრ მოხუცი მამა,
მყავს გულის ტოლი, მიყვარს, ვუყვარვარ
და ხვალვე უნდა შთანმთქას საფლავმა?!
ოხ, რა ტკბილია ახლა სიცოცხლე!
მეც მსურს ვიცოცხლო, გესმის თუ არა?!
ოხ, ღმერთო, ღმერთო, რა უკუღმართად,
და რა შავ-ბედად გზა დამეღარა!
წადი, მოხუცო და ვინაც გკითხოს,
უთხარ, რომ თავი არ მოვიხარე,
მხოლოდ ერთ წუთით გრძნობამ დამჭარბა
და უნებურად ცრემლი დავღვარე.
დედაჩემს უთხარ... მაგრამ რას ეტყვი,
მშრალი სიტყვები რა ნუგეშია?
უთხარ, საფლავსა სულ ნუ მომირთავს,
თავს არ დამირგოს ვარდი და ია.
სახრჩობელაზე სიკვდილ-წამება,
და ყვავილები სასაფლაოზე?!
კუბოში მწარედ გამეცინება,
სასაცილოა, სასაცილოზე!
გუშინ ციხის ძირს, შავით მოსილი
ლამაზი ქალი ცრემლს რომ აფრქვევდა,
ჩემი სატრფოა, იმა ცრემლებით
უკანასკნელად ფიცსა მაძლევდა.
იმასაც უთხარ, რომ თუ მტვრად ქცეულს
კვლავ შემეძლება მე სიყვარული...
აქ კი ჭაბუკმა ვერ მოითმინა
და კვლავ ატირდა, აცრემლდა გული.
სტირის ჭაბუკი, ჩამორბის ცრემლი,
უსმენს და სტირის მასთან მოძღვარი.
ღამე ისწრაფის... კიდეც გათენდა
და აგერ დაჰკრეს ცისკრისა ზარი.
იგრძნო მოძღვარმა თავდავიწყება
და მოიბრუნა გული თვისკენა,
უკანასკნელად ჰსურს ნუგეში სცეს,
მაგრამ რა უთხრას? დაუდგა ენა.
“ილოცე, შვილო, მოემზადეო”,
გულამომჯდარმა ძლივს უთხრა ესა.
აუკანკალდა მოხუცს მუხლები
და მიაშურა ციხის კარებსა.
- “მოემზადეო”, ხა, ხა, ხა, ხა, ხა! -

პასუხად მწარედ ყრმას გაეცინა, -
მზე ემზადება მიწას ახაროს -
მე მამზადებენ სიკვდილისთვინა!..

დიდის დიდებით მზე ამოვიდა,
კისკასობს, ხარობს, ცეცხლებ ეგზნება
და მისნი სხივნი გვამს უსიცოცხლოს
სახრჩობელაზე ეთამაშება.
 
nukriaДата: ორ, 10.02.2014, 22:05 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა ვიტაძარო?

თუმც ვეღარ ვხედავ ჩემს სამშობლოს,
მის ამაყ მთებსა,
თუმც ვეღარ ვხედავ მისსა მდელოთ,
სერთა ნაქვთებსა,
ვეღარც იმ ჭალას, რუ ცქრიალა
რომ ჩაურბოდა,
ვეღარც იმ მწვანეს, ნიავი რომ
წყნარად უქროდა,
და ვეღარც ჩემთა მამულიშვილთ,
მამაც ოცნებით,
მაგრამ ყოველდღე ვიგონებ მათ,
ვიგონებ სევდით,
ვიგონებ სევდით და თან ვფიქრობ:
მიდიან წელნი,
უცხო ტომთაგან იკირწყვლიან
სამშობლოს ველნი;
და სამშობლო კი, საქართველო
დღიდან-დღით სჭკნება,
მის შვილთა ამაყ ოცნებაში
ის იმარხება.
მშვიდობით, ჩემო თაიგულო,
მწარევ და ტკბილო,
მშვიდობით, ჩემო უძილობის
შავო აჩრდილო,
მშვიდობით, სევდავ მოფენილო
მშობლის თვალებზე,
მშვიდობით, სევდავ კავკასიის
მთათ მწვერვალებზე!
რაღა მიყვარდეს, ვინ მიყვარდეს,
ვით შევიყვარო,
გულს თუ დავმარხავ უიმისოთ,
რას ვემთაბარო?
ვიყავ ბოგანო, დღიური მუშა,
ღარიბ-ღატაკი, მთლად უსახლკარო,
მქონდა სამშობლო და აღარა მაქვს
აღარც სამშობლო...
მის მაგიერ რა ვიტაძარო?
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ევდოშვილი იროდიონ
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
ძებნა:

მოგესალმები Гость