ოთარ ჭილაძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოთარ ჭილაძე (ოთარ ჭილაძე)
ოთარ ჭილაძე
nukriaДата: ოთხ, 27.06.2012, 01:57 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

შემოგვაღამდა. გაწყალდა სიტყვა,
როგორც უაზრო სმისგან არაყი.
დროა გავჩუმდეთ. რაც ითქვა ითქვა.
ანდა რას შეცვლის ეს ლაპარაკი.
ქარი ყოველთვის დარჩება ქარად,
კვლავაც ვარდები მორთავენ მაისს...
შენც სიკვდილისთვის მზად იყავ მარად,
მაგრამ სიცოცხლე გახსოვდეს მაინც
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 15:43 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სიზმარი

გამოჩნდა მიწა შენთან ვარ თითქმის
იღვიძებს მიწა და პერანგს იცვამს.
ეს ხომ თოვლია. მე წუთებს ვითვლი.
ნათურებს ანთებს და მორბის მიწა.
ოღონდ შენთანაც სინათლე ენთოს
და ყველა სასჯელს უხმოდ ავიტან.
და აი, უკვე შენთან ვარ, ღმერთო,
ეს შენი ხმაა- როგორ? საიდან?
ამოდის მთვარე და ცალი თვალით
ჩემს ხელებს ზვერავს ჩუმად და მკაცრად,
მე კი ოთახში შემომყავს ძალით
და თავქვეშ გიდებ ბალიშის ნაცვლად.
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 15:45 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
მე ამ კედელთან ბრმასავით დამსვეს,
წყალი დამიდგეს და მიმატოვეს.
და თუმცა უკვე მომედო ხავსი,
არ მეკარება ძილი სათოფედ.
იქნება სული მოვითქვა ცოტა.
ანდა სიფხიზლე რაღად მჭირდება–
თუ რამე ფიქრის მაგვარი მქონდა,
მთლად ამომკენკეს თეთრმა ჩიტებმა.
ახლა კი ლურჯი ხავსი მაცვია
და გამოღებულ კარივით ვდუმვარ
და აღარ ვიცი,აქნებ არცა ვარ,
რამ გამაჩუმა ამქვეყნად თუ ვარ?
მაგრამ თანდათან მეც დავმშვიდდები,
როგორც კედელთან ძველი ბორბალი..
საით გაფრინდნენ თეთრი ჩიტები,
სად გაქრნენ , თვალიც კი ვერ მოვკარი..
 
nukriaДата: შაბ, 07.07.2012, 15:46 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გალაკტიონ ტაბიძეს

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდა ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჟღენთილ სიკვდილის გვერდით
- - ----- -
 
nukriaДата: ოთხ, 11.07.2012, 01:28 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაცრეცილი ფურცლები
• • •

მსურს დაგიტოვო უნარი ხილვის,
მარადიული წვის და დუღილის...
ზამთარი - თავის თოვლით და ყინვით,
ზაფხული - თავის ჭექა ქუხილით.

მსურს დაგიტოვო სხვათა ტკივილის
და სიხარულის განცდის უნარიც...
სოფელი - სავსე მამლის ყივილით,
ქალაქი - კედლებს შორის მბრუნავი.

კიდევ გიტოვებ ორ ლამაზ ყმაწვილს:
დღესა და ღამეს-ძილსა და ღვიძილს -
განთქმულს სიკეთით, სიწმინდით, ღვაწლით,
როგორც ქურდობით, კვლითა და სიძვით.

იმ საწყალ გოგოს ცრემლსაც გიტოვებ,
ჩემს მოლოდინში დღემდე რომ ტირის.
დანარჩენს ალბათ ნახავ თვითონვე:
ნაცარს დამწვარი ჩიტის და სტვირის.

ნახავ გალეულ კალამს და ვარსკვლავს,
თავზე რომ ედგა ჩემს ხრიოკ მინდვრებს...
და თუ ანდერძი კაცს მართლა არ კლავს,
ჯერ ნურც შენ მომკლავ... მამყოფე კიდევ.
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 01:46 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
გიახლოვდები და ვეღარ ვმალავ
ჩემს აღტაცებას... და ყოველ წამში
მიზიდულობის იზრდება ძალა...
და რა აზრი აქვს, რომელი დაგვშლის
ბუნებისა თუ კაცის გენია...

ყველა განვლილი წამი ჩვენია!
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 01:47 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *

დიდი ხნის მერე: დღისით ან ღამით,
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით,
გაგვახსენდება მთელი სიცხადით,
რასაც ვაქებდით ანდა ვკიცხავდით...

წამოგვეწევა ჩამქრალ კოცონთან,
რაც არ მოგვწონდა ანდა მოგვწონდა,
რასაც ვეძებდით ანდა ვკარგავდით
და რასაც ვგავდით ანდა არ ვგავდით...

მე მეშინია იმ ერთი წამის,
იმ ერთი წვეთი თაფლის თუ შხამის,
მაგრამ ცხოვრება, შლეგიც და მშვიდიც,
ჯერ ისევ მიდის, მიდის და მიდის …
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 19:46 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩვენ ვშლით ნაკვალევს, რომელსაც ვტოვებთ,
რომელიც მაინც გვრჩება ორივეს,
მაგრამ ოდესმე გადნება თოვლი,
გადივლის ქარიც და გვიპოვიან...

და კვლავ გაწყდება ჩვენს შორის სიტყვა,
ვერ დაგვიდგება ვერც ერთს თავდებად,
ქარს მიაწერენ, რაც ქარში ითქვა,
რაც თოვლში მოხდა – თოვლს დაბრალდება.
***
და ჩვენი გულის გამგლეჯი ძალა
სიმარტოვესაც მიგვაჩვევს უცებ –
თითებში ჩამჩრის ჟანგიან კალამს
და წინ გაძენძილს დამიდებს ფურცელს.

გარდაიქმნება ქვეყანა უმალ,
ისიც ჩვენსავით გარდაიქმნება:
„ჩაკვდება ერთი სურვილი ჩუმად –
ერთი სიმღერით მეტი იქნება!“
 
nukriaДата: პარ, 27.07.2012, 14:46 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეფეებივით ფიქრობენ მთები…
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს…
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები…
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს…

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვი შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.

კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.
 
nukriaДата: პარ, 10.08.2012, 00:15 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალებს უყვარდათ, რადგან ღელავდნენ.
ის კი გონებას მაინც იკრეფდა და
აღსარების გარდა ყველაფერს
მათთვის ხარჯავდა დაუფიქრებლად.
და მთავრდებოდა რომანი ასე,
რადგან ვერასდროს ვერ ახეხებდა,
რომ ათრთოლებულ მლოცველის მსგავსად
დაცემულიყო ქალის ფეხებთან.
 
Форум » ლიტერატურა » ჩვენი საყვარელი ლექსები » ოთარ ჭილაძე (ოთარ ჭილაძე)
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость