ფირდოუსი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ფირდოუსი (ამბავი სიაუშისა)
ფირდოუსი
nukriaДата: კვ, 21.02.2016, 23:45 | Сообщение # 1
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვეყანას რათა მშვენიერის სამზერად უხმო,
სიტყვის მსახურო, შთაგონებით იმღერე უფრო
პოეტის ლექსი, თუ მის მაღალ გონებას გამცნობთ,
ეს არს ზეობა პოეტისა, უწყოდეთ, კაცნო!
თუ შეეპარა სიტყვის მსახურს მწიკვლი და ბიწი,
აღარაფერის მაქნისია იმისი ნიჭი.
შრომაში ღამეც რომ ათიოს, არა აქვს ფასი,
დაკარგული აქვს ღირსებანი ბრძენკაცის თვალში.
ვის შეუცვნია თუმცა ქვეყნად თავისი ნაკლი,
ყოველს ჰგონია ნაღდია და აცხია მადლი.
ჭკუათამყოფელს ხამს უჩვენო ნაშრომი შენი
და გამორჩევამ მისმან უნდა შეგიწყოს ხელი.
თუკი ბრძენკაცის იმსახურე ოდა-ქებანი,
წყაროსთვალისთვის მიგიგვნია და ჰა, ეგ არი.
დეჰყანისაგან შემონახულს მოგიტხრობთ ახლა,-
გაუხუნარი გარდასულის სურნელი ახლავს.
დროთა ბრუნვაში მტვერი აძევს და წელთა რიგი,
დე, ლექსმან ჩემმან გააცოცხლოს ამბავი იგი.
დაე დღეები, მოთვლილია რომელ საჩემოდ,
დიადს ამ შრომას შევწირო და ძალი გაჩვენოთ.
კეთილნაყოფა ხეს ვრგავ ვიცი, და არა ხენეშს
და არ გახმება, ის იმწვანებს ახლაც და მერეც.
ორმოცდათვრამეტს გადავცილდი, მინახავს ბევრი,
საწუთრომ ბევრჯერ მოატარა ჩემს ტავზე კევრი,
სიცოცხლის წყურვილს მაინც ვგრძნობ და დღეთა დინებას
ისე მივყვები, არ მაკლია გულმოდგინება.
ოდესღაც ბრძენკაცს დასცდენია ამგვარი რაღაც,
რა მოხუცდები, კვლა ჭაბუკად იქცევი აღარ,
და თუ სათქმელი მოგეძალა, დახარჯე ძალი,
სიკეთე ჰქმენ და მოიმარჯვე გონების თვალი.
თუკი სიკეთე განაგდე და სიავე აქე,
გახსოვდეს, პასუხს დამბადებლის წინაშე აგებ.
უწყოდე, რაიც გითესია, მოიმკი მასვე,
ავ სთქვი?_შენივ სასმენელიც სიავეს გასმენს.
მაღალგონიერთ არცა სხვათა სიავის სმენა
მოუდისთ ჭკუად, ავად არც თვით დასძრავენ ენას.
თუმცა... დეჰყანის ნაამბობზე სიტყვა რომ ვიწყე,
ისევ იმ ამბავს მივუბრუნდე, აჯობოს იქნებ.
მამლის ყივილმა დღის ახალის დაწყება როცა
ამცნო ქვეყანას, წუთიც აღარ ეწადა მოცდა_
წამოდგა თუსი, გივისა და გოდერძის უხმო,
დაიძრნენ... ხმები ცად აიჭრა ამო და უცხო.
დაღუის ველთან, ფალავნებს რომ ფეხქვეშ ეგება,
სანადირო რამ კარგი ჭალა ეიმედებათ.
ბევრი დახოცეს, ჰქროდნენ... გზებსაც მტვერი ადინეს,
მთელი ორმოცი დღის საგზალი მოინადირეს.
თურქის საზღვართან, წამომართულს მთებისა დარად,
მზერა იმათი გადააწყდა უამრავ კარავს.
მოშორებით კი_ტყე და რა ტყე,_უვალი ტევრი,
იქ იქნებაო თუ იქნება ნადირი ბევრი.
აი, ამტყისკენ გაეშურნენ თუსი და გივი,
უხვად ეყარა ბალახებზეც ციმციმა მძივი.
გზასა და სავალს უღობავდათ ჯარი ხეების,
ფრთხოდა ნადირი, ჩაუმწარდათ მშვიდი დღეები.
 
nukriaДата: კვ, 21.02.2016, 23:47 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უცებ ფალავანთ თვალი მისწვდა ფერიას სადარს,
გაოცდნენ... ქალი, მზის სადარი, საიდან, სადა!
ბაგემცინარეთ ქალისაკენ გასწიეს მყისვე,
ის კი მოდის და გამეტებით ანათებს მზისებრ.
ეუბნა გივი: ჰე, მთვარეო, საიდან, საით...
ხომ არ მოჰყევი განთიადებს, მშვენიერ აისს?!.
ეტყვის მნათობი: მივატოვე მშობლების სახლი,
გამოვექეცი მამაჩემის ჩხუბსა და ზახილსა.
შუაღამისას მეჯლისიდან დაბრუნდა მთვრალი,
ჩემს დანახვაზე ველურივით აემღვრა თვალი,_
ხანჯალი იძრო... რომ მეცლია მცირედი ხანიც,
მოსცილდებოდა ერთურთს ჩემი თავი და ტანი.
ჰკითხეს ფალავანთ: მშვენიერო, სადარო მთვარის,
მაინც ვინა ხარ, საიდან ხარ, რომელი გვარის?
ნათესავი ვარ გერსივეზის, მეკუთვნის პაპად,
მეფე ფრიდონის გვარ-ტომისა... არ ვამბობ ზღაპარს.
ვით მოაღწიე აქამომდე ქვეითად, გვითხარ,
სწრაფად გამოვლე გზა-შარა თუ ვიდოდი დიდხანს?
ცხენით მოვქროდი. დაიღალა ქროლვისგან ცხენი,
როცა დაეცა, ქვეითადღა გადმოვვლე ველი.
აუარება ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი თვლები
შემომეფანტა თანდისთანად, თავადაც ხვდებით
ოქროს გვირგვინიც წარიტაცეს, სხვაც, განძი დიდი,
მოვრბოდი თავის გამეტებით, ცრემლებსა ვღვრიდი.
როდესაც ჭკუას მოეგება მშობელი, მაშინ
თქმა აღარ უნდა,დამადევნებს მაძებრებს კვალში.
საბრალო დედა ატირდება, შეიპყრობს დარდი,
ვინ იცის, უკვე მოთქმა მისი ცათამდე ადის.
ამ ქალისადმი ტრფიალებამ გამსჭვალა ორნივ,
მეტადრე თუსმა, გონი უკვე დაკარგა, მგონი.
ჰრქუა: მთვარეო, ფუჭად როდი მოვქროდი აქეთ,
უნდა მეპოვნა თურმე შენი მზიური სახე.
მას ეტყვის გივი: უცილობლობ, სარდალო შაჰის,
ორივ ერთად ვართ დამნახველი ხვთიური სახის.
აენთო თუსი, რად ვცრუობ, პირველმა განა
არ მოვაღწიე მშვენიერთან, ამოს ამ ალაგს?
მართალი არ ხარ, ამბობს გივი, პირველი მე ვარ,
ეს ვიცი, როგორც ის, რომ ახლა დღეა და მზეა.
კეთილშობილ და ახალგაზრდა კაცს როდი შვენის,
დაისაკუთროს ის, რაზედაც არა აქვს ხელი.
გამწვავდა დავა, იშვა აზრი ბნელი და ავი--
მშვენიერს, რადგან ვერ მორიგდნენ, მოჰკვეთონ თავი
ერთი მეორეს აცა ხედავს, აღარცა უსმენს,
კიდევ კარგი, რომ ვიღაც ბრძენი გამოჩნდა უცებ.
ჰრქუა მან ბრძენმან: გულს რა ცოდვა-სიმძიმილს ახლით,
ამგვარ ყოფაში სამართალი სცანითო შაჰის
ორმავ ისმინა გამორჩევა და სამნივ ერთად
წარსდგნენ ირანის ბრძანებელთან, ვითარცა ღმერთთან.
რა Kქეი-ქაუსს წინ დაუდგა ხატება ქალის,
ბედნიერებით გაუბრწყინდა ორთავე თვალი.
მოდავეთ ეტყვის: ტანჯვა-ურვა გაშოროთ ღმერთმა,
მშვენიერება არნახული ჩამიგდეთ ხელთა!
მიამბეთ როგორ, რანაირად იპოვეთ იგი,
ტყეში მზე აღაჩინეთ ჩახჩახა, დიდი?
გულისწამღები შველი ვარქვა, ლაღი ირემი?
ამა ნაპოვნით, მგონია, რომ გადავირევი.
მითხარ, მთვარეო, საიდან ხარ, ვინა ხარ, ვისი,
ეს ვინ გაგვხადა ქვეყნად შენი მოვლენის ღირსი?
დედა თურანის მეფის შვილი, მამა კი გვარით_
მეფე ფრიდონის გვარისაა, პასუხუბს ქალი.
დიდი სარდალი გერსივეზი, მფლობელი მიწის,
ახლობელია, მის შესახებ მგონია, იცით.
რად მოისურვე დიდი გვარის, მზიური სახის
აგრე გაწირვა, როგორ დასთმე მშობლების სახლი?
ოქროში ჩაგსვამ, აგამაღლებ მაღალთა შორის,
ისე მოგივლი, ეტყვის მეფე, არ გყავდეს ტოლი.
ჰრქუა მან ქალმან: მიივანა გულმან, მკვნესარემან,
გული გრძნობს, მჯობნ ხარ ქვეყნის ყველა გარდანქეშანთა.
იხარა მეფემ, ნეტარების დაუდგა ხანა,
მერე კი ქალის სანთიობოს მოკაზმვა ბრძანა.
საძილე მორთეს, თვალი ოქროს აწყდება მრავლად,
ჭირს ლაჟვარდივით ფირუზებთან გულგრილად ჩავლა.
წითელ-წითელი იაგუნდი, დიბა-ფარჩანი...
მსგავსი იმათი არც ყოფილა ქვეყნად, არც არის.
 
nukriaДата: კვ, 21.02.2016, 23:48 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავიდა დრო და დღე მრავალი წარსულად იქცა,
ფერადი ფუნჯით ამეტყველდა მდუმარე მიწა.
სწორედ აი, ამ დროისათვის ცხრა თვემაც განვლო,
ალაპარაკდნენ შაჰის მზისდარ მეუღლის გამო.
მივიდნენ კაცნი მეფის წინა, თავი დახარეს,
ბაგემღიმართ და მოცინარეთ ქაუსს ახარეს:
გვჯერა არასდროს მოგვეცემა სევდის მიზეზი,
ბედნიერი ხარ, შეგეძინა შვილი ისეთი!
სახელს ცათამდე აგიმაღლებს, ბედნიერს გაგხდის,
მისით იბრწყინებს სასახლე და ეგ შენი ტახტი.
თმა დაჰყვა მუშკის, არ უნახავს კაცთაგანს მსგავსი,
მეტად იწამო უნდა მისით არსობის არსი.
უმშვენიერესს სიაუში არქვეს სახელად,
თვალს ახარებდა შავთა მისთა თვალთა ახელა.
ვარსკვლავთ მიმართა ვარსკვლავთმცნობმა მისანმა კაცმა,
მისი ბედი და მომავალი ეჩვენა მკაცრად.
გული ძალუმად მიეწურა, იწუხნა ფრიად,
იეზდანს ჰვედრა ხან უწყალოს, ხან კიდევ ღვთიანს.
ეახლა ქაუსს, შეჭირვებით ამცნო ყოველი,
უთხრა: რას ვიზამთ, საწუთროსგან ავი მოელის.
ხოლო საწუთრომ, თითქოს არ ჰყავს მდურველი ერთიც,
გულარხეინად წინ გადადგა ნაბიჯით მეტი.
 
nukriaДата: კვ, 21.02.2016, 23:50 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეფეს ეახლა ქვეყანაზე განთქმული გმირი,_
ევედრა მისთვის აღსაზრდელად მიეცა შვილი.
ჰრქუა:Lიქნება ასიც გყავდეს ძიძა-გადია,
გარნა უწყოდე, ვერ იშოვო ჩემებრ მადლიანს.

3

ღამე განიმქრა, შემოიჭრა სინათლის ღელე,
ცარგვალი ერთჯერ შემობრუნდა ამ ამბის მერე.
ტახტზე გაბრწყინდა დედოფალი, არ აჩანდა ნისლი,
იაგუნდებში მღელვარებდა გვირგვინი მისი.
ქალწულნიც აღჩნდნენ... სინარნარით გულთა მპყრობელნი,
ტახტზე დაბრძანდნენ მშვენიერნი, მანათობელნი.
თითქოს მათ მოსვლას ელოდაო სუდაბე, უმალ
სიაუშს უთვლის, მოგელითო სასურველ სტუმარს.
გვინდა გიხილოთ აშოლტილი, ალვა ნაზარდი,
ხატება შენი-ასი მზის და მთვარის ნაკადი.
სუდაბეს ნების აღსრულებად მსახური იგი,
არა ორგული დედოფლისა, ჰირბედი მიდის.
შემონათვალი უთხრა ჭაბუკს ქალისა-მთვარის,
წუხილი მიჰხვდა სიაუშს და ჩაჰკიდა თავი.
ფეხები წასვლად არ იძვრიან, სხვა ღონეც არ აქვს,
ფიქრი წასვლაზეც, არ წასვლაზეც, ჰღალავს და ჰზარავს.
მერმე ადგა და გაემართა, ახსენა ღმერთი,
გზაში თანდათან გათამამდა, გაშალა მკერდი.
მზერადაღლილი ტახტზე დაჯდა მივიდა ოდეს,
მჭვრეტელნი მისნი, თოთქოს ამო მზერასა სთხოვდნენ.
მეფის ღირსების შესაფერად ბრწყინავს და ელავს
ყოველი ფერი... თვალი ფერებს აწყდება ფერადს.
განაპო ბაგე დედოფალმა-აი, აქ, იტყვის,
ყოველი ქვეყნის მეფის შვილი შევკრიბე თითქმის.
ქალწულნი ესე რა მასალით შექმნილან ნეტავ,
თერაზის კერპებს წააგვანან, თავადაც ხედავ.
მათგან რომელის ჭვრეტა უფრო გილაღებს მზერას,
სვებედნიერი მასთან ერთად გამყოფოს ზენამ.
შეხედა ვაჟმა ქალიშვილებს, შეკრთნენ ქალები,-
უბადლო სახეს გადააწყდა მათი თვალები.
ერთურთს ეტყვიან: ხიბლი არის, ტრფობის წყაროა,-
მანათობელი მთვარე მასთან რა საბრალოა!
გულაჩქროლებით მიაშურეს თავ-თავის ტახტებს,
ყოველს სწადია სიაუშის რჩეული გახდეს.
 
nukriaДата: კვ, 21.02.2016, 23:52 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმოგზავნა რა დედოფალმა ქალიშვილები,
სიაუშს ესმა ხმა, თაფლისგან განატკბილები.
ნება გეძლევა აირჩიო რომელ გწადია,
რომელი გსურის იმათგანი, მზერა მადლიანს.
გონების თვალი მათგან რომლის არჩევანს ადგას,
თქვი, აირჩიე, თავად უნდა ირჩიო რადგან-
ვინაც კი გნახავს, შეგიყვარებს უგონობამდე,
გარნა საქმე კი ხამს ნებისად შენად მოგვარდეს.
ფიქრი მოსჯარდა, სიმძიმილი წამოეშალა,
კარგა ხანს სიტყვას გზა ვერ მისცა გულმა მკვნესარმა.
ხანი გამოხდა, დაიწყნარა გული და ადგა,
მისთვის ამგვარად მზრუნველს, უფალ დედოფალს ჰკადრა:
არა და არა, მტრული გვარის მოყვრობას, ვარჩევ,
სიცოცხლის ჩემის მიმწუხრამდე უცოლოდ დავრჩე.
ჰამავერანის მბრძანებელზე ბევრი მსმენია,
ირანის შაჰი მისგან ჭირთა ბევრთა მთმენია...
ქალნიც უეჭვოდ ეყოლებათ ეშმაკეულნი,
მათთვისაც, ალბათ, გვარი ჩვენი არის წყეული.
მეტყველებს ვაჟი, ქალი იგი მორჩილად უსმენს,
ელვის უსწრაფეს მოიცილა პირბადე უცებ.
ჰრქუა მზის გვერდით ოდეს მთვარე იხილოს კაცმა,
ყოველ მიწიერს ეუფლება ამგვარი განცდა-
მზის დამნახველი იტყვის: მთვარე ჰო, რა მქრქალია,
არ საჩენია მზესთან იგი, დასამალია.
ბრილიანტთ შორის ბრილიანტის თვალივით მჩინარს,
ოქროს გვირგვინით, ოქროს ტახტზე შემხედავს ვინაც,
ცხადია, ჩემზე უკეთესად არავის ჩათვლის,
სწორიც იქნების, თქმა არ უნდა, განსჯანი მათი.
ქალიშვილებმა დიდად რომ არ წარგტაცეს თვალი,
მაშინვე ვიგრძენ... მოიხადე საჩემო ვალი-
ჩემი ტრფიალი- ერთგულება გულს დაისახე,
ამაყვავე და მიმახედე სამოთხისაკენ.
ნურცრა გაფიქრებს, მშვენიერო, ნურცა რა გაკრთობს,
სანუგეშო რამ სიტყვა ერთი მასმინე მარტო!
მელაპარაკე სიყვარულზე, ბაგე განახვნე,
ბედნიერებას გაზიარებ, სითბოს განახვებ.
ოდეს ამქვეყნად არ იქნება ქეი-ქაუსი,
ბედნიერებას, გულებს ჩვენსას, ვერვინ დაუშლის.
მო, გამიღიმე, გამიფრთხილდი შენსავ თავს ვითა...
გადმოგიშალე გულს ნადები დაგვით და წვითა.
ვდგავარ, სიყვარულს არა ვფარავ, ან ვით დავფარო,
შენით იწყება და მთავრდება ჩემთვის სამყარო.
მონა ვარ შენი, უმაღლესი სურვილით ვიწვი,
დამბედებია შენი დიდი ტრფიალის ნიჭი.
 
nukriaДата: კვ, 21.02.2016, 23:53 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადაავიწყდა კდემა, რიდი, სირცხვილი, კრძალვა,
კისერზე მძლავრად ეხვეოდა დაბნეულს ალვას.
გულშეიწრებულ ჭაბუკის თვალთ სისხლი მოაწვა,
წამწამთ წითელი, სისხლნარევი ცრემლი მოაწყდა.
იდუმალ ფიქრობს: დამიფარე, უფალო ღმერთო,-
ურვა-წუხილი, მძიმე ხვედრი მარგუნე ერთობ...
ძალმიძს აჰრიმანს, მის ავ ზრახვებს ვეწყვილო განა?-
როგორ შევკადრო, ვით ვუმუხთლო საკუთარ მამას...
გარნა პასუხი ცივი ამ ქალს აღანთებს რისხვად
და გაწბილებას ჩემგან, ჩემი სხეულით მიზღავს.
ჯადოს ქმნა მისგან არ უცხოა და არცა შორი,
მეფეს გადარევს მონაჩმახი რაიმე ჭორით.
მიჯობს თბილი და ტკბილი სიტყვით დავშორდე ახლა,
ახლა სრულიად ზედმეტია სხვაგვარი ზრახვა.
მერმე ჰპასუხობს: არ სადაო არის მთვარეო,
შენით ნათობს და მშვენობს მთელი არემარეო.
ჭკუა-გონებით ვერ დაგჩრდილავს კაცი და ქალი,
ქმრობისა შენის ღირსი მხოლოდ მეფე თუ არი.
მეც სხვა არ მინდა, შენს ქალიშვილს შევირთავ ცოლად,
სიამე არის, გვერდით შვილის შენისა ყოლა.
ირანის მეფეს ხამს ყოველი ვაცნობოთ მალე,
ახლავ ვაცნობოთ და ნებართვაც მივიღოთ ბარემ.
ქალიშვილს შენსას, სრულწლოვანი ვიდრე გახდება,
დაველოდები...სოფლად ყოფა გამიახლდება-
 
nukriaДата: კვ, 21.02.2016, 23:54 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სოფო

რა ჩემის ხნისა მოიყრება, შევირთავ კიდეც,
ჩემს გულს ვერავინ დაატყვევებს მის გარდა, კიდევ.
სასმენელს მისას არ სწვდეს, ჩემის ტრფობით თუ იწვი,
სჯობს, არ გაიგოს შვილმან, თავადაც იცი...
ჩაიხშე გულში დღევანდელი შენი ტრფიალი
გაივლის იგი, გაიყოლებს დროთა ტრიალი...
ეს საიდუმლო საიდუმლოდ დარჩება მიწყივ,
გაემხილების ჩემგან არვის, გპირდები ფიცით.
მესათუთები ვითა მეფეს მეფე-მარტოდენ...
შენდამი ტრფობას მშობელ დედის ტრფობას ვატოლებ.
ასე ყოველი წარმოთქვა და წავიდა უხმოდ
შემდგომ ამისა ქალში ვნებამ იმძლავრა უფრო.
ოდეს ქაუსი სანთიობოს მოვიდა ქალის,
გზა მისცა სიტყვას ქალმა, ხმაში დაეტყო ბზარი...
ქალწულნი ნახა სიაუშმა, მოვიდა ჰარემს,
თვალი შეავლო მშვენიერთა აქატის თვალებს.
მთვარეს მშვენებით დაჩრდილავდა თითოეული,
სახით ფერიებს ტანი უჩნდათ ლერწამრხეული.
გარნა ვერც ერთმა გული მისი ვერცრით მოიგო,
ასული ჩემი აირჩია, მადლი მოიღო...
გამხიარულდა ამ სიტყვებზე ქაუსი ისე,
გეგონებოდათ, მთვარისაკენ სავალი მისცეს.
ხაზინა გახსნა, ძვირფასები გადმოალაგა,
თვალმა გვირგვინი, ქამრები და ქუდი დალანდა.
 
nukriaДата: ორ, 22.02.2016, 00:00 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ძვირფასთვლიანი ბეჭდები და სამაჯურები...
მოაქვთ და მოაქვთ ოქრო-ვერცხლი გამოულევი.
ძვირფასეულის უმაღლესი მთა აღიმართა,
იმატა განძმა, განძთან ერთად ეჭვმაც იმატა-
ეჭვი იშვა და ზვავად იქცა, აგორდა, იძრა-
ძვირფასეული უეჭველად ჩაზნექსო მიწას.
დედოფალს ეტყვის ქაუს მეფე: განძი ამხელა
შვილისთვის მინდა, თუცა ჯერეთ არ მწადს გამხელა.
როს გადაცემას დავაპირებ, ამგვარად მეტყვი-
სიაუშისთვის განძი მსურს-თქო ათასჯერ მეტი.
ქალი კი ერთ ფიქრს შეუპყრია-დაიპყროს ვაჟი,
ლამაზ სახეზე ამა ფიქრის ნიშანი აზის.
თავისთვის ამბობს: სიაუშის ცთუნებას შევძლებ,
ყოველს ვიღონებ... დაე, თუნდაც საქვეყნოდ შევრცხვე.
ტახტზე ამაღლდა... დასტრიალებს ფიქრი წყეული...
თხემით ტერფამდის შემოსილა ძვირფასეულით.
ცოტაც და... აჰა, სიაუში თავისთან იხმო,
მაცთუნებელი, გულმიმტაცი სიტყვანი იწყო.
ქეი-ქაუსი გიმზადებსო საჩუქრებს უცხოს,
არვის უნახავს საჩუქრები ძვირფასი უფრო.
ქვეყნის ურიცხვი სიკეთეა ეს დიდი ძრვენი,-
უეჭველია, გაგაოცებს მოძღვნილი ჩვენი.
გარნა შეხედე ოქროს გვირგვინს, თვალწარმტაც ზილფთა,
მეტი რა ძრვენი, რა განძი და სიამე გინდა.
ძალგიძს შიგ გულში გამიყარო მახვილი დანა
და ანთებული გული ჩემი უარჰყო განა?
არ მესვენება, რა გიხილე იმ წამის შემდეგ,
კრული ეს გული კოცონია, კოცონთან შესდექ!
ნდომასა შენსა რაოდენი დიდი ძალი აქვს,
დღე ყველა ჩემთვის მქრქალია და უღმრთოდ მკრთალია.
სისხლნარევია ცრემლი ჩემი შვიდი წელია,
სურვილით შენით გული ჩემი განახელია.
მო, გამიღიმე, გულსა კრულსა მიჰხვდეს ვარდობა,
მოდი, მეორე მომიძღვენი ახალგაზრდობა.
ქვეყნის მეფეთა ძრვენზე ბევრად მეტი ვარ ძრვენი,
ხამს გამოწვევა უყოყმანოდ მიიღო ჩემი.
სურვილთა ჩემთა აღსრულება თუ არ გწადია,
თუ გული შენი ურვის ჩემის დანაბადია,
ძალი შემწევს, რომ უმაღლესად ვიძიო შური-
გვირგვინს წარგტაცებ... დღეს დაგაწევ-გემატოს წყლული.
ჰპასუხობს ვაჟი ანთებული: არა და არა,
შენს ვნებას ავყვე უსირცხვილოდ, -ფიქრიც კი მზარავს.
კეთილის მსურველს, ვით მივაგო ღალატი მამას,
ვით ვუპასუხო ვერაგობით გამზრდელის ამაგს.
მეფის მეუღლე, გვირგვინის და ტახტის მფლობელი,
ყველა ცთუნების უნდა იქმნე უარმყოფელი.
განრისხდა ქალი, მაგრამ რისხვა ჩაიკლა მყისვე,
ეხვევა ვაჟს და მაცთუნებლად ჩურჩულებს ისევ:
მე შეგიყვარე ხედავ, შენ კი სიავით მიხდი,
მე გაგაღმერთე, შენ ჩემს სურვილს აღუდექ რისხვით...
გსურს დამამცირო, ქვეყანაზე გამომაჭენო,
ღმერთს თავი შენი უმწიკვლოდ და მართლად აჩვენო?..
ღაწვნი იხოკნა, წარმოსდინდა მდინარედ სისხლი,
შემოიფლითა სამოსი და ნაგლეჯებს ისვრის.
კივილი მისი შორს გაისმა, ჰარემის იქით,
გონს ვერ მოეგო მსმენელი და აივსო შიშით.
ბაღებს, აივანს ხმა მოედო ანჩხლი და მკაცრი,
ყველაფრის ბოლო დამდგარაო, იტყოდა კაცი.
შაჰის სასმენელთ როგორც კი ხმა იგი ჩაესმა,
შიშმა შეიპყრო, დაემონა გული კაეშანს.
სულამღვრეულმა ტახტი თავისი დააგდო სწრაფად,
ჰარემისაკენ გაეშურა სუდაბეს ნახვად.
ხედავს, რას ხედავს: დედოფალის დაკაწრულ სახეს,-
დაეუფლება შფოთი მის ამ ყოფაში მნახველს.
ჰკითხავს: რა ხდება, რა კრთომა და სიმძიმილია?-
რა სცნა ამბავი, გაცაწყრა და გადაირია.
ეტყვის სუდაბე: მოგახსენებ, მეფეო, მართალს,
თან სისხლის ცრემლად იღვრებოდა, იგლეჯდა თმათა
როგორც კი მარტო დამიხელთა გაზრდილმან შენმან,
უცებ მომვარდა და დამიწყო კოცნა და ხვევნა.
შენი ტრფიალით, ჩურჩულებდა, ვიწვი, ვილევი,
უშენოდ ხელად გადვიქცევი, გადავირევი...
სხეული ჩემი, სული ჩემი ისწრაფვის შენდა,
ყოფნაც, არყოფნაც, მზეო, ჩემი, შენ გაქვსო ხელთა.
გვირგვიზე მომწვდა, მომისროლა ლამის ტახტიდან,
სამოსი ტანზე ერთიანად შემომახია.
ქალის სიტყვები ქეი-ქაუსს ტკივილებს ჰგვრიდნენ,
ეკითხებოდა არაერთგზის, კიდევ და კიდევ...
ფიქრობს: ნათელი გადექცევა სიაუშს შავად,
რისხვა წყრომანი ჩემნი ზეცის თავამდე ავა.
საჩუქრებს გიძღვნის, ძრვენს იმდაგვარს, ფრიად რომ ძვირობს,
ვერ დასძრავს-მეთქი ამ განძეულს ორასი სპილო.
ვუთხარი; ამ განძს დიდებული სხვა განძიც ახლავს,
შენდა მოძღვნილი იგი ჩემი ასული გახლავს.
ამგვარად მითხრა: არც გვირგვინი, არც ოქრო-მძივი
არაფრად მიღირს... განძად შენი ხატება მივის.
ყოველგვარ განძზე ძვირად ფასობს ეს ხატი ჩემთვის,
ქალთაგან სხვა ვერ მიმიზიდავს... იწამე ღმერთი!
ემეტებოდა თითქოს მსხვრევად ჩემი ხელები...
მიხუტებდა და ძალს ხმარობდა განახელები.
რამეთუ ნებით არ დავჰყევი მის მხეცურ ნებას,
მაგლიჯნა თმანი, ღაწვთაც აგრე მაჩნია ვნება.
სიტყვანი ჩემნი მბრძანებელო წრფელზე წრფელია...
ენებულნი ჩემნი ღაწვ-ბაგენი მსჯავრსღა ელიან.
შიშით კინაღამ დამიბნელდა მთელად გონება,
და უგუნობას, არყოფნა სჯობს, გაგეგონება.
არც ერთის თქმული, ფიქრობს მეფე, სიმართლეს არ ჰგავს,
აქ არ ჩქარება აგრე ვგონებ, არაფრად ვარგა.
გულშეიწრებულს გახდის ბრძენკაცს უგუნოდ ქმნანი,
ჰო, საქმე ესე მეტისმეტად საფრთხილო არი.
საჭიროდ მიჩანს ხელახლად დავკითხო ორივ
და აღვაჩინოი სამართალი მეფური, სწორი.
ცნობის წადილი იზრდებოდა ყოველ წამს მისი,-
რომელიაო ამ ორთაგან სასჯელის ღირსი.
მაინც რომელი უნდა იყოს ამათგან მტერი...
დასწვდა, აიღო სიაუშის ორივე ხელი.
დასუნა ერთჯერ, ხელმეორედ დაუნა მხრებზე,-
იტყოდით რაღაც იდუმალის გასაღებს ეძებს.
მერბე ქალისკენ დაიხარა... მუშკის და ამბრის,
ვარდის წყლის სუნზე დაებადა ამგვარი აზრი:
თუ ვაჟი ქალის ეხებოდა სახესაც, თმასაც,
მიეცხებოდა სურნელება, ცხადია ვაჟსაც.
სიაუშისკენ ბოროტების არ მიდის კვალი,
უღმერთოდ ცრუობს ეს არჯალი, კაპასი ქალი.
მრისხანე სახით მიუბრუნდა სუდაბეს მკაცრად,
ჰრქუა: ღირსი ხარ მახვილით რომ აგკუწოს კაცმა.

სოფო
იჩქითად ფიქრში გაიელვა ჰამავერანმა,
რაც იქ იგემა, ხორციელის ვერ თქვას ენამან.
ჰო, რა ტკბილი, რა უთქმელი წუხილი ენთო,
თხემით ტერფამდის ბორკილებში ჩასმული ეგდო.
სუდაბე იყო ერთადერთი მისი მზრუნველი,
ტანჯვას უძლებდა ისიც... ქალის ნახვის მსურველი.
იმ უსიამო გარდასულზე იღვიძა ფიქრმა,
თან ტრფობაც ჰკლავდა სუდაბესი_სიმართლე ითქვას.
მერმე ბავშვებიც გაახსენდა_მათი წულები,
დედის გარეშე იქნებოდნენ განწირულები.
მართალ არს ცამდე სიაუში, ესეც ცხადია,
თვალები უფრო მოენისლა ქაუსს დარდიანს.
თავსა ეუბნა: დაივიწყე მომხდარი ყველა,
და განამზადე მომავლისთვის ასმაგი მზერა.
ვინმეს სასმენელს არ ჩაესმას რაც მოხდა ახლა,
მომესაჯოსო ვაჰ თუ, მტერის ჭორი და ზრახვა.
 
nukriaДата: ორ, 22.02.2016, 00:00 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

რა ცბიერება არ გავიდა წინაშე მეფის,
ქალს გაწბილებულს, ლამის იყო დაეცა მეხი.
ახლა ქალური ეშმაკობა ერთი იღონა,
არგაგონილი, არნახული რამ მოიგონა...
ჰარემს იმხანად მსახურებდა დიაცი-ჯადო,
ქალი ისეთი, სულ რომ სხვათა სიკეთეს დარდობს.
კისერზე აწვა აუწყავი, ცოდვანი დიდი,
ორსულად იყო, ამძიმებდა დღითიდღე ტვირთი.
სუდაბემ ამ ქალს დარდი თავისი გააგებინა
და ერთგულების მტკიცე ფიცი დაადებინა.
ძვირფასეული, ოქრო-ვერცხლი ურიცხვი მისცა,
მერმე დასხდნენ და ერთად იწყეს ძიება გზისა.
ჰრქუა სუდაბემ: საიდუმლო დაიცავ მტკიცედ,
თორემ, იცოდე, გეჰენის, ჯოჯოხეთს მიგცემ.
დაჰბადე ბავშვი... არ აცალო მცირედი ხანიც_
მოჰკალ,_მიშველი... მოგეცემა თავადაც ვანი.
მკვდარ ბავშვს მბრძანებელს ვაჩვენებ და ვეტყვი, ჩემია,
მკვდრად იშვა იგი _ აჰრიმანის განაჩენია.
ბოროტებისა სიაუშის ნაყოფი არის, _
მამას ვეტყვი და... დაე, შვილმა _ იმართლოს თავი!
მეტი გზა არ ჩანს, და თუკი ჩანს, რაც გითხარ, იგი _
არა და ვკარგავ, უეჭვოა,ტახტსა და გვირგვინს.
ჰპასუხობს ქალი: აღსრულდება ყოველი ასე, _
მონა ვარ შენი, დედოფალო, გაგიყვან გზაზე.
ქალმან მან ღამით წამალი სვა... ეძრა სხეული...
ბავშვი შვა ორი, საშინელი, ეშმაკეულნი.
დევის ძირსა თუ ნაყოფს ჰგავდნენ სახით და ტანით,
არვის ენახა ძე-ხორციელს, იმათი მგვანი.
მსახურ ქალთაგან არცა ვის რა გაუგონია;
ორთავ ამ ურჩხულს, ოქროს თასში ლაღად მწოლიართ
მიიტანს იგი სუდაბესთან ნიავზე ჩუმად,
მერმე დედოფლის ადგილ-სამყოფს დასოვებს უმალ.
ქალის კივილმა უეცარად შეძრა ჰარემი,
დედოფლის კართან შემოკრიბა ამ ხმ
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ფირდოუსი (ამბავი სიაუშისა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

მოგესალმები Гость